Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

საავტორო უფლებების დამცველი საქართველოში

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ინტერვიუ
0
საავტორო უფლებების დამცველი საქართველოში
0
SHARES
0
VIEWS

საავტორო უფლებების დაცვა მსოფლიო პრობლემაა და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. დარღვევები განსაკუთრებით ხშირია ხელოვნებაში. საავტორო უფლებების დაცვის კულტურის ამაღლებაზე უკვე წლებია, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია (GCA) მუშაობს. ჩვენ მის თავმჯდომარეს, გიგა კობალაძეს ვესაუბრეთ.

როგორია  საავტორო  უფლებების  ასოციაციის  საქმიანობის  სპეციფიკა?   

ჩვენი  ორგანიზაციის  ძირითადი  ფუნქცია  მუსიკის,  ლიტერატურის,  მხატვრობის,  ფოტოგრაფიისა  და სხვა სახის  ნაწარმოებების  გამოყენებისთვის  ჰონორარის  შეგროვება-განაწილებაა.  ჩვენ  წარმოვადგენთ  ავტორებს  და შემსრულებლებს,  მათი  სახელით  გავცემთ  ნებართვებს,  ვაგროვებთ  ჰონორარს  და ვუნაწილებთ  მათ.  ამას საავტორო  და მომიჯნავე  უფლებების  კოლექტიური  მართვა  ჰქვია,  რასაც  „ერთი ფანჯრის  პრინციპსაც“  უწოდებენ,  რადგან  კოლექტიური  მართვის  ორგანიზაცია  ასრულებს  ერთგვარი  შუამავლის  როლს მოსარგებლესა  და უფლების  მფლობელს  შორის  და აადვილებს  მათ ურთიერთობას.  ეს სისტემა  მსოფლიოში  საუკუნეზე  მეტს  ითვლის,  თუმცა  საქართველოში  მისი  გამოყენება  1999 წლიდან  დაიწყო,  როდესაც  ამ სფეროს  მარეგულირებელი  კანონი  მივიღეთ  და ამ კანონის  შესაბამისად  GCA შეიქმნა.  GCA ერთადერთი  კოლექტიური  მართვის  ორგანიზაციაა  საქართველოში.  ასეთივე  ორგანიზაციები  არსებობს  მსოფლიოს  თითქმის  ყველა  ქვეყანაში.  ისინი  შექმნილია  თავად  ავტორებისა  და შემსრულებლების  მიერ  და წარმოადგენენ კერძო  ორგანიზაციებს,  თუმცა  მათზე  ზედამხედველობას  სახელმწიფო  ახორციელებს  სხვადასხვა  ორგანოს  მეშვეობით.  ჩვენს შემთხვევაში,  ეს არის ინტელექტუალური  საკუთრების  ეროვნული  ცენტრი  „საქპატენტი“, რომლის  წინაშეც  ანგარიშვალდებულია  ჩვენი  ორგანიზაცია.  ჩვენ ასევე  ვართ ე.წ.  ქოლგა  ორგანიზაციების,  CISAC-ის, BIEM-ის IFRRO-სა და SCAPR-ის  წევრი,  რომლებიც  განსაზღვრავენ  საქმიანობის  ზოგად  სტანდარტებს,  აფასებენ  ქვეყნებში  სიტუაციას,  ადგენენ  რეიტინგებს  და ა.შ. ასეთია მსოფლიოში მოქმედი კოლექტიური მართვის სისტემა და საქართველოც ამის ნაწილია. 

ვინ არიან ძირითადი მოსარგებლეები? მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ეხებათ თქვენი საქმიანობა თუ უცხოელებსაც?

