Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე კულტურა

თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება

by Forbes.ge
May 18, 2023
in კულტურა, პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 5-დან 12 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. კინოფესტივალი  5 დეკემბერს, 21:00 საათზე, კინოთეატრ ამირანში,  ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმით „მეოთხე ბრაიტონი“ გაიხსნება.

ფესტივალის საზეიმო დახურვა და  დაჯილდოება  11 დეკემბერს,  კინოთეატრ ამირანში შედგება, სადაც ნაჩვენები იქნება ფრანგი რეჟისორისა და მსახიობის  ლუი გარელის ფილმი „ჯვაროსნული ლაშქრობა“.

დახურვის ცერემონიაზე გამოვლინდებიან ქართული ფილმების  საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულები, რომლებსაც  გადაეცემათ ფესტივალის პრიზი- ოქროს  პრომეთე.

საერთაშორისო ჟიურის წევრები – იაელ ფოჟიე  ( ფრანგი პროდიუსერი), ანდრეი ხალპახჩი (კიევის საერთაშორისო კინოფესტივალ „მოლოდისტის“ დირექტორი, უკრაინა) და კრისტიან ფეიგელსონი (კინოკრიტიკოსი, სოციოლოგი, კინოს ისტორიკოსი და  მეცნიერი)  არიან. ჟიური საკონკურსო ფილმებს შეაფასებს და  გამარჯვებულს შემდეგ ნომინაციებში გამოავლენს:

  • საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი
  • საუკეთესო დოკუმენტური ფილმი
  • საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი

წელს კინოფესტივალზე მთავარი აქცენტი ქართულ ფილმებზე კეთდება.  ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება:

  • 9 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი
  • 9 დოკუმენტური ფილმი
  • 18 მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი

საკონკურსო პროგრამის გარდა,   ფესტივალი წარმოადგენს   ევროპული  და მსოფლიო კინოს, 60 – მდე საუკეთესო ნამუშევარს შემდეგ სექციებში:

  • ევროპული კინოს ფორუმი
  • ჰორიზონტები
  • ამერიკები
  • “დამზადებულია გერმანიაში”
  • ამბოხი კინოში
  • სპეციალური ჩვენებები
  • აპოლო: კინომეხსიერება
  • ანიეს ვარდას რეტროსპექტივა
  • მასტერკლასები

ბრისტოლის კინოფესტივალთან (Encounters) და ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობის ფარგლებში თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი უკვე მეორედ წარმოგიდგენთ 90-წამიანი ფილმების კონკურსს „დეპიქტ!“ (DepicT!). ამ კონკურის მიზანია, აღმოაჩინოს ახალბედა რეჟისორები, რომლებიც ორიგინალობითა და მდიდარი წარმოსახვის უნარით გამოირჩევიან. კონკურსში გამარჯვებული ბრისტოლის კინოფესტივალზე გაემგზავრება.

დეპიქტ! -ი კონკურსის მონაწილეებს სთავაზობს  უნიკალურ შესაძლებლობას, გააცნონ თავისი ნამუშევრები ფართო აუდიტორიას და დაამყარონ კონტაქტი ინდუსტრიის საერთაშორისო წარმომადგენლებთან – დისტრიბუტორებსა და პროდიუსერებთან, ასევე სხვა რეჟისორებთან და მოკლემეტრაჟიანი კინოს მოყვარულებთან.

კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება „სეზან ფაბლიშინგის“ მიერ გამოცემული, სახელგანთქმული შვედი რეჟისორის, ინგმარ ბერგმანის ორი წიგნის პრეზენტაცია: „სცენები ცოლ-ქმრული ცხოვრებიდან“ და „გულახდილი საუბრები“. პრეზენტაციის დღეს,  სექციაში „ევროპულ ფორუმი“ ასევე ნაჩვენები იქნება  ფილმი „ბერგმანის კუნძული“, რომლის ავტორია ფრანგი რეჟისორი მია ჰანსენ-ლიოვე.

ჩვენებები გაიმართება კინოთეატრ ამირანში და საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში. არქივში ნაჩვენები იქნება ახლად აღდგენილი და გაციფრულებული 20-30-იანი წლების ქართული ფილმები.

თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო,  ქართული ფილმის განვითარების ფონდი, ბრიტანეთის საბჭო, გოეთეს ინსტიტუტი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, შვედეთის საელჩო, ისრაელის საელჩო, იტალიის საელჩო და კანადის საელჩო.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის სპონსორები არიან – თიბისი კონცეპტი, სასტუმრო ROOMS, VISMINO და BORJOMI.

Previous Post

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ლივინ დეველოპმენტი“ თანამედროვე საცხოვრებელ უბანს გააშენებს

Next Post

გურიაში ნორვეგიული ორაგულის მეურნეობა შენდება – ინტერვიუ „გურია ფიშ ფარმინგის“ დირექტორთან

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
გურიაში ნორვეგიული ორაგულის მეურნეობა შენდება – ინტერვიუ „გურია ფიშ ფარმინგის“ დირექტორთან

გურიაში ნორვეგიული ორაგულის მეურნეობა შენდება - ინტერვიუ „გურია ფიშ ფარმინგის“ დირექტორთან

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result