საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2021 წლის აპრილში, 2020 წლის აპრილთან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 182%-ით გაიზარდა. 2020 წლის აპრილში 26,876 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2021 წლის აპრილში 75,831. 2019 წელთან შედარებით ტურისტების რაოდენობა 78%-ით არის შემცირებული.
ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, აპრილში 142%-ით გაიზარდა და ჯამში 85,754 ვიზიტორი შემოვიდა. 2019 წელთან შედარებით ვიზიტორების რიცხვი 87%-ით არის შემცირებული.
ოთხი თვის ჯამში, 2020 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით ტურისტების რაოდენობა 76%-ით, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 84%-ით არის შემცირებული.
აპრილში ყველაზე მეტი (21,106) ვიზიტორი თურქეთიდან შემოვიდა. მეორე ადგილზეა ისრაელია 10,098 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე რუსეთია 8,518 ვიზიტორით.
10 ქვეყანა, საიდანაც 2021 წლის აპრილში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა
|
ქვეყანა |
ვიზიტორების რაოდენობა |
ცვლილება |
| თურქეთი |
21,106 |
48% |
| ისრაელი |
10,098 |
13925% |
| რუსეთი |
8,518 |
125% |
| სომხეთი |
8,331 |
3.9% |
| უკრაინა |
5,922 |
403% |
| აზერბაიჯანი |
5,287 |
107% |
| უზბეკეთი |
2,711 |
293% |
| ყაზახეთი |
1,639 |
284% |
| ბელარუსი |
1,463 |
77% |
| ირანი |
1,024 |
611% |
წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია