Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

2022 წლის მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების რეიტინგი

by იზა გვარამაძე
January 13, 2022
in ბიზნესი, ინდუსტრია, მსოფლიო, რეიტინგი, ყველა სიახლე
0
2022 წლის მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების რეიტინგი
0
SHARES
0
VIEWS

გასული წელი ავიაკომპანიებისათთვის კიდევ ერთი წარმოუდგენლად რთული წელი აღმოჩნდა. პანდემიის გამო საჰაერო მგზავრების რაოდენობა 2021 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა. პანდემიის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ საჰაერო ინდუსტრია კვლავაც ვერ უბრუნდება მანამდე არსებულ მონაცემებს.

საჰაერო უსაფრთხოების ნორმები კიდევ უფრო გაძლიერდა, რამაც მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია AirlineRatings.com-ის მიერ გამოქვეყნებულ მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ყოველწლიურ სიაში.

სიის სათავეში წელს Air New Zealand-ი მოექცა. AirlineRatings.com-ი  მთელი მსოფლიოდან 385 გადამზიდველს უწევს მონიტორინგს და ზომავს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ავიაკომპანიების ავარიისა და სერიოზული ინციდენტების ჩანაწერები, მათი თვითმფრინავების ასაკი, ასევე Covid-19-ის პროტოკოლი და ოპერაციული ინოვაცია.

ავსტრალიაში დაფუძნებული ვებსაიტის მთავარი რედაქტორის, ჯეფრი თომას თქმით, ახალი ზელანდიის  გადამზიდი ავიაკომპანია პირველი ადგილით „შესანიშნავი ინციდენტების ჩანაწერის, კაბინაში ინოვაციების რაოდენობის, პილოტების მომზადებისა და ფლოტის ძალიან დაბალი ასაკის გამო“ დაჯილდოვდა.

მეორე ადგილი  Etihad Airways-მა დაიკავა, ხოლო Qatar Airways-ი მესამე პოზიციას დასჯერდა. Singapore Airlines-მა და TAP Portugal-მა, შესაბამისად, მეოთხე და მეხუთე ადგილი დაიკავეს.

საგულისხმოა, რომ ხუთეულშიც კი ვერ მოიძებნა Qantas-ი, რომელსაც ეკავა მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიის ტიტული 2014 წლიდან 2017 წლამდე, ისევე როგორც 2019 წლიდან 2021 წლამდე.

ავსტრალიის გადამზიდავი ამჯერად მეშვიდე ადგილს იკავებს „ინციდენტების მცირედი ზრდისა და ფლოტის ასაკის გამო“.

2021 წლის ოქტომბერში, Qantas Boeing-ი, რომელიც მიემგზავრებოდა ავსტრალიის ქალაქ პერტიდან ადელაიდაში, დასავლეთ ავსტრალიაში, გადამისამართდა საწვავის დისბალანსის გამო, რაც კლასიფიცირებულია, როგორც  „სერიოზული ინციდენტი“.

„ბოლო ორი წელი უკიდურესად რთული იყო ავიაკომპანიებისთვის საერთაშორისო მოგზაურობის შემცირების გამო. ავიახაზების რეიტინგების რედაქტორებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ავიაკომპანიების ძალისხმევაზე, დაეძლიათ კრიზისი. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ეს პერიოდი კომპანიებმა კადრების გადამზადებისათვის გამოიყენეს“, –  აღნიშნა თომასმა.

„Air New Zealand-მა დანერგა უსაფრთხოების ფართო სპექტრი, უმცირესი დეტალების გათვალისწინებით ზრუნავდა თავის ეკიპაჟებზე, რომლებიც დიდი სტრესის ქვეშ მუშაობდნენ“, – აღნიშნა თომასმა CNN Travel-თან საუბრისას.

ვებსაიტმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა 20 საუკეთესო ავიაკომპანიიდან თითოეულის რეიტინგი, შედეგად წლიდან წლამდე მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოვლინდა.

მაგალითად, Emirates 2021 წლის სიაში მეხუთე ადგილზე იყო, მაგრამ არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია წელს მე-20 ადგილზეა, ხოლო Southwest Airlines-ი 2021 წელს მე-13 ადგილზე იყო, მაგრამ არ შედის 2022 წლის ახალ ტოპ-20-ში.

AirlineRatings.com-ის ყველაზე უსაფრთხო ავიახაზები 2022 წლისთვის:

  1. Air New Zealand
  2. Etihad Airways
  3. Qatar Airways
  4. Singapore Airlines
  5. TAP Air Portugal
  6. SAS
  7. Qantas
  8. Alaska Airlines
  9. EVA Air
  10. Virgin Australia/Virgin Atlantic
  11. Cathay Pacific Airways
  12. Hawaiian Airline
  13. American Airlines
  14. Lufthansa
  15. Finnair
  16. KLM
  17. British Airways
  18. Delta Air Lines
  19. United Airlines
  20. Emirates

AirlineRatings.com-მა ასევე მოამზადა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო დაბალბიუჯეტური ავიახაზების სია. ტოპ-10 ყველაზე უსაფრთხო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა: Allegiant Air, easyJet, Frontier Airlines, Jetstar Group, Jetblue, Ryanair, Vietjet Air, Volaris, Westjet და Wizz Air.

Previous Post

2022 წელს მსოფლიო უფრო მეტ ნავთობს მოიხმარს, ვიდრე ოდესმე – IEA

Next Post

კომპანიები, რომელთაც 2021 წელს საკუთარი აქციები საფონდო ბირჟებზე განათავსეს

იზა გვარამაძე

Next Post
კომპანიები, რომელთაც 2021 წელს საკუთარი აქციები საფონდო ბირჟებზე განათავსეს

კომპანიები, რომელთაც 2021 წელს საკუთარი აქციები საფონდო ბირჟებზე განათავსეს

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

Recent News

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result