• About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact
Forbes Georgia
Advertisement
  • Home
    • Home – Layout 1
    • Home – Layout 2
    • Home – Layout 3
    • Home – Layout 4
    • Home – Layout 5
    • Home – Layout 6
  • News
    • All
    • Business
    • Politics
    • Science
    • World

    Hillary Clinton in white pantsuit for Trump inauguration

    Amazon has 143 billion reasons to keep adding more perks to Prime

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    Trending Tags

    • Trump Inauguration
    • United Stated
    • White House
    • Market Stories
    • Election Results
  • Tech
    • All
    • Apps
    • Gadget
    • Mobile
    • Startup

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Trending Tags

    • Nintendo Switch
    • CES 2017
    • Playstation 4 Pro
    • Mark Zuckerberg
  • Entertainment
    • All
    • Gaming
    • Movie
    • Music
    • Sports

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Harnessing the power of VR with Power Rangers and Snapdragon 835

    So you want to be a startup investor? Here are things you should know

  • Lifestyle
    • All
    • Fashion
    • Food
    • Health
    • Travel

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    How couples can solve lighting disagreements for good

    Ducati launch: Lorenzo and Dovizioso’s Desmosedici

    Trending Tags

    • Golden Globes
    • Game of Thrones
    • MotoGP 2017
    • eSports
    • Fashion Week
  • Review

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    Intel Core i7-7700K ‘Kaby Lake’ review

No Result
View All Result
  • Home
    • Home – Layout 1
    • Home – Layout 2
    • Home – Layout 3
    • Home – Layout 4
    • Home – Layout 5
    • Home – Layout 6
  • News
    • All
    • Business
    • Politics
    • Science
    • World

    Hillary Clinton in white pantsuit for Trump inauguration

    Amazon has 143 billion reasons to keep adding more perks to Prime

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    Trending Tags

    • Trump Inauguration
    • United Stated
    • White House
    • Market Stories
    • Election Results
  • Tech
    • All
    • Apps
    • Gadget
    • Mobile
    • Startup

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Trending Tags

    • Nintendo Switch
    • CES 2017
    • Playstation 4 Pro
    • Mark Zuckerberg
  • Entertainment
    • All
    • Gaming
    • Movie
    • Music
    • Sports

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Harnessing the power of VR with Power Rangers and Snapdragon 835

    So you want to be a startup investor? Here are things you should know

  • Lifestyle
    • All
    • Fashion
    • Food
    • Health
    • Travel

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    How couples can solve lighting disagreements for good

    Ducati launch: Lorenzo and Dovizioso’s Desmosedici

    Trending Tags

    • Golden Globes
    • Game of Thrones
    • MotoGP 2017
    • eSports
    • Fashion Week
  • Review

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    Intel Core i7-7700K ‘Kaby Lake’ review

No Result
View All Result
Forbes Georgia
No Result
View All Result
Home Forbes GREEN

გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“

by Davit Tsiramua
May 2, 2022
in Forbes GREEN, ბიზნესი, ბიზნესი, ეკონომიკა, მეცნიერება, მსოფლიო, სტრატეგიები, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

„მწვანე“ მიმართულებით გასულ კვირას განსაკუთრებით საინტერესო კვლევები გასაჯაროვდა. ახლად გამოქვეყნებული ანგარიშებით დადგინდა, რომ მსოფლიოს წამყვან კომპანიებს, ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ უჭირთ დასახული კლიმატური მიზნების მიღწევა და ამის გადასაფარავად, პროგრესის გაზვიადებაც კი სჩვევიათ. ხოლო Nature Geoscience-ის სატელიტურმა კვლევამ გვამცნო, რომ მყინვარებზე ყინულის იმაზე მცირე რაოდენობაა დარჩენილი, ვიდრე ჩვენ აქამდე ინფორმაცია გვქონდა.

რა თქმა უნდა, კვლავ აქტუალურია ევროკავშირის განხილვები მწვანე სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ხოლო თავის მხრივ, ცალკეული ქვეყნები, მწვანე ინდუსტრიაში ინვესტიციების განხორციელებას განაგრძობენ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს Microsoft-ისა და Shell-ის ინვესტიცია  თვითმფრინავების მწვანე საწვავის მწარმოებელ კომპანიაში და განახლებად ენერგიაზე გადასვლის დაჩქარებისთვის Ecopetrol-ის საკმაოდ სოლიდური, თანაც ყოველწლიური დაფინანსება.

