Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ეროვნული ბანკის რეფორმები სავალუტო ბაზარზე

by მაგდა დოლიძე
თებერვალი 28, 2021
in ფინანსები
0
ეროვნული ბანკის რეფორმები სავალუტო ბაზარზე
0
SHARES
0
VIEWS

გიორგი ლალიაშვილი ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსი.

ფინანსური ბაზრები მუდმივად და დინამიკურად ვითარდება როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში. ეს ცვლილებები პერიოდულად ჩქარდება და ზოგჯერ ნახტომისებურ წინსვლაში გადაიზრდება. სწორედ ასეთ რეფორმასთან გვაქვს საქმე, როდესაც წლების განმავლობაში დაგროვილი ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება სავალუტო ბაზრის თვისებრივად ახლებურ მოწყობაში გადაიზრდება.

სავალუტო ბაზარი ტრადიციულად არარეგულირებადი ბაზარია. წლების მანძილზე მასზე თამაშის წესებს თავად ბაზრის მონაწილეები ადგენდნენ. ამერიკასა და ევროპაში არაერთი სკანდალი მოხდა კურსების მანიპულაციასთან დაკავშირებით. ამის საპასუხოდ შეიკრიბნენ მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკები, კომერციული ბანკები და მსხვილი კომპანიები. მათ ერთობლივი ძალისხმევით, რამდენიმე წლის განმავლობაში შექმნეს გლობალური სავალუტო კოდექსი, რომელიც აღწერს სავალუტო ბაზარზე მუშაობის საუკეთესო პრაქტიკას და აწესებს მინიმალურ სტანდარტებს.

გლობალური კოდექსი ადგენს სამართლიანი თამაშის წესებს, მკაფიოდ განსაზღვრავს, თუ რა არის მიუღებელი საქციელი ბაზრის მონაწილეების მხრიდან. კოდექსი ავალდებულებს ფინანსურ შუამავლებს, იყვნენ აბსოლუტურად გამჭვირვალენი სავალუტო ბაზრის სერვისების მიწოდებისას. მათ უნდა იმოქმედონ კლიენტის საუკეთესო ინტერესების დაცვის მოტივით, მოიძიონ და მიიღონ კლიენტისთვის საუკეთესო პირობები, რაც არის იმ მომენტში ბაზარზე. ამისათვის მათ, როგორც ფინანსური მომსახურების გამწევმა კომპანიებმა, გამჭვირვალე და მოზომილი ტარიფები უნდა დააწესონ. გლობალური სავალუტო კოდექსის ძირითადი პრინციპების საფუძველზე და მისი საქართველოში დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, ეროვნულმა ბანკმა ბაზრის მონაწილეებისათვის შექმნა სავალუტო ბაზარზე საქმიანობის წესი. წესი ქართული ბაზრის თავისებურებებსაც ითვალისწინებს და იმ საკითხებზე აკეთებს აქცენტებს, რომლებიც ჩვენთვის ყველაზე პრიორიტეტულია. წესი ძალაში 1 ოქტომბრიდან შევა, რაც მონაწილეებს საკმარის დროს უტოვებს მოსამზადებლად.

ახალი წესების პირობებში ბანკები და მათი კლიენტები ბლუმბერგის ახალ ავტომატიზებულ სავალუტო პლატფორმაზე ივაჭრებენ. ეს იქნება Bmatch (ბიმეჩ) პლატფორმა, რომელიც უკვე აპრობირებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის – ჩვენს რეგიონშიც. მარტიდან ის უკვე საქართველოშიც მუშაობს, თუმცა შეზღუდულ სატესტო რეჟიმში. საინტერესოა, რომ საქართველოში Bmatch-ის გამოყენებას რამდენიმე თავისებურება ექნება. პირველ რიგში, პლატფორმაზე დაშვებული იქნებიან კომპანიები. ეს მათ უნიკალურ შანსს აძლევს, თავად მიიღონ მონაწილეობა ვაჭრობებში. დააკვირდნენ ბაზრის დინამიკას და მიიღონ ოპერატიული გადაწყვეტილებები. სავარაუდოდ, ამ შესაძლებლობით მსხვილი სავალუტო ბრუნვების მქონე კომპანიები დაინტერესდებიან, ვისთვისაც ტერმინალის ხელმოწერის ყოველთვიური ხარჯი კომერციულად გამართლებული იქნება. რაც შეეხება იმ კომპანიებს, რომლებსაც შედარებით მცირე სავალუტო ბრუნვები აქვთ, ისინი, ვფიქრობთ, არჩევენ ბანკების მომსახურებით სარგებლობას, და Bmatch-ზე არაპირდაპირი გზით, ანუ შუამავალი აგენტის დახმარებით ვაჭრობას. ვაჭრობის პროცესი გამჭვირვალე და სამართლიანი რომ იყოს, ამას სისტემის თავისებურებებთან (ანონიმურობა და განაცხადების ავტომატური დაწყვილება) ერთად, ეროვნული ბანკის სავალუტო ბაზრის წესები უზრუნველყოფს.

