• About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact
Forbes Georgia
Advertisement
  • Home
    • Home – Layout 1
    • Home – Layout 2
    • Home – Layout 3
    • Home – Layout 4
    • Home – Layout 5
    • Home – Layout 6
  • News
    • All
    • Business
    • Politics
    • Science
    • World

    Hillary Clinton in white pantsuit for Trump inauguration

    Amazon has 143 billion reasons to keep adding more perks to Prime

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    Trending Tags

    • Trump Inauguration
    • United Stated
    • White House
    • Market Stories
    • Election Results
  • Tech
    • All
    • Apps
    • Gadget
    • Mobile
    • Startup

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Trending Tags

    • Nintendo Switch
    • CES 2017
    • Playstation 4 Pro
    • Mark Zuckerberg
  • Entertainment
    • All
    • Gaming
    • Movie
    • Music
    • Sports

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Harnessing the power of VR with Power Rangers and Snapdragon 835

    So you want to be a startup investor? Here are things you should know

  • Lifestyle
    • All
    • Fashion
    • Food
    • Health
    • Travel

    How couples can solve lighting disagreements for good

    Ducati launch: Lorenzo and Dovizioso’s Desmosedici

    Trending Tags

    • Golden Globes
    • Game of Thrones
    • MotoGP 2017
    • eSports
    • Fashion Week
  • Review

    Intel Core i7-7700K ‘Kaby Lake’ review

No Result
View All Result

Home ისტორია

ანისი – კავკასიური სავაჭრო მეგაპოლისი შუა საუკუნეებში

by Davit Tsiramua
November 19, 2023
in ისტორია
0
ანისი – კავკასიური სავაჭრო მეგაპოლისი შუა საუკუნეებში
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
ანისი შუა საუკუნეების კავკასიის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და სავაჭრო ცენტრი იყო. „ათას ერთი ტაძრის“ და შუა საუკუნეებისთვის უჩვეულოდ მრავალრიცხოვანი მოსახლეობის მქონე ქალაქი საუკუნეების მანძილზე რჩებოდა დიდი სავაჭრო გზების გადაკვეთის ადგილად და სომხეთის სამეფოს დაცემის შემდეგ ბიზანტიის, სელჩუკთა, საქართველოსა და დიდი აღმოსავლური იმპერიების ხელში გადადიოდა, სანამ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მნიშვნელობას დაკარგავდა და რუკიდან გაქრებოდა.

დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ ევროპაში საქალაქო ცხოვრება მკვეთრად დაეცა. ეს პროცესი ჯერ კიდევ რომში III საუკუნის კრიზისისას დაიწყო, IV საუკუნეში, ხალხთა დიდი გადასახლების ეპოქაში გაგრძელდა და დასავლეთ ევროპის ტერიტორიაზე ბარბაროსთა სამეფოების ჩამოყალიბებით დასრულდა. მუდმივმა ომებმა, აჯანყებებმა, არსებული სახელმწიფო-ადმინისტრაციული სისტემის ნგრევამ, სავაჭრო გზების მოშლამ, უცხოენოვანი და შედარებით ნაკლებად განვითარებული ტომების ჩამოსახლებამ ერთიანი რომაული პოლიტიკურ-ეკონომიკური სივრცე შეცვალა. დროთა განმავლობაში ბარბაროსთა სამეფოებმა დაიწყეს განვითარება, ერთმანეთთან სავაჭრო კავშირების დამყარება, გზების გამართვა, ციხე-ქალაქების მშენებლობა და XI საუკუნიდან საქალაქო ცხოვრებაც ნელ-ნელა გამოცოცხლდა. რომის იმპერიის ერთ დროს აყვავებული ქალაქები, საუკუნეების მანძილზე დაკნინებისა და მოსახლეობისგან დაცლის შემდეგ, ხელახლა აღორძინდნენ. ქალაქის განვითარება ძირითადად დამოკიდებული იყო მის სამხედრო-სტრატეგიულ, რელიგიურ თუ ეკონომიკურ მნიშვნელობაზე. საქალაქო ცხოვრების განვითარების კარგი მაგალითია გვიან შუა საუკუნეებში, ჩრდილოეთ ევროპაში ჩამოყალიბებული ჰანზის კავშირი. კავშირში შემავალი რამდენიმე ათეული ქალაქი წარმოადგენდა დიდი სავაჭრო სისტემის ნაწილს, რამაც მათი დაწინაურება, აღორძინება და განვითარება გამოიწვია. მაგალითად, ჰანზის კავშირის ქალაქები იყო: კელნი, ბრემენი, ლუბეკი, როსტოკი, ჰამბურგი, დანციგი (გდანსკი), რიგა, რეველი (ტალინი), ბრიუგე და ა.შ. ზოგიერთი მათგანი მანამდე მხოლოდ მცირე დასახლება იყო, მაგრამ, სავაჭრო მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, ბევრი ხალხი მოიზიდა იქ დასასახლებლად და ქალაქად ჩამოყალიბდა.

