Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home მოსაზრება ეკონომიკა

ანაკლიის ნავსადგური გაუთვალისწინებელი საფრთხეების წინაშე

by Davit Tsiramua
October 25, 2021
in ეკონომიკა, მოსაზრება, რეგიონი, საქართველო
0
ანაკლიის ნავსადგური გაუთვალისწინებელი საფრთხეების წინაშე
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მას შემდეგ, რაც ქვეყნისათვის სტრატე­გიული ობიექტის – ანაკლიის ნავსადგურის მშენებ­­ლობის პროექტი გაურკვეველი ვადით ჩიხში შევიდა, რუსეთმა გააქტიურება დაიწყო და სამთავრობო დონეზე განიხილა სამხრეთ რეგიონში, ვოლგა-დონის სამდინარო არხის „წლიური“ ნავიგაციის უზრუნველ­­საყოფად დამატებითი საინჟინრო ღონისძიებების განხორციელება. პარალელურად განიხილება მეტად ამბიციური პროექტი, რომელიც ითვალისწინებს კას­­პიის ზღვის ჩრდილოეთით ახალი, ძლიერი, გაუყინავი ლაგანის ნავსადგურის მშენებლობას და ამ ნავსად­­გურის გავლით, კასპიის, აზოვისა და შავი ზღვების ახალი „ევრაზიის“ არხით დაკავშირებას.

რუსეთის ამბიციური ჩანაფიქრის სისრულეში მოყ­­ვანის შემთხვევაში, საქართველოზე გამავალი სატ­­რანსპორტო დერეფანი და ნავსადგურები დადგებიან ტვირთების „დაკარგვის“ რეალობის წინაშე, რამაც შე­საძლოა, დამატებით, გაურკვეველი ვადით გადადოს საქართველოში ანაკლიის ნავსადგურის მშენებლო­ბის შესაძლებლობა.

სადღეისოდ ვოლგა-დონის სამდინარო არხი სე­ზონურად ფუნქციონირებს, ნოემბრიდან აპრილამდე იკეტება. ამ პერიოდში ცენტრალურ აზიაში გენერირე­ბული ტვირთნაკადი ევროპისა და უკუმიმართულებით – საქართველოზე გამავალი დერეფნის რკინიგზა/ნავ­­სადგურების ინტეგრირებული ინფრასტრუქტურით გადაიზიდება. ამავე პერიოდში ფიქსირდება ჩვენი მიმართულებით გადაზიდვების ზრდის ტენდენცია. გამომდინარე იქიდან, რომ ცენტრალური აზიის ტვირთნაკადებს არ ესაჭიროება დამატებითი გადატვირ­­თვის ოპერაციები, ვოლგა-დონის სამდინარო არხი ნავიგაციის გახსნის პერიოდში უკონკურენტოა და გადაზიდვები ბრუნდება ვოლგა-დონის არხის მიმარ­­თულებით.

ახლო პერსპექტივაში, რუსეთის სტრატეგიულ ამოცანათა შორის, პრიორიტეტულია ვოლგა-დონის არხის გამტარუნარიანობის გაზრდა, რისთვისაც აუცილებელია სამდინარო ნავიგაციის წლის ნებისმი­ერ პერიოდში უზრუნველყოფა. აღნიშნული ამოცანის გადაწყვეტა შესაძლებელია ასტრახანის, ვოლგოგ­­რადისა და შემდგომ ვოლგა-დონის არხით აზოვის ზღვასთან ტვირთების დაუბრკოლებლივ გადაზიდ­­ვების უზრუნველყოფის გზით, რისთვისაც არსებობს საინჟინრო გადაწყვეტილება – წყლის მასის გადარე­ვის სისტემის ამოქმედებით ყინულის წარმოქმნის შეჩერება.

გარდა ამისა, არსებობს შორს გამიზნული პროექ­­ტი, კერძოდ, რუსეთის მთავრობის 2020 წლის განკარ­­გულებით, კასპიის ზღვის ჩრდილოეთით გათვალის­­წინებულია გაუყინავი – წელიწადში 12.5 მლნ ტონა სიმძლავრის – ლაგანის ნავსადგურის მშენებლობა. საგულისხმოა, რომ ნავსადგური აქცენტირებული იქნება აზიიდან ევროპაში და პირიქით საკონტეინე­რო ტვირთების გადაზიდვაზე, რისთვისაც პროექტით გათვალისწინებულია 5 მლნ ტონის საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობა. ნავსადგურს აქვს განვი­თარების შესაძლებლობა 22.5 მლნ ტონამდე. პრო­ექტის სავარაუდო ღირებულება 41 მილიარდ რუბლს შეადგენს.

