• About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact
Forbes Georgia
Advertisement
  • Home
    • Home – Layout 1
    • Home – Layout 2
    • Home – Layout 3
    • Home – Layout 4
    • Home – Layout 5
    • Home – Layout 6
  • News
    • All
    • Business
    • Politics
    • Science
    • World

    Hillary Clinton in white pantsuit for Trump inauguration

    Amazon has 143 billion reasons to keep adding more perks to Prime

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    Trending Tags

    • Trump Inauguration
    • United Stated
    • White House
    • Market Stories
    • Election Results
  • Tech
    • All
    • Apps
    • Gadget
    • Mobile
    • Startup

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Trending Tags

    • Nintendo Switch
    • CES 2017
    • Playstation 4 Pro
    • Mark Zuckerberg
  • Entertainment
    • All
    • Gaming
    • Movie
    • Music
    • Sports

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Harnessing the power of VR with Power Rangers and Snapdragon 835

    So you want to be a startup investor? Here are things you should know

  • Lifestyle
    • All
    • Fashion
    • Food
    • Health
    • Travel

    How couples can solve lighting disagreements for good

    Ducati launch: Lorenzo and Dovizioso’s Desmosedici

    Trending Tags

    • Golden Globes
    • Game of Thrones
    • MotoGP 2017
    • eSports
    • Fashion Week
  • Review

    Intel Core i7-7700K ‘Kaby Lake’ review

No Result
View All Result

Home მოსაზრება

აქვს თუ არა რეალური შანსი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად?

by Davit Tsiramua
May 2, 2022
in მოსაზრება, მსოფლიო, პოლიტიკა, საქართველო, ფორბს-მოსაზრება, ყველა სიახლე
0
აქვს თუ არა რეალური შანსი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად?
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

3 მარტს საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეიტანა, რაც მოჰყვა უკრაინის იმავე გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყანამ რუსეთის ათიათასობით სამხედრო დანაყოფის უკრაინაში აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან შემოჭრის შემდეგ მიიღო. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ მმართველი  პარტიის, „ქართული ოცნების“  მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა და ევროკავშირს მოუწოდა, რომ საქართველოს წევრობაზე განაცხადი დაჩქარებულად განეხილათ და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინათ. საქართველოს მთავრობის ეს ნაბიჯი გარკვეულწილად მოულოდნელიც კი იყო, რადგან მმართველი პარტიის წარმომადგენლები ევროკავშირთან დაახლოების პროცესის დაჩქარებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს უყურადღებოდ ტოვებდნენ. 1-ელ მარტს მთავრობა მკაფიოდ ამბობდა, რომ საქართველო არ იყო მზად ევროკავშირის წევრობისთვის და პროცესი დაიწყებოდა 2024 წელს, მთავრობის მიერ 2021 წლის იანვარში მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით. „ქართული ოცნების“ მეთაურმა ისიც კი აღნიშნა, რომ ნაადრევი განაცხადი საქართველოსთვის უარყოფით შედეგს გამოიღებდა, რადგან ქვეყანას ჯერ კიდევ დასაკმაყოფილებელი აქვს კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო გარკვეული პირობები.

საქართველოს მთავრობის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანის  გადაწყვეტილება მოჰყვა საზოგადოებაში უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნაკლებობითა და ქვეყნის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებში არმონაწილეობით  გამოწვეულ უკმაყოფილებას. ამ ყველაფერს დაერთო საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში ვიზიტიც, სადაც ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. ზურაბიშვილმა საკუთარი სოციალური მედიის ანგარიშებზე გარკვეულწილად გააკრიტიკა კიდეც მთავრობის უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნაკლებობა. ამასობაში, ათიათასობით ქართველმა მოქალაქემ, რომლებიც უკრაინის მხარდასაჭერად ყოველ საღამოს იკრიბებიან თბილისში, საქართველოს მთავრობისგან უფრო მკვეთრი პოზიციის დაფიქსირება  მოითხოვა. პირველ მარტს მსგავს მრავალათასიან დემონსტრაციაზე ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანაც ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა. მომიტინგეები პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნითაც კი გამოვიდნენ, რამაც, სავარაუდოდ, დიდი გავლენა იქონია მთავრობის შემდგომ გადაწყვეტილებაზე. აქედან გამომდინარე, 2 მარტს „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატურაზე აპლიკაცია უკვე მზადდებოდა. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ კი აღნიშნა, რომ ევროკავშირისგან მოდიოდა პოზიტიური „სიგნალები“. მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველია, ზუსტად რას გულისხმობდა სამხარაძე, ცხადია, რომ უკრაინაში რუსულმა აგრესიამ უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვასთვის ევროკავშირთან დაახლოების რეალური შესაძლებლობები გააჩინა.

