Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

#ერთიამბავი – რეკლამის რეკლამა

by Davit Tsiramua
December 14, 2021
in თბილისის ბიზნეს ისტორიები
0
#ერთიამბავი – რეკლამის რეკლამა
0
SHARES
0
VIEWS

ძველი ქართული რეკლამის ვიზუალური თუ შინაარსობრივი მხარის განსაკუთრებულობას დიდი მტკიცება არ სჭირდება – პრესის გაყვითლებულ ფურცლებზე თვალის ერთი შევლებაც კმარა, რომ ჯერ გაზეთების პირველ, თუ ბოლო გვერდებზე გამოქვეყნებული სარეკლამო განცხადებების ვიზუალმა დაგაინტერესოს, ხოლო შემდეგ, ერთი მხრივ, იმდროინდელმა, თავისებურმა ქართულმა, მეორე მხრივ კი რეკლამის დამკვეთთა კომუნიკაციის ენამ მოგხიბლოს.

საკერავი მაშინები „ზინგერისა“, რძის ფქვილი „ნესტლესი“, ბენზინით მოძრავი ველოსიპედები, „კონფექტები რუსთაველი“, „ადგილობრივის ღვინოების შამპანური ევგენი ზემმელისა“… რა პროდუქტის თუ სერვისის რეკლამას არ შეხვდებით ძველ ქართულ პრესაში: კვების ინდუსტრია გნებავთ, HoReCa სექტორი, პერსონალური განცხადებები, თუ სხვ.

იმდროინდელ თბილისელებსა თუ თბილისის სტუმრებს სწორედ სარეკლამო განცხადებებით კარნახობდნენ, თუ რომელ სასტუმროში გაჩერებულიყვნენ, სად გაესველებინათ ყელი და დაეგემოვნებინათ ადგილობრივი თუ ევროპული კერძები, სად მოეწესრიგებინათ თმა-წვერი, შეეძინათ სამოსი, დაექირავებინათ ამა თუ იმ საგნის პედაგოგი და ა.შ.

განცხადებების მიხედვით, იყიდებოდა ყველაფერი, თანაც ზოგჯერ იმდენად ორიგინალურად, დღევანდელი გადმოსახედიდან რთული დასაჯერებელია, ზოგიერთები იმ დროისათვის ასეთ ნოვატორულ მარკეტინგულ ხრიკებს რომ იყენებდნენ.

სარეკლამო განცხადებათა მრავალფეროვნების ფონზე, საინტერესოა, თუ როგორ იყიდებოდა თავად ეს სარეკლამო განცხადებები და რა გზით ცდილობდნენ იმდროინდელი მედიამენეჯერები მკითხველთა დარწმუნებას, რომ სარეკლამო განცხადების სწორედ მათ გაზეთში განთავსება იქნებოდა ამა თუ იმ პროდუქტისა თუ სერვისის წარმატების წინაპირობა!

ამ თვალსაზრისით გამორჩეული ტექსტი, ერთგვარი „რეკლამის რეკლამა“ გვხვდება გაზეთ „ცნობის ფურცლის“ 1897 წლის ერთ-ერთ ნომერში.

სანამ „ვერის უბნის მელოდიების“ გავლენით, „ცნობის ფურცელი“ – „ცხელი ამბების დასტად“ დაამახსოვრდებოდა მკითხველს, მანამდე ამ გაზეთის მესვეურები, ძირითადად, სავარაუდოდ „ცნობის ფურცლის“ დამაარსებელი, მრავალმხრივი უნარებით ცნობილი კაცი – ვალერიან გუნია, ქვემოთ მოყვანილი „რეკლამის რეკლამით“ ცდილობდა გაზეთში სარეკლამო განცხადებების გაყიდვების სტიმულირებას:

„ვინ არ იცის ჩვენს დროში განცხადებათა მნიშვნელობა?

ხალხთა ცხოვრებაში განცხადება ისეთს უცილობელს საჭიროებას შეადგენს, ვითარცა „პური ჩვენი არსობისა“.

