Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home ყველა სიახლე მსოფლიო

ანტისამთავრობო პროტესტი სერბეთში | რა უნდა ვიცოდეთ?

by Salo Papalashvili
March 19, 2025
in მსოფლიო, პოლიტიკა, ყველა სიახლე
0
ანტისამთავრობო პროტესტი სერბეთში | რა უნდა ვიცოდეთ?
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მეოთხე თვეა, სტუდენტთა ორგანიზებით დაწყებული ანტისამთავრობო აქციები მიმდინარეობს. გასულ შაბათ-კვირას დედაქალაქის ქუჩებში ასიათასობით ადამიანი კიდევ ერთხელ გამოვიდა და ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტისა და მისი მთავრობის პოლიტიკა გააპროტესტა. სერბეთში ანტისამთავრობო გამოსვლები გასული წლის ნოემბერში დაიწყო. მას შემდეგ, რაც ნოვი-სადში რკინიგზის სადგურში სახურავის ჩამონგრევას 15 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მომიტინგეები მომხდარ ტრაგედიას ქვეყანაში გამეფებულ კორუფციასა და ნეპოტიზმს უკავშირებენ.

სერბეთის მთავრობის შეფასებით, გასულ შაბათს, 15 მარტს, ბელგრადში გამართულ საპროტესტო აქციაზე 107,000 ადამიანი გამოვიდა. თუმცა, მონიტორინგის დამოუკიდებელი ჯგუფის მონაცემით, შაბათ დღეს მომიტინგეთა რაოდენობამ 325,000-ს მიაღწია. ამ გაანგარიშებით, შაბათის საპროტესტო აქცია ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხალხმრავალია. მომიტინგეთა შორის იყვნენ სტუდენტები, მასწავლებლები, უშუალოდ დედაქალაქისა და ნოვი-სადის მცხოვრებნი.

15 მარტის აქციისას, მაშინ, როდესაც დემონსტრანტები 15-წუთიანი დუმილით დაღუპულებს პატივს მიაგებდნენ, ქუჩებში უცნაური ხმა გაისმა, რამაც აქციის მონაწილეთა შორის პანიკა გამოიწვია. სერბი ოპოზიციონერებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების მტკიცებით, აქციის დასაშლელად მთავრობამ აკრძალული აკუსტიკური იარაღი გამოიყენა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შაბათის აქციაზე სულ 22 ადამიანი დააკავეს, 56 პირი კი დაშავდა. თავის მხრივ, სერბეთის ხელისუფლება აკრძალული იარაღის გამოყენებას უარყოფს და აცხადებს, რომ აკუსტიკური იარაღი მათ არსენალში საერთოდ არ ირიცხება.

საპროტესტო ტალღის განმავლობაში, სერბეთის მთავრობის სტუდენტური მოძრაობის კრიტიკისგან მაქსიმალურად თავს იკავებს, თუმცა პროცესში გარე ძალების ჩართულობაზე აქტიურად საუბრობს. „მთავრობაში თითოეულმა პირმა უნდა გაიაზროს ის გზავნილი, რომელიც ქუჩაში მსგავსი რაოდენობის დემონსტრანტების გამოსვლიდან მოდის. ჩვენ საკუთარი თავი უნდა შევცვალოთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა ვუჩიჩმა პრესკონფერენციაზე.

ანტისამთავრობო პროტესტი თავდაპირველად მატარებლის სადგურის ნგრევის საპასუხოდ გამოსვლით დაიწყო, რომელზედაც მომიტინგეებმა ვუჩიჩის მთავრობას წითლად შეღებილი ხელი აჩვენეს, როგორც მომხდარში ხელისუფლების ბრალეულობის სიმბოლო. თუმცა ეტაპობრივად, გამოსვლები უფრო ფართომასშტაბიან ნაციონალურ ტალღაში გადაიზარდა, მთავრობის არასწორი პრაქტიკის, სისტემური კორუფციისა და სუსტი ინსტიტუციური ზედამხედველობის წინააღმდეგ.

მომიტინგეთა მხრიდან წამოჭრილი მოთხოვნებისა და კრიტიკის ფონზე, სერბეთის სატრანსპორტო სექტორის მინისტრმა გორან ვესიჩმა თანამდებობა დატოვა. თანამდებობის დატოვების შემდეგ, პროკურატურამ მას და 12 სხვა პირს, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სამშენებლო სამუშაოებისთვის წესების დარღვევისთვის ბრალი წარუდგინა. იანვარში, ანტიკორუფციული პროტესტების ფონზე, თანამდებობიდან გადადგა სერბეთის პრემიერი მილოშ ვუჩევიჩიც.