საქართველომ ჯერ კიდევ 2014 წელს მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი, რასაც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გააქტიურება მოჰყვა. მას შემდეგ საქართველო და ევროკავშირი რეფორმების განხორციელებაზე მუშაობდნენ, რომლებიც შეთანხმებისამებრ საქართველოს მთავრობას  უნდა შეესრულებინა. 2021 წლის ასოცირების შესრულების შეჯამების მიხედვით, საქართველო „სტაბილურად აგრძელებდა ევროპულ გზაზე სვლას“ და „რჩებოდა „აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივის ერთგული“. მიუხედავად ამისა, დოკუმენტი ხაზს უსვამდა მნიშვნელოვან გამოწვევებსაც, როგორიცაა სასამართლო სისტემის ანგარიშვალდებულებისა და დამოუკიდებლობის ნაკლებობა. აღსანიშნავია, რომ ასეთმა საკითხებმა ევროკავშირის მიერ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებაზე შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ან საკმაოდ შეაფერხოს გაწევრების მოლაპარაკებები.

გაწევრების პროცედურები ჩვეულებრივ რამდენიმე წელს გრძელდება და საჭიროებს აპლიკანტი ქვეყნის მიერ მკაცრი კრიტერიუმების. ე.წ. კოპენჰაგენის კრიტერიუმების, დაკმაყოფილებას. მოცემული ვალდებულებები მოიცავს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ეკონომიკური სტაბილურობა, კორუფციის დაძლევა, ადამიანის უფლებების დაცვა და ა.შ. ევროკავშირის წევრობის აპლიკანტმა ქვეყანამ თითოეული კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს, რომ ევროკავშირთან გაწევრების მოლაპარაკებებში დაწინაურდეს. როდესაც ქვეყანას განაცხადი შეაქვს წევრობაზე, პირველ რიგში ევროკომისია ქვეყნის მოლაპარაკებების დაწყებისთვის მზადყოფნას აფასებს, რაზე დაყრდნობითაც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა ევროპული საბჭოს ფორმატში ერთხმად უნდა დათანხმდეს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. შემდეგი საფეხური მოიცავს მოლაპარაკებებს, რომლებიც კანდიდატი ქვეყნის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას ეხება. ეს გაწევრების პროცესის უმთავრესი,  35 საფეხურისგან შემდგარი ნაწილია, რომელიც  სხვადასხვა რეფორმას მოიცავს. მოცემული რეფორმები კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანამ უნდა გაატაროს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის მისაღებად. კანდიდატ ქვეყნებს მოეთხოვებათ საკუთარი ადმინისტრაციული და ინსტიტუციური ინფრასტრუქტურის რეფორმირება და ევროკავშირის კანონმდებლობასთან საკუთარი ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება. მოლაპარაკებების სისწრაფე დამოკიდებულია კანდიდატი ქვეყნის მიერ რეფორმების გატარებისა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების სისწრაფეზე.

საქართველომ, ისევე როგორც უკრაინამ და მოლდოვამ, ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის, პოლიტიკური დაახლოებისა და თავისუფალი ვაჭრობისთვის ასოცირების ხელშეკრულებაზე მოაწერა ხელი. მოცემული ხელშეკრულება არ ნიშნავს ევროკავშირის წევრობის გარანტიას, თუმცა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში გადადგმული ნაბიჯები ქვეყნებს კანდიდატობის სტატუსის მისაღებად საჭირო ეკონომიკური და ადმინისტრაციული პირობების დაკმაყოფილებაში ეხმარება, რაც შედარებით აიოლებს წევრის სტატუსის მინიჭებასაც. ორგანიზაცია CEPS-ის უახლესი კვლევის მიხედით, საქართველო სხვა ასოცირებულ ქვეყნებსა და ბალკანეთის ევროკავშირის პოტენციურ კანდიდატ ქვეყნებს ეკონომიკური და პოლიტიკური მმართველობის ხარისხით უსწრებს.  ეს უპირატესობა საქართველოს მიერ კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შანსებს ნამდვილად ზრდის.

