Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Forbes Science: გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

by იზა გვარამაძე
April 6, 2022
in Forbes Science, მეცნიერება, მსოფლიო, ყველა სიახლე
0
Forbes Science: გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან
0
SHARES
0
VIEWS

გასული კვირის განმავლობაში მეცნიერების სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. მათ შორის განსაკუთრებით საყურადღებო აშშ-ში მდებარე მერილენდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში მომუშავე მეცნიერებისა და ქირურგების მიღწევაა, რომლებმაც ისტორიაში პირველად, ადამიანს ღორის გული წარმატებით გადაუნერგეს. მედიცინის დარგში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა – ამერიკული კორპორაცია Pfizer-ი და გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ი კიდევ ერთხელ ერთიანდებიან, ამჯერად ჰერპეს ზოსტერის, იმავე სირსველის საწინააღმდეგო mRNA-ვაქცინის შესამუშავებლად. ამას გარდა, გასულ კვირას კვლევა გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც კანაფის შემადგენლობაში შემავალი ორი ქიმიური ნაერთი შესაძლოა, კორონავირუსის თავიდან არიდებაში დაგვეხმაროს.

ბოლო დღეებში სიახლეებია კოსმოსის ათვისების მიმართულებითაც. ევროპის კოსმოსურ სააგენტოში (ESA) მომუშავე მეცნიერებმა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, რომელსაც რაგბის ბურთის ფორმა აქვს. ამასთან, ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს (CNSA) კუთვნილმა ზონდმა, რომელსაც Chang’e-5-ს უწოდებენ, მთვარის ზედაპირზე წყალს მიაგნო. მოცემული ბლოგი გასული კვირის განმავლობაში მომხდარ სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს ეთმობა.

ისტორიაში პირველად, ექიმებმა ადამიანს ღორის გული წარმატებით გადაუნერგეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე მერილენდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში მომუშავე მეცნიერებმა ქირურგებთან ერთად ადამიანს ღორის გული წარმატებით გადაუნერგეს, რაც მსოფლიო ისტორიაში პირველი მსგავსი შემთხვევაა. სამეცნიერო ენაზე ოპერაციას, როდესაც პაციენტს ორგანოს ცხოველის ორგანიზმიდან უნერგავენ, ქსენოტრანსპლანტაცია ეწოდება.

ფოტო: University of Maryland

ადამიანი, რომელსაც ღორის გული გადაუნერგეს, 57 წლის დევიდ ბენეტია. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ორი თვის წინ ის მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში სიცოცხლისათვის საშიში არითმიით შეიყვანეს. ეს არის მდგომარეობა, როდესაც გული არარეგულარულად ცემს. იმის სანაცვლოდ, რომ ბენეტი სასიცოცხლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოს დონორის მოლოდინში ამჟამად მყოფი 110,000 ამერიკელის რიგებს შეერთებოდა, ის ქსენოტრასპლანტაციას დასთანხმდა.

ქირურგებმა პაციენტს გენმოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს. ბიოტექნოლოგიურ კომპანია Revivicor-ში მომუშავე მეცნიერებმა ცხოველის გენეტიკა ისე შეცვალეს, რომ მას არ ჰქონოდა გენი, რომელიც ალფა-გალაქტოზაზეა პასუხისმგებელი. ამ უკანასკნელს ადამიანის ორგანიზმი ვერ ეთვისება. კომპანიას ღორებისთვის გენის შეცვლის ნებართვა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტოსგან (FDA) ჰქონდა მიღებული.

აღსანიშნავია, რომ Revivicor-ის მიერ გამოზრდილი გენმოდიფიცირებული ღორის ორგანო გასული წლის ოქტომბერში ქსენოტრანსპლანტაციისთვის ნიუ-იორკის უნივერსიტეტში მომუშავე ქირურგებმაც გამოიყენეს. მაშინ ექიმებმა ადამიანს ამ ცხოველის თირკმელი გადაუნერგეს. უნდა ითქვას, რომ ოპერაცია უკვე გარდაცვლილ პაციენტს ჩაუტარდა, რომლის სხეულიც სასუნთქ აპარატზე იყო შეერთებული. ორგანიზმმა თირკმელი მიიღო და ორგანო ფუნქციებს წარმატებით ასრულებდა.