Bmatch-ი ერთ სივრცეში თავს მოუყრის ერთდროულად ასეულობით მონაწილეს. ეს კი ნიშნავს, რომ ვალუტის ყიდვისა და გაყიდვის მსურველები უფრო ადვილად იპოვიან ერთმანეთს. თუ თქვენ ვალუტა გაქვთ გასაყიდი, ხოლო სხვას საყიდელი, აქ უფრო დიდია ალბათობა, რომ თქვენ ერთმანეთთან ყველაზე ხელსაყრელი კურსით ივაჭრებთ. კომპანიის განაცხადი ცენტრალიზებულ სავაჭრო პლატფორმაზე მომსახურე ბანკის დახმარებით ხვდება. თუ აქამდე კლიენტები საკუთარ ბანკთან ვაჭრობდნენ, გარიგებების მოცულობის 90% ბანკსა და მის კლიენტს შორის იდებოდა, ახალ რეალობაში გაიზრდება ბლუმბერგის პლატფორმის წილი, სადაც გარიგებები კომპანიებს შორის, ან კომპანიასა და რომელიმე სხვა კომერციულ ბანკს ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შორის დაიდება. ბევრი მონაწილისა და გარიგების ერთ სივრცეში კონცენტრაციას გაზრდილი ლიკვიდობა, უფრო მეტი კონკურენცია და შევიწროებული სპრედები მოჰყვება. უფრო მცირე სპრედები ნიშნავს სავალუტო ოპერაციების ნაკლები დანახარჯებით განხორციელების შესაძლებლობას. ეს კიდევ უფრო გაზრდის ბაზრის ამ სეგმენტით დაინტერესებას. გამჭვირვალე და საუკეთესო სტანდარტების შესაბამისი წესების დაცვა გაზრდის ნდობას მის მიმართ. ამით ისარგებლებს ბაზრის ყველა მონაწილე, მათ შორის – უცხოელი ინვესტორებიც. ეს უკანასკნელნი სპრედების შემცირების კვალობაზე ქართულ ფინანსურ ბაზრებზე კიდევ უფრო გააქტიურდებიან. შედეგად, ბაზრის მოცულობა განუხრელად გაიზრდება, რაც მისი ყველა მონაწილისთვის საქმიანობის უკეთეს პირობებს ნიშნავს.

Bmatch-ი არის განაცხადების ავტომატური დაწყვილების პლატფორმა. მონაწილეები იქ ერთდროულად აქვეყნებენ ყიდვის ან/და გაყიდვის განაცხადებს. უთითებენ თანხას და სასურველ კურსს. როდესაც ყიდვისა და გაყიდვის კურსები ერთმანეთს ემთხვევა, სისტემა ავტომატურად ასრულებს გარიგებას. თუ მონაწილეს მოეწონება სისტემაში დადებული რომელიმე განაცხადი, მას შეუძლია, შეიყვანოს საპირისპირო გარიგება და განაცხადები ავტომატურად დაწყვილდება. განაცხადების ავტორის ვინაობა გარიგების დადებამდე ანონიმურია. ანუ მონაწილეები მიუკერძოებლად დებენ გარიგებებს, მხოლოდ საკუთარი ეკონომიკური ინტერესებისა და კლიენტის დავალებების გათვალისწინებით. უკვე მას შემდეგ, რაც გარიგება დაიდება, განაცხადის ავტორი გაიგებს კონტრაგენტის ვინაობას. ანგარიშსწორება კი მომსახურე ბანკის მეშვეობით განხორციელდება, რაც ანგარიშსწორების შეუფერხებელ განხორციელებას უზრუნველყოფს. თუ კლიენტი დროული ანგარიშსწორებისთვის თანხების წინასწარ მობილიზებას დააგვიანებს, ბანკი მაინც ვალდებულია, მეორე მხარის მიმართ ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს. ამ შემთხვევაში იგი, წესების თანახმად, კლიენტის მიმართ სანქციებს გამოიყენებს.