განსაკუთრებული და დიადი მნიშვნელობა აქვს განცხადებას ვაჭრობასა, აღებ-მიცემობასა, მრეწველობა-მეურნეობაში და სხვა.

ჩვენს დროში არაფერი არა კეთდება-რა, არაფერი არა ხერხდება-რა უგანცხადებოდ.

რაც-კი გინდა, რა საქმე და ხელობა გინდა, რომ უგანცხადებოდ გაკეთდეს, უგანცხადებოდ განვითარდეს და გაძლიერდეს?

ყოველი მცირე თუ დიდი საქმე, უბრალო მუშა, ხელოსანი, ამა თუ იმ საქმის კაცი, მწარმოებელი და მყიდველი, მრეწველი, დამზოგველი თუ მხარჯავი, რისამე დაწყება-მოგვარება და მოშენება კერძო თუ საერთო, – სულ ყველაფერი თხოულობს განცხადებას, გამოქვეყნებას, გაგებინებას, რადგან მხოლოდ განცხადებაღა ავრცელებს ყველასა და ყველგან ამა თუ იმ საქმეს.

ვაჭარი აცხადებს თავისს საქონელს და სავაჭროს, მეურნე – ჭირნახულს, მრეწველი – ნაწარმოებს, ხელოსანი – თავისს ნახელოვნურს და გაკეთებულს, მექარხნე – ნაწარმოებს და მანქანებს, გზები რკინისა და ზღვისანი – მიმოსვლის ჟამსა და ფასებს, სკოლები და მასწავლებელნი – სწავლის პირობებს, სასტუმროები და საკუჭნავები – თავიანთს მოწყობილებას, სანოვაგეს და საჭმელ-სასმელის ღირებულებას, ბანკები და საკრედიტო დაწესებულებანი – თავიანთი საქმის წარმოებას, სტამბები, წიგნის მაღაზიები და გამომცემელნი – წიგნებს და გამოცემათ, ავტორები – თავიანთ თხზულებათ, თეატრები – წარმოდგენებს, ექიმები, ვექილები და სხვანი – თავიანთს ხელობას, ჟურნალ-გაზეთები – თავიანთს ფასებს და პირობებს, ჭირისუფლები – გარდაცვალებულებს და სხვა ათას გვარ საურ-თიერთო საჭიროებას და მოთხოვნილებას…

ერთის სიტყვით, ისეთი არა არის რა ცხოვრებაში, რომ ამა თუ იმ საშუალებით განცხადებას არ საჭიროებდეს თავისდა სასარგებლოდ და სხვათა საყურადღებოდ.

ევროპაში, განათლებულს ქვეყნებსა და ხალხებში განცხადებათა მნიშვნელობა არა თუ დიდი ხანია რაც შეიგნეს, პირიქით, გადააჭარბეს კიდეც… უცხოეთში სულ ყველაფერი განცხადებებზეა დაფუძნებული. იქ განცხადებებზე ზღაპრულ ფულს ხარჯავენ და ზღაპრულ განცხადებებსაც იგონებენ!..

ევროპისა და ამერიკის არა თუ დიდრონი სავაჭრონი, მექარხნენი და მწარმოებელნი, არამედ სრულებით პატარა ვაჭრები და საქმის პატრონიც ყოველ წლივ ასი-ათასი მანათობით ხარჯავენ განცხადებებზე, რადგან გამოცდილებიდან იციან, რომ განცხადებაზე დახარჯული ფული ერთი ათასად და ათი ათასად უკან შემოუდით!..

მართლაც, ადამიანი გონების თვალით რომ დაუკვირდეს, აღებ-მიცემისა და ვაჭრობის სულის ჩამდგმელი და გამაცოცხლებელი, გამაძლიერებელი და გამავრცელებელი ერთად ერთი საშუალებაღაა – განცხადება.

რაც უფრო ბევრმა იცის, რაც ბევრს აქვს გაგებული ამა თუ იმ სავაჭროს თუ სხვა რამ საქმის ამბავი, მით უფრო მეტი საბუთია ვაჭრობის გავრცელებისა და მუშტრის მოპოვებისათვის.

