• About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact
Forbes Georgia
Advertisement
  • Home
    • Home – Layout 1
    • Home – Layout 2
    • Home – Layout 3
    • Home – Layout 4
    • Home – Layout 5
    • Home – Layout 6
  • News
    • All
    • Business
    • Politics
    • Science
    • World

    Hillary Clinton in white pantsuit for Trump inauguration

    Amazon has 143 billion reasons to keep adding more perks to Prime

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    Trending Tags

    • Trump Inauguration
    • United Stated
    • White House
    • Market Stories
    • Election Results
  • Tech
    • All
    • Apps
    • Gadget
    • Mobile
    • Startup

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Trending Tags

    • Nintendo Switch
    • CES 2017
    • Playstation 4 Pro
    • Mark Zuckerberg
  • Entertainment
    • All
    • Gaming
    • Movie
    • Music
    • Sports

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Harnessing the power of VR with Power Rangers and Snapdragon 835

    So you want to be a startup investor? Here are things you should know

  • Lifestyle
    • All
    • Fashion
    • Food
    • Health
    • Travel

    How couples can solve lighting disagreements for good

    Ducati launch: Lorenzo and Dovizioso’s Desmosedici

    Trending Tags

    • Golden Globes
    • Game of Thrones
    • MotoGP 2017
    • eSports
    • Fashion Week
  • Review

    Intel Core i7-7700K ‘Kaby Lake’ review

No Result
View All Result

Home მოსაზრება

რატომ არ იჩენს საქართველო სოლიდარობას უკრაინის მიმართ?

by Davit Tsiramua
May 2, 2022
in მოსაზრება, მსოფლიო, ოპედი, პოლიტიკა, რეგიონი, საქართველო, ყველა სიახლე
0
რატომ არ იჩენს საქართველო სოლიდარობას უკრაინის მიმართ?
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ევროპაში ახალი ომის დაწყება დღითი დღე რეალური ხდება მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის საზღვრის სიახლოვეს 120 000-ზე მეტი ჯარისკაცი და სამხედრო აღჭურვილობა განალაგა. მოსალოდნელი საფრთხის გამო კიევს დასავლელმა პარტნიორებმა უკვე გაუწიეს დიდძალი სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება. უკრაინის კრიზისი 2008 წელს საქართველოში რუსეთის აგრესიას წააგავს, რადგან ორივე შემთხვევაში მიზეზი რუსეთის ინტერესი იყო, არ დაეშვა უკრაინისა და საქართველოს დასავლეთთან დაახლოება. თუმცა, მაშინ როდესაც უკრაინა პარტნიორებისგან დახმარებას იღებს, საქართველოს მთავრობა კვლავ უმოქმედოა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა მესვეურები  ჩუმად ყოფნას ამჯობინებენ. მთავრობის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელმაც უკრაინას სიტყვიერი მხარდაჭერა აღუთქვა, ქვეყნის საგარეო მინისტრი დავით ზალკალიანია. მან 23 იანვარს სოციალური ქსელი Twitter-ის მეშვეობით უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა. თბილისის ხანგრძლივი დუმილის გამო ოპოზიციურმა პარტიებმა  მოცემულ საკითხზე საპარლამენტო დებატები მოითხოვეს და მმართველი პარტია აიძულეს, რეზოლუცია შემოეღო. თუმცა რეზოლუციის ტექსტი ფაქტობრივად არაფრის მთქმელია, რადგან მასში საერთოდ არაა ნახსენები არც რუსეთი და არც მისი აგრესიული საგარეო პოლიტიკა. დოკუმენტს ოპოზიცია ბოიკოტით შეხვდა, ხოლო ქართული საზოგადოების დიდმა ნაწილმა ის დაგმო. პოზიციის გასამართლებლად, მთავრობამ განაცხადა, რომ რეზოლუციის ტექსტი „პრინციპული იყო, თუმცა არ შეიცავდა ზედმეტ პროვოკაციულ სიხისტეს“. მთავრობამ ვერ შეძლო კიევისთვის მინიმალური სიტყვიერი მხარდაჭერის გამოცხადება, რომ აღარაფერი ვთქვათ მატერიალურ დახმარებაზე. მმართველი პარტიის ასეთი ნეიტრალური პოზიცია კრემლთან მიმართებით მის შემრიგებლურ პოლიტიკას უსვამს ხაზს და დასავლელი პარტნიორების თვალში ძირს უთხრის საქართველოს იმიჯს.

