Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ყველაზე წაგებული მილიარდერები

by მაგდა დოლიძე
თებერვალი 28, 2021
in ქართულად
0
ყველაზე წაგებული მილიარდერები
0
SHARES
0
VIEWS

ბოლო ერთი წლის განმავლობაში 400 უმდიდრესი ამერიკელის ქონება ერთად, Forbes-ის მიხედვით $240 მილიარდით გაიზარდა. თუმცა, ყველა მათგანმა ვერ შეძლო ქონების ზრდა, მათ შორის არიან ლეგენდარული უორენ ბაფეტი, ასევე სტივ ჯობსის ქვრივი და ამერიკული ნავთობ ინდუსტრიის მაგნატი ჰაროლდ ჰემი.

კორონავირუსის პანდემიამ ნეგატიური გავლენა მოახდინა არაერთ ინდუსტრიაზე, მათ შორის გართობის და დასვენების ინდუსტრიასა და ენერგოსექტორზე. კინოთეატრები დაიხურა, ტურისტების რიცხვი საგრძნობლად დაეცა, რეკორდულად შემცირდა საწვავზე მოთხოვნაც. ამიტომაც იმ მილიარდერთა ქონება, რომელთა აქტივებიც სწორედ ამ დაზარალებულ ინდუსტრიებს უკავშირდება, მასშტაბურ კლებას განიცდის.

პროცენტულად თუ ვიმსჯელებთ, ყველაზე მეტად ამერიკელ მილიარდერებს შორის ჰაროლდ ჰემის ქონება შემცირდა. მისი კომპანიის – Continental Resources-ის აქციების მკვეთრმა დაცემამ, ჰემის ქონება 42%-ით შეამცირა, რაც წლის განმავლობაში $3,7 მილიარდიან კლებას გულისხმობს. სხვა უმდიდრეს ამერიკელებს შორის, რომელთა ქონებაც მესამედზე მეტით შემცირდა, არიან ჯერემი ჯეიკობსი, რომელიც კვების და სტუმარმასპინძლობის სექტორში მომუშავე კომპანიის Delaware North-ის ხელმძღვანელია, ასევე ინდური ბიუჯეტური ავიაკომპანია IndiGo-ს თანადამფუძნებელი რაკეშ განგვალი და ძმები ანდრეს და ალეხანდრო სანტო დომინგოები, რომელთაც აქტივები აქვთ უმსხვილეს კოლუმბიურ ლუდის მწარმოებელ კომპანია InBev-ში.

თანხების მიხედვით კი ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა ლეგენდარულმა ინვესტორმა უორენ ბაფეტმა, რომლის ქონებამაც $7.3 მილიარდით შემცირდა. ეს ნაწილობრივ იმანაც განაპირობა, რომ მან 2020 წლის ივლისში $2.9 მილიარდი შესწირა ქველმოქმედებას. აღნიშნული თანხა გადაეცა ბავშვთა დახმარების საქველმოქმედო ფონდებს და ბილ და მელინდა გეითსების ფონდსაც. ცნობისთვის, 2006 წლიდან ბაფეტს $40 მილიარდი აქვს შეწირული ქველმოქმედებისთვის. მიუხედავად ამისა, ის მილიარდერთა Forbes 400-ის ახალ რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს.

დეტალურად კი დაზარალებული მილიარდერების სია ასე გამოიყურება:

ჰაროლდ ჰემი

ქონება: $5.1 მილიარდი (შემცირდა –$3,7 მილიარდით და 42%-ით)

2020 წლის 1 იანვრიდან, ჰემი გადადგა ნავთობ და გაზკომპანია Continental Resources-ის ხელმძღვანელის პოსტიდან, რომელსაც ის 43 წლის განმავლობაში იკავებდა. შემდეგ ორ თვეში კი კომპანიის აქციებმა კლება დაიწყო ნავთობზე ფასების შემცირების გამო. თუმცა, მოგვიანებით კომპანიამ მოახერხა ნაწილობრივ აღედგინა თავისი პოზიციები ბაზარზე. 2020 წლის 24 ივლისის მონაცემებით კი მისი აქციები წინა წელთან შედარებით დაახლოებით ნახევარ ფასად ივაჭრებოდა.

