Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home მოსაზრება ედიტორიალი

რა დაუჯდა ფონდ “ქართუს” წინასაარჩევნოდ ვალების ჩამოწერა

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ედიტორიალი
0
რა დაუჯდა ფონდ “ქართუს” წინასაარჩევნოდ ვალების ჩამოწერა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

საქართველოს ექსპრემიერის,ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა “ქართუ ჯგუფმა” საკუთარი კონსოლიდირებული ანგარიშგება პირველად გაასაჯაროვა.

დოკუმენტში, რომელიც 2018 წელს ჯგუფის საქმიანობის მაჩვენებლებს ასახავს, საუბარია იმ პროგრამის ფინანსებზეც, რომლის შესახებ როგორც საქართველოს მთავრობა, ასევე თავად ფონდი “ქართუ” ნებისმიერი სახის ინფორმაციის გავრცელებას თავს არიდებს. საუბარია 2018 წელს განხორციელებულ ე.წ. ვალების ჩამოწერის პროგრამაზე.

2018 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ათი დღით ადრე, მაშინდელმა პრემიერ- მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ფონდი “ქართუ”, უპრეცედენტო სოლიდარობის აქტის სახით, მისო-ებიდან და კომერციული ბანკებიდან 1.5 მილიარდი ლარის ოდენობის ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის შეძენას და მათ ჩამოწერას გეგმავდა. პრემიერმა ბახტაძემ დააანონსა, რომ სოლიდარობის აქტი 600,000 მოქალაქეს შეეხებოდა. ეს განცხადება საარჩევნო პერიოდის ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო, რადგანაც ის საერთაშორისო დამკვირვებელთა მხრიდან ხმების მოსყიდვის მცდელობად შეფასდა, რაც შემდგომში OSCE-ის დასკვნაშიც აისახა.

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი vali.ge, რომელმაც განულების პროცესი 2018 წლის ბოლომდე დაასრულდა. აღნიშნული ვებგვერდის მიხედვით, სულ ჩამოწერილია 4,104,429,484 ლარის დავალიანება, პროგრამა კი 615,164 პირს შეეხო.

ფონდ “ქართუსა” და კომერციულ ბანკებს შორის მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა წარიმართა. თითოეულმა სესხის გამცემმა საკუთარი ვადაგადაცილებული პორტფელი ფონდ “ქართუს” კონფიდენციალური ოდენობის თანხად მიჰყიდა. 2018 წელს “საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” ჯამური ხარჯები 2017 წელთან შედარებით 63,896,000 ლარით მეტი იყო. თუმცა ფონდის საქმიანობის ამსახველ ცხრილში მხოლოდ მთლიანი ხარჯები არის წარმოდგენილი და არაა მითითებული, თუ რა იყო ამ ხარჯებში ე.წ. “ვალების განულების” წილი.

აღნიშნულის მოცულობის შესახებ “ქართუ ჯგუფის” კონსოლიდირებული აუდიტორული ანგარიშის “სხვა აქტივების” ქვეთავიდან ხდება ცნობილი.

დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელს “ქართუ ჯგუფმა” ვალების ჩამოწერის პროგრამის განსახორციელებლად ახალი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია – მისო “კრედიტი 2018” დააფუძნა, რომლის საქმიანობის ერთადერთი მიზანიც ფონდ “ქართუსთვის” შესაბამისი დაფინანსების მიცემა და აღნიშნული თანხის სანაცვლოდ, ფონდისგან ჩამოსაწერად გამზადებული ვალების პორტფელის მიღება იყო.

მისო “კრედიტი 2018”-მა ჩამოსაწერად გამზადებული პორტფელი ფონდ “ქართუსგან” შეიძინა და შემდგომ ის გაანულა. შესყიდული პორტფელის ღირებულებად ანგარიშგებაში 38,877,000 ლარი არის მითითებული – შესაბამისად, “ქართუ ჯგუფის” კომპანიამ აღნიშნულ თანხად გამოისყიდა ფონდისგან ვადაგადაცილებული სესხების პორტფელი.

თავად “კრედიტი 2018”-ის ფინანსური შედეგები საჯარო არაა, შესაბამისად, უცნობია, მთლიანობაში რა იყო აღნიშნული კომპანიის ბრუნვა და განხორციელებული ოპერაციების სრული მოცულობა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მისო “კრედიტი 2018” 2018 წლის 5 დეკემბერს დაფუძნდა, ეროვნული ბანკის რეგისტრაცია კი კომპანიამ 2018 წლის 28 დეკემბერს გაიარა.

“ქართუ ჯგუფის” აუდიტორულ ანგარიშში ნათქვამია:

“კომპანიამ დააფუძნა სს მისო “კრედიტი 2018” წელს. აღნიშნულმა კომპანიამ “სოციალური სოლიდარობის აქტის” ფარგლებში ფიზიკურ პირებზე 2019 წლის 1 იანვრამდე გაცემულ სესხებზე გამოისყიდა საკრედიტო პორტფელები სს “ფონდი ქართუსგან”, რომლებიც 100%-იანი წილის მქონე აქციონერის გადაწყვეტილებით ჩამოიწერა სრულად საკრედიტო დავალიანებების პატიების შედეგად. გარდა აღნიშნული აქტივობისა, სს მისო “კრედიტი 2018” არ აწარმოებს სხვა ტიპის საქმიანობას, შესაბამისად კომპანიის (“ქართუ ჯგუფის”) ინვესტიცია შვილობილ საწარმოში მენეჯმენტის შეფასებით არის სრულად გაუფასურებული”.

ამავე ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ 2017 წლის სექტემბრამდე, ფონდ “ქართუს” დამფუძნებელი სააქციო საზოგადოება “ქართუ ჯგუფთან” ერთად ფიზიკური პირი, ბენინის მოქალაქე, გბეგო ტოსა აოგნიბო ჟილბერი იყო.

“დამფუძნებელმა, ფიზიკურმა პირმა Gbego Tossa Ahognibo Gilbert-მა ნებაყოფლობით დატოვა ორგანიზაცია 2017 წლის 31 დეკემბრისთვის. ამ ეტაპზე ფონდის ერთადერთ დამფუძნებელს წარმოადგენს სს “ქართუ ჯგუფი”, – ნათქვამია დოკუმენტში.

თავად “ქართუ ჯგუფის” მესაკუთრეთა სია კი ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიისგან შედგება. მეწილეთა სრული სია ასეთია:

• Krista Investments – 48.324%;

• Sargans Limited – 45.353%;

• Tarpan – 1.092%;

• Agroservice LLC – 4.243%;

• Interinvest LLC – 0.988 %.

ჯგუფის საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრე ანგარიშგების მიხედვით უტა ივანიშვილია. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ჯგუფის აქტივების ღირებულება 1,270,909,000 ლარს შეადგენს.

Forbes-მა პროექტის დაფინანსების შესახებ კითხვით “ქართუ ჯგუფის” აღმასრულებელ პირებსა და “კრედიტი 2018-ს” მიმართა. ჩვენ მიერ გაგზავნილ კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია.

Previous Post

Twitter-ის შემოსავლებმა 2019 წლის ბოლო კვარტალში $1.01 მლრდ-ს მიაღწია

Next Post

Forbes Georgia-ის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

მაგდა დოლიძე

Next Post
Forbes Georgia-ის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

Forbes Georgia-ის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result