Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე თავდაცვა

არის თუ არა მზად ევროპა ზაპოროჟიეს ბირთვული კატასტროფისთვის?

by Salo Papalashvili
August 20, 2024
in თავდაცვა, მსოფლიო, რეგიონი, ყველა სიახლე
0
არის თუ არა მზად ევროპა ზაპოროჟიეს ბირთვული კატასტროფისთვის?
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ზაპოროჟიეს ატომური სადგური 2022 წელს, უკრაინაში შეჭრიდან მალევე, რუსული ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა. მას შემდეგ სადგურზე სამხედრო ძალებმა იერიში არაერთგზის მიიტანეს, რაც საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან ტერიტორიას მუდმივი დაკვირვების ობიექტად აქცევს.

აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გაჩენილმა ხანძარმა ადგილზე პოტენციური რისკის საშიშროება განაახლა. უკრაინული მხარის განცხადებით, რუსულმა ძალებმა 11 აგვისტოს ცეცხლი ავტომობილების ბორბლებს წაუკიდეს და სადგურზე ხანძრის იმიტაცია შექმნეს. ხოლო მოსკოვმა ხანძრის მიზეზად, მტკიცებულებების გარეშე, უკრაინული ძალების მიერ ტერიტორიის დაბომბვა დაასახელა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ყოფილი მთავარი ბირთვული ინსპექტორის რობერტ კელის შეფასებით, „არ არსებობს შესაძლებლობა“ იმისა, რომ მსგავსი თავდასხმები სადგურის აფეთქებას გამოიწვევს. გასულ კვირაში, IAEA-ს ამჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ მარიანო გროსიმაც დაადასტურა, რომ ბოლო ხანძარს ბირთვული საშიშროება არ გამოუწვევია.

წინა რამდენიმე დარტყმის შედეგად, ზაპოროჟიეზე ელექტროენერგია გაითიშა. ტექნიკურად ეს საშიშია. ელექტროენერგიის გარეშე ბირთვული რეაქტორები ვერ გაგრილდება, რის გამოც ისინი შესაძლოა გადახურდეს და აფეთქდეს- როგორც ჩერნობილში. თუმცა როგორც რობერტ კელიმ Euronews-თან აღნიშნა, ამის ალბათობა დღეს ფაქტობრივად ნულის ტოლია: „ჩერნობილის რეაქტორმა მოულოდნელად სრული სიმძლავრით დაიწყო მუშაობა, მასში არსებული წყალი ორთქლად გადაიქცა და უბრალოდ დაანგრია შენობა“.

თანამედროვე რეაქტორები აშენებულია ბევრად უფრო მაღალი სტანდარტებით. ჩერნობილის რეაქტორებისგან განსხვავებით, რომლებიც იყენებდნენ აალებად გრაფიტს, ზაპოროჟიე იყენებს წნევის ქვეშ მყოფ წყლის რეაქტორებს, რომელიც არ იწვის. წნევის ქვეშ მყოფი წყლის რეაქტორები(PWR) უფრო უსაფრთხოა, აშენებულია მასიური ბეტონისა და ფოლადის გუმბათის შიგნით, რაც მინიმუმამდე ამცირებს გაჟონვის შანსს.

ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში, ალტერნატიულ წყაროდ  ახლომდებარე ზაპორიზკას ქვანახშირის ელექტროსადგურის – უკრაინის უდიდესი თბოელექტროსადგურის – ან დიზელის გენერატორების გამოყენება შეიძლება. ამასთან ერთად, ჩერნობილისგან განსხვავებით, ზაპოროჟიეს ყველა რეაქტორი ამჟამად გათიშულია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რუსეთის ჯარების მიერ სადგურის აღების მიუხედავად, სადგურის პერსონალი მეტწილად ადგილზე რჩება, რაც ზაპოროჟიეს არასწორად მართვის საშიშროებასაც ამცირებს.

რაც შეეხება ევროპის მზადყოფნას: ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოში ჯამში 150-ზე მეტი რეაქტორი ოპერირებს. თითოეულ ქვეყანას აქვს ბირთვული მზადყოფნის სააგენტო, მათაც კი, რომლებსაც არ აქვთ რეაქტორები. საერთაშორისო დონეზე, ბირთვული უსაფრთხოების გაიდლაინები, IAEA-ს მიერაა შემუშავებული. ევროპაში ბირთვული უსაფრთხოების პროცედურებს კოორდინაციას HERCA უწევს, ხოლო ცალკეულ სახელმწიფოებში მათ განხორციელებას ევროკავშირის ორგანო – EMSREG-ი უზრუნველყოფს.

ქვეყნებს შორის კოორდინაცია განსაკუთრებით 2011 წლის ფუკუშიმას კატასტროფის შემდეგ გაძლიერდა. შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს საგანგებო სიტუაციებში მომზადების სპეციალისტ იან იოჰანსონის განცხადებით, HERCA საკმაოდ აქტიურადაა ჩართული უკრაინის თემებშიც და აკვირდება მოვლენების განვითარებას.

მისივე თქმით, რადიაციული გაჟონვის შემთხვევაშიც, დრო რეაგირებისთვის საკმარისადაა. ყველაზე ცუდ სცენარში – რადიაციული გამოსხივებით აფეთქება – ინციდენტის გარშემო 5-კილომეტრიანი რადიუსის ევაკუაცია მოხდება. საფრთხის აღმოჩენის შემთხვევაში კი 25 კილომეტრის რადიუსში ყველა იქნება გაფრთხილებული, შენობებს შეაფარონ თავი.

Previous Post

ახალი ალიანსები ოპოზიციურ ფლანგზე და მათი პერსპექტივები

Next Post

ჩინეთმა რეკორდული რაოდენობის რეაქტორების მშენებლობა დაამტკიცა

Salo Papalashvili

Next Post
ჩინეთმა რეკორდული რაოდენობის რეაქტორების მშენებლობა დაამტკიცა

ჩინეთმა რეკორდული რაოდენობის რეაქტორების მშენებლობა დაამტკიცა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result