Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

ამერიკულ საფინანსო კორპორაცია Gazelle Finance-თან თანამშრომლობის შედეგად საქართველოს ავიაბაზარს ახალი ქართული ავიაგადამზიდი კომპანია „კამექს ეარლაინსი“ შეემატა

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
ამერიკულ საფინანსო კორპორაცია Gazelle Finance-თან თანამშრომლობის შედეგად საქართველოს ავიაბაზარს ახალი ქართული ავიაგადამზიდი კომპანია „კამექს ეარლაინსი“ შეემატა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

სამოქალაქო ავიაციის მიერ დასრულდა ავიაკომპანია „კამექს ეარლაინსის“ სერტიფიცირების პროცესი და უახლოეს მომავალში ის უკვე შეძლებს სატვირთო ავიაგადაზიდვების ოპერირების დაწყებას მსოფლიო ბაზარზე.

სერტიფიცირების პროცესის დასრულების აღსანიშნავ ღონისძიებას, რომელსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა უმასპინძლა, ესწრებოდნენ აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, „კამექს ეარლაინსის“ საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი გიორგი სეთურიძე, “Gazelle Finance”-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეფრი ლიბერტი და სხვა პირები. მათ „კამექს ეარლაინსის“ კუთვნილი  ბორტიც (Boeing737-800 BCF) დაათვალიერეს. აღნიშნული ბორტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ივლისის დასაწყისში მიიღო და მან პირველადი ტექნიკური დათვალიერებაც უკვე წარმატებით გაიარა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ მიუხედავად სარისკო და რთული პერიოდისა, ავიაკომპანიის სერტიფიცირების პროცესი პანდემიის პერიოდში დაიწყო, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბიზნესის განვითარებაში.

„ვფიქრობ, ის ეკონომიკური გარემო და ბიზნესის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს, იძლეოდა სტიმულს, რომ ინვესტორებს თამამი ნაბიჯები გადაედგათ და ამას მხარი დაუჭირეს ამერიკელმა პარტნიორებმაც. შედეგად, ჩვენ მივიღეთ ახალი, თანამედროვე საერთაშორისო გადამზიდი კომპანია ავიაგადაზიდვების სფეროში, რომელიც ვფიქრობ, თავის სიტყვას ნამდვილად იტყვის და ხელს შეუწყობს ქვეყნის ლოგისტიკური პოტენციალის უკეთესად გამოყენებას და საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის პოტენციალის მეტად ათვისებას“, – განაცხადა დავითაშვილმა.

საქართველოში აშშ-ის ელჩის, ქალბატონი კელი დეგნანის განცხადებით, როდესაც მსოფლიო მომარაგების ალტერნატიულ მარშრუტებსა და ქსელებს ეძებს, ინვესტირება ისეთ ქართულ კომპანიებში, როგორიც CAMEX-ის ავიახაზებია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერითა და ამერიკული ინვესტიციის მეშვეობით CAMEX-მა თვითმფრინავი „ბოინგ-737″ შეიძინა და საქართველოში პირველი საჰაერო გადაზიდვების კომპანია გახდება, რომელიც ტრანსკონტინენტურ მარშრუტებზე იმუშავებს. ამ თვითმფრინავის დასავლეთში ფრენა სიმბოლურად საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დასავლურ მისწრაფებებსაც აღნიშნავს“, – ხაზი გაუსვა ელჩმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს არის პროექტი, რომელიც ძალიან კარგად გამოხატავს საქართველოსა და ამერიკის თანამშრომლობას ეკონომიკური მიმართულებით.

„აქ განხორციელებული ინვესტიცია ხელს შეუწყობს, რომ ქვეყანაში განვითარდეს ეკონომიკა და საქართველომ განავითაროს თავისი სატრანზიტო პოტენციალი. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს შეეძლება მეტი პროდუქციის გადაზიდვა ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ. ეს დაეხმარება მას, რომ გახდეს სატრანსპორტო ჰაბი ევროპასა და აზიას შორის, ჩვენ ყოველთვის მოხარული ვართ, ვითანამშრომლოთ საქართველოსთან ისეთი მიმართულებით, რაც გულისხმობს ვაჭრობის გაზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას“, – აღნიშნა დეგნანმა.

„Gazelle Finance“-ის აღმასრულებელი დირექტორის ჯეფრი ლიბერთის განცხადებით, ავიაკომპანიის პროექტი ქართული და ამერიკული კომპანიების თანამშრომლობის ნათელი მაგალითია. აღნიშნული ინვესტიცია ამერიკის საინვესტიციო კორპორაციამ კომპანია „გაზელ ფაინანსის“ მეშვეობით განახორციელა.

„ამ კუთხით, „Gazelle Finance“-ი საქართველოში დაფუძნებულ ავიაკომპანიაში, მთლიანობაში,  2,5 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს. საქართველო აზიისა და ევროპის გზაგასაყარზე მდებარეობს და შავი ზღვის გავლით აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სხვადასხვა სატრანსპორტო გადაზიდვებს უზრუნველყოფს. „კამექს ეარლაინსი“ „Gazelle Finance“-ისთვის პირველი ინვესტიციაა საქართველოს სატრანსპორტო სფეროში. ამ ინვესტიციით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის,  ავიაკომპანია საიჯარო ხელშეკრულებებს 4 ხომალდზე გააფორმებს“, – განაცხადა ჯეფრი ლიბერთმა.

„კამექს ეარლაინსის“ საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელმა, გიორგი სეთურიძემ აღნიშნა, რომ  „კამექს ეარლაინსის“ დაბადება საკმაოდ რთული და მრავალეტაპიანი კოორდინირებული შრომის შედეგია.

„ჩვენ 20 წელზე მეტია ვართ საავიაციო გადაზიდვების სფეროში და ბოლო პერიოდმა დაგვანახვა, რომ ღირდა  საკუთარი სატრანსპორტო თვითმფრინავის ექსპლუატაციის პროექტის დამუშავება. დღეს ეს პროექტი უკვე ხორცშესხმულია, პირველი ბორტი უკვე თბილისშია, სერტიფიცირება გავლილია და უკვე აგვისტოს მეორე ნახევრიდან ვგეგმავთ პირველი კომერციული ფრენის შესრულებას“, – აღნიშნა სეთურიძემ.

მისი თქმით, საინვესტიციო პროექტის შედეგად, ამ ეტაპზე, საქართველოს ეკონომიკას უკვე შეემატა 100 მილიონი ლარის მოცულობის აქტივი, ხოლო ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა 150-ს აღწევს.

კომპანიაში აცხადებენ, „კამექს ეარლაინსი“ ბაზარზე უახლოეს მომავალში 4 ბორტით იქნება წარმოდგენილი და დროის მოკლე მონაკვეთში სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მულტიმოდალური სატრანსპორტო შესაძლებლობების განვითარების საქმეში საკუთარი წვლილის შეტანას მოახერხებს.

Previous Post

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „Chevening“-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

Next Post

JSC Liberty Bank Announces Appointment of a New Supervisory Board Member

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
JSC Liberty Bank Announces Appointment of a New Supervisory Board Member

JSC Liberty Bank Announces Appointment of a New Supervisory Board Member

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result