ადრეულ შუა საუკუნეებში, როდესაც დასავლეთევროპული ქალაქების აღორძინება ჯერაც არ დაწყებულიყო, ბიზანტიის იმპერიასა და ახლო აღმოსავლეთის ისლამურ სამყაროში მრავალათასიანი მოსახლეობის მქონე გაცილებით ბევრი ქალაქი აყვავების გზას ადგა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო აბრეშუმის გზის სიახლოვეს მდებარე დასახლებები. კონსტანტინოპოლი, ალეპო, ალექსანდრია, ანტიოქია, ედესა, დამასკო, ბაღდადი, ფუსტატი (კაირო), მერვი, სამარყანდი სწორედ ასეთი, შუა საუკუნეების მასშტაბებით, მეგაპოლისები იყო. საკმაოდ მოზრდილ ქალაქად ითვლებოდა ჯერ კიდევ გვიანანტიკურ ხანაში, ქართლის სამეფოში დაარსებული თბილისიც, რომელიც კავკასიაში, ისლამური სახალიფოს ექსპანსიის შემდეგ, ომაიანთა, შემდეგ აბასიანთა დასაყრდენს წარმოადგენდა ოთხი საუკუნის მანძილზე ნახევრად დამოუკიდებელ მდგომარეობაშიც იყო, შემდეგ კი დავით IV აღმაშენებელმა დაიბრუნა და საქართველოს დედაქალაქად აქცია. თავისუფლად შეგვიძლია, შუა საუკუნეების მეგაპოლისთა კატეგორიას მივაკუთვნოთ სომხეთის სამეფოს ძველი დედაქალაქი, ანისი.

ანისი ჯერ კიდევ გვიანანტიკური ხანის ისტორიულ წყაროებშია მოხსენიებული, თუმცა ქალაქის დაწინაურება და განვითარება უფრო გვიან, VIII-IX საუკუნეებში დაიწყო, ბაგრატუნების სამეფო საგვარეულოს აღზევებასთან ერთად, რომელთაც მიეწერებათ ანისის აღმშენებლობა. ეს განპირობებული უნდა ყოფილიყო აქ მნიშვნელოვანი სავაჭრო გზების გადაკვეთით, რაც ბევრ ადამიანს იზიდავდა ანისში დასასახლებლად, განსაკუთრებით – ვაჭრებსა და ხელოსნებს. თავის მხრივ, ადგილობრივი მმართველისთვისაც საკვანძო იყო სიმდიდრის მომტანი ასეთი ქალაქის განვითარება და დაცვა. სომხეთის ბაგრატუნთა დინასტიის მეფემ, აშოტ III-მ, ანისი დედაქალაქად გამოაცხადა. მანვე ააგო ანისის ცნობილი ციტადელი. მისმა მემკვიდრემ სმბატ II-მ კი კოშკებით გამაგრებული მძლავრი კედლები შემოავლო ქალაქს და მისი თავდაცვისუნარიანობა გააუმჯობესა. აბრეშუმის გზის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი, რომელიც სპარსეთის ქალაქების, ნიშაპურის, დამღანის, რეის, თავრიზის გავლით, გაივლიდა სომხეთის ძველ დედაქალაქს, დვინს, რომელიც მძიმედ დააზარალა 893 წელს მომხდარმა მიწისძვრამ, და შედიოდა ანისში. ანისიდან ძირითადი სავაჭრო გზა, ბიზანტიის ძირითადი ქალაქების გავლით, აღწევდა კონსტანტინოპოლამდე. ამ კომერციულ არტერიას უერთდებოდა ჩრდილოეთის გზებიც – თბილისისა და სხვა ძირითადი ქართული ქალაქების გავლით და კავკასიონის უღელტეხილებით უკავშირდებოდა კასპიისპირეთს. სამხრეთის მიმართულებაზე ამავე სავაჭრო სისტემას უკავშირდებოდა ისეთი ქალაქები, როგორიც იყო მოსული, ალეპო, რაქა, ანტიოქია, ჰომსი, დამასკო და მიემართებოდა ეგვიპტისკენ.

