Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

მარიან სალზმანი: დღევანდელ სამყაროში განსაზღვრული მხოლოდ განუსაზღვრელობა რჩება

by Davit Tsiramua
December 14, 2021
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
მარიან სალზმანი: დღევანდელ სამყაროში განსაზღვრული მხოლოდ განუსაზღვრელობა რჩება
0
SHARES
0
VIEWS

2022 წელი ახლოვდება და ის ახალ ტრენდებს გვპირდება. „ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“ გლობალური კომუნიკაციების უფროსი ვიცე-პრეზიდენტი და მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანი კულტურის კომენტატორი მარიან სალზმანი 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს – „Measuring Up What We Thought We Knew“, რომელშიც ავტორი მომავალი წლის ბიზნეს, სოციალურ და ორგანიზაციულ ტრენდებს განიხილავს.

„დღევანდელ სამყაროში განსაზღვრული მხოლოდ განუსაზღვრელობა რჩება. კოვიდ-19-ის პანდემიამ დაგვანახა, რომ შეუძლებელია მომავლის განსაზღვრა, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუ რა მოხდება მომავალში“, – წერს მარიან სალზმანი.

როგორც ავტორი აღნიშნავს, პანდემიამდელ სამყაროში ტექნოლოგიური განვითარება და მუშაობის ახალი სტილი საზოგადოებაში ქმნიდა წარმოდგენას, რომ ყველა სირთულის დაძლევა მარტივად იყო შესაძლებელი. თუმცა, ისტორიულმა გამოცდილებამ – 2001 წლის 9 სექტემბრის ტრაგედიამ, 2007-2008 წლის კრიზისმა, კლიმატურმა ცვლილებამ და 2020-2021 წლებში დაწყებულმა გლობალურმა პანდემიამ დაგვანახა, რომ ტექნოლოგიური განვითარების მიუხედავად, სამყარო კვლავ კომპლექსური და ადამიანის კონტროლს მიღმა რჩება.

„ადამიანებს უყვართ, როდესაც სიტუაცია მათ კონტროლს ექვემდებარება. მაშინაც კი, თუ ეს შეგრძნება მხოლოდ ილუზიაა. თუმცა, ახალმა რეალობამ სამყარო კიდევ უფრო მეტად კომპლექსური და ქაოტური გახადა. ამ ახალ ყოველდღიურობასთან შეგუებისთვის კი საჭიროა, რომ ჩვენი მოლოდინები შევცვალოთ. ახლა ჩვენ კომპლექსურობა უნდა მივიღოთ როგორც ნორმა“, – აღნიშნავს მარიამ სალზმანი.

ახალი რეალობის დადგომასთან ერთად იზრდება მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობაც. პრეპანდემიურ პერიოდში თუ პოზიტიური ფსიქოლოგია და მასთან დაკავშირებული მესიჯები – “არ ინერვიულო, იყავი ბედნიერი”, “ცხოვრება მშვენიერია” და მსგავსი – წარმოადგენდა შიშისა და შფოთვის დაძლევისთვის ეფექტურ ხელსაწყოს, დღეს ამ იდეებს არ აქვთ შესაძლებლობა, შეცვალონ შფოთვისა და მღელვარების გამომწვევი რეალობა.

„დღეს ჩვენ ყველანი „გადავიწვით“ და ჩვენი პრიორიტეტები შეიცვალა. მუდმივად მზარდმა დაინფიცირებულთა მაჩვენებელმა და სოციალური ინტერაქციის წყვეტამ ჩვენში ლიდერებისა და ექსპერტების მიმართ ნდობის ეროზია გამოიწვია. სწორედ ამიტომ, საჭიროა ახალი ხელსაწყოებისა და ტექნოლოგიების გამოყენება, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანთა მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნებას“, – წერს ავტორი.

