Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

მომდევნო ქართველი ცაში

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ინტერვიუ
0
მომდევნო ქართველი ცაში
0
SHARES
0
VIEWS

ქვეყნის ყველაზე ცნობილი ავიატორის, ალექსანდრე ქართველის ქართველ “მემკვიდრეს“, Aerotec-ის საკონსტრუქტორო ბიუროს ხელმძღვანელს ვესაუბრეთ. ილია არტემიძე თვითმფრინავის საჭეს პირველად 5 წლის ასაკში მიუჯდა, დღეს კი ინოვაციების ავანგარდშია და ელექტროთვითმფრინავზე – eCaravan-ზე მუშაობს, რომლის პირველი მასშტაბური ტესტირებაც ცოტა ხნის წინ შტატებში წარმატებით დასრულდა.  

მეორე მსოფლიო ომის დროს ერთმანეთს სახელმწიფოები უპირისპირდებოდნენ, დღეს კი მსოფლიო რესურსების ამოწურვას ებრძვის. გაავლებდით თუ არა საბრძოლო და ელექტრონულ თვითმფრინავს შორის პარალელს, რამდენად თანაბარია მსოფლიოსთვის მათი მნიშვნელობა?

რთულია ასე შედარება, მაშინ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იყო მსოფლიო, ამის მიხედვით ვითარდებოდა მაშინდელი ავიაცია, თუმცა დღეს არანაკლები პრობლემის წინაშე ვდგავართ. საწვავის მარაგი მალე ამოიწურება. როცა ფრენები აქტიურად დაიწყება, დატვირთვა ალბათ 1/3 იქნება, რაც თვითღირებულებას ძალიან გაზრდის. ნავთობპროდუქტების ჩანაცვლება ალტერნატიული ენერგიის წყაროებით უკვე მნიშვნელოვანი პრობლემაა, ერთ- ერთი გამოსავალი სწორედ ელექტროთვითმფრინავია. იმედს ვიქონიებ, რომ უფრო დიდი ყურადღება მიექცევა ამ მხრივ განვითარებას. როგორც წესი, ასეთი მოვლენები ერთი ხელის მოსმით არ ხდება, საჭიროა პირველი ნაბიჯების გადადგმა, eCaravan-იც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

გვესაუბრეთ სატესტო ფრენაზე, რას ელოდით და რამდენად გაამართლა პირველმა ცდამ?

პროექტმა საკმაო წარმატებით ჩაიარა, თვითფმრინავმა თითქმის იგივე მახასიათებლები მოგვცა, რაც ჩვეულებრივი ძრავის შემთხვევაში ჰქონდა. ეს საშუალებას გვაძლევს, უკვე სხვა ტიპის თვითმფრინავებზეც ვცადოთ ეს ტექნიკა. სამწუხაროდ, დღეს არსებული ბატარეები არ იძლევა 4-5-საათიანი ფრენის საშუალებას და ელექტროთვითმფრინავით მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში შეგვიძლია, ვისარგებლოთ. სამაგიეროდ, თუ ერთსაათიანი ფრენა აქამდე $600 ჯდებოდა, ახლა მხოლოდ $12 დაიხარჯა.

რა არის დღეს ბაზარზე მთავარი გამოწვევა და როდისთვის უნდა ველოდოთ სრულყოფილ ვერსიას?

ჩემი აზრით, ამას 5-6 წელიწადი მაინც დასჭირდება, ლიცენზიის აღებას კი 2-3 წელი. მართალია, ელექტროავტომობილის ბატარეები საკმაოდ განვითარებულია, მაგრამ თვითმფრინავს სხვა მახასიათებლები და მოთხოვნები აქვს. ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება წონის კონტროლი და ფრენის ხანგრძლივობა, რაზეც აქტიური მუშაობა მოგვიწევს. ფრენის ხანგრძლივობა მთლიანად დამოკიდებულია აკუმულატორების ტექნოლოგიაზე. საკმაოდ რთულია კომპაქტური და უსაფრთხო პროდუქტის წარმოება ავიაციისთვის. რადგან ამის მოთხოვნა გაჩნდა, ვფიქრობ, 5-6 წელიწადში უკვე უნდა მივიღოთ კომპაქტური, მაღალი ენერგოსიმკვრივის აკუმულატორები, რაც საშუალებას მოგვცემს, უფრო შორ მანძილზე და ხანგრძლივად ვიფრინოთ. თუმცა ეს ჩემი ვარაუდია და შეიძლება უფრო ადრეც მოხდეს – რამდენიმე კომპანია უკვე აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. აუცილებელია უსაფრთხოების ზომების დაცვა, რადგან შეუსაბამო მოპყრობამ შესაძლოა არასასურველი შედეგი გამოიღოს, რაც Tesla-ს და Boeing-ის შემთხვევაშიც გვინახავს.

