Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

როგორ შეიცვლება ძირითადი საკვები კულტურების განაწილება მსოფლიოში კლიმატის ცვლილებასთან ერთად?

by იზა გვარამაძე
თებერვალი 18, 2022
in ბიზნესი, მსოფლიო, ყველა სიახლე
0
როგორ შეიცვლება ძირითადი საკვები კულტურების განაწილება მსოფლიოში კლიმატის ცვლილებასთან ერთად?
0
SHARES
0
VIEWS

ახალი კვლევის თანახმად, მსოფლიოს ის ადგილები, რომლებიც შესაფერისია ყავის, ქეშიუსა და ავოკადოს მოსაყვანად, მსოფლიოში საშუალო ტემპერატურის მატებასთან ერთად მკვეთრად იცვლება.

ბრაზილიაში, ინდონეზიაში, ვიეტნამსა და კოლუმბიაში – ყავის კულტურის ძირითად რეგიონებში – 2050 წლისთვის წარმოება 50%-ით შემცირდება. მართალია, ქეშიუსა და ავოკადოსთვის შესაფერისი ადგილები გაიზრდება, მაგრამ უმეტესობა შორს იქნება წარმოების ამჟამინდელი ადგილებისგან. ავტორები აღნიშნავენ, რომ ფერმერების ადაპტაციაში დასახმარებლად მეტი ძალისხმევის გაწევაა საჭირო.

ყავა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურაა მსოფლიოში, არა მხოლოდ როგორც გავრცელებული სასმელი, არამედ როგორც საარსებო წყარო მილიონობით მცირე ფერმერისთვის. ამასთან, მდიდარ ქვეყნებში მომხმარებელთა მზარდი პრეფერენციების წყალობით, ავოკადოსა და ქეშიუზე მოთხოვნა ბოლო ათწლეულების განმავლობაში არსებითად გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ყავის პლანტაციების შემცირების საფრთხე კლიმატის ცვლილების შედეგად კარგად არის დადასტურებული, მცირე ინფორმაციაა იმის შესახებ, თუ როგორ იმოქმედებს ტემპერატურის ზრდა ავოკადოსა და ქეშიუს კულტურებზე.

კვლევის ავტორებმა ყურადღება იმაზე გაამახვილეს, თუ როგორ იმოქმედებს ტემპერატურის ზრდა და ნალექების ტემპის ცვლილება სამ კულტურაზე მომდევნო 30 წლის განმავლობაში. მკვლევრებმა ასევე პირველად შეიტანეს ინფორმაცია მიწისა და ნიადაგის მახასიათებლების შესახებ.

მოხსენების თანახმად, ყავა მაღალი ტემპერატურის მიმართ ყველაზე მგრძნობიარე კულტურაა. იმ ქვეყნებში, რომლებიც დომინანტური ყავის ჯიშის, არაბიკას, ძირითად მწარმოებლებს წარმოადგენენ, 2050 წლისთვის მოსავლის ვარგისობა დაახლოებით 50%-ით შემცირდება.

ყველაზე პესიმისტური სცენარის მიხედვით, ტემპერატურის მკვეთრი შემცირების პირობებში ბრაზილიის ყავის პლანტაციებისათვის შესაფერისი ზონები 76%-ით შემცირდება, ხოლო კოლუმბიის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 63%-ს უტოლდება. თუმცა აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის არგენტინა, სამხრეთი  აფრიკა, ჩინეთი, ახალი ზელანდია და სხვა ყავის კულტურისათვის უფრო შესაფერისი გახდება. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ახალი რეგიონები მარტივად ადაპტირდებიან შეცვლილ გარემოსთან.

,,მთავარი გზავნილი მათთვის, ვინც დღეს წამყვან მწარმოებელ რეგიონებშია, არის ის, რომ ფერმერები ცვალებად პირობებს უნდა მოერგონ“, – აღნიშნავს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ციურიხის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორი რომან გრუტერი.