მეორე მხრივ, აღსანიშნავია, რომ საქართველოში 2018 წლიდან დღემდე დემოკრატიის ხარისხი არსებითად უარესდება. საქართველოს მთავრობა უფრო და უფრო ავლენს ავტორიტარულ თვისებებს:   დამოუკიდებელ მედიას ავიწროებს და სასამართლო სისტემის პოლიტიზებას ახდენს. ასეთი პრობლემები საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო მკაცრი პოლიტიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილებას საკმაოდ გაართულებს. ამავდროულად, მმართველი პარტია უკრაინის მიმართ აქტიურ მხარდაჭერას არ გამოხატავს და არც რუსეთის წინააღმდეგ აპირებს სანქციების დაწესებას. აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია, რომ მთავრობამ შარლ მიშელის შეთანხმებით გაწერილი დემოკრატიული რეფორმები გაატაროს და უკრაინას სრული სოლიდარობა გამოუცხადოს. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსზე მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ევროკავშირი შეძლებს, საქართველოს მთავრობა დემოკრატიულ გზაზე „დააბრუნოს“, რასაც რეფორმების აქტიური გატარების ვალდებულებებიც მოჰყვება. ეს კი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი იქნება საკუთარი დემოკრატიის მხარდამჭერი აქტორის საერთაშორისო სტატუსის განსამტკიცებლად.

Previous Post

კრიპტოდონაციებიდან შემოსული $15 მილიონით უკრაინამ სამხედრო შეიარაღება შეიძინა

Next Post

What Are the Chances for Georgia to Become an EU Membership Candidate?

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
ეყოფა თუ არა პუტინს ფული უკრაინასთან ომის დასაფინანსებლად?

ეყოფა თუ არა პუტინს ფული უკრაინასთან ომის დასაფინანსებლად?

Stay Connected test

  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025

Washington prepares for Donald Trump’s big moment

November 3, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

December 30, 2025

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

Forbes Georgia

We bring you the best Premium WordPress Themes that perfect for news, magazine, personal blog, etc. Check our landing page for details.

Follow Us

Browse by Category

  • 30 Under 30
  • 30 Under 30
  • All News
  • Apps
  • Archive
  • Billionaires
  • Business
  • Business
  • Business
  • Caspian Energy
  • COVID-19
  • COVID-19
  • Culture
  • Culture
  • Economic Calendar
  • Economics
  • Editorial
  • English
  • English
  • Entertainment
  • Entrepreneurs
  • Executives
  • Fashion
  • Finances
  • Finances
  • Food
  • Forbes
  • Forbes
  • Forbes Auto
  • Forbes Banker
  • Forbes Banker
  • Forbes Crypto
  • Forbes Culture
  • Forbes EDU
  • Forbes EDU
  • Forbes Georgia in English
  • Forbes Georgia in English
  • Forbes GREEN
  • Forbes Guide
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Life
  • Forbes Life
  • Forbes People
  • Forbes Property
  • Forbes Property
  • Forbes Science
  • Forbes Sport
  • FORBES TECH
  • Forbes TECH
  • Forbes Woman
  • Forbes Woman
  • Gadget
  • Gaming
  • Georgia
  • HEALTH
  • HEALTH
  • Health
  • History
  • Industry
  • İngilizce Haberler
  • Internet
  • Interviews
  • Investments
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Management
  • Mobile
  • Movie
  • Music
  • News
  • News
  • Op-Ed
  • Opinions
  • Partner Content
  • Partner Content
  • Politics
  • Politics
  • Press Release
  • Rankings and Lists
  • Region
  • Review
  • Science
  • Science
  • Sport
  • Sports
  • Startup
  • Strategies
  • Style
  • Tech
  • Tech
  • Travel
  • Travel
  • World
  • World
  • Русском
  • ანტრეპრენიორები
  • არქივი
  • ბიზნესი
  • ბიზნესი
  • გამოძიება
  • გურმანი
  • ედიტორიალი
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკური კალენდარი
  • ვაჭრობა
  • ვაჭრობა
  • თავდაცვა
  • თავდაცვა
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • ინდუსტრია
  • ინვესტიციები
  • ინტერვიუ
  • ინტერნეტი
  • ისტორია
  • კომპანიები
  • კომპანიები
  • კომუნიკაციები
  • კულტურა
  • კულტურა
  • მენეჯერები
  • მენეჯმენტი
  • მეცნიერება
  • მილიარდერები
  • მოგზაურობა
  • მოდა
  • მოსაზრება
  • მსოფლიო
  • ოპედი
  • პარტნიორის კონტენტი
  • პოლიტიკა
  • პორტრეტები
  • პრესრელიზი
  • პროფილი
  • რა სჭირდებათ დამსაქმებლებს
  • რეგიონი
  • რედაქტორი
  • რეიტინგი
  • რჩევები
  • საქართველო
  • სიახლეები
  • სოციალური მედია
  • სპორტი
  • სტილი
  • სტრატეგიები
  • ტექნოლოგიები
  • ფინანსები
  • ფინანსები
  • ფორბს-მოსაზრება
  • ფორბს-მოსაზრება
  • ქართულად
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
  • ხელოვნება
  • ხელოვნება

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026
  • About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.