ასეთმა საკვანძო სტრატეგიულმა მდებარეობა ანისს დიდი სიმდიდრე მოუტანა. სომხეთის მეფეები ქალაქში აშენებდნენ დიდებულ ნაგებობებს. შუა საუკუნეების მასშტაბით, ამ უზარმაზარ ქალაქში და ზოგადად, ანისის შემოგარენში, მთელ პროვინცია შირაკში, იმდენი ეკლესია იდგა, რომ მას „ათას ერთი ტაძრის“ ქალაქსაც კი უწოდებდნენ. აღსანიშნავია, რომ აქ ერთი ქართული ტაძარიც იყო აღმართული, ანისის მთავარი, ლომების კარიბჭის პირდაპირ. X საუკუნის ბოლოს ანისში გადმოვიდა სომხეთის კათოლიკოსის კათედრა.

ქალაქის მოსახლეობის რიცხოვნობა სულ ცოტა 50 ათასი იყო, ზოგიერთი წყაროს მიხედვით კი 100 ათასსაც აღწევდა. შუა საუკუნეებში, მრავალათასიანი მოსახლეობა ძალიან ცოტა ქალაქს ჰყავდა და ასეთი ქალაქების უმრავლესობა მდებარეობდა აზიაში. ესენია: ბაღდადი, ბასრა, კაირო, თავრიზი, ნიშაპური და ა.შ. მეგაპოლისი არა, მაგრამ მოზრდილი და, კავკასიის მასშტაბით, უმნიშვნელოვანესი იყო თბილისიც. ევროპულ ქალაქთა მოსახლეობა, გამონაკლისების, მაგალითად, კონსტანტინოპოლისა და კორდოვის გამოკლებით, აზიურთან შედარებით უფრო მოკრძალებული იყო.

ანისი ვითარდებოდა და ქალაქის ფართობიც იზრდებოდა. „ათას ერთი ტაძრის“ გარდა, მას უკვე „ორმოცი კარიბჭის“ ქალაქსაც უწოდებდნენ. XI საუკუნის დასაწყისში სომხეთის მეფე გაგიკ I-ის დროს, ანისმა განვითარების პიკს მიაღწია. გაგიკის ვაჟებს შორის მომხდარმა შინაომმა სომხეთის სამეფოს დაქუცმაცება გამოიწვია. ანისის მმართველობა დარჩა უფროს ვაჟს, ჰოვანეს-სუმბატს, რომელიც, საქართველოს მეფე გიორგი I-ის წინააღმდეგ აღმოსავლეთ საზღვრებზე დიდი ლაშქრით ჩამოსულმა ბიზანტიის იმპერატორმა, ბასილი II-მ, გიორგისთან მოკავშირეობისთვის, აიძულა, ანდერძით მისთვის დაეტოვებინა ქალაქი ანისი. 1046 წელს ბიზანტიის იმპერატორმა მიხეილ IV პაფლაგონიელმა, ამ ანდერძის საფუძველზე, ანისი დაიკავა და ბიზანტიის იმპერიას შეუერთა. აღსანიშნავია, რომ ბიზანტიის დიდ სტრატეგიაში, ისლამურ სამყაროსთან, ბიზანტიის აღმოსავლეთ საზღვრებზე, ბუფერული ზონის შენარჩუნება ამ პერიოდამდე, ფაქტობრივად, აუცილებელი იყო და მნიშვნელოვანი გახლდათ იმპერიის თავდაცვის სისტემისთვის, რადგან ბუფერულ სივრცეში, ბიზანტიელთა ვასალ სამეფოებში, მტრის შეკავება ხდებოდა, სანამ ისინი იმპერიის ტერიტორიაზე შეიჭრებოდნენ. როგორც კი ეს ბუფერი მოირღვა სომხური სამეფოებისა და საქართველოს სამეფოს შევიწროებით ტაო-კლარჯეთში, ბიზანტიის იმპერიის თავდაცვის სისტემა გაძლიერების ნაცვლად, შესუსტდა. ამან საქმე გაუადვილა თურქ-სელჩუკებს, რომელთა შეკავება იმპერიას ძალიან გაუჭირდა, მალე კი მათთან ომში მცირე აზიის მნიშვნელოვანი ნაწილიც დაკარგა.