უფრო ვრცლად მწვანე სიახლეებს ამ კვირის Forbes Green-ში გაეცნობით.

კლიმატური კრიზისი: ტოპ-კომპანიების მიერ გაზვიადებული პროგრესი

კორპორაციები მუდმივად ზეწოლის ქვეშ არიან, რათა დააჩქარონ კლიმატურ კრიზისთან საბრძოლველად საჭირო ქმედებები და შეამცირონ გარემოზე ზემოქმედება. თუმცა ეს ბევრი მათგანისთვის, მათ შორის მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციებისთვის, საკმაოდ რთული პროცესი ჩანს.

კლიმატის ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, ჯამში 25 კორპორაციის შესწავლით დადგინდა, რომ მსოფლიოს ბევრი უმსხვილესი კომპანია სულაც  ვერ აღწევს საკუთარ დასახულ კლიმატურ მიზნებს. გარდა ამისა, ისინი რეგულარულად აზვიადებენ და არასწორ ინფორმაციას აქვეყნებენ მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით. მსგავს კომპანიებს შორის კი ისეთი გიგანტები არიან, როგორიცაა Google-ი, Amazon-ი, Ikea, Apple-ი და Nestle. ანგარიშში განხილულია არსებული კომპანიების მიერ საჯაროდ გამოცხადებული სტრატეგიები, სათბური აირების ემისიების მინიმუმამდე შემცირებისკენ მიმართული.

კორპორაციული კლიმატის პასუხისმგებლობის მონიტორინგი არაკომერციული ორგანიზაციების New Climate Institute-ისა და Carbon Market Watch-ის მიერ ჩატარდა. ანგარიშის თანახმად, შესწავლილ კომპანიებზე სათბური აირების გლობალური ემისიის 5% მოდის, რაც მათი გავლენის მოცულობაზე მიუთითებს და ასევე ხაზს უსვამს უზარმაზარ პოტენციალს, რომელიც აღნიშნულ კომპანიებს კლიმატური ცვლილებების ლიდერობის მხრივ აქვთ.

ზოგიერთმა კომპანიამ, მათ შორის Nestle-მ, BBC News-თან ინტერვიუში ანგარიშის შედგენისას გამოყენებულ მეთოდს უნდობლობა გამოუცხადა და კლიმატური ცვლილებების შესანარჩუნებლად საჭირო ზომების მიღებისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოთქვა. ხოლო Amazon-ის ინფორმაციით, მათ მიერ დასახული გეგმა ამბიციური, კლიმატური კრიზისის სერიოზულობიდან გამომდინარეა, და ახლა, როგორც არასდროს, მოქმედება აუცილებელია.

ანგარიშში თითოეულ ფირმას, განსხვავებული ხარისხის  ე.წ. „პატიოსნების ნიშანი“ მიენიჭა,   აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი მათგანი შედარებით კარგად ახერხებს ემისიების შემცირებას, თუმცა არცერთი არ შეფასებულა „მაღალი პატიოსნებით“ (high integrity). მიუხედავად ამისა, კვლევითი ორგანიზაციების განცხადებით, ყველა კორპორაციას აქვს გაუმჯობესების პოტენციალი.  კვლევით  შეფასდა ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ემისიების ყოველწლიური გამჟღავნება, ემისიის წყაროების დაყოფა, ინფორმაციის გამჟღავნების ხარისხი.

კლიმატის ინსტიტუტის დასკვნით, კომპანიების არსებული სტრატეგიები, განხორციელების შემთხვევაში, ემისიებს მხოლოდ 40%-ით შეამცირებს. 25 კორპორაციიდან კი მხოლოდ სამია მზად წარმოებასა და მიწოდების ჯაჭვში ნახშირბადის ემისიების 90%-ით შემცირებისათვის: Maersk-ი, Vodafone და Deutsche Telekom-ი. რაც შეეხება სხვა გიგანტებს, კვლევის მიხედვით, „ზომიერად პატიოსანი“ Apple-ი აღმოჩნდა, „დაბალი პატიოსნებით“ Amazon-ი, Google-ი და Ikea გამოირჩევიან, ბოლო ადგილებს კი, Nestle და Unilever-ი ინაწილებენ.