ცხოველებიდან ორგანოების ადამიანებისთვის გადანერგვის იდეა ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში დაიბადა. ექიმებმა ბაბუინის გულის ქსენოტრანსპლანტაციაც სცადეს, თუმცა პაციენტი ოპერაციის შემდეგ რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მოგვიანებით სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ დონორად ღორის გამოყენება ბევრად წარმატებული იქნება. თუმცა მეცნიერებმა მიზანს მხოლოდ მას შემდეგ მიაღწიეს, რაც გენმოდიფიცირებული ცხოველის ორგანო გამოიყენეს.

Pfizer-ი და BioNTech-ი mRNA-ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სირსველის ვაქცინის შესაქმნელად ერთიანდებიან

კორონავირუსის საწინააღმდეგო mRNA-ვაქცინის ერთობლივი ძალებით შემუშავების შემდეგ ამერიკული კორპორაცია Pfizer-ი და გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ი კიდევ ერთხელ ერთიანდებიან. მწარმოებლები ამ ტექნოლოგიის გამოყენებით ამჯერად ჰერპეს ზოსტერის, იმავე სირსველის საწინააღმდეგო საინიექციო პრეპარატის შექმნას შეეცდებიან. ეს აღნიშნული დაავადებისთვის შექმნილი მსოფლიოში პირველი mRNA-ვაქცინა იქნება.

ფოტო: Andrey Popov

Pfizer-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კლინიკური კვლევები, სავარაუდოდ, 2022 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყება. როგორც ცნობილია, ვაქცინის შესაქმნელად BioNTech-ის მიერ შემუშავებულ mRNA-ტექნოლოგიასთან ერთად Pfizer-ის ანტიგენის ტექნოლოგიას გამოიყენებენ.

მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, Pfizer-ი გერმანულ კომპანიას წინასწარ 225 მილიონ აშშ დოლარს გადაუხდის, მათ შორის 75 მილიონ აშშ დოლარს – ნაღდი ანგარიშსწორებით, 150 მილიონ აშშ დოლარს კი კაპიტალის ინვესტიციით. BioNTech-ი, თავის მხრივ, ამერიკულ კორპორაციას მისი ანტიგენური ტექნოლოგიის გამოყენების სანაცვლოდ 25 მილიონ აშშ დოლარს მისცემს.

ჰერპეს ზოსტერი, იგივე სირსველი ვარიცელა ზოსტერის ვირუსის ქრონიკული ფორმაა, რომელიც ჩუტყვავილას ინფექციის განვითარებას იწვევს. დაავადებისგან განკურნების შემდეგ ვირუსი ორგანიზმში რჩება და დროთა განმავლობაში კვლავ აქტიურდება. ის კანზე მტკივნეული გამონაყარის სახით ვლინდება, რომელიც ზოგჯერ ტკივილის გავლის შემდეგაც კი არ ქრება.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) განცხადებით, კვლევებით დგინდება, რომ ჩუტყვავილა 40 წელზე უფროსი ასაკის ამერიკელების 99%-ს აქვს გადატანილი.

ESA-ს მეცნიერებმა რაგბის ბურთის ფორმის ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს

ევროპის კოსმოსურ სააგენტოში (ESA) მომუშავე მეცნიერებმა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, რომელსაც რაგბის ბურთის ფორმა აქვს. ორგანიზაციის მიერ საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ციური სხეული თავის ვარსკვლავთან იმდენად ახლოს მოძრაობს, რომ მნათობის ზემოქმედებით მან არა სფეროს, არამედ ოვალის ფორმა შეიძინა. უნდა ითქვას, რომ ეს მეცნიერების მიერ აღმოჩენილი მსგავსი ვიზუალის მქონე პირველი ეგზოპლანეტაა.

რაგბის ბურთის ფორმის პლანეტა, რომელსაც ევროპის კოსმოსურ სააგენტოში მომუშავე სპეციალისტებმა WASP-103b უწოდეს, ჰერკულესის თანავარსკვლავედში მდებარეობს. მეცნიერების გამოთვლებით, მისი მასპინძელი ვარსკვლავი, რომელიც WASP-103-ის სახელწოდებით არის ცნობილი, ჩვენს მზეზე 1,7-ჯერ დიდია. ეგზოპლანეტა მნათობის გარშემო შემოვლას ერთ დღეზე ნაკლებს ანდომებს. ის იუპიტერს მასით 1,5-ჯერ, ზომით კი თითქმის 2-ჯერ აღემატება.

