Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

გაერო – $2.5 ტრილიონის მობილიზებაა საჭირო განვითარებადი ქვეყნებისთვის

by მაგდა დოლიძე
თებერვალი 28, 2021
in ქართულად
0
გაერო – $2.5 ტრილიონის მობილიზებაა საჭირო განვითარებადი ქვეყნებისთვის
0
SHARES
0
VIEWS

მსოფლიოს მოსახლეობის 2/3 განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობს, რომლებიც კორონავირუსის კრიზისის გამო უპრეცედენტო ეკონომიკურ ზარალს განიცდიან. ამიტომაც გაერო მოუწოდებს მსოფლიოს $2,5 ტრილიონიანი პაკეტის უზრუნველყოფისკენ სწორედ განვითარებადი ქვეყნებისთვის. როგორც გაეროს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების უწყების – UNCTAD-ის 30 მარტის ანგარიშის მიხედვით, პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური შოკის სისწრაფე დრამატულია, 2008 წლის გლობალურ ფინანსურ კრიზისთან შედარებითაც კი.

„ეკონომიკური დაღმასვლა, რაც შოკმა გამოიწვია გრძელდება და პროგნოზირება თანდათან უფრო რთული ხდება. თუმცა, არსებობს მკაფიო მინიშნებები იმისა, რომ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება განვითარებადი ეკონომიკების მქონე ქვეყნებში, მანამ ვიდრე ის გაუმჯობესებას დაიწყებს“, – განაცხადა  UNCTAD-ის გენერალურმა მდივანმა მუხისა კიტუიმ.

ეკონომიკური ზარალი

ანგარიშის მიხედვით, ვირუსის ჩინეთის გარეთ გავრცელებიდან ორ თვეში, განვითარებად ქვეყნებს უდიდესი ზიანი მიადგათ კაპიტალის დინების, ობლიგაციების, ვალუტების გაუფასურების, ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების შემოსავლების შემცირების, საქონელზე ფასების შემცირებისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების შემცირების კუთხით.

ამ ყველაფერმა კი იმაზე მეტი ეკონომიკური გავლენა იქონია, ვიდრე ეს 2008 წელს იყო. ქვეყნებს შიდა ეკონომიკური აქტივობის კლების გამო, UNCTAD ვერ არის ოპტიმისტურად განწყობილი.

განვითარებადი ქვეყნების ვალუტები დოლართან მიმართებით 5-დან 25%-მდე შემცირდა წლის დასაწყისიდან დღემდე. ეს იმაზე სწრაფი გაუფასურებაა, ვიდრე 2008 წელს იყო.

სასაქონლო ფასებიც შემცირდა, რაზეც ბევრი განვითარებადი ქვეყანაა დამოკიდებული. კერძოდ, წელს 37%-იანი კლება დაფიქსირდა ამ კუთხით.

ბოლო დღეეებში განვითარებული ეკონომიკები და ჩინეთი მასობრივ სამთავრობო პაკეტების უზრუნველყოფაზე აცხადებენ, „დიდი ოცეულის“ ქვეყნების საერთო პაკეტების ჯამური რაოდენობა $5 ტრილიონს აჭარბებს.

ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ამ უპრეცედენტო კრიზისში, ქვეყნებმა უპრეცედენტო გადაწყვეტილებები მიიღეს, რათა შეამსუბუქონ ფსიქიკური, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური შოკების ზეწოლა.

მიუხედავად ამისა, მსოფლიო ეკონომიკა წელს რეცესიის საფრთხის წინაშეა, წინასწარი პროგნოზებით გლობალური დანაკარგი იქნება ტრილიონობით დოლარი. ეს კი განსაკუთრებით სერიოზულ ზიანს აყენებს განვითრებად ქვეყნებს, ჩინეთის და სავარაუდოდ ინდოეთის გამოკლებით.