ბრიუსელი „სახიფათო ქიმიკატებს“ ევროკავშირის მწვანე პროდუქტების ინიციატივაში გადაამისამართებს

ევროკომისია, მომავალი მდგრადი პროდუქტების ინიციატივის (SPI) ფარგლებში, მწვანე პროდუქციის ფართო სპექტრში „საშიშ ნივთიერებებს“ განიხილავს, მიუხედავად მრეწველობის გაფრთხილებისა, რომ ეს შესაძლოა, ევროკავშირის არსებული ქიმიური უსაფრთხოების კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდეს.

ევროკავშირის აღმასრულებელ ხელისუფლებას, 30 მარტისთვის, ახალი კანონპროექტის წარდგენა სურს, რომელიც გამძლე, განახლებადი და ხელახლა გამოყენებადი პროდუქციის მოცულობის გაფართოებას ისახავს მიზნად. ბრიუსელს, წინასწარი ხარჯთაღრიცხვის ანალიზში გაკეთებული მოთხოვნის თანახმად, მავნე ქიმიკატების არსებობის თაობაზე კომისიისთვის სურს მიმართვა.

დოკუმენტის თანახმად, ახალი კანონმდებლობა ისეთ პროდუქტებს აერთიანებს, როგორიცაა: ელექტრონიკა, ICT-აღჭურვილობა, ტექსტილი, ავეჯი და მათთან ერთად ფოლადი, ცემენტი და ქიმიკატები. ახალი მიდგომა ევროკავშირის გასული წლის ქიმიური სტრატეგიის მდგრადობის სტრატეგიას ეფუძნება, რომლის თანახმადაც, კომისია, სამომხმარებლო პროდუქტებში საშიში ნივთიერებების შესამცირებლად, შესაბამისი ზომების მიღებას ითხოვს.

ნივთიერებათა რეგულაციებისთვის, მათ შორის სათამაშოებში, ბატარეებსა და საკვებთან კონტაქტში მყოფ მასალებში, უკვე არსებობს სპეციფიკური წესები. თუმცა, SPI-ის ახალი მოთხოვნით, სავარაუდოდ, რეგულაციები ევროკავშირის ბაზარზე არსებული პროდუქტების ბევრად უფრო ფართო ჯგუფზე გავრცელდება, რაც შეშფოთებას ნედლეულის მწარმოებლებსა და მიმწოდებლებში იწვევს, რომლებიც უკვე ემორჩილებიან ევროკავშირის REACH-კანონმდებლობას.

ახალი ინიციატივა, პროდუქტებში, მათი სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, საშიში ნივთიერების შემცველობის გამჭვირვალობის ზრდას, ამ ნივთიერებების შესაძლო ალტერნატივებისა და შემცვლელების ეტაპობრივი პოვნის მიზნით ითვალისწინებს. თუმცა, არსებული კანონმდებლობაც არასამთავროებში მრავალ კითხვას ბადებს, როგორც მაგალითად, REACH-ის შემთხვევაშია, რომელსაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დიდი ხანია, აკრიტიკებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ის საშიში ნივთიერებების ქიმიურ ალტერნატივებზე ფოკუსირდება, მათი „უფრო უსაფრთხო“  ქიმიური ნივთიერებების ჩანაცვლების მიზნით.

საფრანგეთი ინდუსტრიის დეკარბონიზაციისთვის €5.6 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ჟან კასტექსის განცხადებით, France 2030-ის გეგმის ფარგლებში, ინდუსტრიის დეკარბონიზაციისთვის €5.6 მილიარდის ინვესტირება იგეგმება. ახალი გეგმით, ინვესტირებული თანხის უმსხვილესი ნაწილი, €5 მილიარდი, ინდუსტრიულ ობიექტებზე ახალი ტექნოლოგიების განთავსებას მოხმარდება, დანარჩენი €610 მილიონით კი ნახშირბადის დაბალი შემცველობის ინდუსტრიული კვლევები და ინოვაციები დაფინანსდება.

