Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

“აკმაყოფილებს სტანდარტებს” – უწყება, რომელიც ქმნის და აქვეყნებს სტანდარტებს

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in კომპანიები
0
“აკმაყოფილებს სტანდარტებს” – უწყება, რომელიც ქმნის და აქვეყნებს სტანდარტებს
0
SHARES
0
VIEWS

ალბათ ყველას წაგვიკითხავს პროდუქტის ან მომსახურების აღწერაში – “აკმაყოფილებს სტანდარტებს“. ზოგჯერ ეს ევროპულ, საერთაშორისო ან ქართულ სტანდარტებს ეხება. თუმცა, ალბათ არასოდეს დავფიქრებულვართ, თუ ვინ ადგენს მათ.

საქართველოში სტანდარტიზაციის სახელმწიფო პოლიტიკას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი სსიპ – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო წარმართავს და უზრუნველყოფს, რომ ყველა დაინტერესებულ პირს ხელი მიუწვდებოდეს მისთვის სასურველ სტანდარტზე.

საქართველოს სტანდარტის შემუშავება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. სტანდარტების გამოყენება საქართველოში ნებაყოფლობითია ტექნიკური რეგლამენტისგან განსხვავებით, თუმცა, მისი ხელმძღვანელობით პროდუქტის ან მომსახურების წარმოება, შედარებით მაღალ ხარისხზე მიუთითებს, რომელიც ამავე დროს აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. ამიტომაც ის მწარმოებლები, რომლებიც განვითარებას ან/და წარმოების მასშტაბების გაფართოებას, ახალ ბაზრებზე  გასვლას ისახავენ მიზნად, დაინტერესებულები არიან დააკმაყოფილონ სტანდარტები.

სტანდარტებზე წვდომა მათ სწორედ ზემოთ ხსენებული სააგენტოს დახმარებით ეძლევათ. როგორც სააგენტოს სტანდარტების დეპარტამენტის დირექტორი სულხან ტაბაღუა Forbes Georgia-სთან საუბრისას აცხადებს “უწყება წელიწადში დაახლოებით 2 000 სტანდარტს არეგისტრირებს. სტანდარტები კი ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროს მოიცავს“.

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების, კერძოდ „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA)“ ფარგლებში  საქართველოს აქვს აღებული ვალდებულება, ეტაპობრივად მოახდინოს შიდა კანონმდებლობის დაახლოება ევროპულ კანონმდებლობასთან. ევროპულ საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ჰარმონიზებული (ევროპული) სტანდარტები თამაშობს. თუ ქართველ მეწარმეს სურს ევროკავშირის ბაზარზე გასვლა, სწორედ ევროპული სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს. ევროპული სტანდარტების საქართველოს სტანდარტად რეგისტრაციის, აუცილებლობის შემთხვევაში თარგმნისა და მიღების პროცედურებს წარმართავს  საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს  სტანდარტების დეპარატმენტი.

“სტანდარტი არის საუკეთესო საშუალება ე.წ თვითრეგულაციისთვის. ეს არის საუკეთესო გზა იმისთვის, რომ განავითარო ბიზნესი, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო და ევროპულ დონეზე. გამოდის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი “პასპორტი” იმისათვის, რომ ყველა ბაზარი ტექნიკური ბარიერების გარეშე გაიარო, არის სტანდარტი და შესაბამისი სერტიფიკატის ფლობა“ – ამბობს სულხან ტაბაღუა.

რეგისტრირებული სტანდარტების გადახედვას სააგენტო ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ახდენს, საუკეთესო საერთაშორისო და ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით. აუცილებლობის შემთხვევაში ამ პროცესში მონაწილეობს სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტი. თითოეული კომიტეტი კონკრეტულ სფეროში წარმოდგენილ სტანდარტის პროექტებს იხილავს, ტექნიკურ კომიტეტებს შორისაა: ელექტროტექნიკური; სასურსათო პროდუქცია; მენეჯმენტი და შესაბამისობის შეფასება; ტურიზმი და მასთან დაკავშირებული მომსახურებები; მშენებლობა და მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტები; ბუნებრივი გაზი; ენერგოეფექტურობა; გზები საავტომობილო და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება. ტექნიკური კომიტეტი  აერთიანებს სპეციალისტებს, რომელიც წარმოდგენილნი არიან შესაბამის სფეროში მოქმედი სხვადასხვა ორგანიზაციებიდან.

“ყოველწლიურად ჩვენ ვაახლებთ ტექნიკურ კომიტეტს. კომიტეტი არის საკონსულტაციო ორგანო, რომელიც ეხმარება სააგენტოს გადაწყვეტილების მიღებაში ტექნიკურ ჭრილში. მთავარი ფუნქცია კომიტეტის არის სტანდარტების პროექტების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა“ –განმარტავს სულხან ტაბაღუა.

