Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიები სამუშაო ვიზების გაცემის შეჩერების გამო ტრამპს აკრიტიკებენ

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ქართულად
0
ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიები სამუშაო ვიზების გაცემის შეჩერების გამო ტრამპს აკრიტიკებენ
0
SHARES
0
VIEWS

წამყვანი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების, მათ შორის Amazon-ის, Uber-ის, Alphabet-ის და Twitter-ის ხელმძღვანელები  საიმიგრაციო სამუშაო ვიზების გაცემის შეჩერების გამო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აკრიტიკებენ. კომპანიების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ “ეს არის წარმოუდგენლად ცუდი პოლიტიკა“, რაც ამერიკის ეკონომიკური აღდგენის პროცესებს და მის კონკურენტუნარიანობას ხელს შეუშლის.

შეგახსენებთ, ტრამპმა გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც ცალკეული სახის ვიზების გაცემა, რომელიც უცხოელებს აშშ-ში ჩასვლის და მუშაობის უფლებას აძლევს, შეაჩერა. როგორც ტრამპის ადმინისტრაციაში განმარტეს, გადაწყვეტილება, რომელიც  H-1B, H-2B, H-4, J-1, და L-1 ვიზებს ეხება, აუცილებელი იყო ამერიკელი დასაქმებულების დასაცავად იმ ფონზე, როდესაც კორონავირუსის პანდემიამ უმუშევრობის დონე რეკორდულ ნიშნულამდე მიიყვანა.

ტექნოლოგიური კომპანიები ძირითადად დაინტერესებული არიან H1-B ვიზების დაშვებით, რათა მაღალკვალიფიციური ინჟინრები და სხვა თანამშრომლები მოიზიდონ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. მხოლოდ გასულ წელს, Google-მა და Amazon-მა ერთად H1-B ვიზით 9 000 ადამიანი მიიღეს. მთლიანად აშშ-ის მასშტაბით კი, ამ ვიზით წელიწადში 85 000 მაღალკვალიფიციური ადამიანი ჩადის სამუშაოდ.

“იმიგრაციას უდიდესი წვლილი აქვს ამერიკის ეკონომიკურ წარმატებაში, რაც ქვეყანას ტექნოლოგიებში გლობალურ ლიდერად აქცევს“, – აღნიშნა Alphabet-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა სანდარ პიჩაიმ.

“ეს განცხადება ძირს უთხრის ამერიკის უდიდეს ეკონომიკურ აქტივს: მრავალფეროვნებას. ხალხი მთელი მსოფლიოდან ჩამოდის აქ რომ შემოუერთდეს ჩვენს სამუშაო ძალას, ისინი იხდიან გადასახადებს და დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენს კონკურენტუნარიანობაში“, – განაცხადა Twitter-ის ვიცეპრეზიდენტმა ჯესიკა ჰერერა-ფლანიგანმა.

Box-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა აარონ ლევიმ კი აღნიშნა, რომ ტრამპის ბრძანება ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტი ადამიანი დასაქმდება აშშ-ის გარეთ და ეს ამერიკას კონკურენტუნარიანობას ხელს შეუშლის.

“მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისთვის ქვეყანაში შემოსვლის და ამერიკის ეკონომიკურ აღდგენაში წვლილის შეტანის პრევენცია ქვეყნის გლობალურ კონკურენტუნარიანობას რისკის წინაშე აყენებს. მაღალკვალიფიციური ადამიანების სავიზო პროგრამის ფასი ნათელია“, – განაცხადა Amazon-ის პრესსპიკერმა.

“პრეზიდენტი ტრამპის ბოლო გადაწყვეტილება იყენებს პანდემიას როგორც იმიგრაციის შეზღუდვის გამართლებას. სინამდვილეში, მაღალკვალიფიციური მუშახელის ამერიკაში არ შემოშვება ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას კიდე უფრო გაართულებს“, – ამის შესახებ კი Facebook-ის პრესსპიკერმა NBC-ის განუცხადა.

ტრამპის გადაწყვეტილება 24 ივნისიდან შედის ძალაში, რომელიც წლის ბოლომდე იმოქმედებს. ეს გადაწყვეტილება არ ეხება იმ უცხოელ დასაქმებულებს, რომლებიც უკვე იმყოფებიან აშშ-ში, ან იმ უცხოელებს, რომლებსაც უკვე აქვთ მიღებული ვიზა, თუმცა, ჯერ არ ჩასულან აშშ-ში.

თავად ტრამპის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება ამერიკელი მოქალაქეებისთვის 525 000 სამუშაო ადგილს დაზოგავს.

Previous Post

20 CEO-ს მოსაზრება – როგორ ხედავენ უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელები პანდემიას?

Next Post

Amazon, Google, Twitter, and other tech companies are speaking out against Trump’s freeze on immigrant work visas

მაგდა დოლიძე

Next Post
Amazon, Google, Twitter, and other tech companies are speaking out against Trump’s freeze on immigrant work visas

Amazon, Google, Twitter, and other tech companies are speaking out against Trump's freeze on immigrant work visas

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result