საინტერესოა, როგორი იქნება ეროვნული ბანკის როლი. ეროვნული ბანკი უკვე მონაწილეობს Bmatch-ზე, სადაც ის მცირე მოცულობით ინტერვენციებს პერიოდულად, საჭიროებისამებრ ახორციელებს. Bmatch-ის პირობებში ინტერვენციები უფრო მოქნილი და ბაზრის კონიუნქტურაზე მორგებული გახდა. ინტერვენციებისას ეროვნული ბანკი ითვალისწინებს როგორც კურსის ვოლატილობას, ასევე ბაზარზე მიმდინარე ლიკვიდობას. Bmatch-ზე ინტერვენციები განსაკუთრებით ეფექტიანია მაშინ, როდესაც ბაზარზე შემცირებულია ლიკვიდობა.

ეროვნული ბანკი აწესებს Bmatch- ზე ვაჭრობის წესებს სისტემის მონაწილეებისათვის. ასევე საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობას მიიღებს დავების გადაწყვეტაში. ეროვნული ბანკი ასევე მონიტორინგს გაუწევს წესების მოთხოვნების შესრულებას. წესების დარღვევის ფაქტები შესაძლოა, განხილულ იქნას ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის ფორმატში. აღნიშნული ასოციაცია 2018 წელს შეიქმნა. მისი მანდატი, ფინანსური ბაზრების განვითარებასთან ერთად, გლობალური სავალუტო კოდექსის პრაქტიკაში დანერგვასაც მოიცავს. ეროვნული ბანკი იმავდროულად ასოციაციის თავმჯდომარის როლსაც ასრულებს, ხმის უფლების გარეშე. ვინაიდან ასოციაციის წევრები ბაზრის პროფესიონალი მონაწილეები არიან, ასოციაციის ფარგლებში შესაძლებელი იქნება კვალიფიციური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილებების მიღება.

ოფიციალური კურსის დაანგარიშებაში ეროვნული ბანკი სამომავლოდ მხოლოდ Bmatch-ზე დადებული გარიგებების შეყვანას გეგმავს. ვინაიდან აქ უკვე კომპანიების გარიგებებიც დაემატება, გამოქვეყნებული კურსი უფრო რეპრეზენტაციული იქნება. ანუ ბაზრის უფრო დიდ სეგმენტს მოიცავს და მეტ მონაწილეს დაფარავს. არ ვფიქრობთ, რომ ამით არსებითად განსხვავებულ შედეგს მივიღებთ. თუმცა კითხვები (თუნდაც უსაფუძვლო), თუ რამდენად ასახავს ოფიციალური კურსი ბაზრის რეალურ მდგომარეობას, და ხომ არ ახდენს მის ჩამოყალიბებაზე მონაწილეთა მცირე წრე გავლენას, წესით, აღარ უნდა დაისვას.

მნიშვნელოვანია ის ახალი სტანდარტები, რომელთა დაკმაყოფილება მოუწევთ ფინანსურ ინსტიტუტებს. პირველ რიგში, მათ უფრო მეტი გამჭვირვალობის მოთხოვნები წაეყენებათ. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, მათ უნდა შეიმუშაონ და ვებსაიტზე ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადონ სავალუტო ბაზარზე მომსახურების პირობები. ეს პირობები მოიცავს როგორც შეთავაზებული სერვისების აღწერილობას, კლიენტის განაცხადების დამუშავების პროცესს, სისწრაფეს, პრიორიტეტებს, ასევე საფასო პოლიტიკას. ტარიფები უნდა იყოს ფიქსირებული, ანუ არ უნდა იყოს დამოკიდებული განაცხადის მოცულობაზე. ამას ეროვნული ბანკის წესი მოითხოვს. ამასთან, ტარიფები უნდა იყოს გონივრული და სამართლიანი. არ უნდა ემსახურებოდეს ცალკეული კლიენტების, კლიენტთა ჯგუფების დისკრიმინაციას. ამასთან, ისინი უნდა ითვალისწინებდეს კონკრეტული სერვისისთვის გაწეულ ეკონომიკურ დანახარჯებს.