თურქ-სელჩუკებმა 1064 წელს ანისი აიღეს და, მუსლიმი ისტორიკოსის ალ- -ჯაუზის მიხედვით, სასტიკად დაარბიეს, მოსახლეობის ნაწილი ამოწყვიტეს, ნაწილი ტყვედ აიყვანეს. ქალაქს მალე შადადიანების ქურთული დინასტია დაეუფლა. მთელი XII საუკუნის მანძილზე, დავით IV აღმაშენებლიდან თამარ მეფემდე, საქართველოს სამეფო გამუდმებით ებრძოდა შადადიანებს ანისისთვის და რამდენჯერმე მოახერხა კიდეც ქალაქის დაკავება. 1124 წელს, მემატიანის გადმოცემით, „და აგვისტოსა ოცსა მივიდეს მწიგნობარნი ანელთა თავადთანი და მოახსენეს მოცემა ქალაქისა“ – ანუ დავით IV-მ ანისიდან მიიღო მოციქულები, რომლებიც მოუწოდებდნენ მას, დაეკავებინა ქალაქი და გაეთავისუფლებინა მუსლიმთა ბატონობისგან. მეფემ აიღო ანისი და აღადგინა მეჩეთად გადაკეთებული კათედრალური ტაძარი. დავითის მემკვიდრეების დროს ქალაქი ხელიდან ხელში გადადიოდა. საბოლოოდ, ანისი ქართველებმა თამარ მეფის მმართველობისას, 1201 წელს დაიკავეს და მყარად მოიკიდეს ფეხი. ქალაქი უშუალოდ შევიდა საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში, როგორც ქურთული წარმომავლობის სომხური ფეოდალური დინასტიის, მხარგრძელების სამფლობელო. ეს, ადგილობრივი მოსახლეობისთვის გაცილებით მისაღები უნდა ყოფილიყო, ვიდრე მუსლიმი შადადიანები, ვინაიდან ანისის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა სომეხი ქრისტიანი გახლდათ. ქართველი მეფეებისთვის ანისის ფლობა, ერთი მხრივ, ბიზანტიის იმპერიასთან, მეორე მხრივ კი ახლო აღმოსავლეთის ისლამურ იმპერიებთან მეტოქეობის და ტოლსწორობის ნიშნად მიიჩნეოდა. ამ უზარმაზარი და უმდიდრესი ქალაქის და ზოგადად, ანისის ქვეყნის (ასე უწოდებდნენ საქართველოში ისტორიულ პროვინცია შირაკს) ფლობა ქართული სახელმწიფოს ძლიერების ნიშანი და პრესტიჟიც იყო.

ანისი მხარგრძელთა მფარველობის ქვეშ აგრძელებდა განვითარებას. მათ გაამაგრეს გალავანი, ქალაქში ააგეს ახალი ნაგებობები. მაგრამ XIII საუკუნე დიდი ისტორიული ცვლილებების მომტანი აღმოჩნდა. ახლო აღმოსავლეთში გამოჩნდა ჯერ მონღოლთაგან დევნილი ხორეზმშაჰი ჯალალ ად-დინი, რომლის ლაშქრობებმა მძიმედ დააზარალა მთელი ახლო აღმოსავლეთი და საქართველოს სამეფო, შემდეგ კი გამოჩნდნენ მონღოლი დამპყრობლები, რომლებმაც დალაშქრეს სპარსეთის ქალაქები, დაამარცხეს საქართველოს მეფე გიორგი IV. 1236 წელს მონღოლებმა აიღეს და სასტიკად დაარბიეს ანისი. მართალია, აქ საქართველოს სამეფოს გავლენა კვლავ ვრცელდებოდა, მაგრამ მთელი ეს სივრცე მონღოლთა იმპერიის შემადგენლობაში შევიდა, ქართველი მეფეები კი მონღოლ ყაენთა ვასალებად იქცნენ.