საფუძველს მოკლებული პარტნიორობა 

საქართველოს მთავრობის სიფრთხილე დამაბნეველია, რადგან საქართველოსა და უკრაინას დიდი ხანია, მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ  დემოკრატიული გარდაქმნისა და ეკონომიკური განვითარების მიმართ ინტერესმა ამ ორი ქვეყნის ბედი მყისიერად დააკავშირა. 2003 წლის ვარდებისა და 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციების შემდეგ საქართველომ და უკრაინამ თავიანთი პოსტსაბჭოთა ტრაექტორია საბოლოოდ მიატოვეს და აქტიურად დაიწყეს დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისკენ სწრაფვა. თბილისსა და კიევს შორის სტრატეგიულმა პარტნიორობამ მალევე მოიცვა უსაფრთხოების საკითხიც, მას შემდეგ, რაც მათი პროდასავლური კურსით განრისხებულმა კრემლმა ორივე ქვეყანას აგრესიული პოლიტიკით უპასუხა. აღსანიშნავია, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ღრმა ინტეგრაციისა და რუსული აგრესიის შეკავების სტრატეგიები უკრაინისა და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას მოითხოვდა. თუმცა ასეთი თანამშრომლობა რამდენიმე წელია, ამ ორ ქვეყანას შორის აღარ არსებობს.

კიევსა და თბილისს შორის ურთიერთობები არცთუ ისე დიდი ხნის წინ ძირითადად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამო დაიძაბა. 2013 წელს სააკაშვილმა თავი შეაფარა უკრაინას, საქართველოს მთავრობის მიერ აღძრული სისხლის სამართლის ბრალდებების თავიდან აცილების მიზნით, რომლებიც, სააკაშვილის მიხედვით, პოლიტიკურად იყო მოტივირებული. მის არყოფნაში, პრეზიდენტობის დროს სავარაუდო ჩადენილი დანაშაულების გამო, მას სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2015 წელს სააკაშვილი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეთავაზების შემდეგ უკრაინის მოქალაქე გახდა. თუმცა მათ შორის ურთიერთობა მალევე დაიძაბა, სააკაშვილს მალევე ჩამოართვეს უკრაინული პასპორტი და იგი მოქალაქეობის არმქონე პირი გახდა. ამის შემდგომ „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო მტკიცება, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი  საქართველოსა და უკრაინას შორის გაუარესებული ურთიერთობების მთავარი გამომწვევი ფაქტორი იყო. თუმცა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა 2017 წელს სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა და მისი დეპორტირება მოახდინა, თბილისსა და კიევს შორის ურთიერთობები თითქმის არ გაუმჯობესებულა. 2019 წელს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ არ აღიარა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც რუსულ საპატრიარქოს გამოეყო, შესაბამისი მხარდაჭერა არ გაუმჟღავნებია არც საქართველოს ხელისუფლებას.

თბილისსა და კიევს შორის ურთიერთობებში დადებითი ძვრები მას შემდეგ  დაიწყო, რაც საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებში თანამშრომლობის გაძლიერებისთვის „ასოცირების ტრიოს“ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. თუმცა თბილისმა კვლავ არჩია, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მიერ შედგენილ „ჩრდილოეთის ნაკადი II-ის“ გაზსადენის წინააღმდეგ გამიზნულ და უკრაინის სუვერენიტეტის მხარდასაჭერ დოკუმენტზე არ მოეწერა ხელი. მეტიც, იმის მიუხედავად, რომ სააკაშვილი უკვე საქართველოშია და სრულიად მოწყვეტილია უკრაინის პოლიტიკას, „ქართულ ოცნებას“, როგორც ჩანს, მაინც არ სურს უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება, რაც მიანიშნებს, რომ პარტიის პოზიციაზე სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც ახდენს გავლენას.

