საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის აგვისტოში, 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა. რვა თვის ჯამში, იანვარ-აგვისტოში ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპი 10.3%-ია. 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.4%-ით გაიზარდა. 2022 წლისთვის კი ქვეყნის მთავრობა 8.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, თუმცა 8 თვეში დაფიქსირებული უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო, შესაძლოა, 2022 წელს ეკონომიკა 8.5%-ზე მეტად გაიზარდოს. <p style="text-align: center;"><strong>საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები</strong></p> [caption id="attachment_124049" align="alignnone" width="1005"]<img class="wp-image-124049 " src="https://forbes.ge/wp-content/uploads/2022/09/hdhdhdhd-300x175.jpg" alt="" width="1005" height="587" /> მონაცემთა წყარო: საქსტატი[/caption]