Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

ამ პროექტმა გვასწავლა, როგორ გადავაქციოთ იდეა რეალურ შედეგად – STEM ოლიმპიადის პირველადგილოსანი გუნდი

by იზა გვარამაძე
November 3, 2025
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
ამ პროექტმა გვასწავლა, როგორ გადავაქციოთ იდეა რეალურ შედეგად – STEM ოლიმპიადის პირველადგილოსანი გუნდი
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის თანამშრომლობით STEM ოლიმპიადის მესამე სეზონი წარმატებით მიმდინარეობს. პროექტი ახალგაზრდებში მეცნიერებებისა და მომავლის პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა და უკვე ბევრი საინტერესო მოსწავლე გაგვაცნო. ამჟამად ახალ სეზონზე განაცხადების მიღება დაწყებულია და 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე

მეორე სეზონის ოლიმპიადაში 1-ლი ადგილი თბილისის თავისუფალი სკოლის გუნდმა დაიკავა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: ანდრია პაპუაშვილი, ლიზა შალიკაშვილი, ლუკა უფლისაშვილი, თეკლა თენიეშვილი, ლუკა დუდაური.

გუნდის მენტორმა, ლაშა ნიშნიანიძემ, გაგვიზიარა შთაბეჭდილებები და ისაუბა მოსამზადებელ პროცესზე.

„STEM მიმართულება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თანამედროვე მსოფლიოში, სწორედ ეს სფეროები ქმნიან იმ ახალ ტექნოლოგიებსა და გადაწყვეტებს, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას აუმჯობესებენ. თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების კომბინაციით იზრდებიან მომავალი ინჟინრები, პროგრამისტები, მეცნიერები, რომლებიც შეცვლიან სამყაროს”.

ოლიმპიადამდე გუნდები აქტიურად ემზადებოდნენ, როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად, თავისუფალი სკოლის გუნდმა გამარჯვებამდე საკმაოდ ბევრი იშრომა წარმატებული ასპარეზობისთვის:

„მზადება იყო ინტენსიური, მიზანმიმართული და შთამბეჭდავი. სკოლის გაკვეთილების დასრულების შემდეგ გუნდი მუდმივად მეცადინეობდა, ფინალის დღემდე მოსწავლეები ყოველდღიურად ემზადებოდნენ, დილის 10 საათიდან გვიან ღამემდეც კი, თანაც ამას დიდი ენთუზიაზმით აკეთებდნენ. მზადების ძირითადი ნაწილი უკავშირდებოდა რთული ტექნიკური დავალებების გადაჭრას, ცოდნის გამყარებასა და გუნდური მუშაობის დახვეწას. ყოველთვის განსხვავებულ და კომპლექსურ დავალებებს ვაძლევდი. ისინი ისხდნენ, ფიქრობდნენ, კოდს წერდნენ, წრედებს აწყობდნენ, დაშვებულ შეცდომებს ასწორებდნენ – ასეთი თავდადება და შეუპოვრობა გახდა წარმატების მთავარი ფაქტორი “.

გადამწყვეტი მნიშვნელობა ფინალურ პროექტს ჰქონდა, ამ ეტაპზე გუნდები დამოუკიდებლად და ინოვაციურად უნდა გამკლავებოდნენ პრაქტიკულ დავალებას:

„როდესაც ოლიმპიადა დაიწყო, მალევე შეგვატყობინეს მთავარი დავალება – საგულშემატკივრო ჰოლში დაიდო ლიფტის კონსტრუქციის მაკეტი. სწორედ ამ ტიპის სისტემაზე უნდა ემუშავათ მონაწილეებს. პროექტი იყო კომპლექსური და მაღალტექნოლოგიური, თუმცა ჩემი მოსწავლეებისთვის ეს სიახლე არ ყოფილა: მრავლად ჰქონდათ ნამუშევარი მსგავს ელექტრონულ კომპონენტებზე, სენსორებზე, ძრავებზე. მჯეროდა, რომ დავალებას კარგად შეასრულებდნენ. სირთულე მაინც არსებობდა — ტექნიკური დეტალების ზუსტი შესრულება, დროის შეზღუდვა და კონკურენციის მაღალი დონე “.

პირველი ადგილის მოპოვების შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს გუნდის წევრებმაც:

„STEM ოლიმპიადაში მონაწილეობაც კი ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის,ოლიმპიადის განმავლობაში ვსწავლობდით ბევრ ისეთ დეტალს, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან გამოსადეგი იყო. სიტყვებით რთულია იმის აღწერა , რასაც მოგებისას განვიცდიდი, ბედნიერად მახსენდებოდა დღეები, როდესაც მთელი დღე ვისხედით და ვვარჯიშობდით”, – ლუკა უფლისაშვილი.

„ამ პროექტმა გვასწავლა, როგორ გადავაქციოთ იდეა რეალურ შედეგად. გუნდურად მუშაობა, პრობლემების ანალიზი და გადაწყვეტილებების პოვნა – ეს უნარები მომავალში აუცილებლად გამოგვადგება, როგორც სწავლის, ისე პროფესიული განვითარების გზაზე”, – ლუკა დუდაური. 

საქართველოს ბანკი აქტიურად განაგრძობს საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას ყველასთვის, ვინც არ ჩერდება, ცნობისმოყვარეა, აინტერესებს, ეძებს და ცდილობს, მეტი ისწავლოს. სწორედ ასეთი ახალგაზრდები ქმნიან უკეთეს მომავალს მთელი ქვეყნისთვის. STEM მიმართულებების წახალისებაც ამ მთავარი მიზნის ნაწილია და მომავალშიც ბევრ ნიჭიერ მოსწავლეს მისცემს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას.

S

Previous Post

Why the World’s Most Powerful CEOs Choose to Appear at the Best CEO Awards

Next Post

Reddit-ის დამფუძნებელი სტივ ჰაფმანი ოფიციალურად მილიარდერია

იზა გვარამაძე

Next Post
Reddit-ის დამფუძნებელი სტივ ჰაფმანი ოფიციალურად მილიარდერია

Reddit-ის დამფუძნებელი სტივ ჰაფმანი ოფიციალურად მილიარდერია

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result