ArcelorMittal-ის ჯგუფმა საკუთარი პროექტი, €1.7 მილიარდის ინვესტირებით Fos-sur-mer-სა და Dunkirk-ში ფოლადის ქარხნების ტრანსფორმაციის შესახებ, პრემიერ კასტექსს წარუდგინა. ArcelorMittal-ის გეგმით, 2027 წლიდან 2030 წლამდე პერიოდში, აღჭურვილობა აფეთქების ხუთი ამჟამინდელი ღუმლიდან სამს ჩაანაცვლებს. ორგანიზაციის მიზანი, „ელექტროღუმლის ინოვაციური ტექნოლოგიის“ გამოყენებით, ქვანახშირის გამოყენების გარეშე, წყალბადით რკინის მადნის გარდაქმნაა.

პრემიერ-მინისტრმა კასტექსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ArcelorMittal-ის პროექტმა უნდა შეძლოს სამრეწველო ობიექტებზე ემისიების შემცირება „2030 წლისთვის წელიწადში 8 მილიონი ტონა CO2-ით“, რაც გულისხმობს 10%-იან შემცირებას ქვეყნის მთლიან ინდუსტრიაში.  დეკარბონიზაციის გეგმა, ინდუსტრიული სექტორების, მათ შორის ფოლადის, ქიმიკატებისა და მეტალურგიის სექტორების მიერ შედგენილ გზამკვლევს უჭერს მხარს.

პრემიერის განცხადებიდან მცირე ხანში, ე.წ. „მაღაროებისა და მეტალურგიის კომიტეტმა“ სახელმწიფოსთან თანამშრომლობით შედგენილი „ფოლადის გეგმაც“ წარადგინა, რომელიც მწარმოებლების, პროფკავშირებისა და საჯარო ხელისუფლების ერთობლივი ქმედებებით, 2050 წლისთვის, საფრანგეთის მიერ ნახშირბადნეიტრალიტეტის მიღწევას გულისხმობს.

Fed-ი ფერმერებისთვის, კლიმატის კრიზისთან საბრძოლველად, $1 მილიარდს გამოყოფს 

კლიმატურ კრიზისთან ბრძოლის ფარგლებში, სათბური ემისიების გამოყოფის შესამცირებლად და „დაჭერის“ ტექნოლოგიების განსავითარებლად, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ფერმერებისთვის, მეცხოველეებისა და ტყის მფლობელთათვის, $1 მილიარდს გამოყოფს.

სააგენტოს განცხადებით, როგორც საჯარო, ასევე კერძო სუბიექტებს, მათ შორის ადგილობრივ და თემობრივ მთავრობებს, არაკომერციულ ორგანიზაციებს, მცირე ბიზნესებსა და კოლეჯებს, $5 მილიონიდან $10 მილიონამდე გრანტებზე განაცხადის შეტანა შეეძლებათ. სოლიდური ინვესტიციის გამოყოფამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, სოფლის მეურნეობის სექტორიდან ნახშირბადის ემისიების განახევრების პირობა დადო და ფერმერებს ამ სფეროში აქტიურობისკენ მოუწოდა. გარემოს დაცვის სააგენტოს შეფასებით, აშშ-ის ემისიების 10% სოფლის მეურნეობის სექტორზე მოდის.

გაეროს სამეცნიერო პანელის ინფორმაციით, კლიმატის ცვლილებების უარესი შედეგების თავიდან ასაცილებლად, ადამიანებმა საკვების წარმოების გზა უნდა შეცვალონ. ფერმერთა ნაწილმა საჭირო ზომები, რომლებიც ნახშირბადის დაჭერასა და ნიადაგში შენახვას უზრუნველყოფს, უკვე მიიღო, თუმცა ნაწილი თავს წინასწარი ხარჯებისა და გაურკვეველი შედეგების გამო იკავებს.

The Partnerships for Climate-Smart Commodities-ის პროგრამა საჭირო თანხას Commodity Credit Corporation-სგან იღებს, რომელიც აშშ-ის ხაზინის მიერ, საწარმოო მეურნეობის მხარდასაჭერად ყოველწლიურად $30 მილიარდით,  ფინანსდება.

