• About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact
Forbes Georgia
Advertisement
  • Home
    • Home – Layout 1
    • Home – Layout 2
    • Home – Layout 3
    • Home – Layout 4
    • Home – Layout 5
    • Home – Layout 6
  • News
    • All
    • Business
    • Politics
    • Science
    • World

    Hillary Clinton in white pantsuit for Trump inauguration

    Amazon has 143 billion reasons to keep adding more perks to Prime

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    Trending Tags

    • Trump Inauguration
    • United Stated
    • White House
    • Market Stories
    • Election Results
  • Tech
    • All
    • Apps
    • Gadget
    • Mobile
    • Startup

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Trending Tags

    • Nintendo Switch
    • CES 2017
    • Playstation 4 Pro
    • Mark Zuckerberg
  • Entertainment
    • All
    • Gaming
    • Movie
    • Music
    • Sports

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Harnessing the power of VR with Power Rangers and Snapdragon 835

    So you want to be a startup investor? Here are things you should know

  • Lifestyle
    • All
    • Fashion
    • Food
    • Health
    • Travel

    How couples can solve lighting disagreements for good

    Ducati launch: Lorenzo and Dovizioso’s Desmosedici

    Trending Tags

    • Golden Globes
    • Game of Thrones
    • MotoGP 2017
    • eSports
    • Fashion Week
  • Review

    Intel Core i7-7700K ‘Kaby Lake’ review

No Result
View All Result

Home Forbes Science

Forbes Science: გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

by იზა გვარამაძე
April 6, 2022
in Forbes Science, მეცნიერება, მსოფლიო, ყველა სიახლე
0
Forbes Science: გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

გასული კვირის განმავლობაში მეცნიერების სფეროში, კერძოდ კი მედიცინის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის 5-დან 11 წლამდე ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა. გარდა ამისა, FDA-მ კლივლენდის კლინიკაში მომუშავე მკვლევრებს მკერდის კიბოსთან საბრძოლველად შექმნილი ვაქცინით ადამიანებზე ცდების ჩატარების უფლება მისცა. ასევე საყურადღებოა ახალი კვლევის შედეგები, რომელმაც აჩვენა, რომ ერთ-ერთი გავრცელებული ანტიდეპრესანტი, ფლუვოქსამინი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის საჭიროების რისკებს ამცირებს.

მეცნიერების სფეროში გასულ კვირას მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენებიდან გამოსარჩევია აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულ სააგენტოში (NASA) მომუშავე ასტრონომებისა და მათი კოლეგების მიერ იუპიტერის სამხრეთ ნახევარსფეროში მოქმედ, „დიდი წითელი ლაქის“ სახელწოდებით ცნობილ შტორმზე სამ განზომილებაში დაკვირვება, რამაც სპეციალისტებს მისი სიღრმის დაზუსტების შესაძლებლობა მისცა. მოცემულ ბლოგში სწორედ ამ და სხვა საყურადღებო სიახლეების შესახებ მოგითხრობთ.

FDA-მ Pfizer-ის ვაქცინით 5-დან 11 წლამდე ბავშვების აცრის ნებართვა გასცა

ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) ფარმაცევტული კორპორაცია Pfizer-ისა და გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ის თანამშრომლობით შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 5-დან 11 წლამდე ბავშვების აცრის ნებართვა გასცა. სააგენტომ ამის შესახებ ინფორმაცია თავის ოფიციალურ ვებგვერდზე 29 ოქტომბერს გაავრცელა.

FDA-ს წარმომადგენლების განცხადებით, მათი გადაწყვეტილება მონაცემების საფუძვლიან და გამჭვირვალე ანალიზს ეფუძნება. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ჩატარებული კლინიკური კვლევის თანახმად, რომელშიც 5-დან 11 წლამდე 4,600-ზე მეტი ბავშვი მონაწილეობდა, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინამ 90.7%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. რაც შეეხება პრეპარატის უსაფრთხოებას, ის 3,100 მოზარდზე გამოცადეს და ტესტირების განმავლობაში სერიოზული თანამდევი მოვლენები არც ერთ მათგანს არ გამოვლენია. კვლევაში მონაწილეთაგან პლაცებო 1,538 ცდისპირს ჰქონდა გაკეთებული.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ში მცხოვრებ 28 მილიონ ბავშვს მიმდინარე თვიდან ვაქცინის ორ, შედარებით სუსტ დოზას, სამი კვირის ინტერვალით გაუკეთებენ. უნდა ითქვას, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული არასრულწლოვანი პირებიდან 39%-ს სწორედ 5-დან 11 წლამდე ბავშვები შეადგენენ. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ინფორმაციით, მათ შორის დაახლოებით 8,300 შემთხვევაში დაავადებულთა ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

17 ოქტომბრის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით 18 წელზე უმცროსი ასაკის 691 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, 146 მათგანი 5-დან 11 წლამდე ბავშვი იყო. ასევე აღსანიშნავია, რომ დღემდე ქვეყანაში საერთო ჯამში კორონავირუსის 45.9 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის 745 ათასი ადამიანი დაავადებას ემსხვერპლა.