გაგვანდეთ ელექტროთვითმფრინავის მახასიათებლები, თუ შეგიძლიათ უფრო მეტი გვითხარით eCaravan-ზე.

კონკრეტული რიცხვების დასახელება გამიჭირდება, თუმცა თავად თვითმფრინავის მახასიათებლები არ შეცვლილა. სიმძლავრე იგივეა, რაც ტოპოხრახნული ძრავის შემთხვევაში, მისი ტრეისერული სიჩქარე 340 კმ/სთ, ფაქტობრივად, უცვლელია, შეიცვალა მხოლოდ ფრენის ხანგრძლივობა. მსგავსი ტიპის თვითმფრინავები საკმაოდ ფართოდ გამოიყენება FedEx და ups-ის მიერ რეგიონალური ფოსტის გადასატანად, ასევე მოკლე მანძილზე მგზავრების გადასაყვანად. ამ შემთხვევებიდან თითქმის 50%-ის დროს ფრენის ხანგრძლივობა ერთ საათს არ აჭარბებს. აქედან გამომდინარე, ასეთი რეისებისთვის საკმაოდ მიმზიდველია ელექტროთვითმფრინავების ფლოტის ქონა. ამის სურვილი უკვე გამოთქვეს და ვიმედოვნებ, გეგმა მომავალში განხორციელდება.

აუცილებლად უნდა გკითხოთ ილონ მასკსა და SpaceX-ის მიღწევებზე. სულ ცოტა ხნის წინ, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, კოსმონავტები კერძო კომპანიამ გაიყვანა ორბიტაზე. ამ ფაქტის, თქვენი ცდებისა და ზოგადი სურათის გათვალისწინებით, საით მიდის ტექნოლოგიური განვითარება?

ძნელი სათქმელია, ჩვენს პოტენციალს სად აქვს საზღვარი, საკმაოდ დიდი განვითარება ვნახეთ 20-25 წელიწადში და ვერ ვიტყვით, 50-60 წლის შემდეგ სად შეიძლება, ვიყოთ. ჩემი აზრით, უდიდესი ყურადღება ხელოვნურ ინტელექტს დაეთმობა, ილონ მასკიც ამ მიმართულებით მუშაობს აქტიურად. დღეს პროცესები უშუალოდ ავიაციაში თითქმის 100-ჯერაა დაჩქარებული.

რა როლი ექნება ამ ყველაფერში კერძო კომპანიებს?

აშშ- ში აქტიურად მიდის ამაზე მუშაობა, რომ კერძო კომპანიებში რაც შეიძლება მეტი ტექნოლოგია განვითარდეს. სახელმწიფო პროგრამებში ჩართული ადამიანები არ არიან დაინტერესებულნი, რომ ხარჯები შეამცირონ, მიიღონ შედეგი რაც შეიძლება სწრაფად. კერძო კომპანიის ინტერესი კი კომერციულად მოგებიანი პროდუქტის შექმნაა, თან რაც შეიძლება მოკლე ვადებში. ისინი საკმაოდ დიდი კონკურენციის პირობებში იმყოფებიან, ეს კი მთავარია, რაც განვითარებას ამოძრავებს.

Previous Post

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გორში ვაშლის ბაღები გაშენდა

Next Post

მსოფლიო ბანკმა დაამტკიცა $12-მილიარდიანი გეგმა განვითარებადი ქვეყნებისთვის COVID-19-ის ვაქცინების უზრუნველსაყოფად

მაგდა დოლიძე

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result