Microsoft-ი და Shell-ი ინვესტიციას თვითმფრინავების მწვანე საწვავის მწარმოებელ კომპანიაში ახორციელებენ

გამონაბოლქვის შემცირების მსოფლიო რბოლაში თვითმფრინავების მწვანე საწვავი ერთ-ერთ გარდამტეხ პროდუქტს წარმოადგენს. ჩიკაგოში დაფუძნებული სტარტაპი LanzaJet-ი სწორედ ასეთ მწვანე საწვავს აწარმოებს, რომელიც ტრადიციულს ჩაანაცვლებს და ამავდროულად უკვე არსებულ საჰაერო ინდუსტრიის ინფრასტრუქტურასთანაც თავსებადობაში იქნება.

2020 წელს დაარსებულ სტარტაპს ჯერჯერობით შემოსავალი არა აქვს, თუმცა სანაცვლოდ, მისი დაფინანსების სურვილი არაერთმა კომპანიამ გამოთქვა. მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ სტარტაპმა Microsoft-ისაგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მიიღო. მანამდე კი Shell-მა და სხვა ენერგოკომპანიებმაც განახორციელეს დიდი რაოდენობით ინვესტიციები. გარდა ამისა, შეერთებული შტატების ენერგოდეპარტამენტმა LanzaJet-ის შვილობილ კომპანიაში 14 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, რათა ჯორჯიის შტატში პირველი საწარმო აშენდეს.

2023 წლისათვის ზემოთ აღნიშნული პირველი საწარმო უკვე ათეულობით მილიონი გალონი მწვანე საწვავის წარმოებას შეძლებს თვითმფრინავებისათვის.

საინტერესოა, რომ შეერთებული შტატების სატრანსპორტო ინდუსტრიასთან დაკავშირებული გამონაბოლქვის 11% სწორედ არამილიტარისტულ ავიაციაზე მოდის, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. მისი უდიდესი ნაწილის გამომწვევი კი სწორედ თვითმფრინავის საწვავია.

LanzaJet-ის მთავარი გადაწყვეტა იმაში მდგომარეობს, რომ მათ მიერ წარმოებული საწვავისათვის ახალი თვითმფრინავების აგება ან ახალი ძრავების დამზადება საჭირო არ იქნება. ეს კი თავის მხრივ ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

Ecopetrol-ი 2040 წლამდე, ყოველწლიურად, $6-მილიარდამდე ინვესტირებას განახორციელებს

არატრადიციულ საბადოებსა და განახლებად ენერგიაზე გადასვლის დასაჩქარებლად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კოლუმბიის წამყვანი ნავთობკომპანია Ecopetrol-ი, 2040 წლამდე, ყოველწლიურად $6-მილიარდამდე ინვესტირებას განახორციელებს.

ფოტო: REUTERS/Luisa Gonzalez

2040 წლამდე ნავთობკომპანია ყოველწლიურად $5.2 მილიარდიდან $6 მილიარდამდე ინვესტირებას გეგმავს, 2022-2024 წლებში კი ორგანული ინვესტიციების მოცულობა $17 მილიარდიდან $20 მილიარდამდე განისაზღვრება, საიდანაც 69% წარმოებისა და კვლევითი პროექტებისთვის გამოიყოფა. კომპანიის საბჭომ, მიმდინარე წლისთვის, $5.8 მილიარდამდე ინვესტიცია უკვე დაამტკიცა.

წყალბადის პროექტები, 2040 წლამდე, $200 მილიონამდე მოცულობის თანხას მიიღებენ, დაახლოებით $1.87 მილიონი აშშ-ში,  ჩრდილოეთ ტეხასში მდებარე პერმული აუზის პროექტებზე, $80 მილიონი კი კოლუმბიაში, არატრადიციული საბადოების საპილოტე პროექტების განვითარებისთვის გამოიყოფა.   ბუნებრივი აირის პროექტები, რომლებიც, კომპანიის განცხადებით, ენერგეტიკული გადასვლის ფუნდამენტური წყაროა, 2024 წლამდე $1.8 მილიარდით დაფინანსდება.

რაც შეეხება სატრანსპორტო სისტემებს, 2024 წლამდე, მათ შორის მილსადენებში $900 მილიონამდე ინვესტირება იგეგმება, ხოლო გადამმუშავებელი ქარხნები, Ecopetrol-ის ინფორმაციით, $1.4 მილიარდამდე მოცულობის თანხას მიიღებენ.