კლივლენდის კლინიკა მკერდის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდას იწყებს

ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) კლივლენდის კლინიკაში მომუშავე მკვლევართა ჯგუფს მკერდის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდის ნებართვა მისცა. ამის შესახებ ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კლივლენდის კლინიკაში მომუშავე მეცნიერების განცხადებით, მათი და ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Anixa Biosciences-ის თანამშრომლობით შექმნილი პრეპარატით ე.წ. სამმაგი ნეგატიური მკერდის კიბოს პრევენციაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ეს სიმსივნის ყველაზე აგრესიული და მომაკვდინებელი ფორმაა, რომელიც ძალიან სწრაფად იზრდება და რეციდივის მაღალ რისკს შეიცავს.

ვაქცინის კლინიკური კვლევის პირველ ფაზაში, რომელის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მხარდაჭერით განხორციელდება, მონაწილეობას 18-დან 24-მდე ადამიანი  მიიღებს. მათ შორის იქნებიან ის პირები, რომლებიც უკვე სამ წელზე მეტია, რაც მკერდის კიბოსგან განიკურნნენ, ამჟამად სიმსივნით არ არიან დაავადებულნი, თუმცა რეციდივის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.

როგორც ცნობილია, კვლევის განმავლობაში პაციენტები ვაქცინით ორი კვირის ინტერვალით სამჯერ აიცრებიან. მეცნიერები პრეპარატის შედეგიანობასა და მისი მიღებით  გამოწვეულ თანმხლებ მოვლენებს ყურადღებით დააკვირდებიან. კლინიკური კვლევის პირველი ფაზის დასრულება 2022 წლის სექტემბრისთვის იგეგმება.

ცდების დასრულების შემდეგ სპეციალისტები ვაქცინის დოზის განსაზღვრას შეეცდებიან,  რომელიც მკერდის კიბოს ამ ყველაზე აგრესიული ფორმის პრევენციისთვის იქნება საჭირო. ისინი ასევე ცდისპირებზე პრეპარატის შედეგსაც დააკვირდებიან. მომდევნო კვლევების დროს კი მეცნიერები დაავადებასთან ბრძოლაში ვაქცინის ეფექტიანობის ხარისხის დადგენას შეეცდებიან.

კვლევა: ფლუვოქსამინმა COVID-19-ით დაავადებულებში შესაძლოა, ჰოსპიტალიზაციის საჭიროების რისკი შეამციროს

ბრაზილიაში, აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში მომუშავე მეცნიერების მიერ ჩატარებული ერთობლივი კვლევის თანახმად, ერთ-ერთმა ყველაზე გავრცელებულმა ანტიდეპრესანტმა – ფლუვოქსამინმა შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების ჰოსპიტალიზაციის საჭიროების რისკები შეამციროს. ამის შესახებ მკვლევართა ნაშრომი სამედიცინო გამოცემა The Lancet-ში გამოაქვეყნდა.

კვლევაში კორონავირუსით ინფიცირებული ის ადამიანები მონაწილეობდნენ, რომლებსაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთებული არ ჰქონდათ და არასახარბიელო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვირუსის მძიმე ფორმით განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ. ცდებში მონაწილეთაგან 741 დაავადებული გარკვეული დროის განმავლობაში ფლუვოქსამინს იღებდა, 756 კი – პლაცებოს.

ცდისპირებზე დაკვირვებისას აღმოჩნდა, რომ საავადმყოფოში გადაყვანილ კორონავირუსით ინფიცირებულთა დიდ ნაწილს პლაცებო ჰქონდა მიღებული. კერძოდ კი კვლევის იმ 741 მონაწილიდან, რომელთაც პრეპარატი მისცეს, სამედიცინო დაწესებულებაში 79 ადამიანი, ანუ 11% აღმოჩნდა. პლაცებოს ჯგუფში შემავალი 756 ცდისპირიდან კი 119 ადამიანის, ანუ 16%-ის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მონაცემების ანალიზის შედეგად მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ფლუვოქსამინი ჰოსპიტალიზაციის საჭიროების რისკს 32%-ით ამცირებს.

აღსანიშნავია, რომ დაავადებას მხოლოდ ერთი ადამიანი ემსხვერპლა მათ შორის, ვინც ფლუვოქსამინით მკურნალობის კურსი ჩაიტარა. ადამიანთა ჯგუფიდან კი, რომლებმაც პლაცებო მიიღეს, გარდაცვალების 12 შემთხვევა დაფიქსირდა.

