Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home მოსაზრება

აქვს თუ არა კვლავ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი?

by იზა გვარამაძე
January 16, 2023
in მოსაზრება, პოლიტიკა, საქართველო, ფორბს-მოსაზრება, ყველა სიახლე
0
აქვს თუ არა კვლავ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი?
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

3 მარტს საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეიტანა, რაც მოჰყვა უკრაინის იმავე გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყანამ რუსეთის ათიათასობით სამხედრო დანაყოფის უკრაინაში აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან შემოჭრის შემდეგ მიიღო. 2021 წლის ივნისში ევროპული საბჭოს მიერ უკრაინისთვის, მოლდოვასა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის თაობაზე წარმოადგინა რეკომენდაციების დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებდა მხოლოდ გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ.

საქართველოს მთავრობის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანის გადაწყვეტილება მოჰყვა საზოგადოებაში უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნაკლებობითა და ქვეყნის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებში მონაწილეობის არმიღებით გამოწვეულ უკმაყოფილებას. საქართველომ ჯერ კიდევ 2014 წელს მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი, რასაც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გააქტიურება მოჰყვა. მას შემდეგ საქართველო და ევროკავშირი რეფორმების განხორციელებაზე მუშაობდნენ, რომლებიც შეთანხმებისამებრ საქართველოს მთავრობას  უნდა შეესრულებინა. 2021 წლის ასოცირების შესრულების შეჯამების მიხედვით, საქართველო „სტაბილურად აგრძელებდა ევროპულ გზაზე სვლას“ და „რჩებოდა „აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივის ერთგული“. მიუხედავად ამისა, დოკუმენტი ხაზს უსვამდა ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებსაც, როგორიცაა სასამართლო სისტემის ანგარიშვალდებულებისა და დამოუკიდებლობის ნაკლებობა. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხებმა ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.

2021 წლის შემოდგომაზე საქართველოს პარლამენტი ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე რეფორმების გატარებას შეუდგა. ევროკომისიის მიერ გაწერილი რეფორმების შესრულების შემთხვევაში ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღია რჩება და ქვეყანას შეეძლება კანდიდატის სტატუსის მოპოვება. მიუხედავად ამისა, საქართველოს პარლამენტი არცთუ  მონდომებით შეუდგა რეფორმების წამოწყებას, რითაც ქართული საზოგადოება კვლავ იმედგაცრუებული დატოვა.

ევროკავშირის საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი მთავარი პუნქტი ეხება მმართველი პარტიის მიერ დეოლიგარქიზაციის მცდელობას. საქართველოს პარლამენტმა ამ საკითხს ოლიგარქების საწინააღმდეგო კანონმდებლობის შექმნით უპასუხა. თუმცა კანონმდებლობა კარგად ვერ განსაზღვრავს, ვინ შეიძლება იყოს ოლიგარქი. ბევრი მიიჩნევს, რომ მმართველმა პარტიამ სუსტი კანონმდებლობა სპეციალურად წარადგინა, რადგან მის არაფორმალურ მმართველად ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილი რჩება, რომელიც ევროპარლამენტისა და ქართული ოპოზიციის მიერ ოლიგარქად მოიხსენიება.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა რეკომენდაციებში აღნიშნა, რომ საქართველომ რეფორმები 2023 წლისთვის უნდა გაატაროს, „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანებას სერიოზულად არ ეკიდება, რითაც საქართველოს მოსახლეობის სურვილს უგულებელყოფს. 2018 წლიდან საქართველოში აღინიშნებოდა დემოკრატიული უკუსვლა, რადგან მმართველმა პარტიამ ავტოკრატიული პოლიტიკის გატარება დაიწყო, შეაფერხა დამოუკიდებელი მედიის ფუნქციონირება და სასამართლო სისტემის პოლიტიზებას ხელი შეუწყო. ასეთმა გამოწვევებმა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ძალიან შეუშალა ხელი.

ამავდროულად აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტია უკრაინის მიმართ სრულად არ გამოხატავს მხარდაჭერას და არც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უერთდება. ასეთ ვითარებაში პარტიისთვის სასიცოცხლოც კია ევროკომისიის მიერ მითითებული დემოკრატიული რეფორმების გატარება და უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოცხადება.

ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მმართველ პარტიას არ შეუძლია ევროინტეგრაციასთან მიმართებით საკუთარი რიტორიკის შეცვლა, რადგან საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 80% უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას. კითხვა ჩნდება, რამდენ ხანს შეძლებს „ქართული ოცნება“ „ორ სკამზე ჯდომას“ – ერთი მხრივ, დემოკრატიულ მომავალზე და ევროინტეგრაციაზე დაპირებებს და მეორე მხრივ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელოვნად შეფერხებას. „ქართული ოცნების“ პროევროპული მისწრაფებები, როგორც ჩანს, მხოლოდ და მხოლოდ ფასადურია და პარტიის მიერ საკუთარი ლეგიტიმაციისთვის გამოიყენება. იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ ევროკავშირის რეკომენდაციების დროულად გატარებას ვერ შეძლებს, საქართველოს კიდევ რამდენიმე წელი მოუწევს პოლიტიკური გაურკვევლობის ჩაკეტილ წრეში ყოფნა. ასეთი სცენარის შემთხვევაში კი საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის პოლიტიკური გეზის შეცვლის შანსი მხოლოდ 2024 წლის არჩევნებში შეეძლება.

Previous Post

2022 წელს საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები $2 მილიარდით გაიზარდა

Next Post

Does Georgia Still Have an Opportunity to Obtain a EU candidate Status?

იზა გვარამაძე

Next Post
გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result