გერმანული მატარებლები 2040 წლისთვის დიზელის გამოყენებას შეწყვეტენ 

2040 წლისთვის გერმანული მატარებლები სრულად შეწყვეტენ დიზელის გამოყენებას და გადავლენ ბიოსაწვავზე, როგორც წამყვან ალტერნატივაზე. 100%-იან ელექტროენერგიაზე გადასვლასთან ერთად, 2040 წლისთვის დიზელის ეტაპობრივი ლიკვიდაციაც  ქვეყნის ეკოლოგიური გეგმის შემადგენელი ნაწილია.

სარკინიგზო ოპერატორის, Deutsche Bahn-ის განცხადებით, დიზელის 3.000-მდე სატრანსპორტო საშუალება, მიმდინარე წლიდან ეტაპობრივად ალტერნატიულ საწვავზე მუშაობას დაიწყებს. რაც შეეხება ახალ მანქანებს, ფირმის განცხადებით, სამომავლოდ, მხოლოდ წყალბადსა ან ბატარეაზე მომუშავე ძრავების შეძენა იგეგმება. აღსანიშნავია, რომ ჯგუფი უპირატესობას ნარჩენი მასალისგან მიღებულ ბიოსაწვავს ანიჭებს, რათა საწვავისა და საკვების წარმოებამ ერთმანეთს კონკურენცია არ გაუწიონ.

საკუთარი მიზნების შესახებ Deutsche Bahn-ის სატვირთო სატრანსპორტო შვილობილმა კომპანია DB Cargo-მ, იანვრის შუა რიცხვებში განაცხადა. ფირმა ე.წ. „ორმაგი სიმძლავრის ლოკომოტივების“ გამოყენებასაც გეგმავს, რომლის საშუალებით ჩვეულებრივ დიზელსა და თანამედროვე ელექტროძრავას შორის გადართვაა შესაძლებელი, რაც, როგორც ელექტრიფიცირებულ ლიანდაგზე, ასევე მეორეულ ხაზებზე, მიწისზედა ხაზების გარეშე გადაადგილებას უზრუნველყოფს.

კვლევა: მყინვარები მოსალოდნელზე ნაკლებ ყინულს შეიცავს

სატელიტური ტექნოლოგიების გამოყენებით, Nature Geoscience-ის კვლევამ დაადგინა, რომ მსოფლიოს მყინვარები რეალურად იმაზე ნაკლებ ყინულს შეიცავს, ვიდრე ეს აქამდე იყო ნავარაუდები. ახალი კვლევის შედეგებით, მსოფლიოში არსებული ყველა მყინვარის დნობის შემთხვევაში, ზღვის დონის გლობალური მატება 3 ინჩით მცირდება და თუ მყინვარები ნაკლებ ყინულს შეიცავს, მაშინ წყალი მოსალოდნელზე ადრეც ამოიწურება.

ფოტო: REUTERS/Denis Balibouse

მიუხედავად მთელი წლის განმავლობაში ზოგიერთი ყინულის ბუნებრივად დნობისა, კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე ტემპერატურის მატება მყინვარების უკან დახევის პროცესს აჩქარებს. 2000 წლიდან 2019 წლამდე, მყინვარებმა დაახლოებით 5.4 ტრილიონი ტონა დაკარგეს, დნობის წინააღმდეგ კი ქვეყნებმა გარკვეული ზომების მიღება უკვე დაიწყეს. მაგალითად, პერუ მტკნარი წლის შემცირების ასანაზღაურებლად, გამტკნარებაში ინვესტიციებს ახორციელებს, ხოლო ჩილეს მთებში ხელოვნური მყინვარების შექმნა სურს.

სატელიტური ტექნოლოგიების გამოყენებით და 2017-2018 წლებში გადაღებული მყინვარების 800.000-ზე მეტი სურათის შეფასებით, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მყინვარების ყინულის რაოდენობა, ოკეანეში დნობისა და ზღვის დონის ამაღლების პოტენციალით, 20%-ით ნაკლებია. ამჟამად მყინვარებზე ზღვის დონის წლიური მატების 30%, ანუ 1მმ მოდის.

