Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

2022 წლის მსოფლიოს ყველაზე „ძლიერი“ პასპორტები

by იზა გვარამაძე
January 18, 2022
in მსოფლიო, ყველა სიახლე
0
2022 წლის მსოფლიოს ყველაზე „ძლიერი“ პასპორტები
0
SHARES
0
VIEWS

მოგზაურთათვის დაწესებული შეზღუდვების მიხედვით, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ,,უფსკრული“ იზრდება, ნათქვამია ლონდონში დაფუძნებული საკონსულტაციო ფირმა Henley & Partners-ის 2022 წლის პირველ მოხსენებაში.

The Henley-ის გლობალური პასპორტის ინდექსი საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის მონაცემებს ეფუძნება. საკონსულტაციო ფირმა ყველაზე „ძლიერი“ პასპორტის რეიტინგს რეგულარულად, 2006 წლიდან  აქვეყნებს.

კვლევაში ხაზგასმულია, რომ COVID-19-ის გამო შემოღებულმა  შეზღუდვებმა და მთავრობების მიერ სამოგზაურო ბარიერების დაწესებამ ინდექსის 16-წლიან ისტორიაში მობილობის ყველაზე დიდი ზრდა გამოიწვია. თუმცა ინდექსის შესადარისობის გამო დროებით დაწესებული შეზღუდვები უგულებელყოფილია.

სიის სათავეში იაპონია და სინგაპური მოექცნენ, რომელთა მოქალაქეებსაც თეორიულად მსოფლიოს 192 ქვეყანაში აქვთ უვიზოდ მოგზაურობის უფლება. ეს 166 მიმართულებით მეტია, ვიდრე ავღანეთის მოქალაქეებისათვის უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა. 199 ქვეყანას შორის ავღანეთის პასპორტი „სიძლიერით“ რეიტინგის ბოლოშია. მის მოქალაქეებს მსოფლიოს მხოლოდ 26 ქვეყანაში აქვთ უვიზოდ მოგზაურობის უფლება.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგში ჩვეულებისამებრ ევროკავშირის ქვეყნები დომინირებენ. სიის სათავეში მოექცნენ გერმანია,  ფინეთი, იტალია, ლუქსემბურგი, ესპანეთი, საფრანგეთი, ნიდერლანდები, შვედეთი,  ავსტრია, დანია, ირლანდია და პორტუგალია.

საინტერესოა, რომ აშშ და დიდი ბრიტანეთი, რომლებიც 2014 წლამდე სიის სათავეში იყვნენ, წელს მეექვსე პოზიციას დასჯერდნენ.

ბოლო მოხსენებაში აღნიშნულია, რომ გასული წლის ბოლოს Omicron-ის ვარიანტის გამოჩენამ კიდევ უფრო ცხადყო საერთაშორისო მობილურობის მზარდი განსხვავება მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის, რაც მიუთითებს იმ მკაცრ შეზღუდვებზე, რომლებიც შემოღებულ იქნა ძირითადად აფრიკის ქვეყნების მიმართ. ეს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა დაახასიათა, როგორც ,,მოგზაურობის აპარტეიდი“.

თუ პანდემიის ეფექტს უგულებელვყოფთ, აღსანიშნავია, რომ მოგზაურობის თავისუფლების საერთო დონე 2006 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. ანგარიშის მიხედვით, თუ 2006 წელს უვიზოდ საშუალოდ 57 ქვეყანაში შეგვეძლო მოგზაურობა, ეს რიცხვი დღეს 107-ს უტოლდება.

კრისტიან ჰ. კელინის, Henley & Partners-ის თავმჯდომარისა და პასპორტის ინდექსის კონცეფციის შემქმნელის განცხადებით, მიგრაციის არხების გახსნა გადამწყვეტი იქნება პოსტპანდემიური აღდგენისთვის. ,,პასპორტები და ვიზები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც გავლენას ახდენს სოციალურ უთანასწორობაზე მთელ მსოფლიოში, რადგან ისინი განსაზღვრავენ გლობალური მობილობის შესაძლებლობებს”.

ტოპ-10 ქვეყნის რეიტინგი ასე გამოიყურება:

  • 1-2: იაპონია და სინგაპური( 192 მიმართულება)
  • 3-4: გერმანია და სამხრეთი კორეა (190 მიმართულება)
  • 5-8: ფინეთი, იტალია, ლუქსემბურგი, ესპანეთი (189 მიმართულება)
  • 9-10: ავსტრია და დანია (188 მიმართულება)

რაც შეეხება ყველაზე ,,სუსტ“ პასპორტებს, მათი ჩამონათვალი ასეთია:

  • ავღანეთი (26 მიმართულება)
  • ირანი (28 მიმართულება)
  • სირია (29 მიმართულება)
  • პაკისტანი (31 მიმართულება)
  • იემენი (33 მიმართულება)
  • სომალი (34 მიმართულება)
  • ნეპალი და პალესტინა (37 მიმართულება)
  • ჩრდილოეთი კორეა ( 39 მიმართულება)

საინტერესოა, რომ The Henley–ის გლობალური პასპორტის ინდექსში საქართველო 199 ქვეყანას შორის 34-ე პოზიციაზეა. სამხრეთ კავკასიის რეგიონში ყველაზე „ძლიერი“ პასპორტი სწორედ საქართველოს აქვს. 2022 წლის მონაცემებით, ქართული პასპორტით მსოფლიოს 60 ქვეყანაში უვიზოდ შეგვიძლია მოგზაურობა, 41 ქვეყანაში – ვიზის გამოყენებით, ხოლო 95 ქვეყანაში COVID-19-ის რეგულაციების გამო აკრძალვები მოქმედებს.

Previous Post

Drive to Survive-ის შემდეგ, Netflix-ი კიდევ რამდენიმე სპორტულ სერიალს გადაიღებს

Next Post

Ford-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $100 მილიარდს პირველად გაუტოლდა

იზა გვარამაძე

Next Post
Ford-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $100 მილიარდს პირველად გაუტოლდა

Ford-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $100 მილიარდს პირველად გაუტოლდა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Bet On Red Casino: Quick Wins and High‑Intensity Slots for Rapid Play

June 12, 2026

SupaBet Mobile Gaming: Quick Play, Big Wins

June 12, 2026

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

Recent News

Bet On Red Casino: Quick Wins and High‑Intensity Slots for Rapid Play

June 12, 2026

SupaBet Mobile Gaming: Quick Play, Big Wins

June 12, 2026

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result