არგაღიზიანებიდან – შერიგების პოლიტიკამდე

2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ მიზნად დაისახა რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარება და ორმხრივი დიალოგის გზით „კომუნიკაციის წყაროს შენარჩუნება“, რაც, ფაქტობრივად, არ არსებობდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. „ქართულმა ოცნებამ“ მოსკოვთან ურთიერთობების დასათბობად შეიმუშავა ე.წ. „არგაღიზიანების“ დოქტრინა, რომელიც ერთ-ერთი მიზეზი იყო პარტიის არჩევნებში წარმატებისა. მმართველი პარტია ამტკიცებდა, რომ კრემლთან ურთიერთობის ნორმალიზება ყველაზე რაციონალური მიდგომა იყო. მიუხედავად ამისა, უკრაინის კრიზისის დროს „ქართული ოცნების“ დუმილმა ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი დააფიქრა, რომ მთავრობა კრემლის ინტერესების თანმხლებ პოლიტიკას ატარებს.

პარტიის რიტორიკა განმეორებითი რუსული აგრესიის მიმართ  შიშს ეფუძნება.  მთავრობა  მიიჩნევს, რომ საქართველო ნატოსა და ევროკავშირის ინტერესების პრიორიტეტს სრულიად არ წარმოადგენს. მთავრობის ასეთი სიფრთხილე პრაგმატიზმს ემყარება, რაც გულისხმობს კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად ნეიტრალურობის შენარჩუნებას. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტიის გათვლა ლოგიკურია, მას გრძელვადიან პერიოდში საქართველოს ინტერესების დაზიანება შეუძლია.

მთავრობის არგაღიზიანების პოლიტიკას ჯერ არანაირი სარგებელი არ მოუტანია საქართველოსთვის. უკვე ოც წელზე მეტია, რაც რუსული სამხედრო დანაყოფები განაგრძობენ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საქართველოს შორის ადმინისტრაციულ ხაზსა და მის მიღმა საზღვრის დემარკაციას. ამ პროცესს ხშირად „არაკანონიერ ბორდერიზაციას“ ან „მცოცავ ოკუპაციასაც“ უწოდებენ. ქართველი მოქალაქეების გატაცება და მათი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ტყვეობა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჰუმანიტარული პრობლემები კვლავ მოუგვარებელი რჩება. ამასთანავე, რუსეთი აღიარებს აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობას და ორივე ტერიტორიაზე განთავსებული აქვს სამხედრო დანაყოფები, რაც საქართველოს უსაფრთხოებას მნიშვნელოვნად უთხრის ძირს.

მაშინ როდესაც საქართველო დასავლეთისგან კვლავ დიდძალ დახმარებას იღებს, საქართველოს მთავრობის უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნაკლებობა გაუმართლებელია და საერთაშორისო დონეზე საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებადაც კი შეიძლება იყოს აღქმული. „ქართული ოცნების“ დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი დემოკრატიული რეფორმებისადმი გულცივობამ უკვე გააჩინა ბზარი საქართველოსა და ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს შორის. 2021 წლის სექტემბერში მმართველმა პარტიამ უარი განაცხადა ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე, რომლის მისაღებად მას ევროსაბჭოს ვენეციის კონვენციის მიერ რეკომენდებული სასამართლო რეფორმის გატარება ევალებოდა. ამის მაგიერ, მთავრობამ სესხი ჩინეთის მიერ დაარსებული აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისგან აიღო, რეფორმებთან დაკავშირებული ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებსა და უკრაინის მიმართ სოლიდარობის არქონას ქვეყნის დასავლელ პარტნიორებს, არა მარტო პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს, არამედ მთელ ევროკავშირსა და აშშ-ს, შესაძლოა თბილისთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი დაუკარგოს. ეს კი გამოიწვევს საქართველოს მნიშვნელოვანი დიპლომატიური და ეკონომიკური დახმარების გარეშე დარჩენას. „ქართული ოცნების“ მოსკოვისადმი არგაღიზიანების პოლიტიკა თანდათანობით გარდაიქმნება ერთგვარ „შერიგების“ პოლიტიკად, რაც თბილისს რუსულ ორბიტასთან დაახლოებს. ამ სცენარის თავიდან არიდების მიზნით, საქართველოს მთავრობამ ხმა უნდა აიმაღლოს და გააძლიეროს უკრაინის მხარდაჭერა, რითაც ის თავის მხრივ შეინარჩუნებს ევროკავშირისა და აშშ-ის დახმარებას. „ქართულმა ოცნებამ“ ყურადღება უნდა გაამახვილოს, რომ ის რუსული აგრესიის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო ძალისხმევის ნაწილად რჩება. უკრაინაში მოსალოდნელ კონფლიქტში კიევისთვის მხარდაჭერისგან თავის შეკავება საქართველოს შეიძლება ძვირად დაუჯდეს. ასეთი დისტანცირების შედეგად საქართველო შესაძლოა, მოსკოვსა და დასავლეთს შორის წარმოქმნილი ახალი რკინის ფარდის უკან აღმოჩნდეს.