რუსეთის სტრატეგიული გეგმის მიხედვით, ლაგა­ნის ნავსადგურს ჩრდილოეთ-სამხრეთითა და აღმო­სავლეთ-დასავლეთით ტვირთნაკადების შემკრებ-­­გამანაწილებელი პუნქტის ფუნქცია ენიჭება. ლაგანის ნავსადგური, აზოვისა და კასპიის ზღვების „ევრაზიის“ არხით დაკავშირების შემთხვევაში (არხის მშენებ­­ლობის სავარაუდო ღირებულება 8 -10 მილიარდი დოლარია), პერსპექტივაში სრულად იტვირთავს ვოლგა-დონის სამდინარო არხის ფუნქციას, რითაც შესაძლებელი იქნება რუსეთის ტერიტო­რიით წლიური ნავიგაცია. ასეთ პირობებში კი მცირდება როგორც ანაკლიის ნავსად­­გურის მშენებლობის პერსპექტივა, ასევე საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნით ტვირთნაკადების მოზიდვის პერსპექტივები.

ექსპერტების შეფასებით, ევრაზიის არხს თავისუფლად შეუძლია, კონკურენ­­ცია გაუწიოს ვოლგა-დონის სამდინარო არხს, ახალი არხი 1000 კმ-ით ამცირებს ნავიგაციის მანძილს, მისი გამტარუნა­რიანობა 45 მლნ ტონას შეადგენს და თითქმის 3.5 ჯერ აღემატება ვოლგადონის არხის სიმძლავრეს. ევრაზიის არხით შესაძლებელია ახალი თაობის 10 ათასი ტონა ტვირთამწეობის „ზღვამდინარის“ ტიპის გემების ტრანსპორტი­რება, რაც მიმზიდველს ხდის ევრაზიის პროექტის განხორციელებას, გარდა ამისა, არ არის გამორიცხული არხით სარგებლობა იყოს ფასიანი.

სადღეისოდ, ლაგანის ნავსადგურის დეტალური პროექტირების დაწყებამდე, ტვირთმფლობელებთან „გარანტირებული“ ტვირთების მოზიდვის ხელშეკრულებების საფუძველზე, მომზადების პროცესშია ახა­ლი ნავსადგურის ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთება.

ლაგანის ნავსადგურის მშენებლო­ბა მთლიანად კერძო ინვესტიციებზე დაფუძნებულ პროექტს წარმოადგენს, რომელიც საბიუჯეტო სახსრების მოზიდ­­ვას არ საჭიროებს. სახელმწიფო გეგმავს, გარანტორად დაუდგეს ინვესტორებს ფედერალური საკუთრების ინფრასტრუქ­­ტურის მშენებლობაში, რაც, პირველ რიგში, ნავსადგურთან მისასვლელი სარკინიგზო და საავტომობილო გზების მოწყობას ით­­ვალისწინებს. რას შეეხება ინვესტორების მიერ მოზიდულ სახსრებს, ისინი არსებუ­ლი ლაგანის ნავსადგურის დაღრმავება­ზე სრულად იქნება მიმართული. ინვეს­­ტიციების მოზიდვა ახალი ნავსადგურის მშენებლობის მომდევნო ეტაპზე იქნება განხილული, ამ ეტაპზე კი დოკუმენტაციის შეთანხმების პროცესი მიმდინარეობს.

რუსეთის მიერ ლაგანის ნავსადგუ­რის შერჩევას და პერსპექტივაში კასპიის ზღვაზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატე­გიულ სატრანსპორტო საყრდენ პუნქტად გადაქცევას გარკვეული წინაპირობები აქვს: პირველ რიგში, ლაგანის ნავსადგუ­რი ნაკლებად ექვემდებარება დასილვის პროცესს და სხვა ნავსადგურებისგან განსხვავებით, კასპიის ზღვის ჩრდილო­ეთით „გაუყინავ“ ნავსადგურს წარმოად­­გენს. ცნობისათვის ბოლო 40 წელიწადში ნავსადგურის არხი მხოლოდ სამი მეტრით დაისილა, რაც ძალიან კარგ შედეგს წარ­­მოადგენს.