Nature Geoscience-ის უახლესი კვლევით ასევე დადგინდა, რომ აზიის ჰიმალაი ადრე შეფასებულზე 37%-ით მეტ ყინულს შეიცავს, ხოლო ამერიკის ანდების მყინვარებში პირიქით, დაახლოებით 27%-ით ნაკლები ყინულია. . რაც შეეხება პერუს, 1970-იანი წლებიდან, ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულმა მყინვარებმა ზედაპირის 40% დაკარგა.

Previous Post

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

Next Post

რატომ არ იჩენს საქართველო სოლიდარობას უკრაინის მიმართ?

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
რატომ არ იჩენს საქართველო სოლიდარობას უკრაინის მიმართ?

რატომ არ იჩენს საქართველო სოლიდარობას უკრაინის მიმართ?

Stay Connected test

  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025

Washington prepares for Donald Trump’s big moment

November 3, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

December 30, 2025

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

Forbes Georgia

We bring you the best Premium WordPress Themes that perfect for news, magazine, personal blog, etc. Check our landing page for details.

Follow Us

Browse by Category

  • 30 Under 30
  • 30 Under 30
  • All News
  • Apps
  • Archive
  • Billionaires
  • Business
  • Business
  • Business
  • Caspian Energy
  • COVID-19
  • COVID-19
  • Culture
  • Culture
  • Economic Calendar
  • Economics
  • Editorial
  • English
  • English
  • Entertainment
  • Entrepreneurs
  • Executives
  • Fashion
  • Finances
  • Finances
  • Food
  • Forbes
  • Forbes
  • Forbes Auto
  • Forbes Banker
  • Forbes Banker
  • Forbes Crypto
  • Forbes Culture
  • Forbes EDU
  • Forbes EDU
  • Forbes Georgia in English
  • Forbes Georgia in English
  • Forbes GREEN
  • Forbes Guide
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Life
  • Forbes Life
  • Forbes People
  • Forbes Property
  • Forbes Property
  • Forbes Science
  • Forbes Sport
  • FORBES TECH
  • Forbes TECH
  • Forbes Woman
  • Forbes Woman
  • Gadget
  • Gaming
  • Georgia
  • HEALTH
  • HEALTH
  • Health
  • History
  • Industry
  • İngilizce Haberler
  • Internet
  • Interviews
  • Investments
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Management
  • Mobile
  • Movie
  • Music
  • News
  • News
  • Op-Ed
  • Opinions
  • Partner Content
  • Partner Content
  • Politics
  • Politics
  • Press Release
  • Rankings and Lists
  • Region
  • Review
  • Science
  • Science
  • Sport
  • Sports
  • Startup
  • Strategies
  • Style
  • Tech
  • Tech
  • Travel
  • Travel
  • World
  • World
  • Русском
  • ანტრეპრენიორები
  • არქივი
  • ბიზნესი
  • ბიზნესი
  • გამოძიება
  • გურმანი
  • ედიტორიალი
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკური კალენდარი
  • ვაჭრობა
  • ვაჭრობა
  • თავდაცვა
  • თავდაცვა
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • ინდუსტრია
  • ინვესტიციები
  • ინტერვიუ
  • ინტერნეტი
  • ისტორია
  • კომპანიები
  • კომპანიები
  • კომუნიკაციები
  • კულტურა
  • კულტურა
  • მენეჯერები
  • მენეჯმენტი
  • მეცნიერება
  • მილიარდერები
  • მოგზაურობა
  • მოდა
  • მოსაზრება
  • მსოფლიო
  • ოპედი
  • პარტნიორის კონტენტი
  • პოლიტიკა
  • პორტრეტები
  • პრესრელიზი
  • პროფილი
  • რა სჭირდებათ დამსაქმებლებს
  • რეგიონი
  • რედაქტორი
  • რეიტინგი
  • რჩევები
  • საქართველო
  • სიახლეები
  • სოციალური მედია
  • სპორტი
  • სტილი
  • სტრატეგიები
  • ტექნოლოგიები
  • ფინანსები
  • ფინანსები
  • ფორბს-მოსაზრება
  • ფორბს-მოსაზრება
  • ქართულად
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
  • ხელოვნება
  • ხელოვნება

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026
  • About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.