ქეშიუს კულტურისათვის სურათი განსხვავებულია. სავარაუდოდ, მსოფლიოში 17%-ით გაიზრდება იმ ადგილების მოცულობა, რომლებიც მეტად შესაფერისი იქნება ამ კულტურის მოსაყვანად.

თუმცა ქვეყნები, რომლებიც ამჟამად ქეშიუს ექსპორტით საკმაოდ მნიშვნელოვან შემოსავლებს იღებენ, დაკარგავენ კულტურისათვის შესაფერისი ზონების მნიშვნელოვან ნაწილს. პესიმისტური პროგნოზის შემთხვევაში, ბენინი ქეშიუს კულტურისათვის საჭირო ტერიტორიის ნახევარს დაკარგავს.

ავოკადოს შემთხვევაშიც სურათი საკმაოდ დრამატულია, განსაკუთრებით უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყნებში. მექსიკაში, მსოფლიოს უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყანაში, წარმოებისათვის შესაფერისი მიწების მოცულობა დაახლოებით 80%-ით გაიზრდება, მაშინ როდესაც პერუ – კიდევ ერთი მთავარი მწარმოებელი – იმავე პირობებში შესაფერისი ტერიტორიების ნახევარს დაკარგავს.

მიუხედავად იმისა, რომ ტემპერატურის მატებამ და ნალექის ცვლილებებმა შესაძლოა, ზოგიერთი ტერიტორია უფრო შესაფერისი გახადოს, ავტორები შეშფოთებულნი არიან, რადგან ახალ რეგიონებში ამ კულტურების განვითარებისთვის უფრო მეტი ტყე გარდაიქმნება სასოფლო-სამეურნეო მიწად.

,,იმ რეგიონებში, რომლებიც შეიძლება უფრო შესაფერისი გახდეს ამ კულტურების მოსაყვანად, მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, მათ შორის ტყეების გაჩეხა, – თქვა რომან გრუტერმა.  – ამ ცვალებად პროცესებში ადგილობრივი დაინტერესებული მხარეები, ადგილობრივი თემები უნდა ჩაერთონ“.

მიუხედავად იმისა, რომ ტემპერატურის ცვალებადობა შესაძლოა ცუდი ამბავი ჩანდეს ამ კულტურების ამჟამინდელი მწარმოებლებისთვის, არსებობს რამდენიმე  ნაბიჯი, რომელთა გადადგმის შემთხვევაში მწარმოებლებს კლიმატის ცვლილების ეფექტის შემსუბუქება შეუძლიათ.

,,შესაძლებელია, ზოგიერთ რეგიონში, სადაც ამჟამად ეს კულტურები იზრდება,  გენეტიკურმა მოდიფიკაციამ მათი მოყვანის არეალი გააფართოოს“, – თქვა კოლუმბიის ეროვნულ უნივერსიტეტში მომუშავე ხოაკინ გილერმო რამირეს გილმა.

Previous Post

Lockheed-მა Aerojet-თან შერწყმის $4.4 მილიარდის ღირებულების ხელშეკრულება გააუქმა

Next Post

CR-ის ელექტრომობილების რეიტინგში Ford Mustang Mach-E-მ Tesla Model 3-ს გადაუსწრო

იზა გვარამაძე

Next Post
CR-ის ელექტრომობილების რეიტინგში Ford Mustang Mach-E-მ Tesla Model 3-ს გადაუსწრო

CR-ის ელექტრომობილების რეიტინგში Ford Mustang Mach-E-მ Tesla Model 3-ს გადაუსწრო

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026

Unibet: Η Powerhouse του Quick‑Play για Σύντομες, Υψηλής Έντασης Συνεδρίες

ივლისი 26, 2026

Recent News

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026

Unibet: Η Powerhouse του Quick‑Play για Σύντομες, Υψηλής Έντασης Συνεδρίες

ივლისი 26, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result