Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home პროფილი ანტრეპრენიორები

„ამ კომპანიას აქვს დიდი პოტენციალი, რომ ევროპის ერთ-ერთი ფინტექ-ჩემპიონი გახდეს“ – თამაზ გიორგაძე

by Davit Tsiramua
October 25, 2021
in ანტრეპრენიორები, ბიზნესი, ინდუსტრია, ინტერვიუ, პროფილი, ფინანსები
0
„ამ კომპანიას აქვს დიდი პოტენციალი, რომ ევროპის ერთ-ერთი ფინტექ-ჩემპიონი გახდეს“ – თამაზ გიორგაძე
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

თამაზ გიორგაძის მიერ გერმანიაში დაფუძნებულმა ფინტექ-კომპანია Raisin-მა, რომელსაც 355,000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, გლობალურ ბაზარზე აღიარებულ კიდევ ერთ გერმანულ ფინტექ-კომპანია Deposit Solutions-სთან შერწყმა გადაწყვიტა. გაერთიანებულ კომპანიას Raisin DS-ი დაერქვა. Forbes Georgia-ს და BMG-ის ეს ამბავი, რა თქმა უნდა, არ გამორჩენია. ჩვენ თამაზ გიორგაძესთან ინტერვიუ ჩავწერეთ, რომელიც საუბრობს როგორც უკვე გაერთიანებული კომპანიის პერსპექტივებსა და გეგმებზე, ასევე საქართველოში საფინანსო სექტორის განვითარებაზე.

ბატონო თამაზ, შერწყმისთანავე, Deposit Solutions-ში განაცხადეს, რომ თქვენს კომპანიებს შორის არსებული ჯანსაღი კონკურენცია დაგეხმარათ, უფრო ძლიერ  და ურთიერთშემავსებელ კომპანიებად ჩამოყალიბებულიყავით. რა მიმართულებით შეავსეთ ერთმანეთი, რამაც  გაერთიანება გადაგაწყვეტინათ?

ჩვენი პროდუქტები ერთმანეთს ძალიან ჰგავს. Deposit Solutions-ი არის პლატფორმა, რომელიც შემნახველ პროდუქტებთანაა დაკავშირებული. ამაში ჩართული არიან ბანკები, ვინაიდან ეს არის დაზღვეული დეპოზიტები. ჩვენი პროდუქტი კი პირდაპირ მომხმარებლისკენ უფრო იყო მიმართული. რა თქმა უნდა, ჩვენც გვაქვს Open Banking-ის თანამშრომლობები, Commerzbank-თან, Aviva-სთან, ასევე N26-სთან, რომელიც ნეობანკია გერმანიაში და ა.შ.

მეორე მხრივ, Deposit Solutions-ს უფრო დიდი ბიზნესი ჰქონდა თანამშრომლობის კუთხით დიდ ბანკებთან, ერთობლივი პროდუქტის შექმნაში. აქედან გამომდინარე პროდუქტი ერთმანეთს კონკურენციას უწევს, ვინაიდან ერთი და იმავე  ბანკების შემნახველ პროდუქტებს ვთავაზობთ კლიენტებს, ამავე დროს ჩვენ უფრო სამომხმარებლო განხრით მივდიოდით, ხოლო Deposit Solutions-ი – უფრო B2B მიმართულებით. ბევრი სინერგია არსებობს, პარტნიორებისთვის უკეთესი პროდუქტის შექმნა ხდება შესაძლებელი, ვინაიდან პლატფორმაზე უფრო მეტი ბანკი და უფრო მეტი პროდუქტი იქნება წარმოდგენილი. რაც, რა თქმა უნდა,  უკეთესია ჩვენი პარტნიორი ბანკებისთვის, ამავე დროს მომხმარებლისთვისაც უკეთესია, ვინაიდან უფრო სრულყოფილ და სასარგებლო სერვისს მოძებნის ჩვენს პლატფორმაზე.

ორივე კომპანია დასახელებულია როგორც გერმანიის ფინტექ-ჩემპიონები. თქვენი პარტნიორი ტიმ სივერსი ამბობს, რომ მომავალში საქმე გვექნება ევროპის ჩემპიონთან. რას ელით ამ თანამრომლობისგან?

