Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე ბიზნესი

აშშ-ის 100 წამყვანი ბრენდის რეპუტაცია

by თინათინ ინაური
July 29, 2021
in ბიზნესი, მსოფლიო, რეიტინგი, ქართულად
0
აშშ-ის 100 წამყვანი ბრენდის რეპუტაცია
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

რეპუტაციის შექმნა და შენარჩუნება ყველა კომპანიისა თუ ორგანიზაციისათვის მნიშვნელოვანი საკითხია. დიდი კორპორაციებისათვის, რომლებიც ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე პოპულარობით სარგებლობენ, ბრენდის რეპუტაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

კვლევითმა კომპანია Axios Harris Poll-მა შეერთებულ შტატებში 43,000 ადამიანი გამოკითხა იმის გასაგებად, თუ რომელი 100 კომპანია სარგებლობს განსაკუთრებით კარგი რეპუტაციით. რესპონდენტებს ეკითხებოდნენ, თუ რომელი ორი კომპანია იყო მათთვის განსაკუთრებით გამორჩეული. ის 100 ბრენდი კი, რომლებიც მომხმარებელთა მიერ შეირჩა, სამ მთავარ კრიტერიუმს ეფუძნება: კომპანიის ხასიათს (კულტურა, ეთიკა, ღირებულებები), ტრაექტორიას (კომპანიის ზრდის პერსპექტივები, მომავლის ხედვა, ინოვაციურობა) და ნდობას (ენდობა თუ არა მომხმარებელი კომპანიას).

საინტერესოა, რომ სიაში პირველ ადგილს ცნობილი ამერიკული ტანსაცმლის ბრენდი –  Patagonia იკავებს. კომპანიის რეპუტაციის მაჩვენებელი 2020 წელთან შედარებით 31 ერთეულით გაუმჯობესდა და 82.7-ს შეადგენს. აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ რეპუტაციის სიაში მეორე ადგილს არა ამერიკული, არამედ იაპონური ავტომწარმოებელი Honda Motor Company იკავებს. როგორც ჩანს, ამერიკელები იაპონურ ბრენდს სხვა ამერიკულ კორპორაციებზე მეტად ენდობიან. შემთხვევითი არაა, რომ პანდემიის ეპოქაში სიის მესამე ადგილი ცნობილმა ვაქცინის მწარმოებელმა კომპანია Moderna-მ დაიკავა. მოდერნას კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა მთელ მსოფლიოში დიდი სანდოობითა და, შესაბამისად, კარგი რეპუტაციით სარგებლობს. მას რეპუტაციის მაჩვენებელში 81.3 ქულა აქვს მინიჭებული.

სიის პირველი ათეული ასე გამოიყურება:
  1. Patagonia – 82.7
  2. Honda Motor Company – 81.6
  3. Moderna – 81.3
  4. Chick-fil-A – 81.1
  5. SpaceX – 81.1
  6. Chewy – 80.9
  7. Pfizer – 80.2
  8. Tesla Motors – 80.2
  9. Costco – 80.1
  10. Amazon.com – 80.0

ერთწლიან პერიოდში ყველაზე დიდი დაღმასვლა კი ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Google-მა აჩვენა. მისი რეპუტაციის მაჩვენებელი 36 ერთეულით შემცირდა და 2021 წელს სიაში მე-60 ადგილს იკავებს. საინტერესოა ისიც, რომ ცუდი რეპუტაციით სარგებლობენ Facebook-ი და Fox News-ი.

Previous Post

თიბისი დაზღვევა – აზღვევ ყველაფერს, რაც განერვიულებს

Next Post

მილიარდერთა კოსმოსურ მარათონში კიდევ ერთი უმდიდრესი ევროპული ოჯახი ჩაერთვება

თინათინ ინაური

Next Post
მილიარდერთა კოსმოსურ მარათონში კიდევ ერთი უმდიდრესი ევროპული ოჯახი ჩაერთვება

მილიარდერთა კოსმოსურ მარათონში კიდევ ერთი უმდიდრესი ევროპული ოჯახი ჩაერთვება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result