Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ვრცლად სანქციებზე, რომლებიც რუსეთს უკვე დაუწესდა და შესაძლოა მომავალში დაუწესდეს

by იზა გვარამაძე
თებერვალი 23, 2022
in მსოფლიო, პოლიტიკა, ყველა სიახლე
0
ვრცლად სანქციებზე, რომლებიც რუსეთს უკვე დაუწესდა და შესაძლოა მომავალში დაუწესდეს
0
SHARES
0
VIEWS

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და მათი მოკავშირეების ნაწილმა, პრეზიდენტ პუტინის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „სახალხო რესპუბლიკების“ დამოუკიდებლად  გამოცხადებისა და ტერიტორიებზე ჯარების გაგზავნის შემდგომ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღეს. თუმცა, პუტინის ნაბიჯს ჯერ არ მოჰყოლია სანქციების მთელი სპექტრი, რომელსაც დასავლური ქვეყნები უარესი სცენარისთვის ამზადებენ.

სანქციები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ უკვე დაწესდა

ევროკავშირმა სანქციები 27 რუს პირსა და ორგანიზაციებს, მათ შორის ბანკებს დაუწესა. ევროკავშირსა და ამბოხებულთა ხელში მყოფ რეგიონებს შორის იკრძალება ვაჭრობა, ასევე ორგანიზაციის მიერ შეიზღუდება წვდომა ევროპული კაპიტალის ბაზრებზე. სანქციებს დაექვემდებარება რუსეთის  დუმის 351 წევრი.

ტერიტორიების აღიარების შემდგომ, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ლუგანსკსა და დონეცკში ამერიკელებს ბიზნესსაქმიანობის წარმართვა აეკრძალათ. თეთრი სახლის განცხადებით, „რუსეთის მიერ უკრაინაში კიდევ უფრო შეჭრით“ სანქციები გაფართოვდება.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა სანქციები ხუთ რუსულ ბანკსა და სამ მდიდარ რუს ბიზნესმენს დაუწესა. საჭიროების შემთხვევაში განიხილება სანქციების გაფართოებაც. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის მიერ Nord Stream 2-ის გაზსადენის სერტიფიცირების პროცესის შეჩერებაა.

დამატებით რა სანქციები შეიძლება დაუწესდეს რუსეთს?

რუსეთის SWIFT-იდან გარიცხვა:

რუსეთისთვის დამატებითი სანქციების შემოღების შემთხვევაში SWIFT-იდან, საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან, ქვეყნის გარიცხვაც განიხილება. SWIFT-ს მთელ მსოფლიოში ათასობით ფინანსური ინსტიტუტი იყენებს, გარიცხვა კი რუსული ბანკებისთვის საზღვარგარეთ ბიზნესის წარმოებას გაართულებს. თუმცა სანქციის შემოღება ეკონომიკურ ხარჯს აშშ-ისა და გერმანიისთვისაც წარმოადგენს, რომელთა ბანკებსაც რუსეთთან მჭიდრო კავშირი აქვთ. SWIFT-იდან რუსეთის გარიცხვას, შეჭრაზე დაუყოვნებლივ პასუხად არ განიხილავს თეთრი სახლიც.

რუსეთის ბანკებისთვის დოლარის გამოყენების აკრძალვა:

შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა რუსეთს აშშ დოლართან დაკავშირებული ფინანსური ტრანზაქციები აუკრძალოს. ნებისმიერი დასავლური ფირმა კი, რომელიც რუსულ ინსტიტუტებთან დოლარში გარიგებას დადებს, დააჯარიმოს. აღნიშნულ სანქციას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება რუსეთის ეკონომიკაზე, რადგან მისი ნავთობისა და გაზის გაყიდვების უმეტესი ნაწილი სწორედ დოლარშია. სანქციამ შესაძლოა სხვადასხვა სექტორში რუსეთის საგარეო ვაჭრობაც დააზარალოს. თუმცა ეს პარალელურად რუსეთის ნავთობისა და გაზის ექსპორტის შემცირებას გამოიწვევს, რაც რუსულ გაზზე დამოკიდებულ ევროპულ ქვეყნებზეც იმოქმედებს.