აშშ-ში ფლუვოქსამინი ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის, ზოგჯერ კი დეპრესიის სამკურნალოდაც გამოიყენება. ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტების ცნობით, პრეპარატის ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოყენების რეკომენდაცია მარეგულირებელ ორგანოებს არა აქვთ გაცემული. ცნობისთვის, 10-დღიანი კურსის სამყოფი ფლუვოქსამინი სულ რაღაც 4 აშშ დოლარი ჯდება.

კვლევის შედეგები: AstraZeneca-ს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ნაყოფიერებაზე გავლენას არ ახდენს

დიდ ბრიტანეთში მდებარე ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-ს მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ChAdOx1 nCoV-19-ი (ცნობილი, როგორც AstraZeneca)  ორსულობის მიმდინარეობასა და ნაყოფიერებაზე გავლენას არ ახდენს. ახალი კვლევების ანალიზის შედეგები სამედიცინო გამოცემა The Lancet-ში გამოქვეყნდა.

აღსანიშნავია, რომ კვლევები დიდ ბრიტანეთში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში ჩატარდა. როგორც ირკვევა, ცდებში მონაწილეებში მუცლის მოშლის თითქმის მსგავსი მაჩვენებელი დაფიქსირდა იმ ცდისპირებს შორის, რომლებსაც ორგანიზმში AstraZeneca-ს პრეპარატი ან პლაცებო შეუყვანეს. გარდა ამისა, მკვდარი ნაყოფის შობის შემთხვევები ჯერჯერობით არ აღწერილა.

ანალიზის შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ ვაქცინა ნაყოფიერებაზე გავლენას არ ახდენს. The Lancet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ცდების მიმდინარეობისას დაფეხმძიმებული 93 ცდისპირიდან 50-ს AstraZeneca-ს პრეპარატი ჰქონდა გაკეთებული, 43-ს კი – პლაცებო.

როგორც ცნობილია, კვლევების განმავლობაში საერთო ჯამში 15 ახალშობილი დაიბადა. მათ შორის ათი იმ ცდისპირებმა გააჩინეს, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჰქონდათ მიღებული, ხუთი კი – მათ, ვის ორგანიზმშიც პრეპარატის ნაცვლად პლაცებო შეიყვანეს. ვაქცინირებულთა ჯგუფიდან ნაადრევი მშობიარობის სამი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა სამივე ახალშობილი 34-37-კვირიანი მუცლადყოფნის შემდეგ დაიბადა.

ორსულობაზე კორონავირუსის გავლენის შესახებ კლინიკური მონაცემების სიმწირემ ვაქცინაციის პროცესში ფეხმძიმეთა პასიურობა გამოიწვია. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში მცხოვრები არავაქცინირებული ორსული ქალები საავადმყოფოებში მოთავსებული პაციენტების 20%-ს შეადგენენ, რომლებშიც კორონავირუსი მძიმე ფორმით მიმდინარეობს.

ასტრონომებმა იუპიტერის შტორმის – „დიდი წითელი ლაქის“ სიღრმე გაზომეს

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) რეაქტიული ძრავების ლაბორატორიასა და ქვეყანაში მდებარე სხვადასხვა დაწესებულებაში მომუშავე ასტრონომები იუპიტერის სამხრეთ ნაწილში მოქმედ შტორმს – „დიდ წითელ ლაქას“ სამ განზომილებაში დააკვირდნენ და შედეგად, მისი სიღრმის შესახებ უფრო ზუსტი მონაცემები მოიპოვეს. მეცნიერებმა ამის შესახებ გამოცემა Nature-ში ორი ნაშრომი გამოაქვეყნეს.

ასტრონომებმა ჩვენი მზის სისტემის უდიდესი პლანეტის შტორმზე დასაკვირვებლად NASA-ს მიერ იუპიტერის შესასწავლად გაშვებულ კოსმოსურ ზონდ Juno-ზე დამონტაჟებული გრავიტაციის საზომი ხელსაწყო და მიკროტალღური რადიომეტრი გამოიყენეს. პირველი მათგანის მიერ მოპოვებული მასალის ანალიზის შედეგად სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ „დიდი წითელი ლაქა“ დაახლოებით 500 კილომეტრის სიღრმეზე ვრცელდება და 3 ათასი კილომეტრის სიღრმიდან მომავალი ნაკადებით მარაგდება. მეცნიერების განმარტებით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ შტორმი პლანეტის გარშემო არსებული ატმოსფეროს ზედა და ქვედა შრეებს აკავშირებს.