მიუხედავად რიგი ცვლილებებისა, ქვეყანაში საპროტესტო აქციები გრძელდება. შაბათის აქცია, უდავოდ, სერბეთის თანამედროვე ისტორიისთვის ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი და გამოწვევებით სავსე გამოდგა.  მიუხედავად იმისა, რომ ვუჩიჩის მთავრობამ დააკმაყოფილა მომიტინგეების ზოგიერთი მოთხოვნა, მან მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე განაცხადა, რომ საპროტესტო მოძრაობა ფინანსდება უცხო ძალების მიერ სერბეთის დესტაბილიზაციის მიზნით.

რამდენიმე კვირის წინ, პრეზიდენტი ვუჩიჩი ტრამპ ჯუნიორთან პოდკასტშიც მონაწილეობდა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და პროტესტში, გარე ძალების ჩართულობაზე ისაუბრა. ვუჩიჩმა, საპროტესტო მოძრაობას „იმპორტირებული რევოლუცია“ უწოდა და განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საპროტესტო აქციებსა და სერბეთში პოლიტიკურ კრიზისში მონაწილეობდნენ, საზღვარგარეთიდან, კერძოდ კი, USAID-ის და სხვა ორგანიზაციების მიერ ფინანსდებოდნენ.

პრეზიდენტის ამ განცხადებამ სამოქალაქო საზოგადოებაში შეშფოთება გამოიწვია. არასამთავრობო და უფლებადამცველი ჯგუფების მიერ, ვუჩიჩის მხრიდან USAID-ის და სხვა ორგანიზაციების დადანაშაულება კრიტიკოსების გაჩუმებისა და შეშინების მცდელობადაც შეფასდა.

რაც შეეხება უშუალოდ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურში მომხდარ უბედურ შემთხვევას. პოსტკომუნისტური ქვეყნების უმეტესობის მსგავსად,  მეოცე საუკუნის ინფრასტრუქტურა სერბეთშიც მრავლადაა შემორჩენილი და განახლებას საჭიროებს. ნოვი-სადის რკინიგზის სადგური 1964 წელს აშენდა, ხოლო მთავრობამ მისი განახლება 2021 წელს, „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში დაიწყო. ჩინეთის გეგმა, ბელგრადი-ნოვი სად-ბუდაპეშტის ხაზის მოდერნიზებას და ბუდაპეშტი-ბელგრადი-სკოპიე-ათენის პორტში მის ინტეგრირებას ითვალისწინებს.

მიუხედავად იმისა, რომ ვუჩიჩი „სარტყლისა და გზის“ ინვესტიციებზე აქტიურად საუბრობდა და ამას მისი მთავრობის წარმატებას მიაწერდა, ბევრი კრიტიკოსი თვლის, რომ უბედური შემთხვევა სწორედ ვუჩიჩის ხელისუფლებაში გამეფებული კორუფციის დამსახურებაა. კერძოდ კი, ნეპოტიზმის, დაჩქარებით  გაფორმებული კონტრაქტებისა და ექსპერტთა ზედამხედველობის ნაკლებობის, რამაც საბოლოოდ ტრაგედია გამოიწვია.

ვუჩიჩმა, რომელიც სერბეთის პრეზიდენტის პოსტს 2017 წლიდან იკავებს, ამ დრომდე სიტუაციის გამოსწორება არაერთი გზით სცადა. მათ შორის მინისტრების გადაყენებითა და რკინიგზის სადგურის მშენებლობის გეგმებთან დაკავშირებული დოკუმენტების გამოქვეყნებით. თუმცა მომიტინგეთა პროტესტის შეჩერება ვერც ამ ფორმით მოახერხა. პროტესტის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ გადაცდომები ვუჩიჩის მთავრობის მხრიდან კვლავ განმეორდება დაპრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის  დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვენ.

Previous Post

Idea Invest – A New Standard in the Real Estate Sector

Next Post

9-თვიანი დაგვიანებით, NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე უსაფრთხოდ დაბრუნდნენ

Salo Papalashvili

Next Post
9-თვიანი დაგვიანებით, NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე უსაფრთხოდ დაბრუნდნენ

9-თვიანი დაგვიანებით, NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე უსაფრთხოდ დაბრუნდნენ

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result