ჯერემი ჯეიკობსი

ქონება: $2.6 მილიარდი (შემცირდა –$1,7 მილიარდით და 39.5%-ით)

კომპანია Delaware North-ი ჯერემი ჯეიკობსის მამამ 1915 წელს დააარსა. კომპანია აერთიანებდა კვების ობიექტებს აეროპორტებში, კურორტებზე, სტადიონებზე. მოგეხსენებათ, აღნიშნული ობიექტები კორონავირუსის პანდემიის გამო დაცარიელდა. შედეგად, Delaware North-ის აქციებიც შემცირდა. ცნობისთვის, ჯეიკობსი ასევე ფლობს ჰოკეის კლუბს Boston Bruins-საც.

რაკეშ განგვალი

ქონება: $2.3 მილიარდი (შემცირდა –$1,5 მილიარდით და 39.5%-ით)

მაიამიში მცხოვრები ინდოელი ბიზნესმენი ბიუჯეტური ავიაკომპანია IndiGo-ს აქციების 37%-ს ფლობს. აღნიშნული ავიაკომპანია 2006 წელს შეიქმნა. როგორც სხვა იმ მილიარდერების ქონება, რომლებსაც აქტივები ავიასექტორში ჰქონდათ, განგვალის ქონებაც შემცირდა. IndiGo-ს დედაკომპანიის აქციები პანდემიის გამო ერთ წელში 42%-ით დაეცა.

ანდერს და ალეხანდრო სანტო დომინგოები

ქონება: $2.8 მილიარდი (შემცირდა –$1,5 მილიარდით და 34.5%-ით)

ძმები ანდერს და ალეხანდრო სანტო დომინგოებმა მემკვიდრეობით აქციები ლუდის მწარმოებელ კომპანიაში მამისგან მიიღეს. ორივე ძმას თავისი წილი აქვს კომპანია Anheuser Busch Inbev-ში, რომლის აქციებიც პანდემიის ფონზე დაკეტილი ბარების და სტადიონების გამო, მნიშვნელოვნად შემცირდა.

კელსი უორენი

ქონება: $2.8 მილიარდი (შემცირდა –$1,5 მილიარდით და 34.9%-ით)

კელსი უორენი ენერგოკომპანია Energy Transfer-ის ხელმძღვანელია. 2020 წლის ივლისის ბოლოს, კომპანიის აქციები წინა წელთან შედარებით 46%-ით იყო დაკლებული, რამაც ბუნებრივია, უორენის ქონებაზე ნეგატიური გავლენა იქონია. მისი ბიზნესპარტნიორი რეი დევისი, რომელთან ერთადაც დააარსა უორენმა Energy Transfer-ი, ასევე დიდ ზარალს განიცდის. დევისის ქონება $1.9 მილიარდს შეადგენს, ის წელს 400 უმდიდრესი ამერიკელის რეიტინგში ვერც მოხვდა.

უორენ ბაფეტი

ქონება: $73.5 მილიარდი (შემცირდა –$7,3 მილიარდით და 9%-ით)

ბაზარზე მცირედმა ცვლილებებმაც კი შეიძლება ბაფეტის ქონების მილიარდობით დოლარის ოდენობის კლება გამოიწვიოს. იქიდან გამომდინარე, რომ ბაფეტის კონგლომერატის Berkshire Hathaway-ის პორტფოლიო მოიცავს აქტივებს ფინანსურ, ტექნოლოგიურ და სხვადასხვა ინდუსტრიულ კომპანიებში, მისი აქციები წინა წელთან შედარებით მხოლოდ 5%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ბაფეტმა პანდემიის გავლენების გამო ავიაინდუსტრიაში ჩადებული ინვესტიციები მიატოვა და ოთხ უმსხვილეს ამერიკულ ავიაკომპანიაში საკუთარი წილი გაყიდა.  

