Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

სემეკი: ელექტროენერგიის  არასწორი დარიცხვები დაკორექტირდა და ნახევარი მილიონი ლარი  მოქალაქეებს სააბონენტო ბარათებზე  დაუბრუნდათ

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
სემეკი: ელექტროენერგიის  არასწორი დარიცხვები დაკორექტირდა და ნახევარი მილიონი ლარი  მოქალაქეებს სააბონენტო ბარათებზე  დაუბრუნდათ
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასისა“ და შპს „თბილისის ელექტრომიწოდებელი კომპანიის“ (თელმიკო) საქმიანობების შემოწმება დაასრულა. შემოწმების შედეგად დარღვევები გამოვლინდა სს „თელასში“, რომლებმაც 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარში მოქალაქეებზე ელექტროენერგიის გადასახადის არასწორი დარიცხვები განაპირობა. სემეკის გადაწყვეტილებით, სს „თელასი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 75 ათასი ლარით დაჯარიმდა.

სემეკის რეგულაციების საფუძველზე განხორციელებული კორექტირების შედეგად, მოქალაქეებისათვის სააბონენტო ბარათებზე დაბრუნებული თანხების ჯამმა 569 605 ლარი შეადგინა. კორექტირების პროცესი არ არის დასრულებული და მოქალაქეებისათვის სააბონენტო ბარათებზე თანხების დაბრუნება გრძელდება, შემოწმების ჯგუფის მიერ იდენტიფიცირებულია დამატებით 8254 მომხმარებელი, რომელთა მრიცხველების წაკითხვის პროცესში ხარვეზები გამოვლინდა.

ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვასთან დაკავშირებით მოქალაქეთა გაზრდილი მიმართვიანობის საფუძველზე სემეკმა სს „თელასისა“ და შპს „თელმიკოს“ საქმიანობის ადგილზე შემოწმება 3 თებერვალს დაიწყო. სპეციალური ჯგუფის მიერ  გადამოწმდა 657 637 აბონენტზე 2021 წლის დეკემბერსა და  2022 წლის იანვარში განხორციელებული დარიცხვები.

სს „თელასში“ გამოვლენილი დარღვევები, ძირითადად, უკავშირდებოდა მოხმარებული ელექტროენერგიის კვტ.სთ-ების არასწორად აღრიცხვას, მრიცხველების ნაწილობრივ ტექნიკურ გაუმართაობას, მრიცხველების წაკითხვის ვადების დარღვევას – ანათვალის აღება აღემატებოდა 30 დღეს. შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ ქსელის ცალკეულ უბნებზე მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგია რიგ შემთხვევებში აღემატებოდა სატრანსფორმატორო ქვესადგურებში მიღებულ ენერგიას, რაც მრიცხველების წაკითხვის პროცესის ხარვეზზე მიუთითებს. ამასთანავე, ელექტროენერგიის კვტ.სთ-ების დარიცხვა განხორციელდა სტატუს შეწყვეტილ მომხმარებლებზეც (ე.წ. დაკეტილი ფართები), რომლებსაც ელექტროენერგიის მოხმარება არ უფიქსირდებოდათ. ჯამში, დეკემბერსა და იანვარში აბონენტებზე არასწორად დარიცხული კვტ.სთ-ების ოდენობამ 2, 413 462 კვტ.სთ შეადგინა. აღნიშნულის გამო, დეკემბერსა და იანვარში გაიზარდა იმ მომხმარებელთა წილი, რომელთაც ელექტროენერგიის გადასახადი საფეხურებრივად ყველაზე მაღალი ტარიფით დაერიცხათ.

დარღვევები გამოვლინდა დეკემბერში მრიცხველის წაკითხვის ახალ სისტემაზე გადასვლის პერიოდში 2 ქვითრის მიღებისას. სემეკის მიერ დაანონსებულ ე.წ. ტექნიკურ გარდამავალ ეტაპზე, დეკემბერში სს „თელასი“ მრიცხველებს წაიკითხავდა ორჯერ, რის საფუძველზეც მომხმარებელთა ნაწილი ერთჯერადად მიიღებდა 2 ქვითარს, რომელშიც განაწილებული იქნებოდა დეკემბრის  გადასახადი. მაგალითისთვის, პირველ ქვითარში ასახული უნდა ყოფილიყო 20 დღეზე დარიცხული გადასახადი, ხოლო მეორე ქვითარში – 10 დღეზე დარიცხული გადასახადი. შესაბამისად, მეორე ქვითარში დარიცხული გადასახადი უნდა ყოფილიყო პირველი ქვითრით დარიცხულ გადასახადზე ნაკლები. შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ რიგ შემთხვევებში, დეკემბერში მრიცხველების ორივე წაკითხვის შედეგად მომხმარებელზე დარიცხული კვტ.სთ-ების ოდენობა იყო იდენტური, მიუხედავად წაკითხვის შუალედში განსხვავებული დღეების რაოდენობისა, რიგ შემთხვევებში დეკემბრის მეორე ჩვენება აღემატებოდა დეკემბრის პირველ ჩვენებას, მიუხედავად იმისა, რომ მრიცხველის მეორე წაკითხვის დღეების რაოდენობა მნიშვნელოვნად ნაკლები იყო პირველზე, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში დეკემბერში მრიცხველების  მეორე წაკითხვა არ განხორციელებულა,  რის გამოც ხელოვნურად გაიზარდა იანვარში დარიცხული ელექტროენერგიის მოცულობა.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს „თელმიკოს“ მიერ განხორციელებული დარიცხვები განხორციელებული იყო „თელასის“ მიერ მიწოდებული არასწორი მონაცემების საფუძველზე, თუმცა საფასურის დარიცხვისას არ დარღვეულა ტარიფის საფეხურის მისადაგების წესი.

სემეკის გადაწყვეტილებით, დარღვევების აღმოსაფხვრელად სს „თელასს“ ერთთვიანი ვადა განესაზღვრა. გადაწყვეტილების შესრულების კონტროლს კომისია განახორციელებს.

Previous Post

Top 5 Things to Watch in Markets in the Week Ahead

Next Post

გრანთ თორნთონსა და საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელ აქსელს (Axel) შორის  თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
გრანთ თორნთონსა და საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელ აქსელს (Axel) შორის  თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

გრანთ თორნთონსა და საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელ აქსელს (Axel) შორის  თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result