რუსული ბანკები შავ სიაში:

აშშ-ის მიერ რუსული ბანკების შავ სიაში შეყვანით, ორგანიზაციებისთვის საერთაშორისო ტრანზაქციების განხორციელება თითქმის შეუძლებელი გახდება. მოსკოვს ინფლაციის ზრდისა და შემოსავლის შემცირებისგან თავის ასარიდებლად და ბანკების გადასარჩენად  რადიკალური ზომების მიღება მოუწევს, თუმცა ამან შესაძლოა ის დასავლელი ინვესტორებიც დააზარალოს, რომელთაც რუსეთის ბანკებში აქვთ თანხა. გარდა ამისა, რუსეთი ცენტრალურ ბანკში, მსგავსი ეკონომიკური შოკებისგან თავდასაცავად, $630 მილიარდზე მეტის რეზერვებს ინახავს.

რუსეთში მაღალტექნოლოგიური საქონლის ექსპორტის ბლოკირება:

დასავლეთს რუსეთში ისეთი ძირითადი მაღალტექნოლოგიური საქონლის ექსპორტის შეზღუდვა შეუძლია, როგორიც, მაგალითად, აშშ-ის მხრიდან ნახევრად გამტარი  მიკროჩიპების მიწოდებაა. ეს კი გავლენას არა მხოლოდ რუსეთის თავდაცვისა და საჰაერო კოსმოსურ სექტორზე, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე იქონიებს. თუმცა ამან შესაძლოა, ტექნოლოგიური სექტორის ექსპორტიორი კომპანიებიც არანაკლებ დააზარალოს.

ენერგიის შეზღუდვები:

რუსეთის ეკონომიკა დიდწილად გაზისა და ნავთობის ექსპორტზეა დამოკიდებული. დასავლურ ქვეყნებს შეუძლიათ, უარი თქვან რუსული ენერგოგიგანტებისგან, Gazprom-ისა და Rosneft-ისგან ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე, მაგრამ ქვეყნების ბოიკოტმა შესაძლოა ევროპაში საწვავის დეფიციტი და გაზის ფასების ზრდა გამოიწვიოს.

სირთულეები დასავლეთისთვის

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, დასავლეთის ქვეყნები მკაცრ სანქციებზე კოორდინირებულნი არიან. თუმცა რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მცირე ნაბიჯებით გადაწყვეტს მოქმედებას, შედარებით ბუნდოვანია. ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ამ სცენარის შემთხვევაში დასავლეთის ქვეყნებს რუსეთის ქმედებაზე საპასუხოდ ალბათ განსხვავებული დამოკიდებულება ექნებათ. გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთ ქვეყანას, რომელიც შედარებით უფრო მჭიდრო ურთიერთობით გამოირჩევა რუსეთთან, მაგალითად უნგრეთს, იტალიასა და ავსტრიას, შესაძლოა სულაც არ სურდეთ მკაცრი სანქციების შემოღება.

Previous Post

შვეიცარიის ჯარში WhatsApp-ის, Signal-ისა და Telegram-ის გამოყენება აკრძალეს

Next Post

What to Invest in: a Review of Batumi Investment Proposals With a Guarantee of Income

იზა გვარამაძე

Next Post
What to Invest in: a Review of Batumi Investment Proposals With a Guarantee of Income

What to Invest in: a Review of Batumi Investment Proposals With a Guarantee of Income

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

В 2026 году: кракен даркнет и его особенности

აგვისტო 15, 2026

Популярный способ: kraken ссылка для безопасного доступа

აგვისტო 15, 2026

Защита данных на кракен магазин: важные аспекты безопасности

აგვისტო 15, 2026

Актуальная информация о кракен зеркала в 2026 году

აგვისტო 15, 2026

Recent News

В 2026 году: кракен даркнет и его особенности

აგვისტო 15, 2026

Популярный способ: kraken ссылка для безопасного доступа

აგვისტო 15, 2026

Защита данных на кракен магазин: важные аспекты безопасности

აგვისტო 15, 2026

Актуальная информация о кракен зеркала в 2026 году

აგვისტო 15, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result