ESA-ს მეცნიერებმა რაგბის ბურთის ფორმის ეგზოპლანეტა კოსმოსურ ტელესკოპ CHEOPS-ის მიერ შეგროვებული მონაცემების გაანალიზების შემდეგ აღმოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ აპარატი კოსმოსში რუსული „სოიუზის“ ტიპის რაკეტით 2019 წლის 18 დეკემბერს გაუშვეს.

სპეციალისტებმა WASP-103b-ის შესასწავლად CHEOPS-თან ერთად აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს კუთვნილი ჰაბლის ტელესკოპი და აპარატი SIRTF-ი გამოიყენეს.

მკვლევრებმა ნაშრომი, რომელშიც აღმოჩენის შესახებ დეტალური ინფორმაციაა წარმოდგენილი, გამოცემა Astronomy & Astrophysics-ში გამოაქვეყნეს.

ახალი კვლევის თანახმად, კანაფი შესაძლოა, კოვიდის ინფექციის პრევენციაში დაგვეხმაროს

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ორეგონის ჯანდაცვისა და მეცნიერების უნივერსიტეტში მომუშავე სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, კანაფის შემადგენლობაში შემავალი ორი ქიმიური ნაერთი შესაძლოა, SARS-CoV-2-ის ვირუსის თავიდან არიდებაში დაგვეხმაროს, რომელიც COVID-19-ის დაავადებას იწვევს. ამის შესახებ მეცნიერებმა ნაშრომი გამოცემა Natural Products-ში გამოაქვეყნეს.

ფოტო: Casarsa Guru

რა თქმა უნდა, სპეციალისტების განცხადება იმას არ ნიშნავს, რომ მარიხუანას მოწევა კორონავირუსით ინფიცირებისგან დაგვიცავს.

მეცნიერებმა ბუნებრივ პროდუქტებში ქიმიური ნაერთების მოსაძებნად, რომლებსაც შემდეგ COVID-19-ის ინფექციის თავიდან არიდების მიზნით, ვირუსთან საბრძოლველად გამოიყენებდნენ, სკრინინგის ხელსაწყო გამოიყენეს. შედეგად მათ კანაფის შემადგენლობაში შემავალი ორი ნაერთი გამოავლინეს: კანაბიგეროლის მჟავა, ცნობილი როგორც CBG-A და კანაბიდიოლის მჟავა, რომელსაც CBD-A-ს უწოდებენ.

სპეციალისტების განცხადებით, ორივე მათგანს  სათანადო მოლეკულური შემცველობა აქვს, რომ SARS-CoV-2-ის ცილის უჯრედში შეღწევას და მის დაინფიცირებას ხელი შეუშალონ. მეცნიერებმა ისინი კორონავირუსის „ალფა“ და „ბეტა“ ვარიანტის წინააღმდეგ წარმატებით გამოცადეს. უნდა ითქვას, რომ ჯერჯერობით მათ სხვა შტამებზე, მათ შორის „ომიკრონზე“ აღნიშნული ნაერთების ეფექტიანობა არ შეუმოწმებიათ, თუმცა იმედოვნებენ, რომ დადებით შედეგს ამ შემთხვევაშიც მიიღებენ.

ჩინეთის კოსმოსურმა ზონდმა მთვარის ზედაპირზე წყალს მიაგნო

ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს (CNSA) კუთვნილმა ზონდმა, რომელსაც Chang’e-5-ს უწოდებენ, მთვარის ზედაპირზე წყალს მიაგნო. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედიაკომპანია CGTN-ი ავრცელებს. რაც შეეხება კვლევას, რომელშიც აზიური ქვეყნის მიღწევის შესახებ დეტალებზეა საუბარი, ის ნაშრომის სახით გამოცემა Science Advances-ში გამოქვეყნდა.

