აშშ-ის თავდაცვის უმსხვილესი კონტრაქტორები

წასაკითხი დრო 1 წუთი
წასაკითხი დრო 1 წუთი

2023 წელს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ბიუჯეტმა 609.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც აშშ-ის თითოეულ მოსახლეზე $1,819-ს უდრის.

მართალია, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ინდუსტრიაში თავდაცვის კონტრაქტორების მცირე რაოდენობა დომინირებს, თუმცა მათი უმეტესობა შესაძლებლობების დივერსიფიცირებულ სპექტრს უზრუნველყოფს – საბრძოლო მასალითა და ბირთვული წყალქვეშა ნავებით დაწყებული, IT-ინფრასტრუქტურის მართვის სერვისებით დამთავრებული.

Visual Capitalist-მა, თავდაცვის დეპარტამენტის მონაცემების საფუძველზე, აშშ-ის თავდაცვის უმსხვილესი კონტრაქტორების სია შემოგვთავაზა. ჩამონათვალში კომპანიები მათთან გაფორმებული კონტრაქტების საერთო ღირებულების მიხედვითაა დალაგებული.

61.4 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტებით, სიას Lockheed Martin-ი დიდი უპირატესობით ლიდერობს. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს მან პენტაგონისა და მოკავშირეებისთვის 30 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტი შეასრულა, რომელიც F-35 გამანადგურებლების აგებას ითვალისწინებდა. ამასთან ერთად, Lockheed Martin-ს მიენიჭა კონტრაქტები ზუსტი დარტყმის რაკეტებისა და ბირთვული კოსმოსური ხომალდების წარმოებისთვის.

შემდეგ მოდის RTX, ყოფილი Raytheon Technologies-ი, 24.1 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტებით. ის მსოფლიოში თავდაცვის სფეროს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა. RTX-ის ღირებულება 183 მილიარდი დოლარია, რაშიც დიდი წვლილი მის სარაკეტო სისტემებს, ავიაციასა და მოწინავე ტექნოლოგიებს მიუძღვის.

მესამე ადგილზე ვირჯინიაში დაფუძნებული General Dynamics-ია, რომელიც ყველაზე მეტ შემოსავალს თავისი IT-სისტემებიდან და საზღვაო ქვეითების განყოფილებებიდან გამოიმუშავებს.

საერთო ჯამში, თავდაცვის დეპარტამენტის მთავარი კონტრაქტორების რაოდენობა 1990-იან წლებში 51-დან დღეს მხოლოდ ხუთამდეა შემცირებული. ამ მემკვიდრეობით მიღებულ კომპანიებს შორისაა: Lockheed Martin-ი, RTX Corporation-ი, General Dynamics-ი, Boeing-ი და Northrop Grumman-ი.

წარმოგიდგენთ აშშ-ის მთავრობასთან გაფორმებული კონტრაქტების ჯამური ღირებულების მიხედვით თავდაცვის სფეროს ტოპ-10 კომპანიას:

პოზიცია კომპანია კონტრაქტების ღირებულება
1 Lockheed Martin $61.4 მილიარდი
2 RTX $24.1 მილიარდი
3 General Dynamics $22.9 მილიარდი
4 Boeing $20.1 მილიარდი
5 Northrop Grumman $16.3 მილიარდი
6 Huntington Ingalls $10.5 მილიარდი
7 Humana $7.8 მილიარდი
8 L3Harris Technologies $7.5 მილიარდი
9 BAE Systems $7.0 მილიარდი
10 Cencora $4.4 მილიარდი

 

More to read