ლაგანის ნავსადგურს დამატებით უპი­რატესობას ანიჭებს სიახლოვე ძირითად სარკინიგზო მაგისტრალთან, რომლისგა­ნაც ის დაახლოებით 40 კილომეტრითაა დაშორებული, გარდა ამისა, კასპიის ზღვის ჩრდილოეთით განლაგებული, რუსეთის მახაჩკალისა და ოლიას ნავსადგურები, ძირითადად თხევადი ტვირთებისთვი­საა განკუთვნილი და ნაკლებად არის საკონტეინერო ტვირთებზე ადაპტირებუ­ლი. ლაგანის ნავსადგურის აღნიშნული უპირატესობები სრულად პასუხობს რუსე­თის ინტერესს – „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ დერეფნით პოტენციური ტვირთნაკადების დაუბრკოლებლივ გატარებას.

ლაგანის ნავსადგურის პროექტის განხორციელებაზე გადამწყვეტი სიტყ­­ვა რუსეთის მთავრობის სატრანსპორტო კომისიას ენიჭება, რადგანაც, მთავრო­ბის დადგენილებით, ნავსადგურების მშენებლობისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მეზობელ ნავსადგურ­­თან დაშორება არანაკლებ 300 კმ-ს უნდა შეადგენდეს. ასეთ ვითარებაში მეზობელ ოლიას ნავსადგურთან დაშორება 58 კმ-ს შეადგენს. მიუხედავად ამისა, ვარაუდო­ბენ, რომ ლაგანის ნავსადგურის სტრატე­გიულობიდან გამომდინარე, პრობლემა დადებითად გადაწყდება.

რუსეთი, ეკონომიკური თვალსაზრი­სით, ლაგანის ნავსადგურის პროექტს გა­ნიხილავს როგორც „ლოკალურ“, თუნდაც, კალმიკიის რეგიონისათვის მნიშვნელო­ვან გარღვევად, „ევრაზიის“ არხის პროექ­­ტი კი რუსეთისათვის, სახელმწიფოებრივ­­ზე მეტად, კასპიის ირგვლივ განლაგებულ სახელწიფოთა შორის სტრატეგიულ პროექტად მოიაზრება. ასე მაგალითად, პროექტის რეალიზაციით, პირველ რიგ­­ში, დაინტერესებული არიან მსოფლიო ოკეანეებთან გასასვლელის არმქონე, წიაღისეულით მდიდარი ყაზახეთი და თურქმენეთი.

წინასწარი გათვლებით, ლაგანის ნავსადგურისა და „ევრაზიის“ არხის ერ­­თობლივი ფუნქციონირება შესაძლებელს გახდის, დაჩქარდეს აზიის სწრაფად გან­­ვითარებადი ბაზრებიდან, აღმოსავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მი­მართულებებით გადაზიდვების განხორ­­ციელება. სადღეისოდ, ტვირთნაკადები ძირითადად სუეცის არხით გადაიზიდება, არხი მუდმივად გადატვირთულია, მარტის ბოლოს, ერთი კვირის განმავლობაში გა­ჭედილმა გემმა მსოფლიო ეკონომიკას 5 მილიარდი დოლარი დააკარგვინა. გამომ­­დინარე აქედან, ევრაზიის არხის პროექტი შესაძლებელია სუეცის საზღვაო დერეფნის ალტერნატივადაც იქნეს განხილული.

დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის მხრიდან სამთავრობო დონეზე მიღებული „ამბიციური“ პროექტების გან­­ხორციელების შემთხვევაში, არა მარტო ანაკლიის ნავსადგურის პროექტი, არამედ საქართველოზე გამავალი დერეფნის შემ­­დგომი ფუნქციონირება ეკონომიკურად მიმზიდველი აღარ იქნება და საქართვე­ლოს სატრანსპორტო სექტორი ტვირთ­­ნაკადების დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

წარმოდგენილი ანალიზის საფუძველზე შესაძლოა გავაკეთოთ დასკვნა: სახელმ­­წიფოს მხრიდან ანაკლიის „ბლოკირების“ გახანგრძლივების გამო, რუსეთი სრულად დაეუფლება ცენტრალური აზიიდან ევ­­როპის მიმართულებით სატრანსპორტო ნაკადებს, ხოლო საქართველოს სანავ­­სადგურე ინფრასტრუქტურაში ინვესტიცი­ების დაბანდება, დაბალი უკუგების გამო, ეკონომიკურად მიმზიდველი არ იქნება.

Previous Post

სამშენებლო სექტორი და პანდემია

Next Post

მიწოდების სერვისის დამატების შემდედ Bolt-ის ღირებულება $4.75 მილიარდამდე გაიზარდა

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
მიწოდების სერვისის დამატების შემდედ Bolt-ის ღირებულება $4.75 მილიარდამდე გაიზარდა

მიწოდების სერვისის დამატების შემდედ Bolt-ის ღირებულება $4.75 მილიარდამდე გაიზარდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result