ლორენს პაუელ ჯობსი

 ქონება: $16 მილიარდი (შემცირდა –$5,3 მილიარდით და 24.9%-ით)

სტივ ჯობსის ქვრივი ყველაზე მდიდარ ამერიკელ ქალებს შორის Forbes-ის რეიტინგში მეხუთე ადგილს იკავებს. ლორენს პაუელ ჯობსი ფლობს აქციებს Apple-სა და Disney-ში. იმის მიუხედავად რომ 2020 წლის ივლისის ბოლოს Apple-ის აქციები 75%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით, Forbes-მა თავისი მონაცემები პაუელ ჯობსის ქონებასთან დაკავშირებით შეამცირა მისი აქტივების შესახებ ახალი ინფორმაციის გამო. თუმცა, არ კონკრეტდება რაზეა საუბარი.

შელდონ ადელსონი

ქონება: $29.9 მილიარდი (შემცირდა –$4,7 მილიარდით და 13.6%-ით)

შელდონ ადელსონის კომპანია Las Vegas Sands-ი ფლობს ყველაზე პოპულარულ კაზინოებს ლას-ვეგასში, მათ შორის The Venetian-ს და The Palazzo-ს. კორონავირუსის პანდემიის გამო, ადელსონს მოუწია თავისი კაზინოების დაახლოებით სამი თვით დახურვა. 24 ივლისის მონაცემებით, მისი კომპანიის აქციები თითქმის 20%-ით იყო შემცირებული წინა წელთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა მსხვილმა კაზინომ ათასობით ადამიანი სამსახურიდან გაუშვა, ადელსონმა 8 000 თანამშრომელს 2020 წლის ოქტომბრამდე ხელფასების გადახდის პირობა მისცა.

კარლ აიკანი

ქონება: $14 მილიარდი (შემცირდა –$3.6 მილიარდით და 20.5%-ით)

კარლ აიკანის კომპანია Icahn Enterprises, რომელიც მან 1987 წელს დააარსა, პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა. აღნიშნული კომპანია ენერგოსექტორსა და ავტოინდუსტრიაში ოპერირებს. წინა წელთან შედარებით Icahn Enterprises-ის აქციები 18%-ით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ ეს სია Forbes-მა 2020 წლის 24 ივლისის მდგომარეობით კომპანიების აქციების ფასების მიხედვით შეადგინა.

Forbes

Previous Post

Harry Potter Fans Can Now Order Bottled Butterbeer To Their Homes

Next Post

Yahoo News: აეროპორტებში ჩატარებული კოვიდ-სკრინინგი არაეფექტურია. რატომ?

მაგდა დოლიძე

Next Post
Yahoo News: აეროპორტებში ჩატარებული კოვიდ-სკრინინგი არაეფექტურია. რატომ?

Yahoo News: აეროპორტებში ჩატარებული კოვიდ-სკრინინგი არაეფექტურია. რატომ?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Pistolo Casino Review – Rychlé výhry a intenzivní hraní

აგვისტო 3, 2026

Gransino Casino: Vincite Veloci e Gioco Veloce per Sessioni Brevi

აგვისტო 2, 2026

Reels Grande – Quick Play Slots for Instant Wins

აგვისტო 2, 2026

Cumspin Casino: Quick Wins and Lightning-Speed Gameplay for Busy Players

აგვისტო 1, 2026

Recent News

Pistolo Casino Review – Rychlé výhry a intenzivní hraní

აგვისტო 3, 2026

Gransino Casino: Vincite Veloci e Gioco Veloce per Sessioni Brevi

აგვისტო 2, 2026

Reels Grande – Quick Play Slots for Instant Wins

აგვისტო 2, 2026

Cumspin Casino: Quick Wins and Lightning-Speed Gameplay for Busy Players

აგვისტო 1, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result