დიდი ყურადღება დაეთმობა ინფორმაციის დამუშავებას, გამოყენებასა და გავრცელებას, კლიენტთან შესაბამის კომუნიკაციას. კლიენტის დავალების აღსრულებისას ინფორმაცია ისე უნდა იყოს დაცული, რომ არ დაზარალდეს კლიენტის ინტერესები, დაცული იყოს მისი განაცხადების კონფიდენციალობა. ამის უზრუნველსაყოფად ბანკებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ორგანიზაციული მოწყობა, რისკების მართვის მექანიზმები, საინფორმაციო ტექნოლოგიები. ყველა ინფორმაცია უნდა იწერებოდეს ელექტრონულად და ინახებოდეს 6 წლის განმავლობაში.

როგორც ინფორმაციის დამუშავებისას, ისე გარიგების დადებისას ფინანსურმა ინსტიტუტმა უნდა იხელმძღვანელოს კლიენტის საუკეთესო ინტერესებით. თუ აქამდე სავალუტო ბაზარზე კლიენტი ბანკის კონტრაგენტი იყო, ანუ კლიენტისა და ბანკის ინტერესები ყოველთვის არ ემთხვეოდა, ან ზოგჯერ უპირისპირდებოდა ერთმანეთს, ეს მიდგომა შეიცვლება. ბანკი უკვე გამოვა კლიენტის ინტერესების დამცველად, მის პარტნიორად სავალუტო ბაზარზე.

ბანკებს ევალებათ, არ შეზღუდონ კლიენტი, თუ მას მომსახურების მიღება იმავდროულად სხვა ფინანსური ინსტიტუტებისგან სურს. გამოქვეყნებული ტარიფები და პირობები საშუალებას მისცემს კლიენტებს, შეადარონ და აარჩიონ მათთვის უფრო მისაღები სერვისები არა მარტო ფასის, არამედ სხვა კომპონენტების გათვალისწინებითაც. ბანკებს არ ექნებათ უფლება, ერთი სერვისის სუბსიდირებით, ანუ გაუმართლებლად დაბალ, მიმზიდველ ფასად შეთავაზებით აიძულონ კლიენტი, იყიდოს სხვა მომსახურებაც. თუ რამდენიმე მომსახურება როგორც პაკეტი, ისე გაიყიდება, ამის შესახებ, მათ შორის ინდივიდუალური მომსახურების ტარიფები, კლიენტისთვის ცნობილი უნდა იყოს.

იმისათვის, რომ კლიენტებმა უკეთ იცოდნენ, რა პრაქტიკულ უპირატესობებს სთავაზობს მათ ეროვნული ბანკის რეფორმები, ჩვენ აქტიურ საგანმანათლებლო ღონისძიებებს ვგეგმავთ. ვფიქრობთ, რომ ეროვნული ბანკის, ფინანსური და კორპორაციული სექტორის ერთობლივი ძალისხმევით უკვე უახლოეს მომავალში მივაღწევთ სავალუტო ბაზარზე თვისებრივ გაუმჯობესებას, რაც მთლიანობაში ჩვენი ფინანსური სექტორისა და ეკონომიკის განვითარების ხელის შემწყობი იქნება.

Previous Post

როგორ მოხვდა 23 წლის ქართველი ახალგაზრდა Google-ში?

Next Post

American Airlines-ი 19,000 სამუშაო ადგილის შემცირებას აპირებს

მაგდა დოლიძე

Next Post
American Airlines-ი 19,000 სამუშაო ადგილის შემცირებას აპირებს

American Airlines-ი 19,000 სამუშაო ადგილის შემცირებას აპირებს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

EUcasino: Quick‑Play Slots und Live‑Action für schnelle Gewinne

აგვისტო 3, 2026

Pistolo Casino Review – Rychlé výhry a intenzivní hraní

აგვისტო 3, 2026

Gransino Casino: Vincite Veloci e Gioco Veloce per Sessioni Brevi

აგვისტო 2, 2026

Reels Grande – Quick Play Slots for Instant Wins

აგვისტო 2, 2026

Recent News

EUcasino: Quick‑Play Slots und Live‑Action für schnelle Gewinne

აგვისტო 3, 2026

Pistolo Casino Review – Rychlé výhry a intenzivní hraní

აგვისტო 3, 2026

Gransino Casino: Vincite Veloci e Gioco Veloce per Sessioni Brevi

აგვისტო 2, 2026

Reels Grande – Quick Play Slots for Instant Wins

აგვისტო 2, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result