მსოფლიოში არსებული ყველა კოლექტიური მართვის ორგანიზაცია საკუთარ ქვეყანაში მოქმედებს როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ავტორებისა და შემსრულებლების სახელით. ადგილობრივი უფლების მფლობელები არიან ასეთი ორგანიზაციების წევრები, ხოლო უცხოელების წარმოდგენა ხდება კოლექტიური მართვის ორგანიზაციებს შორის გაფორმებული ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებების საფუძველზე. უფლების მფლობელების წარმოდგენა გულისხმობს ჰონორარის შეგროვებას და მათთვის განაწილებას. ადგილობრივ უფლების მფლობელებს ჰონორარი უშუალოდ უნაწილდებათ, ხოლო უცხოელების კუთვნილი ჰონორარი ეგზავნება იმ კოლექტიური მართვის ორგანიზაციას, რომლის წევრიც არის ესა თუ ის უფლების მფლობელი. დღესდღეობით გვყავს 2000-მდე ადგილობრივი წევრი და გაფორმებული გვაქვს 250-ზე მეტი ხელშეკრულება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კოლექტიური მართვის ორგანიზაციასთან, რითაც წარმოვადგენთ მრავალ მილიონ საავტორო და მომიჯნავე უფლების მფლობელს საქართველოში. რაც შეეხება მოსარგებლეებს, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც არსებობს 40-მდე საქმიანობის სფერო, სადაც საავტორო და მომიჯნავე უფლებით დაცული ნაწარმოებები გამოიყენება. ეს ძირითადად არის კაფე-ბარი, სასტუმრო, სავაჭრო დაწესებულება, კონცერტი, რადიო, ტელევიზია, თეატრი და სხვა.

დარღვევების აღკვეთისთვის რა მექანიზმებს იყენებთ? საინტერესოა ასევე, ყველაზე მეტად რომელ სეგმენტებში ხდება საავტორო უფლებების დარღვევა?

პირველ რიგში ვცდილობთ, მოსარგებლეებს ავუხსნათ საავტორო უფლებების მნიშვნელობა – ის, თუ რამდენად დიდ როლს ასრულებს საავტორო უფლებით დაცული პროდუქტის გამოყენება მათი საქმიანობის წარმატებაში. თუმცა დარღვევები მაინც არის და ჩვენი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ძირითადად ნაწარმოებების უნებართვოდ გამოყენებას ეხება. ასეთ დროს აქტიურად მივმართავთ სასამართლოს, რომელიც დავების დარეგულირების საკმაოდ ეფექტიანი მექანიზმია. ასევე უნდა ითქვას, რომ წინა წლებთან შედარებით დავების რაოდენობა შემცირებულია. თუ წინა წლებში დაახლოებით 100 სარჩელის შეტანა გვიწევდა სასამართლოში ყოველწლიურად, ბოლო წლებში მათი რაოდენობა 50-ს არ აღემატება. სასამართლო დავები ყველაზე ხშირად მუსიკალური ნაწარმოებების გამოყენებას ეხება, რადგან ეს სფერო ყველაზე მოცულობითი და დიდია.

როგორია საავტორო უფლებების სფეროს განვითარების ტენდენცია წლების მიხედვით საქართველოში და დღეს რა ვითარებაა ამ კუთხით?

სამწუხაროდ, ასოციაციის საქმიანობა დაარსებისთანავე წარმატებული არ ყოფილა. ამ ორგანიზაციას წლების განმავლობაში ბევრი სირთულის გადალახვა მოუწია. აქტიური რეფორმირების პროცესი 2011 წლიდან დაიწყო. მუშაობის პირველ ეტაპზე ძალიან რთული იყო მოსარგებლეებისთვის იმის ახნა, თუ რატომ არის საჭირო ჰონორარის გადახდა. ამას ძირითადად საზოგადოებრივი ცნობიერების დაბალი დონე განაპირობებდა. ხშირ შემთხვევაში მოსარგებლეებმა საერთოდ არაფერი იცოდნენ საავტორო უფლებებზე. დიდი ძალისხმევის შემდგომ, რაც პირველ რიგში ცნობიერების ამაღლების კუთხით მივმართეთ, ჩვენ ამას მივაღწიეთ და დღეს ასეთი ცოდნა უკვე არსებობს. ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როცა წინასწარ, საქმიანობის დაწყებამდე მოგვმართავენ ნებართვის აღებისთვის. გარდა ამისა, თვითონ ავტორებიც ინფორმირებულები არიან, იციან, რომ ეს მათი შემოსავლის წყაროა, რაც საკმაოდ კარგი მოტივაციაა მათთვის. მოკლედ, საავტორო უფლებები უკვე მნიშვნელოვანი გახდა და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს სწორედ ჩვენი ორგანიზაციისა და იმ გუნდის დამსახურებაა, რომელმაც ინტელექტუალური საკუთრების მოხმარების ერთგვარი კულტურა შექმნა. პროგრესზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ 2011 წლამდე ჩვენი ორგანიზაციის ყოველწლიური შეგროვება 250,000 ლარს არ აღემატებოდა, გასულ წელს კი შეგროვებულმა ჰონორარმა 5.5 მილიონ ლარს მიაღწია, რაც 22-ჯერ აღემატება წინა წლების მაჩვენებელს და დამეთანხმებით, რომ ეს ციფრი შთამბეჭდავია. მიღწეული წარმატება ასოციაციის არაერთი აღიარების საფუძველი გახდა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. 2015 წლიდან მოყოლებული სტაბილურად ვინარჩუნებთ ლიდერის პოზიციას რეგიონში, საქმიანობის გამჭვირვალობისა და ჰონორარის შეგროვება-განაწილების მაჩვენებლით. ხოლო 2018 წელს ევროკავშირის ორ წევრ ქვეყანას, ბულგარეთსა და სლოვაკეთსაც კი გავასწარით.

