Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე მსოფლიო

აშშ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების ათეულს მიღმა პირველად აღმოჩნდა

by Salo Papalashvili
October 20, 2025
in მსოფლიო, რეიტინგი, ყველა სიახლე
0
აშშ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების ათეულს მიღმა პირველად აღმოჩნდა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

Henley Passport Index-ის მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების რეიტინგის გამოქვეყნების დაწყებიდან პირველად, ამერიკის შეერთებული შტატები სიის ათეულს მიღმა დარჩა. ამერიკელებს ახლა მსოფლიოს 180 ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ მოგზაურობა, 13-ით ნაკლებში, ვიდრე ყველაზე ძლიერი, სინგაპურის პასპორტის მფლობელებს. განახლებულ სიაში აშშ მე-12 პოზიციაზეა, რომელსაც მალაიზიასთან ინაწილებს.

2025 წლის დასაწყისში, მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების რეიტინგში ამერიკის შეერთებული შტატები მე-9 პოზიციას იკავებდა, თუმცა ივლისში სამი პოზიციით, მე-10-ზე ჩამოქვეითდა. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის წარმომადგენელი აშშ-ის უკან დაწევას ქვეყნის „იზოლაციონისტურ აზროვნებას“ უკავშირებს.

უფრო კონკრეტულად კი, ჰენლის ინდექსში შეერთებული შტატების რეიტინგი თავად ქვეყნის მიდგომიდან გამომდინარეობს. მაშინ როდესაც აშშ-ის პასპორტის მფლობელებს მსოფლიოს 227 ადგილიდან 180-ში შეუძლიათ უვიზოდ მოგზაურობა, თავად შეერთებული შტატები იმავე პრივილეგიას მხოლოდ სხვა 46 ქვეყნის მოქალაქეს აძლევს. ეს პოლიტიკა Henley-ის ღიაობის ინდექსში მას 77-ე ადგილზე აყენებს, რითაც ერაყს ერთი პოზიციით ჩამორჩება.

Henley & Partners-ის შეფასებითვე, აშშ-ის წლევანდელი დაქვეითება აპრილში ბრაზილიასთან უვიზო მიმოსვლის უფლების დაკარგვით დაიწყო, რაც ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობის ნაკლებობით იყო გამოწვეული. ამის შემდგომ კი, ჩინეთმა შეერთებული შტატები უვიზო ქვეყნების სიაში არ შეიყვანა. Henley-ის პრესრელიზის თანახმად, ათეულიდან აშშ-ის გავარდნის მიზეზებად სომალის მიერ ახალი ელექტრონული ვიზის სისტემის დანერგვა და ვიეტნამის გადაწყვეტილება იქცა, გამოერიცხა აშშ უვიზო მიმოსვლის უახლესი დამატებებიდან.

ამჟამად მსოფლიოს უძლიერესი პასპორტის სტატუსს კვლავ სინგაპური ინარჩუნებს. სინგაპურის პასპორტის მფლობელებს მსოფლიოს 227 მიმართულებიდან უვიზოდ მგზავრობა 193-ში შეუძლიათ. მეორე პოზიციაზე სამხრეთი კორეაა – 190 მიმართულებით უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობით. ხოლო იაპონია, რომელიც წლის დასაწყისში მეორე ადგილს იკავებდა, ახლა სამეულის ბოლოსაა  – 189 მიმართულებით.

ცნობისთვის, Henley Passport Index-ი რეიტინგს „საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის“ (IATA) ექსკლუზიურ მონაცემებზე დაყრდნობით ადგენს. განახლებულ რეიტინგში საქართველო 123 უვიზო მიმართულებით 46-ე პოზიციას კირიბატთან იყოფს. ყველაზე სუსტი პასპორტი კი კვლავ ავღანეთს, სირიას და ერაყს აქვთ, შესაბამისად, 24, 26 და 29 უვიზო მიმართულებით.

წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების განახლებულ ათეულს:
  1. სინგაპური (193)
  2. სამხრეთი კორეა (190)
  3. იაპონია (189)
  4. გერმანია, იტალია, ლუქსემბურგი, ესპანეთი, შვეიცარია (188)
  5. ავსტრია, ბელგია, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, ირლანდია, ნიდერლანდები (187)
  6. საბერძნეთი, უნგრეთი, ახალი ზელანდია, ნორვეგია, პორტუგალია, შვედეთი (186)
  7. ავსტრალია, ჩეხეთი, მალტა, პოლონეთი (185)
  8. ხორვატია, ესტონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, არაბთა გაერთიანებული საამიროები, გაერთიანებული სამეფო (184)
  9. კანადა (183)
  10. ლატვია, ლიხტენშტაინი (182)

Previous Post

ოქრო პირველი აქტივი გახდა, რომლის ღირებულებამაც $30 ტრილიონს გადააჭარბა

Next Post

მუზეუმების ყველაზე გახმაურებული ძარცვები

Salo Papalashvili

Next Post
მუზეუმების ყველაზე გახმაურებული ძარცვები

მუზეუმების ყველაზე გახმაურებული ძარცვები

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result