Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ახალგაზრდა ელჩი საქართველოდან

by Forbes.ge
September 6, 2022
in ინტერვიუ, კულტურა, მსოფლიო, საქართველო, ყველა სიახლე
0
ახალგაზრდა ელჩი საქართველოდან
0
SHARES
0
VIEWS

23 წლის გიორგი პაპავა ცოტა ხნის წინ საბერძნეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გახდა. ახალგაზრდა დიპლომატის მანდატის ფარგლებში ის საქართველოს ცნობადობის ზრდასა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას შეეცდება. სწორედ ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ მიზანიც. გიორგი თავად მოგვიყვება, რას გეგმავს ქართველი და ბერძენი ახალგაზრდებისთვის.

გიორგი, რის განხორციელებას გეგმავთ თქვენი მანდატის ფარგლებში?

ერთწლიანი მანდატის ფარგლებში ჩემი მთავარი მიზანი ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციაა, რაც საქართველოსა და საბერძნეთს შორის ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართულ ღონისძიებებს, საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელის შექმნას, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობებსა და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს მოიცავს. მიმდინარე წელს ჩემი ძირითადი მიზანია, რომ პროგრამები მორგებული იყოს ბერძენ ახალგაზრდებზე, რათა მათ უკეთ გაიცნონ ქართველები და ქართული კულტურა.

ზოგადად, ვფიქრობ, ძირეული ცვლილებებისთვის რამდენიმე თვე საკმაოდ მცირე დროა, რადგან მანდატი მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდეა, თუმცა ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ გავაგრძელო წინამორბედის მიერ გაკვალული გზა. ძალისხმევას არ დავიშურებ მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და მის შესანარჩუნებლად, რათა შედეგი გამოსადეგი და პროგრესირებადი იყოს შემდეგი გამარჯვებულისთვისაც.

რას მიიჩნევთ საბერძნეთში ახალგაზრდების, განსაკუთრებით ქართველი ახალგაზრდებისთვის მთავარ გამოწვევად?

მთავარ გამოწვევას ქართველი ახალგაზრდების გაფანტულობა წარმოადგენს. ხშირია შემთხვევები, როცა ისინი ერთმანეთს არც კი იცნობენ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია სათვისტომოსთან კავშირის ქონა, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, ქართული იდენტობა დაიკარგოს.

სწორედ ამ პრობლემასთან გასამკლავებლად ვგეგმავ საინფორმაციო სახის პროექტებისა და შეხვედრების ორგანიზებას. მაგალითად, ვაპირებ თუნდაც ციფრულ პროფესიებთან დაკავშირებული პრეზენტაცია-დისკუსიის მოწყობას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ბერძენი, ისე ქართველი ახალგაზრდები. ეს კი  მათ სამომავლო ურთიერთობას ჩაუყრის საფუძველს და უკვე არსებულს გაამყარებს.

თქვენ პირადად რა გაკავშირებთ საბერძნეთთან?

გარდა ისტორიული ჭრილისა, საქართველოსა და საბერძნეთის ურთიერთობა კულტურულ კონტექსტშიც იწვევდა ჩემს დაინტერესებას. მრავალი ლიტერატურული ნაწარმოების გაცნობისა და საბერძნეთში პირველი ვიზიტის შემდეგ, გავაცნობიერე, რომ მსურდა, უფრო ახლოდან შემეცნო ქვეყანა, რომელსაც ჩემს მეორე სამშობლოდ აღვიქვამ. პირადი ინტერესისა და სიყვარულის გარდა, საბერძნეთი ჩემი პროფესიული განვითარების კერად გადაიქცა.

თქვენს გამოცდილებაზეც მოგვიყევით. ვინ იყო გიორგი პაპავა ახალგაზრდა ელჩამდე?

პროფესიით ინჟინერი ვარ, მაგრამ ყოველთვის სიახლეების ძიებაში ვარ და აქედან გამომდინარე ბევრ რადიკალურად განსხვავებულ სფეროში დამიგროვდა გამოცდილება, 23 წლის განმავლობაში ერთ ადგილას არ გავჩერებულვარ. მუდამ ვეძებდი საკუთარ მოწოდებას, მათ შორის ევროპის ქვეყნებში, თუმცა ბოლოს მაინც საქართველოში ჩამოვდიოდი.

მომწონს ადამიანებთან ურთიერთობა და კრეატიულ პროექტებზე მუშაობა, ამიტომაც ცხოვრების ამ ეტაპზე ჩემი ძირითადი საქმიანობა ციფრული მარკეტინგია და ვმუშაობ ფრილანსერად, რაც ხელს არ მიშლის მოგზაურობაში.

ამჟამად, როგორც ხედავთ, პროექტ “იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის” ფარგლებში ვარ საბერძნეთში და კვლავ განვაგრძობ საკუთარი თავის ძიებას, მაგრამ მომავალში არაფერი არ არის გამორიცხული.

რატომ გადაწყვიტეთ ამ პროგრამაში მონაწილეობა და, თქვენი აზრით, რას მოუტანს აღნიშნულ პროექტში თქვენი გამარჯვება ჩვენს დიასპორას?

დავიწყოთ იმით, რომ ზუსტად ვიცი, თუ რას განიცდის ახალგაზრდა, რომლის ოჯახიც ემიგრაციაშია, ასევე თავად ის ემიგრანტები, რომლებმაც სამშობლოში დატოვეს ოჯახები და საზღვრებს გარეთ უამრავ ყოველდღიურ პრობლემას აწყდებიან, აქედან გამომდინარე მაქვს სურვილი, რომ დავეხმარო მათ, დაძლიონ უცხო გარემოში არსებული ნებისმიერი სახის პრობლემები. ამასთანავე, მინდა, რომ საბერძნეთში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა შეინარჩუნონ ქართული სულისკვეთება და გადასცენ ის შთამომავლობას.

ეს პროექტი საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ინტერესების მკაფიოდ და ღიად წარმოჩენასა და გავრცელებაში ახალგაზრდობის გააქტიურების ერთ-ერთი შესანიშნავი მექანიზმია. ჩემი მთავარი მიზანი ქართველებისა და საქართველოს საბერძნეთში სწორად წარმოჩენაა. ამ შედეგებისთვის ძალიან დიდი ძალისხმევა და თავდაუზოგავი შრომაა საჭირო, განსაკუთრებით მათთვის, ვინც თავის დამკვიდრებას თავისსავე ქვეყნის საზღვრებს გარეთ ვცდილობთ. სწორედ ეს არის ჩემი მოტივაცია და ეს იქნება ჩემი მიზანი მანდატის ფარგლებში.

Previous Post

ბრიტანეთში ენერგოკრიზისის დასაძლევად, ლიზ ტრასმა $150-მილიარდიანი გეგმა მოამზადა

Next Post

პუტინმა საგარეო პოლიტიკის ახალი დოქტრინა დაამტკიცა, რომელიც „რუსული სამყაროს“ კონცეფციას ეფუძნება

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
პუტინმა საგარეო პოლიტიკის ახალი დოქტრინა დაამტკიცა, რომელიც „რუსული სამყაროს“ კონცეფციას ეფუძნება

პუტინმა საგარეო პოლიტიკის ახალი დოქტრინა დაამტკიცა, რომელიც „რუსული სამყაროს“ კონცეფციას ეფუძნება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result