Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2023 წლის ნახევარფინალის შედეგები ცნობილია. დამოუკიდებელმა ჟიურიმ კონსენსუსის საფუძველზე, მეორე ეტაპზე გასული 24 გუნდიდან, კონკურსის ფინალისთვის თორმეტი გუნდი შეარჩია. ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ გუნდები თბილისის, ქუთაისის, სენაკის, ბათუმის, ზუგდიდის, ახმეტის და მცხეთის სკოლებიდან. ფინალისტების შერჩევა, კონკურსის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, ინტერვიუებისა და პროექტების პრეზენტაციების საფუძველზე განხორციელდა.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში პირველ ადგილზე გასული გუნდი გაემგზავრება NASA-ში, აშშ-ში და მონაწილეობას მიიღებს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო ბანაკში. მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო STEM პროგრამებში აშშ-სა და ევროპაში. ლიბერთის დაფინანსებით, მესამე ადგილზე გასული გუნდი, შვეიცარიაში ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრს მოინახულებს.

„კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება. ფინალისტ გუნდებს ათასწლეულის ფონდი გაუწევს ფინანსურ მხარდაჭერას, რომ ფინალისტმა გუნდებმა შეძლონ საკუთარი პროექტები კონკურსის ფინალზე დასრულებული სახით წარადგინონ. კონკურსის შედეგად, სამი საუკეთესო გუნდი გამოვლინდება საქართველოს მასშტაბით, რომლებიც საერთაშორისო STEM საზაფხულო ბანაკებში მიიღებენ მონაწილეობას,“ – მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.

„ლიბერთისთვის დიდი პატივია ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის პარტნიორობა. წარმატებული ურთიერთთანამშრომლობა ყოველთვის ღირებულებათა თანხვედრას ეფუძნება. ვფიქრობთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო მიზანი – ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს ცოდნის მიღებასა და მომავლის პროფესიებისადმი დაინტერესებაში. ლიბერთის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი პრიორიტეტი განათლების მხარდაჭერაა და მომავალში კიდევ უფრო გავაძლიერებთ ნიჭიერი, სიახლეების მაძიებელი, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების თანადგომას. ათასწლეულის ფონდის გუნდთან ერთად ძალიან ბევრ, საინტერესო ახალგაზრდას აღმოვაჩენთ და დავუმეგობრდებით“ – თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები არიან:

Green Star | სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS; სკოლა „მერმისი“; თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი; ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი; სენაკის წმ შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზია.
TerraTech | ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი; ზუგდიდის N4 საჯარო სკოლა; სენაკის წმ შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია; თბილისის N41 საჯარო სკოლა.
Halove | თბილისის N175 საჯარო სკოლა; მცხეთის საჯარო სკოლა N1.
ორიონი | თბილისის N199 საჯარო სკოლა; სკოლა-ლიცეუმ მწიგნობართუხუცესი; ბრიტანულ-ქართული აკადემია; სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS.
SHM | ბრიტანულ-ქართული აკადემია.
ქისათიბი | თბილისის N42 საჯარო სკოლა; სკოლა ორ ავნერი.
FSTF (From Seeable To Feelable) | თბილისის N199 საჯარო სკოლა.
Pleiades:re | თბილისის N199 საჯარო სკოლა.
Optical Visionaries | თბილისის N199 საჯარო სკოლა; გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემია; ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი; სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS; თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი.
Shieldify | რობერ შუმანის ევროპული სასწავლებელი; სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS; თბილისის N199 საჯარო სკოლა; თავისუფალი სკოლა.
EMENTI | ახმეტის N1 საჯარო სკოლა; თბილისის N59 საჯარო სკოლა.
HydroPro | ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი მეცხრე წელია ხორციელდება ათასწლეულის ფონდის მიერ, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და ლიბერთი ბანკი.

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით – 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. S

Previous Post

თიბისის მხარდაჭერით, გამოფენების ცენტრ „ექსპოჯორჯიაში“ უძრავი ქონების საერთაშორისო კვირეული ჩატარდა

Next Post

როგორ გამდიდრდა „უბერი“?

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
როგორ გამდიდრდა „უბერი“?

როგორ გამდიდრდა „უბერი“?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result