რა გამოწვევების წინაშე დგახართ და როგორია სამომავლო გეგმები?

მიუხედავად ხელშესახები შედეგებისა, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს სფერო ბოლომდე მოწესრიგებულია. ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გამოწვევა დგას ჩვენ წინაშე. ეს ეხება როგორც საქმიანობის სრულყოფას, ასევე საავტორო უფლებების მიმართ საზოგადოების ქცევის ჩამოყალიბებას, კულტურის დანერგვას, როდესაც დარღვევა ნორმა აღარაა და ამისთვის სათანადო პასუხისმგებლობა დგება. ძირითად გამოწვევად კვლავ რჩება საზოგადოებრივი ცნობიერების დაბალი დონე, რომლის ამაღლებასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ ამაზე მუშაობა ჩვენი საქმიანობის ერთ- ერთი მთავარი მიმართულებაა. გარდა ამისა, ჯერ კიდევ არის დარჩენილი დასალიცენზირებელი სფეროები და ამ კუთხითაც აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას. ამ ყველაფერს ემატება დაახლოებით ერთი წლის წინ რუსეთის მიერ შექმნილი დაბრკოლებაც. რუსეთი, ისევე როგორც თითქმის ყველა სფეროში, ამ მიმართულებითაც ცდილობს საქართველოზე გავლენის მოპოვებას. რუსეთმა, მას შემდეგ რაც უარი განვაცხადეთ მათ მიერ საავტორო უფლებების სფეროში შექმნილ ევრაზიულ კავშირში გაერთიანებაზე, სისტემის დასუსტებისა და ხელში ჩაგდების მიზნით დაიწყო ჩვენს საქმიანობაში უხეში ჩარევა და უკანონო მოქმედებებით ხელშეშლა. ბუნებრივია, ეს პროცესი გარკვეულწილად აფერხებს განვითარების ტემპს, მაგრამ კოლექტიური მართვის სისტემა საქართველოში უკვე საკმაოდ ძლიერია და დარწმუნებული ვარ, ამ დაბრკოლებას წარმატებით გავუმკლავდებით. საბოლოო ჯამში კი შევძლებთ, რომ დამოუკიდებლად განვვითარდეთ ამ კუთხით და უახლოეს მომავალში წამყვანი ქვეყანა გავხდეთ არა მარტო რეგიონში, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც.

Previous Post

Covid-19 Could Cost Global Airlines $113 Billion

Next Post

თებერვალში საქართველოში ტურისტების რაოდენობა 0.6 პროცენტით შემცირდა

მაგდა დოლიძე

Next Post
თებერვალში საქართველოში ტურისტების რაოდენობა 0.6 პროცენტით შემცირდა

თებერვალში საქართველოში ტურისტების რაოდენობა 0.6 პროცენტით შემცირდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result