Previous Post

გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“

Next Post

What Is Behind Georgia’s Lack of Solidarity With Ukraine

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
What Is Behind Georgia’s Lack of Solidarity With Ukraine

What Is Behind Georgia’s Lack of Solidarity With Ukraine

Stay Connected test

  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025

Washington prepares for Donald Trump’s big moment

November 3, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

December 30, 2025

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

Forbes Georgia

We bring you the best Premium WordPress Themes that perfect for news, magazine, personal blog, etc. Check our landing page for details.

Follow Us

Browse by Category

  • 30 Under 30
  • 30 Under 30
  • All News
  • Apps
  • Archive
  • Billionaires
  • Business
  • Business
  • Business
  • Caspian Energy
  • COVID-19
  • COVID-19
  • Culture
  • Culture
  • Economic Calendar
  • Economics
  • Editorial
  • English
  • English
  • Entertainment
  • Entrepreneurs
  • Executives
  • Fashion
  • Finances
  • Finances
  • Food
  • Forbes
  • Forbes
  • Forbes Auto
  • Forbes Banker
  • Forbes Banker
  • Forbes Crypto
  • Forbes Culture
  • Forbes EDU
  • Forbes EDU
  • Forbes Georgia in English
  • Forbes Georgia in English
  • Forbes GREEN
  • Forbes Guide
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Life
  • Forbes Life
  • Forbes People
  • Forbes Property
  • Forbes Property
  • Forbes Science
  • Forbes Sport
  • FORBES TECH
  • Forbes TECH
  • Forbes Woman
  • Forbes Woman
  • Gadget
  • Gaming
  • Georgia
  • HEALTH
  • HEALTH
  • Health
  • History
  • Industry
  • İngilizce Haberler
  • Internet
  • Interviews
  • Investments
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Management
  • Mobile
  • Movie
  • Music
  • News
  • News
  • Op-Ed
  • Opinions
  • Partner Content
  • Partner Content
  • Politics
  • Politics
  • Press Release
  • Rankings and Lists
  • Region
  • Review
  • Science
  • Science
  • Sport
  • Sports
  • Startup
  • Strategies
  • Style
  • Tech
  • Tech
  • Travel
  • Travel
  • World
  • World
  • Русском
  • ანტრეპრენიორები
  • არქივი
  • ბიზნესი
  • ბიზნესი
  • გამოძიება
  • გურმანი
  • ედიტორიალი
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკური კალენდარი
  • ვაჭრობა
  • ვაჭრობა
  • თავდაცვა
  • თავდაცვა
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • ინდუსტრია
  • ინვესტიციები
  • ინტერვიუ
  • ინტერნეტი
  • ისტორია
  • კომპანიები
  • კომპანიები
  • კომუნიკაციები
  • კულტურა
  • კულტურა
  • მენეჯერები
  • მენეჯმენტი
  • მეცნიერება
  • მილიარდერები
  • მოგზაურობა
  • მოდა
  • მოსაზრება
  • მსოფლიო
  • ოპედი
  • პარტნიორის კონტენტი
  • პოლიტიკა
  • პორტრეტები
  • პრესრელიზი
  • პროფილი
  • რა სჭირდებათ დამსაქმებლებს
  • რეგიონი
  • რედაქტორი
  • რეიტინგი
  • რჩევები
  • საქართველო
  • სიახლეები
  • სოციალური მედია
  • სპორტი
  • სტილი
  • სტრატეგიები
  • ტექნოლოგიები
  • ფინანსები
  • ფინანსები
  • ფორბს-მოსაზრება
  • ფორბს-მოსაზრება
  • ქართულად
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
  • ხელოვნება
  • ხელოვნება

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026
  • About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.