მიმდინარე წლის აპრილში გასული წლის აპრილთან შედარებით საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 3%-ით შემცირდა. 2014 წლის აპრილში 146 522 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2015 წლის აპრილში 142 608 ტურისტი.
ყველაზე მეტი კლება ირანიდან დაფიქსირდა, გასული წლის აპრილთან შედარებით 2201 კაცით (65%-ით) ნაკლები ტურისტი შემოვიდა. უკრაინიდან შემოსული ტურისტების რაოდენბა 1906 კაცით (17%-ით) შემცირდა.
2015 წლის ოთხ თვეში (იანვარი-აპრილი) ტურისტთა რაოდენობა ჯამში 31 759 კაცით (6%-ით) შემცირდა.
|
ვიზიტის ტიპი |
2014: 4 თვე |
2015: 4 თვე |
ცვლილება |
ცვლილება % |
|
24 საათი და მეტი (ტურისტი) |
523 137 |
491 378 |
-31 759 |
-6% |
|
ტრანზიტი |
269 006 |
298 539 |
29 533 |
11% |
|
ერთდღიანი ვიზიტი |
611 389 |
591 083 |
-20 306 |
-3.3% |
|
სულ |
1 403 532 |
1 381 000 |
-22 532 |
-2% |
წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო












