Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

EBRD-მა ნავთობისა და გაზის კორპორაციის $250-მილიონიანი ევრობონდების რეფინანსირება დააფინანსა

by მაგდა დოლიძე
თებერვალი 28, 2021
in საქართველო
0
EBRD-მა ნავთობისა და გაზის კორპორაციის $250-მილიონიანი ევრობონდების რეფინანსირება დააფინანსა
0
SHARES
0
VIEWS

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ბანკი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას $250 მილიონი დოლარის მოცულობის ევრობონდების რეფინანსირებაში დაეხმარება. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა კორპორაციამ 5-წლიანი ვადიანობის ევრობონდები 2016 წელს გამოუშვა და მათი დაფარვის ვადა 2021 წლის აპრილში იწურებოდა. ფასიანი ქაღალდები ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრებოდა. 

EBRD-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ დაფინანსების შეთანხმება COVID-19-ის მიერ გამოწვეული ეკონომიკური შოკის საპასუხოდ მოხდა. ამასთან, ფინანსური პაკეტი ხელს შეუწყობს სახელმწიფო კომპანიაში დაგეგმილ რეფორმებს. მათ შორისაა, ბუნებრივი აირის ბირჟის განვითარება.

“სესხი შეამსუბუქებს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ლიკვიდობაზე დაწოლას, რაც COVID-19-ის მიერ გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების მიერ იყო გამოწვეული, ამასთან დაფინანსება კომპანიას კაპიტალის ბაზარზე წვდომაში არსებულ სირთულეებსაც შეუმსუბუქებს,”- ნათქვამია EBRD-ის განმარტებაში. 

ნავთობისა და გაზის კორპორაცია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს კომპანიის შემოსავალი 37%-ით გაიზარდა და მან 880.6 მილიონ ლარს მიაღწია. კორპორაციის წმინდა მოგება გასულ წელს 22.8%-ით შემცირდა და 121.4 მილიონი ლარი შეადგინა.  მოგების შემცირების მიუხედავად, GOGC-ი 2019 წელს მაინც ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი სახელმწიფო საწარმო იყო. 

კორპორაციის აქტივების მთლიანი მოცულობა 1.88 მილიარდ ლარს შეადგენს. GOGC-ის აქტივებს შორისაა მაგისტრალური გაზსადენები, ასევე კომბინირებული ციკლის თბოსადგურები გარდაბანი 1 და გარდაბანი 2 – ეს უკანასკნელი ოფიციალურად ექსპლოატაციაში 2019 წლის ბოლოს შევიდა. კომპანია შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს ბუნებრივი აირის რეალიზებით იღებს. თავად კორპორაცია ბუნებრივ აირს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ყიდულობს.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის შემოსავლები ცალკეული მიმართულებების მიხედვით ასე ნაწილდება:

● ბუნებრივი აირის რეალიზაცია – 576 მილიონი ლარი;
● ელექტროენერგიის მიწოდება – 225 მილიონი ლარი;
● ნედლი ნავთობით ვაჭრობა – 15 მილიონი ლარი;
● მილსადენის გაქირავების შემოსავალი (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო სუფსას მილსადენები) – 43 მილიონი ლარი;
● ნავთობის ტრანსპორტირების საკომისიო შემოსავალი (ბაქო-სუფსა) – 21 მილიონი ლარი.

ევროობლიგაციები:

2012 წელს კორპორაციამ პირველად გამოუშვა 250 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ევრო ობლიგაციები და ისინი ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსა. 

2016 წლის აპრილში კორპორაციამ განახორციელა ევრო ობლიგაციების ხელახალი გამოშვება და წინსწრებით დაფარა 2012 წელს აღებული ფინანსური ვალდებულებები. ახალი ვალდებულების დაფარვის ბოლო თარიღი 2021 წლის 26 აპრილი უნდა ყოფილიყო.

უკანასკნელი მდგომარეობით, კორპორაციის ბონდის ერთეულის ნომინალური ღირებულება $100.45 დოლარს შეადგენდა. წლიურ ჭრილში, ბონდის ღირებულება 3.62%-ით იყო შემცირებული.

Previous Post

Jeff Bezos is opening a tuition-free preschool for underserved children

Next Post

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა

მაგდა დოლიძე

Next Post
თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Gransino Casino: Vincite Veloci e Gioco Veloce per Sessioni Brevi

აგვისტო 2, 2026

Reels Grande – Quick Play Slots for Instant Wins

აგვისტო 2, 2026

Cumspin Casino: Quick Wins and Lightning-Speed Gameplay for Busy Players

აგვისტო 1, 2026

Winmega Casino: Snellopende Slots en Bliksemsnelle Winsten voor de Moderne Gokker

ივლისი 31, 2026

Recent News

Gransino Casino: Vincite Veloci e Gioco Veloce per Sessioni Brevi

აგვისტო 2, 2026

Reels Grande – Quick Play Slots for Instant Wins

აგვისტო 2, 2026

Cumspin Casino: Quick Wins and Lightning-Speed Gameplay for Busy Players

აგვისტო 1, 2026

Winmega Casino: Snellopende Slots en Bliksemsnelle Winsten voor de Moderne Gokker

ივლისი 31, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result