ამის პარალელურად, ასტრონომები იუპიტერის უდიდეს შტორმს Juno-ზე დამონტაჟებული 600 კილომეტრი დიაპაზონის მქონე მიკროტალღური რადიომეტრის საშუალებით დააკვირდნენ. მეცნიერებმა ხელსაწყოს დახმარებით დაადგინეს, რომ ატმოსფერულ ფენომენს კავშირი აქვს ღრუბლების მიღმა განლაგებულ იმ რეგიონთან, სადაც, მათი ვარაუდით, წყალი და ამიაკი კონდენსირდება.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ კომპანია Lockheed Martin-ის მიერ აგებული ხომალდი Juno იუპიტერის შესასწავლად 2011 წლის 5 აგვისტოს ფლორიდის შტატში მდებარე კანავერალის კონცხზე განლაგებული კოსმოდრომიდან რაკეტა Atlas V 551-ის დახმარებით გაუშვა. აპარატმა დანიშნულების ადგილს 2016 წელს მიაღწია და პლანეტის ორბიტაზე დაიწყო მოძრაობა. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, მისიის ხანგრძლივობა 7 წლით იყო განსაზღვრული, თუმცა NASA-ს მიერ მოგვიანებით მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, Juno იუპიტერის შესწავლას 2025 წლამდე გააგრძელებს.

Previous Post

ბრიტანულ ეკონომიკაზე ბრექსიტის გავლენა უფრო დიდია, ვიდრე პანდემიისა

Next Post

ქვეყნის ენერგომომავალი: განახლებადი ენერგიები

იზა გვარამაძე

Next Post
ქვეყნის ენერგომომავალი: განახლებადი ენერგიები

ქვეყნის ენერგომომავალი: განახლებადი ენერგიები

Stay Connected test

  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025

Washington prepares for Donald Trump’s big moment

November 3, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

December 30, 2025

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

Forbes Georgia

We bring you the best Premium WordPress Themes that perfect for news, magazine, personal blog, etc. Check our landing page for details.

Follow Us

Browse by Category

  • 30 Under 30
  • 30 Under 30
  • All News
  • Apps
  • Archive
  • Billionaires
  • Business
  • Business
  • Business
  • Caspian Energy
  • COVID-19
  • COVID-19
  • Culture
  • Culture
  • Economic Calendar
  • Economics
  • Editorial
  • English
  • English
  • Entertainment
  • Entrepreneurs
  • Executives
  • Fashion
  • Finances
  • Finances
  • Food
  • Forbes
  • Forbes
  • Forbes Auto
  • Forbes Banker
  • Forbes Banker
  • Forbes Crypto
  • Forbes Culture
  • Forbes EDU
  • Forbes EDU
  • Forbes Georgia in English
  • Forbes Georgia in English
  • Forbes GREEN
  • Forbes Guide
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Life
  • Forbes Life
  • Forbes People
  • Forbes Property
  • Forbes Property
  • Forbes Science
  • Forbes Sport
  • FORBES TECH
  • Forbes TECH
  • Forbes Woman
  • Forbes Woman
  • Gadget
  • Gaming
  • Georgia
  • HEALTH
  • HEALTH
  • Health
  • History
  • Industry
  • İngilizce Haberler
  • Internet
  • Interviews
  • Investments
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Management
  • Mobile
  • Movie
  • Music
  • News
  • News
  • Op-Ed
  • Opinions
  • Partner Content
  • Partner Content
  • Politics
  • Politics
  • Press Release
  • Rankings and Lists
  • Region
  • Review
  • Science
  • Science
  • Sport
  • Sports
  • Startup
  • Strategies
  • Style
  • Tech
  • Tech
  • Travel
  • Travel
  • World
  • World
  • Русском
  • ანტრეპრენიორები
  • არქივი
  • ბიზნესი
  • ბიზნესი
  • გამოძიება
  • გურმანი
  • ედიტორიალი
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკური კალენდარი
  • ვაჭრობა
  • ვაჭრობა
  • თავდაცვა
  • თავდაცვა
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • ინდუსტრია
  • ინვესტიციები
  • ინტერვიუ
  • ინტერნეტი
  • ისტორია
  • კომპანიები
  • კომპანიები
  • კომუნიკაციები
  • კულტურა
  • კულტურა
  • მენეჯერები
  • მენეჯმენტი
  • მეცნიერება
  • მილიარდერები
  • მოგზაურობა
  • მოდა
  • მოსაზრება
  • მსოფლიო
  • ოპედი
  • პარტნიორის კონტენტი
  • პოლიტიკა
  • პორტრეტები
  • პრესრელიზი
  • პროფილი
  • რა სჭირდებათ დამსაქმებლებს
  • რეგიონი
  • რედაქტორი
  • რეიტინგი
  • რჩევები
  • საქართველო
  • სიახლეები
  • სოციალური მედია
  • სპორტი
  • სტილი
  • სტრატეგიები
  • ტექნოლოგიები
  • ფინანსები
  • ფინანსები
  • ფორბს-მოსაზრება
  • ფორბს-მოსაზრება
  • ქართულად
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
  • ხელოვნება
  • ხელოვნება

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026
  • About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.