ეს გაერთიანებული კომპანია, რომელსაც 600-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს და თავისი საბანკო ლიცენზია აქვს, საკმაოდ საინტერესო პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში. მართლაც აქვს ამ კომპანიას დიდი პოტენციალი, რომ ევროპის ერთ-ერთი ფინტექ-ჩემპიონი გახდეს. ინვესტირებული თანხის მოცულობა 20 მილიარდ ევროზე მეტია, რაც კომპანიას მოწინავე რიგებში აყენებს. ზრდის ტემპიც კარგი გვაქვს. ჩვენ შარშანდელთან შედარებით 40%-ით გავიზარდეთ. ამ სისტემას უფრო გავაუმჯობესებთ, ვინაიდან გაერთიანებულ კომპანიას უფრო მეტი რესურსიც აქვს, შესაბამისად, კომპანია უფრო სწრაფად შეძლებს როგორც ახალი პარტნიორების აყვანას, ასევე მომხმარებლისთვის ახალი პროდუქტის შეთავაზებას.

კომპანია Raisin DS-ს ამჟამად ორი Co-CEO ჰყავს. როგორ გადანაწილდება მენეჯმენტი?

ჩვენ დაახლოებით ერთი წლის წინ გადავწყვიტეთ, რომ კომპანიისთვის ხანგრძლივი ვადით ორი CO-CEO-ს არსებობა ხელსაყრელი არ იქნება. ამიტომ გადავწყვიტეთ, ერთი CEO დარჩეს კომპანიაში. რა თქმა უნდა, ორივეს გვაქვს ჩვენ მიერ ერთად შექმნილი კომპანიის ღრმა გაგება და ვფიქრობთ, საერთო ძალები არის საჭირო, რომ ტრანსფორმაციის პროექტი წარმატებით დასრულდეს. ექვსი თვე ერთიანი ძალისხმევით შევეცდებით, რომ ახალ ორგანიზაციას ბიძგი მივცეთ. შემდეგ მე გავაგრძელებ ამ კომპანიის CEO-ს პოზიციაზე მუშაობას. გარდა ამისა, რამდენიმე მმართველი დირექტორიც გვყავს კომპანიაში.

შემდეგი ნაბიჯი რა იქნება Raisin DS-ში?

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ მთავარ პროდუქტზე, რაც ეხება შემნახველ ანგარიშებს. ამის გარდა ჩვენ დაახლოებით სამი წლის საინვესტიციო და საპენსიო პროდუქტების ხაზი გავხსენით. ამ ხნის განმავლობაში მილიარდზე მეტი ევრო შემოვიდა საინვესტიციო ანგარიშებზე. ამ მიმართულებით ჩვენ, რა თქმა უნდა,  გვინდა, განვითარება გავაგრძელოთ  და დავაჩქაროთ. კლიენტების ბაზა, რომელთათვისაც ამ პროდუქტების შეთავაზება შეგვიძლია, გაერთიანების შედეგად გაფართოვდა. შერწყმის შემდეგ ორივე კომპანიას 550 000-ზე მეტი პირდაპირი კლიენტი ჰყავს.

ასევე ამერიკის ბაზარზე ორივე კომპანიამ დავიწყეთ ოპერირება, თუმცა, სხვადასხვა სტრატეგიით. იქაც გვინდა უფრო მეტის ინვესტირება და ზრდის დაჩქარება, რათა ამერიკის ბაზარი ჩვენთვის ერთ-ერთი მშობლიური და დიდი ბაზარი გახდეს. დღესდღეობით ჩვენთვის ყველაზე დიდი ბაზარი გერმანიაა, სიდიდით მეორე უმსხვილესი ბაზარი – გაერთიანებული სამეფო. ვფიქრობ, ამერიკას აქვს პოტენციალი, რომ რამდენიმე წელიწადში ჩვენთვის სიდიდით მესამე ბაზარი გახდეს.

Open Banking-ზეც მინდა გკითხოთ, რომელმაც გაშალა ფრთები და უფრო და უფრო მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი ხდება. რა ძირითად უპირატესობებს ხედავთ მასში?

Open Banking-ი სამომხმარებლო თვალსაზრისით უდავო უპირატესობაა. რატომ უნდა იყოს შეზღუდული ჩემი არჩევანი და რატომ არ უნდა მქონდეს შესაძლებლობა რომ სხვადასხვა ბანკის და საინვესტიციო კომპანიის პროდუქტები ერთ ფანჯარაში გავხსნა და მოვიხმარო? იდეა გასაგებია, ეს პლატფორმა მუშაობს არასაბანკო სფეროშიც – რითეილში, Food Delivery-ს კუთხით და, რა თქმა უნდა, საბანკო სფეროში მუშაობს და მომავალშიც იმუშავებს. ამაში დარწმუნებული ვარ. ვფიქრობ, ბევრმა ბანკმა ეს უკვე გაიაზრა, უბრალოდ ტრანსფორმაციის სიჩქარე და სიღრმეა განსხვავებული. თუმცა, თუ ძალიან დააყოვნე, სხვა გადაგასწრებს.