UNCTAD-ის პროგნოზით, 2-დან 3 ტრილიონ დოლარამდე ფინანსურ გარღვევას უნდა ელოდონ განვითარებადი ეკონომიკები მომდევნო ორი წლის მანძილზე.

მონეტარული, ფისკალური და ადმინისტრაციული შესაძლებლობების ნაკლების გამო კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში, პანდემიისა და გლობალური რეცესიის შედეგები იქნება კატასტროფული ცალკეული ქვეყნებისთვის, რაც მათ ხელს შეუშლის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.

„განვითარებული ეკონომიკები გვპირდებიან, რომ გააკეთებენ ყველაფერს მათი კომპანიების და ოჯახების შემოსავლების დიდი რაოდენობით დანაკარგების შესაჩერებლად“, – განაცხადა UNCTAD-ის ხელმძღვანელმა გლობალიზაციის და განვითრების სტრატეგიების საკითხებში.

თუმცა, მისივე თქმით, „დიდი ოცეულის“ ლიდერებმა თავიანთი წვლილი უნდა შეიტანონ სოლიდარობის კუთხით და გადადგან ისეთი ნაბიჯები, რაც „დიდი ოცეულის“ ქვეყნების მიღმა მცხოვრებ 6 მილიარდ ადამიანსაც დაეხმარება.

ოთხმიმართულებიანი სტრატეგია

მიმდინარე წელს, მოსალოდნელი „ფინანსური ცუნამის“ პირობებში UNCTAD ოთხმიმართულებიან სტრატეგიაზე საუბრობს, რაც კონკრეტულ ქმედებებს მოიცავს:

  1. $1 ტრილიონიანი ლიკვიდურობის უზრუნველყოფა. ანუ ფული უნდა მიეწოდოთ იმათ, ვინც დარჩენილები არიან ამის გარეშე;
  2. მეორე, ძალიან დაზარალებული ეკონომიკების სასესხო პროგრამა. ანუ სესხების გადახდის შეჩერება. ამ კუთხით დაახლოებით $1 ტრილიონის ოდენობის სესხი უნდა შეჩერდეს ამ წელს;
  3. მესამე – მარშალის გეგმა ჯანდაცვის სისტემის აღდგენაში;
  4. და ბოლოს, კაპიტალის კონტროლი უნდა მოხდეს ლეგიტიმურად ნეისმიერი პოლიტიკური რეჟიმის პირობებში, რათა კაპიტალის დინება შენელდეს, შემცირდეს არალიკვიდურობა და შეჩერდეს ვალუტების და აქტივების ფასების კლება.

Previous Post

UN calls for $2.5 trillion coronavirus crisis package for developing countries

Next Post

საქართველო ბანკი ბიზნესს მხარდასაჭერად სპეციალურ პლატფორმას სთავაზობს

მაგდა დოლიძე

Next Post
საქართველო ბანკი ბიზნესს მხარდასაჭერად  სპეციალურ  პლატფორმას სთავაზობს

საქართველო ბანკი ბიზნესს მხარდასაჭერად სპეციალურ პლატფორმას სთავაზობს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Gransino Casino: Vincite Veloci e Gioco Veloce per Sessioni Brevi

აგვისტო 2, 2026

Reels Grande – Quick Play Slots for Instant Wins

აგვისტო 2, 2026

Cumspin Casino: Quick Wins and Lightning-Speed Gameplay for Busy Players

აგვისტო 1, 2026

Winmega Casino: Snellopende Slots en Bliksemsnelle Winsten voor de Moderne Gokker

ივლისი 31, 2026

Recent News

Gransino Casino: Vincite Veloci e Gioco Veloce per Sessioni Brevi

აგვისტო 2, 2026

Reels Grande – Quick Play Slots for Instant Wins

აგვისტო 2, 2026

Cumspin Casino: Quick Wins and Lightning-Speed Gameplay for Busy Players

აგვისტო 1, 2026

Winmega Casino: Snellopende Slots en Bliksemsnelle Winsten voor de Moderne Gokker

ივლისი 31, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result