მარიან სალზმანი აღნიშნავს, რომ დღევანდელ სამყაროში მენტალურ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით სხვადასხვა კომპანია განსხვავებულ მიდგომასა თუ ხელსაწყოს იყენებს. მაგალითად, ისეთმა გიგანტებმა, როგორებიც არის: „ბრისტოლ-მაიერს სკუიბი (BMY)“, „ფილიპ მორის ინთერნეიშენალი“ და „Whirpool Corp.“ – პანდემიის ფსიქოლოგიურ წნეხთან გამკლავების მიზნით, საკუთარ კომპანიებში დასაქმებულთათვის მხარდაჭერის სისტემებს ქმნიან, რათა ხელი შეუწყონ ორგანიზაციაში ინკლუზიურობასა და თანასწორობას.

თუმცა, ტექნოლოგიური განვითარებას კიდევ უფრო წინ მივყავართ. პანდემიის პერიოდში, მილიონობით დასაქმებულმა აღმოაჩინა, რომ ისინი სახლში მუშაობით ისევე პროდუქტიულები და რიგ შემთხვევაში, უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე ოფისიდან მუშაობის დროს. კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს საკუთარი სამსახური რესტორნებისა და სასტუმროს ინდუსტრიაში დასაქმებულმა ადამიანებმაც. შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობაში დაიწყო ღირებულებათა გადაფასება. შედეგად, აშშ-ში, დასაქმებულთა 2.9%-მა დატოვა საკუთარი სამუშაო ადგილი.

„ადამიანებს გარკვეული დრო სჭირდებათ იმისათვის, რომ მიხვდნენ, რა მოლოდინები აქვთ მათ საკუთარი სამსახურისგან. შესაბამისად, ორგანიზაციებს მოუწევთ, შესთავაზონ დასაქმებულებს პირობებისა და ბენეფიტების სწორი კომბინაცია. შედეგად, მათ მოუწევთ ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმს კორპორაციული ცხოვრების წესში ინტეგრირება და ის ორგანიზაციული კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდება“, – აღნიშნავს მარიან სალზმანი.

როგორც კულტურის კომენტატორი აღნიშნავს, ისეთმა კომპანიებმა, როგორებიც არის: მეტა, გუგლი და ტვიტერი, მიიღეს დისტანციურად მუშაობის პოლიტიკა.

„დასაქმებულებისთვის კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნის მიზნით, “ფილიპ მორის ინთერნეიშენალში” ჩვენ შევიმუშავეთ გლობალური გეგმა, სახელწოდებით SmartWork, რაც გულისხმობს დასაქმებულთათვის მუშაობის ჰიბრიდული რეჟიმის შესთავაზებს, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მათ, აირჩიონ სასურველი სამუშაო რეჟიმი“, – აღნიშნავს მარიან სალზმანი.

ბოლო პერიოდში, როდესაც ერთადერთი უცვლელი რამ თავად ცვლილებაა, ჩვენ უნდა მივიღოთ ის, როგორც გზა ტრანსფორმაციისკენ.

„უმრავლესობა 2022 წელს ისევე იმედით ელოდება, როგორც ელოდებოდა 2021 წელს. თუმცა, ახლა ჩვენ გააზრებული გვაქვს, რომ ვირუსი უახლოეს პერიოდში არ გაქრება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რიგ ქვეყნებში ვაქცინაციის დონე ჯერ კიდევ ძალიან დაბალია, რიგ ქვეყნებში კი კონსპირაციული თეორიები და პოლიტიკურად მართული პოლარიზაცია მეცნიერებაზე წინ დგას. ჩვენ უფრო ნათლად ვხედავთ იმას, რომ მიზეზი ჩვენი საზოგადოებაა. და ალბათ, ჩვენი პერსონალური თუ პროფესიული ცხოვრებაც. თუმცა, 2022 წელი არ იქნება ისეთივე მოულოდნელობებით სავსე, როგორც 2020 წელი. მიუხედავად ამისა, ჭკვიანი მგზავრები ღვედს მაინც მჭიდროდ შეიკრავენ“,  – ამბობს მარიან სალზმანი.

Previous Post

Axel – Georgian Business Angel Network Becomes a Member of EBAN

Next Post

ავიაგადაზიდვები და საქართველო | ინტერვიუ რატი ძერიასთან

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
ავიაგადაზიდვები და საქართველო | ინტერვიუ რატი ძერიასთან

ავიაგადაზიდვები და საქართველო | ინტერვიუ რატი ძერიასთან

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result