პოლიტიკა

Forbes.ge

ალექსი პეტრიაშვილი BMG-ის და FORBES GEORGIA-ს გუნდს უერთდება

1 წუთის წასაკითხი

BMG -ის გუნდს ახალი თანაწამყვანი და მიმომხილველი ემატება. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპასთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი ახალი ამპლუით და კარგად ნაცნობი თემებით “საქმიანი დილა”-ს თანაწამყვანი ხდება. ალექსი პეტრიაშვილი მაყურებლებისთვის ყოველკვირეულ მიმოხილვებს, ინტერვიუებს და ვიდეო ბლოგებს მოამზადებს მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებზე, მათ გავლენებზე მსოფლიო ეკონომიკაზე და გლობალურ წესრიგზე. 

საქართველოს ერთერთი ყველაზე გამოცდილი დიპლომატი პოლიტიკური მიმომხილველის სტატუსით საქმიანი ადამიანებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემებს მიმოიხილავს და მისი ბლოგები ასევე Forbes Georgia-ს გამოცემებშიც დაიბეჭდება. 

BMG-ის და Forbes Georgia-ს გუნდისთვის პატივია გაუწყოთ ეს სიახლე და მივესლმებით ბუკა პეტრიაშვილის შემოერთებას ჩვენს გუნდში.

More to read

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Related Posts