1319 წელს ანისში მოხდა ძლიერი მიწისძვრა და ქალაქი ძალიან დაზარალდა. მას შემდეგ, ერთ დროს სავაჭრო მეგაპოლისში, მოსახლეობის შემცირება და საქალაქო ცხოვრების დაცემა დაიწყო. სომხეთის ისტორიულ მიწებზე ანისმა დაკარგა უწინდელი სტატუსი ერევნის სასარგებლოდ. ოსმალთა იმპერიის შემადგენლობაში აქ ჯერ კიდევ არსებობდა მცირე დასახლება, მაგრამ XVIII საუკუნეში ისიც გაქრა და ანისი, შუა საუკუნეების დიადი ქალაქი, მიტოვებულ ნაშთად იქცა, რომელიც დღეს თურქეთის ტერიტორიაზეა მოქცეული, ყარსის პროვინციაში, სომხეთის საზღვართან. ეს არის არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესოდ შემორჩენილი შუა საუკუნეების ქალაქი, რომელშიც ყოველწლიურად სტუმრობენ ტურისტები, ეწყობა არქეოლოგიური ექსპედიციები. ანისი არის ნაშთი წარსული დიდების. მისი ისტორია კი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება დაეცეს მეგაპოლისი პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობის დაკარგვასთან ერთად.

Previous Post

SpaceX-ის Starship-მა მეორე სატესტო ფრენა შეასრულა

Next Post

მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობმწარმოებლები

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
ქვეყნები, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე მეტ ნავთობს მოიპოვებენ – რეიტინგი

მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობმწარმოებლები

Stay Connected test

  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025

Washington prepares for Donald Trump’s big moment

November 3, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

December 30, 2025

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

Forbes Georgia

We bring you the best Premium WordPress Themes that perfect for news, magazine, personal blog, etc. Check our landing page for details.

Follow Us

Browse by Category

  • 30 Under 30
  • 30 Under 30
  • All News
  • Apps
  • Archive
  • Billionaires
  • Business
  • Business
  • Business
  • Caspian Energy
  • COVID-19
  • COVID-19
  • Culture
  • Culture
  • Economic Calendar
  • Economics
  • Editorial
  • English
  • English
  • Entertainment
  • Entrepreneurs
  • Executives
  • Fashion
  • Finances
  • Finances
  • Food
  • Forbes
  • Forbes
  • Forbes Auto
  • Forbes Banker
  • Forbes Banker
  • Forbes Crypto
  • Forbes Culture
  • Forbes EDU
  • Forbes EDU
  • Forbes Georgia in English
  • Forbes Georgia in English
  • Forbes GREEN
  • Forbes Guide
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Life
  • Forbes Life
  • Forbes People
  • Forbes Property
  • Forbes Property
  • Forbes Science
  • Forbes Sport
  • FORBES TECH
  • Forbes TECH
  • Forbes Woman
  • Forbes Woman
  • Gadget
  • Gaming
  • Georgia
  • HEALTH
  • HEALTH
  • Health
  • History
  • Industry
  • İngilizce Haberler
  • Internet
  • Interviews
  • Investments
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Management
  • Mobile
  • Movie
  • Music
  • News
  • News
  • Op-Ed
  • Opinions
  • Partner Content
  • Partner Content
  • Politics
  • Politics
  • Press Release
  • Rankings and Lists
  • Region
  • Review
  • Science
  • Science
  • Sport
  • Sports
  • Startup
  • Strategies
  • Style
  • Tech
  • Tech
  • Travel
  • Travel
  • World
  • World
  • Русском
  • ანტრეპრენიორები
  • არქივი
  • ბიზნესი
  • ბიზნესი
  • გამოძიება
  • გურმანი
  • ედიტორიალი
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკური კალენდარი
  • ვაჭრობა
  • ვაჭრობა
  • თავდაცვა
  • თავდაცვა
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • ინდუსტრია
  • ინვესტიციები
  • ინტერვიუ
  • ინტერნეტი
  • ისტორია
  • კომპანიები
  • კომპანიები
  • კომუნიკაციები
  • კულტურა
  • კულტურა
  • მენეჯერები
  • მენეჯმენტი
  • მეცნიერება
  • მილიარდერები
  • მოგზაურობა
  • მოდა
  • მოსაზრება
  • მსოფლიო
  • ოპედი
  • პარტნიორის კონტენტი
  • პოლიტიკა
  • პორტრეტები
  • პრესრელიზი
  • პროფილი
  • რა სჭირდებათ დამსაქმებლებს
  • რეგიონი
  • რედაქტორი
  • რეიტინგი
  • რჩევები
  • საქართველო
  • სიახლეები
  • სოციალური მედია
  • სპორტი
  • სტილი
  • სტრატეგიები
  • ტექნოლოგიები
  • ფინანსები
  • ფინანსები
  • ფორბს-მოსაზრება
  • ფორბს-მოსაზრება
  • ქართულად
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
  • ხელოვნება
  • ხელოვნება

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026
  • About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.