სააგენტოს ჯამში 15 000-ზე მეტი სტანდარტი აქვს რეგისტრირებული, რომელთა შორისაც დომინირებს საერთაშორისო და ევროპული სტანდარტები. აღნიშნული სტანდარტების რეგისტრაციისთვის აუცილებელია ევროპული და საერთაშორისო სტანდარტიზაციის ორგანოების წევრობა. სააგენტო საქართველოს წარმოადგენს სტანდარტიზაციის საერთაშორისო და ევროპულ ორგანიზაციებში, ასევე, გაფორმებული აქვს თანამშრომლობის მემორანდუმი “ტესტირებისა და მასალების ამერიკის საზოგადოებასთან” (ASTM), შესაბამისად ამ ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული სტანდარტები ხელმისაწვდომია ნებისმიერ დაინტერესებული პირისათვის სააგენტოს მეშვეობით. აღნიშნული ორგანიზაციების წევრობა გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რაც ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული მნიშვნელოვანი არაპირდაპირი ინვესტიციაა ქვეყნის შიგნით ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისათვის. სააგენტოში რეგისტრირებული სტანდარტის შეძენა არის ფასიანი, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. თუმცა, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში სტანდარტის შეძენა საკმაოდ იაფი ჯდება “ვცდილობთ დავიჭიროთ ის შუალედი, რომ სტანდარტის ფასი არ იყოს დაბრკოლება, ბიზნესის განვითარების პროცესში“ ამბობს სულხან ტაბაღუა.

სააგენტომ სტანდარტების შეძენა მიმდინარე წლის დასაწყისში გააციფრულა. სტანდარტების ელექტრონულ პლატფორმაზე sst.geostm.gov.ge  მომხმარებელს შეუძლია მოიძიოს, დაათვალიეროს, შეიძინოს მისთვის სასურველი საქართველოს სტანდარტი “პლატფორმაზე სტანდარტის ყიდვის პროცედურები მარტივია. ეს მნიშვნელოვანია განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, როდესაც არ არის საჭირო ჩვენთან მოსვლა და პროცედურების გავლა, იქნება ეს წერილის დაწერა თუ თანხის გადახდა. ონლაინ სერვისი უსაფრთხოა ჯანდაცვის კუთხითაც” განმარტა Forbes Georgia-სთან სააგენტოს სტანდარტების დეპარტამენტის დირექტორმა.

როგორც ის ამბობს, ყველაზე მოთხოვნადია ონლაინ პლატფორმაზე ქართულად ნათარგმნი სტანდარტებია. რაც შეეხება ორგანიზაციის მიხედვით პოპულარულ სტანდარტებს, ყველაზე ხშირად ყიდულობენ საერთაშორისო სტანდარტებს, ხოლო 2014 წლიდან როდესაც DCFTA-ის შეთანხმება შევიდა ძალაში, ევროკავშირის სტანდარტებზეც გაიზარდა მოთხოვნა.

“ყველა ნათარგმნი სტანდარტი სტანდარტების ელექტრონულ პლატფორმაზე ინგლისურ ენაზეცაა განთავსებული“ განმარტა სულხან ტაბაღუამ.

გარდა ტრადიციულ სფეროებს მიკუთვნებული სტანდარტებისა, პანდემიისას წინ წამოიწია ასევე სამედიცინო სფეროსთან დაკავშირებულმა სტანდარტებმა. როგორიცაა მაგალითად, პირბადეების ან სამედიცინო ხელთათმანების სტანდარტები. ამ პროდუქტებზე საქართველოში სტანდარტის  აქტუალობა ინფექციის გავრცელებამ დააყენა დღის წესრიგში. აღნიშნულ საკითხზე საუკეთესო ევროპული გამოცდილების გაზიარებისათვის საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომ ლატვიელ პარტნიორებთან, ლატვიის სტანდარტები (LVS) და კომპანია ტილდესთან (Tilde) ერთად მონაწილეობა მიიღო საგრანტო კონკურსში “სტანდარტიზაცია, როგორც დამხმარე საშუალება საქართველოში COVID-19 პანდემიით  გამოწვეული საგანგებო სიტუაციაზე სწრაფი რეაგირებისათვის”, რომელიც დაფინანსდა ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. “შეიქმნა პროექტი, რომელიც მოიცავდა პანდემიასთან საბრძოლველად საჭირო სტანდარტების იდენტიფიკაციას და თარგმნას. ჩვენ ევროპელ ექსპერტებთან ერთად შევჯერდით სტანდარტების ერთგვარ სიაზე, რომელიც ეხება სტანდარტებს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებზე” განმარტა ტაბაღუამ.

Forbes Georgia-სთან საუბრისას სულხან ტაბაღუამ აღნიშნა, ეს იყო პირველი მცდელობა ხელოვნურ ინტელექტის, კომპანია ტილდეს (Tilde)  მიერ შექმნილი ონლაინ პლატფორმის სტანდარტების თარგმნის პროცესში გამოყენების.  პროექტის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის დაინტერესებული პირებისათვის ჩატარდა ონლაინ სემინარი ენობრივი ტექნოლოგიების და მთარგმნელობითი პლატფორმის სპეციფიკის შესახებ.

ზემოაღნიშნული პროექტი ლატვიის მხარესთან თანამშრომლობის პირველი შემთხვევა არ არის. გასულ წლებში ასევე განხორციელდა პროექტები მშენებლობისა და ტურიზმის სფეროში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ შესაბამისი სფეროს ტექნიკური კომიტეტის წარმომადგენლები. სააგენტოს სტანდარტების დეპარტამენტის დირექტორის თქმით “ევროპელი მეგობარი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია და ეს გაგრძელდება მომავალშიც, რათა საქართველო კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპას და განვითარებულ სამყაროს“.

Previous Post

გალტ & თაგარტი Global Banking & Finance Awards-ის მიერ მსოფლიოს Next 100 საუკეთესო კომპანიის ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა

Next Post

“Comply with standards” – the authority that creates and publishes standards

მაგდა დოლიძე

Next Post
“Comply with standards” – the authority that creates and publishes standards

“Comply with standards" – the authority that creates and publishes standards

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result