Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ამერიკის ხელახლა გამოგონება. ნაპერწკლებიანი Zippo

by Forbes.ge
February 28, 2021
in სტრატეგიები
0
ამერიკის ხელახლა გამოგონება. ნაპერწკლებიანი Zippo
0
SHARES
0
VIEWS

მართალია, ამერიკელები უკვე იმდენს აღარ ეწევიან, რამდენსაც ადრე, მაგრამ მიუხედავად ამისა, სიგარეტის სანთებელას მწარმოებელი ლეგენდარული კომპანიისთვის ეს წელი, მისი არსებობის ისტორიაში, საუკეთესო იყო.

Zippo Manufacturing Co.-ს მესაკუთრეს, ჯორჯ ბლეიზდელ დიუკს, რომელიც მესამე თაობის წარმომადგენელია, ერთი კითხვა ყოველთვის აცოფებს: „თქვენ ისევ ბიზნესში ხართ?“ ამ კითხვის მიზეზი ხალხის ცინიკური განწყობა არ გახლავთ, უბრალოდ ამერიკელები სანთებელას ისე ხშირად აღარ იყენებენ, ანუ სიგარეტს იმდენს აღარ ეწევიან, რამდენსაც ადრე. შესაბამისად, სიგარეტის სანთებელას მწარმოებელი მსოფლიოს ყველაზე ცნობილი კომპანიის მიმართ ეს საკმაოდ გონივრული კითხვაა. ამ კითხვაზე დიუკს უკვე კარგად აპრობირებული პასუხის გააჩნია. „რა თქმა უნდა, ჩვენ ისევ ბიზნესში ვართ, ჩვენი ბიზნესის საქმე ძალიან, ძალიან კარგად მიდის“, – ამბობს იგი და სკამიდან დგება, რათა მაგიდაზე დადებული Marlboro და მისი პერსონალური Zippo აიღოს.

რეალურად მათი ბიზნესი ასეთი წარმატებული არასდროს ყოფილა. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ 1950-იანი წლების მერე, როდესაც სიგარეტის მოწევა აშშ-ში პოპულარული იყო, სიგარეტის მწეველთა რაოდენობა 50%-ით შემცირდა, Zippo-ს გაყიდვებმა გასულ წელს რეკორდული თანხა – 200 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა და გაყიდვების მიხედვით 2014 წელს კომპანიისთვის საუკეთესო მაისისა და ივნისის თვე აღმოჩნდა. Forbes-ის შეფასებით, კომპანიის რეალიზაციის მაჩვენებელი ბოლო სამი წლის მანძილზე საერთო ჯამში 14%-ით გაიზარდა, რაც მისი არამწეველი აღმასრულებელი დირექტორის, გრეგ ბუთის დამსახურებაა, რომელმაც სანთებელას მწარმოებელი 82 წლის კომპანიის გაყიდვები ახალგაზრდებისაკენ მიმართა და ბიზნესი ჩინეთში გააფართოვა. ახალმა პროდუქტებმა – (საკმაოდ მომხიბვლელი) ტანსაცმლის ხაზი და კემპინგის აღჭურვილობა – და მათმა პირველმა საცალო მაღაზიებმა ხომ ცეცხლზე ნავთი დაასხეს. „Zippo-მ თავისი ლეგენდარულობა შეინარჩუნა, – ამბობს ტიმოტი დონაჰიუ, ბაზრის მიმომხილველი და Tobacoo Reporter-ის რედაქტორი, – და კომპანიამ ასევე მოახერხა საკმაოდ კარგად განეხორციელებინა პროდუქციის დივერსიფიცირება“.

პირველი Zippo-სგან დიდი გზა გამოიარეს. იგი ჯორჯ ბლეიზდელმა შექმნა მას შემდეგ, რაც პენსილვანიის შტატის ქალაქ ბრედფორდში, 1932 წლის ერთ ქარიან დღეს უცქირა, თუ როგორ წვალობდა მისი მეგობარი სიგარეტის მოკიდების დროს. Zippo-ს სათავო ოფისი ალეგანიის მთებში განლაგებულ სწორედ ამ პატარა ქალაქში მდებარეობს.

საბოლოოდ მან ისეთი სანთებელა შექმნა, რომელსაც ქარი ვერაფერს აკლებდა, მისთვის დამახასიათებელი განმასხვავებელი თავსახურით – და თან სანთებელას მუდმივი გარანტიაც მიაყოლა, რაც იმას ნიშნავს, რომ Zippo ყოველთვის შეაკეთებს სანთებელას, როდესაც მისი მეპატრონე მას ქარხანას გაუგზავნის. მას შემდეგ, რაც მეორე მსოფლიო ომის დროს ჯარისკაცებმა სწორედ ეს სანთებელა მიიღეს, Zippo-მ, მომდევნო ნახევარი საუკუნის განმავლობაში, როგორც პრაქტიკულმა, ამერიკაში დამზადებულმა პროდუქციამ, წარმატებულად მოახდინა საკუთარი თავის რეკლამირება.