ამერიკის, ევროპისა და ზოგიც რუსეთის გაზეთები, მხოლოდ განცხადებით-ღა არსებობენ, ისეთ დიდძალ განცხადებათა ჰბეჭდავენ ხოლმე.

საქვეყნოდ ცნობილ ინგლისურ გაზეთ „ტაიმსის“ (TIMES) გამომცემელმა თავისს ქალს მზითვად მისცა გაზეთის მხოლოდ ერთი სვეტი განცხადებათა (ჩვენებურს სასიძოებს ეგ გარემოება სასაცილოდ არ ეყოფათ!) და უმდიდრეს საცოლედ ითვლებოდა. წელიწადში ქალს ერთი სვეტიდან შემოუდის 5.700 – 5.800 გირვანქა სტერლინგი (ჩვენებურ ფულზე 57.000 – 58.000 მან.) და ეგ შემოსავალი ყოველ წლიური და საშვილის-შვილო, – თითქმის 2 მილიონი მანეთის თანხის სარგებელია! ოღონდაც რომ კარგი მზითევია!

თუ ამერიკელნი დროს ფულს უძახიან, განცხადებას მოგება უნდა ეწოდოს!“

გაზეთის პირველივე გვერდზე გამოქვეყნებულ ამგვარ „მაცდურ“ ტექსტს მოჰყვება კონკრეტული განმარტებაც „ცნობის ფურცელში“ არსებულ განცხადებათა ნიხრზე:

„ჩვეულებრივი სტრიქონი პირველ გვერდზედ 10 კაპიკი, მეოთხე გვერდზე 5 კაპიკი თვითო ჯერ. ვინც განმეორებით დაბეჭდავს განცხადებას, იმას დაეთმობა 25%-დან 50%-მდე, იმის-და მიხედვით, თუ რამდენჯერ იქნება განმეორებით დაბეჭდილი ერთი და იგივე განცხადება“.

მეტიც, გაზეთის მენეჯმენტს, გარკვეული ტიპის დამკვეთთათვის სპეციალური შეღავათებიც ჰქონია დაწესებული:

„ცნობის ფურცლის“ რედაქცია იმ პირთ, რომელთაც სჭირდებათ განცხადება რაიმე საქმის მოსაპოვებლად, მაგალითად: მასწავლებლებს, მოწაფეთ, ექიმებს, ვექილებს, მთარგმნელებს, წიგნების გამომცემელთ და სხვათა, განცხადებას უბეჭდავს სულ მცირე ფასად: სტრიქონი პირველ გვერდზე 3 კაპიკი (ორი შაურის მაგიერად) და უკანასკნელ გვერდზე 2 კაპიკად (შაური მაგიერად).

და რაც ყველაზე მთავარია, მშრალი, მხოლოდ ტექსტური ფორმის მქონე სარეკლამო განცხადებათა გასამრავალფეროვნებლად, „ცნობის ფურცელი“ პოტენციურ კლიენტებს ერთგვარ ვიზუალურ კლიშეებსაც სთავაზობდა, რომელთაგან დამკვეთს საკუთარი განცხადების შინაარსის შესაბამისი ვიზუალის შერჩევა შეეძლო.

რეკლამაცაა და რეკლამაც, საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამ ყველაფერმა გვარიანად გაამართლა, რადგან ამგვარი კამპანიის შედეგად, იმ წლის „ცნობის ფურცლის“ არაერთი ნომერი, მეტწილად, სწორედ ზემოხსენებულ კლიშეთაგან შერჩეული ვიზუალებითა და სარეკლამო განცხადებებით იყო აჭრელებული…

Previous Post

ACT-ის შვილობილმა კომპანია DiFlex-მა მილიონ ლარამდე ოდენობის ინვესტიცია მოიზიდა

Next Post

თვალის ახალი წვეთების დახმარებით კითხვას სათვალის გარეშე შეძლებთ

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
თვალის ახალი წვეთების დახმარებით კითხვას სათვალის გარეშე შეძლებთ

თვალის ახალი წვეთების დახმარებით კითხვას სათვალის გარეშე შეძლებთ

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result