ფოტო: CNSA

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი პლანეტის ბუნებრივ თანამგზავრზე აპარატმა წყალი ადგილზე ყოფნის დროს დააფიქსირა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთი კოსმოსის ათვისებაში მოწინავე სახელმწიფოების, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთისათვის კონკურენციის გაწევას ცდილობს, ეს მიღწევა საკმაოდ მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.

უნდა ითქვას, რომ მთვარეზე წყლის არსებობა უკვე წლებია, დადასტურებულია, თუმცა ამის მტკიცებულება სხვადასხვა ქვეყნის კოსმოსური სააგენტოს მეცნიერებმა მხოლოდ დისტანციურად, ორბიტიდან მოიპოვეს. ჩინურმა აპარატმა Chang’e-5-მა დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე წყალს ციური სხეულის ზედაპირიდან ნიმუშის სახით აღებულ გრუნტში მიაკვლია.

შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ხომალდის დაშვების ადგილის მიმდებარედ თითოეული ტონა გრუნტი დაახლოებით 120 გრამი წყლისგან შედგება. ის უფრო ჭარბად არის წარმოდგენილი ფოროვან კლდეებში.

ცნობისთვის, ჩინეთის კოსმოსურმა სააგენტომ Chang’e-5 მთვარის შესასწავლად რაკეტა Long March 5-ის დახმარებით 2020 წლის 23 ნოემბერს გაუშვა. მან დედამიწაზე ციური სხეულის ზედაპირიდან აღებული ნიმუშებით სავსე კაფსულა 2020 წლის 16 დეკემბერს დააბრუნა.

ქიმიკოსებმა დნმ-ის გამოყენებით მსოფლიოში ყველაზე პატარა ანტენა შექმნეს

კანადაში მდებარე მონრეალის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა მსოფლიოში ყველაზე პატარა ანტენა შექმნეს, რომლისთვისაც დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა, იგივე დნმ-ი გამოიყენეს. ამის შესახებ ნაშრომი გამოცემა Nature Methods-ში გამოქვეყნდა. მისი ავტორების თქმით, ნანოანტენა უჯრედის შიგნით ცილების მოძრაობაზე დასაკვირვებლად შეიქმნა.

ფოტო: University of Montreal

მონრეალის უნივერსიტეტში მომუშავე ქიმიკოსების განცხადებით, დნმ-ი საკმაოდ მარტივად დასაპროგრამებელია. სპეციალისტების თქმით, ის LEGO-ს ბლოკების მსგავსად ფუნქციონირებს, მათი ერთმანეთთან დაკავშირების გზით კი ახალი ფუნქციის ოპტიმიზაციაა შესაძლებელი. მეცნიერებმა ანტენის შესაქმნელად, რომლის სიგრძეც ხუთ ნანომეტრს შეადგენს და ადამიანის თმაზე 20,000-ჯერ თხელია, ერთ ბოლოში ფლუორესცენციური მოლეკულა დაამატეს.

აღსანიშნავია, რომ ანტენას ორმხრივი კომუნიკაცია შეუძლია. ის ამისთვის სინათლეს იყენებს. მეცნიერებმა ნანოანტენა სინათლის სიგნალის გასაგზავნად და ამ გზით ცილის მოძრაობაზე დასაკვირვებლად გამოიყენეს. ცილის მოლეკულის მოძრაობის შესაბამისად ანტენა სხვადასხვა ფერის სინათლით უპასუხებდა. ცნობისთვის, მსგავსი საპასუხო სიგნალების დაფიქსირება სპექტროფლუომეტრით არის შესაძლებელი. ეს მოწყობილობა თითქმის ყველა ლაბორატორიაში გვხვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კანადელმა მეცნიერებმა ანტენა ჰიდროლიზური ფერმენტის, ტუტე ფოსფატაზას შესასწავლად გამოიყენეს. როგორც ცნობილია, სისხლში მისი მომატება სიცოცხლისათვის საშიშ ბევრ დაავადებაზე, მათ შორის კიბოზე მიანიშნებს.

მკვლევართა განცხადებით, მათ მიერ შექმნილი ანტენების დახმარებით ახალი წამლების აღმოჩენა და ნანომოწყობილობების გაუმჯობესება იქნება შესაძლებელი.

Previous Post

Forbes Green: გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“

Next Post

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

იზა გვარამაძე

Next Post
ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Recent News

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result