ოჯახის არაწევრი ადამიანი კომპანიას 1978 წლიდან ხელმძღვანელობდა, ბლეიზდელის სიკვდილის შემდეგ, რომელმაც Zippo თავის ოჯახს დაუტოვა. 1990-იანი წლებისათვის მისმა ქალიშვილმა, სარა ნორნმა და ქალიშვილის შვილმა, დიუკმა ოჯახის სხვა წევრებისაგან მთელი წილი გამოისყიდეს. „რაც უფრო მეტი ოჯახის წევრი არის კომპანიის მეპატრონე, მით უფრო მეტი მიმართულებით ფიქრობენ ისინი კომპანიის განვითარებას. ხშირად კერძო მფლობელობაში არსებული კომპანიები ვერ აღწევენ წარმატებას, – ამბობს დიუკი, რომელმაც შემდეგ დედამისის კუთვნილი წილიც გამოისყიდა. – ხანდახან ხალხს მოუთმენლობა ეუფლება დროებითი წარუმატებლობის გამო, ეს უნდა ვაღიაროთ“.

2000 წელს Zippo-ს გაყიდვებმა დაბალ ზღვარს მიაღწია. დიუკი არ აზუსტებს, თუ რამდენად შემცირდა, მაგრამ მისი უკმაყოფილება Zippo-ს შედეგებით იმ გადაწყვეტილებაში იგრძნობოდა, რომლის შედეგადაც მან, 2001 წელს, კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად ბუთი დანიშნა (იმ დრომდე ბუთი Zippo-ს დანების მწარმოებელ განყოფილებას ხელმძღვანელობდა). შესაბამისად, დიუკი დაელოდა, თუ ბუთი მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალს როდის იპოვიდა.

იმ დროისათვის Zippo-ს კლიენტების ძირითადი ნაწილი 30-50 წლამდე ასაკის ადამიანები იყვნენ. კომპანიას უნდა დაეწყო ახალგაზრდულად ფიქრი. ან არადა, როგორც ბუთი მაშინ ფიქრობდა, „ყველა მყიდველს, zippo საკუთარ კუბოში ექნებოდა, როგორც ფრენკ სინატრას“. (კრუნერი თავის საიმედო ვერცხლის zippo-სთან ერთად დამარხეს, 1998 წელს. იმ სანთებელას რეპლიკები მისი დაკრძალვის ცერემონიაზე დაარიგეს).

ახლა უკვე საჭირო იყო, რომ Zippo-ს ახალგაზრდა თაობამდე მიეღწია – 18-24 წლის ახალგაზრდებამდე, რომლებიც ბავშვები იყვნენ, როდესაც სინატრა გარდაიცვალა. ამის მისაღწევად კომპანიამ რეკლამა Google AdWord-ზე გადაიტანა და ასევე მუსიკალური კონცერტების სერიის სპონსორიც გახდა. მათ გამოუშვეს სანთებელა Jack Daniel’s-ისა და სხვათა გამოსახულებით, რომელთა შთაგონების წყარო სატელევიზიო შოუ, Sons of Anarchy იყო. (გამოსახულება თავის ქალებით განსაკუთრებით პოპულარული გახდა). Zippo-მ გასულ წელს 30,800 უნიკალური დიზაინის სანთებელა გამოუშვა – ათწლეულის წინ ეს რიცხვი 8,900 შეადგენდა, ანუ გამოიკვეთა 246%-იანი ზრდა, რაც ნაწილობრივ ახალი Zippo.com-ითაა განპირობებული, სადაც თქვენ თქვენი სანთებელას დიზაინი თავად შეგიძლიათ შექმნათ. Zippo-მ დაიწყო საკუთარი თავის, როგორც წარმატების მომტანი თილისმისა და სხვა, ქამრის ბალთის მსგავსი, აქსესუარების მწარმოებლის პოზიციონირება. „Zippo-ს სანთებელა გემოვნების მაჩვენებელი ნივთია, – ამბობს ბუთი. – ხშირად მას ადამიანები უბრალოდ სტილის გამო იყენებენ“.