ადევნებთ თუ არა დეტალურად თვალს საქართველოში საფინანსო სექტორის განვითარებას? როგორ შეაფასებთ ამ მიმართულებას საქართველოში, სადაც საერთო ჯამში 14 ბანკი იქნება, ვინაიდან „კრედოს“ მიერ „ფინკა ბანკის“ ნასყიდობა უკვე დადასტურდა.

რა თქმა უნდა, ვადევნებ, „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს  წევრი და რისკების კომიტეტის თავმჯდომარეც ვარ, ამიტომ პროფესიული თვალსაზრისით მიწევს საბანკო ბაზრის განვითარების დეტალურად გაცნობა. ერთ რამეს ვიტყვი, რაც დასამალი არც არის. ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან შედარებით, ჩვენი საბანკო სექტორი ძალიან განვითარებულია იმ პროდუქტებისა და სერვისების თვალსაზრისით, რასაც მომხმარებელს სთავაზობენ. იქნება ეს Mobile Bank-ის აპლიკაციები თუ Open Banking-ის აპლიკაციები, და ა.შ. სერვისების დონე ძალიან მაღალია, ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დარგია საქართველოს ეკონომიკაში, სადაც როგორც ტალანტი, ასევე ტექნოლოგიაც კარგად ჩამოყალიბდა.

რამდენად დასაჩქარებელია პროცესი ფინტექ და, მაგალითად, Open Banking-ის მიმართულებით?

ბანკების წარმომადგენლებს ვიცნობ საქართველოში და ვფიქრობ, რომ საკმაოდ ღია და პროგრესული შეხედულებები აქვთ მათ Open Banking-თან დაკავშირებით. სხვა ქვეყნებს თუ შევადარებთ, მე გერმანიის გამოცდილება მაქვს და აქ PSD2-ის შემოღებამ გამოიწვია ის, რომ მესამე ბანკის შეერთება ანგარიშზე უფრო გართულდა მომხმარებლისთვის, რაც ბანკების ინტერესში შედიოდა. მე ასეთ განვითარებას ვერ ვხედავ საქართველოში, პირიქით, ვფიქრობ, საქართველოში ბანკებს სურთ განახორციელონ Open Banking-ის პროექტები და კომერციული თვალსაზრისითაც უყურებენ ამას. ამიტომაც ვფიქრობ, ამ მიმართულებით განვითარება უფრო მეტი იქნება, ვიდრე ევროპაში, სადაც ეს თემა ძალიან მასობრივად განიხილება, სადაც პროგრესი კი არა, ხშირად პირიქით, რეგრესიც კი არის  ამ მიმართულებით.

გარდა „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისა და რისკების კომიტეტის თავმჯდომარეობისა, უკავშირებთ თუ არა თქვენს გეგმებს საქართველოს?

სამი წლის წინ Startup Grind-ის წარმომადგენლებმა მკითხეს, მქონდა თუ არა სურვილი, მათ ღონისძიებაში მონაწილეობა მიმეღო. მე, რა თქმა უნდა, აქტიურად მივიღე მონაწილეობა და ძალიან მომეწონა. ახლა, როგორც ჩანს, საქართველოში სტარტაპ-ეკოსისტემა იქმნება. კომპანიები იქმნება, რომელთაც კარგი პროდუქტები აქვთ. ამით ვამაყობ კიდევაც, და თვალყურსაც ვადევნებ. ბიზნესის თვალსაზრისით არ ვარ ჩართული, მაგრამ მაინტერესებს ამ მიმართულების განვითარება.

Previous Post

Chipotle და Target-ი დასაქმების მსურველებს Tik-Tok-ის დახმარებით ეძებენ

Next Post

5 პროდუქტი, რომლებიც აშშ-ში ახლა უფრო იაფია, ვიდრე პანდემიამდე

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
5 პროდუქტი, რომლებიც აშშ-ში ახლა უფრო იაფია, ვიდრე პანდემიამდე

5 პროდუქტი, რომლებიც აშშ-ში ახლა უფრო იაფია, ვიდრე პანდემიამდე

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result