სწორედ ამ იდეას მიჰყვება Zippo ჩინეთშიც. როდესაც ბუთი კომპანიის სათავეში მოვიდა, Zippo-ს საქმიანობას ჩინეთში მხოლოდ პულსი თუ ესინჯებოდა. ახლა კი ჩინეთის წილი კომპანიის შემოსავლების 13%-ს შეადგენს (კომპანიის გაყიდვების 60% ქვეყნის გარეთ წარმოებულ ოპერაციებზე მოდის). Zippo-მ ჩინეთში პირველი კიოსკები 2012 წელს გახსნა და დღეისათვის მას ამ ქვეყნაში, კერძოდ პეკინში, 15 ადამიანისაგან შემდგარი ჯგუფი ჰყავს. კომპანიამ ჩინეთში 14 საცალო ვაჭრობის მაღაზია გახსნა – ეს იყო Zippo-ს პირველი ნაბიჯები საკუთარი მაღაზიების გახსნისა – და 2015 წლისათვის კიდევ 35 ახალი მაღაზიის გახსნა იგეგმება, რომელთა მთავარი შტრიხი არის ის, რომ Zippo ამერიკული ცხოვრების წესის ბრენდია. ბრენდული მაღაზიების გახსნამ გაამართლა და წლის დასაწყისისათვის კომპანიას უკვე ორი ახალი მაღაზია ჰქონდა ლას-ვეგასში: ერთი – სასტუმრო Luxor-ში, ხოლო მეორე კაზინო Planet Hollywood-ში. Zippo ახალი მაღაზიების დამატებით გახსნას ახლა უკვე ლას-ვეგასში გეგმავს.

ბრენდის ახალ მიმართულებას კემპინგის აქსესუარები წარმოადგენს (გრილი, ქურები, შუქდიოდური სანათები). ახალი მიმართულება კომპანიამ 2012 წელს დაიწყო და გასულ წელს გაყიდვების მოცულობამ 3 მილიონი დოლარი შეადგინა; 2016 წლისათვის კომპანიის გეგმებით, ამ მიმართულების პროდუქციის რეალიზაციამ 20 მილიონ დოლარს უნდა მიაღწიოს.

დღეისათვის ამ ახალი პროდუქციის ნაწილი ჩინეთში იწარმოება. გაყიდვების უფრო დიდი მოცულობა ეკონომიკურად მიზანშეწონილს გახდის სამუშაო ადგილების ბრედფორდში (რომლის მოსახლეობაც 8,600 ადამიანს შეადგენს) გადატანას, სადაც Zippo დღემდე დასაქმების მთავარ წყაროდ რჩება ტექნიკური მუშაკებისათვის, რომელთა რაოდენობა დაახლოებით 950 შეადგენს. ბლეიზდელის ოჯახი ამ ქალაქის მთავარი მფარველია და ასევე იმ განსხვავებას ფარავს, რომელსაც წაგებიანი მრავალფუნქციური კლუბი ქმნის.

თუმცა ყველა წამოწყება, რომელიც Zippo-ს ჰქონდა, წარმატებული როდი იყო. თავდაპირველად ბუთმა შექმნა გეგმა, რომლის მიხედვითაც, 2010 წლისათვის კომპანიას 300 მილიონის მოცულობის გაყიდვებისთვის უნდა მიეღწია: „ჩვენ ეკონომიკური ვარდნა გვქონდა. ამ მოვლენამ მნიშვნელოვნად უკან დაგვხია გაყიდვების თვალსაზრისით“. Zippo ასევე მრავალი სხვა კომპანიის შეძენას გეგმავდა, თუმცა დიდწილად ეს გეგმა არ განხორციელებულა.

მაგრამ მიღწეული წარმატება საკმარისია იმისათვის, რომ დიუკს, 2015 წლისათვის, ბუთის მიერ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობის დატოვების ეშინოდეს. მისი შემცვლელი, სავარაუდოდ, ისევ კომპანიის შიგნით არსებული ადამიანური რესურსიდან გამოიძებნება. თავად დიუკი ამ პოზიციის დაკავებას არ აპირებს, მაგრამ იგი აქტიურად ცდილობს დაიყოლიოს ორივე ვაჟიშვილი, რომელთა ასაკი 30-ს არ აღემატება, თავიანთი ადგილები დაიკავონ. ერთ-ერთმა მათგანმა, კოლეჯის არდადეგების დროს, ახალი სანთებელას დიზაინის შექმნაზე უკვე იმუშავა. „ეს უბრალოდ მეტალის ყუთია, – ამბობს დიუკი, თან Zippo-ს ხელში ათამაშებს და სიგარეტის ღრმა ნაფაზსაც არტყამს, – მეტალის ყუთთან მიმართებით უამრავი რამის გაკეთება შეიძლება“.

(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ს ოქტომბრის ნომერში).

Previous Post

საქართველოს ენერგობალანსი და მისი გამოწვევები

Next Post

ყველაზე პატარა ავტო

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
ყველაზე პატარა ავტო

ყველაზე პატარა ავტო

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result