Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Acer-ის თაობათა ცვლა

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in კომპანიები
0
Acer-ის თაობათა ცვლა
0
SHARES
0
VIEWS

2020 წელი მიზნების, მოქმედებების და საჭიროებების გადაფასების პერიოდად იქცა. მიმდინარე წელმა მთელ მსოფლიოში თავდაყირა დააყენა ყველაფერი: ბიზნესებს მიმართულებები შეუცვალა, განათლების სექტორს რეჟიმი და ფორმატი, ზოგიერთი სფერო საერთოდ გაქრობის ზღვარზეა, თუმცა, სამაგიეროდ აღმოცენდა ახალი მიმართულებები. მსოფლიო ტენდენციების რევოლუციურმა ცვლილებამ გამოიწვია ის, რომ ტექნოლოგიების სფერო მნიშვნელოვნად განვითარდა და სერიოზული პროგრესი განიცადა. ახლა უფრო მეტად ტექ-დამოკიდებული მოსახლეობა ცხოვრობს დედამიწაზე. თუმცა, ეს მხოლოდ დამოკიდებულება არაა. ტექნოლოგიების გარეშე ფაქტობრივად ვეღარც სწავლას ვახერხებთ, ვერც მუშაობას და ვერც გართობას. კომპიუტერი უკვე ფუფუნება კი არა ერთ-ერთი უპირველესი საჭიროება გახდა თითოეულ ოჯახში.

ჯერ კიდევ წლის პირველ ნახევარში სტატისტიკური მონაცემების პლატფორმა Statista წერდა, რომ გლობალურად 2020-ში კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე დანახარჯები 688 მილიარდ დოლარამდე გაიზრდებოდა. მათივე პროგნოზით, მხოლოდ კომპიუტერებზე მოთხოვნა წელს 248 მილიონ ერთეულს მიაღწევს, მათ შორის მოიაზრებენ ლეპტოპებს, ნეთბუქებს, ტალბლეტებსა და ჩვეულებრივ დესკტოპ-კომპიუტერებსაც.

პანდემიამ განაპირობა ის, რომ თითქმის ყველა ოჯახში უკვე რამდენიმე კომპიუტერული მოწყობილობაა საჭირო, მით უმეტეს თუ ოჯახში რამდენიმე თაობა ცხოვრობს. ეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ასეა. შესაბამისად, თითოეული თაობის წარმომადგენელს, თავის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული კომპიუტერი სჭირდება. ფართო ასორტიმენტზე მუშაობა კომპიუტერული ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანიებისთვის ერთგვარი გამოწვევაც კია. თუმცა, ტაივანში დაახლოებით 45 წლის წინ დაფუძნებულმა კომპანია  Acer-მა, როგორც ჩანს, მსოფლიო ტენდენციებსა და მოთხოვნებს ფეხი საკმაოდ სწრაფად და ხარისხიანად აუწყო. კომპანიამ მხოლოდ წელს, რამდენიმე ახალი მოწყობილობა წარადგინა. რაც ყველაზე მთავარია Acer-ის ტექნიკა ყველა ასაკის, ინტერესებისა და საჭიროებების მქონე ადამიანზეა მორგებული.

Acer-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ჯეისონ ჩენი

ასე მაგალითად, 21 ოქტომბერს გამართული პრესკონფერენციისას, კომპანიის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ჯეისონ ჩენმა საზოგადოებას 2020 წლის პროდუქტები წარუდგინა. მათ შორისაა სკოლის მოსწავლეებისთვის შექმნილი მოდელი Acer Chromebook Spin 513, რომელიც იკეცება, როგორც რვეული. ის კომფორტულია ვინაიდან მისი ნებისმიერი ფორმით გამოყენებაა შესაძლებელი. მაგალითად, როგორც ტაბლეტის. გამორჩეული დიზაინი და მონაცემები აქვს ასევე ახალ ნოუთბუქს Spin 7-ს, რომელსაც 5G კავშირის მიღების შესაძლებლობა აქვს და რაც ყველაზე მთავარია, მისი ელემენტი 29 საათამდე ძლებს. ამ მოდელის მოხმარება სხვადასხვა მიზნებისთვის შეიძლება. ის მრავალფუნქციური და კომფორტულია. აქვე უნდა აღინიშნოს, Acer-ის ნოუთბუქის ანტიბაქტერიული ზედაპირიც, რაც პანდემიის პერიოდში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. კლავიატურა ისეთი მასალითაა დაფარული, რომ ის ანტიბაქტერიულ ფუნქციასაც ითავსებს.

კიდევ ერთი ახალი პროდუქტი, რომელსაც Acer-ი გვთავაზობს, არის ConceptD7, რომელიც სპეციალურად ვიდეო მემონტაჟეებისთვის და გრაფიკოსებისთვის შეიქმნა. Concept D7-ს ტექნიკა შექმნილია ლამაზი, მინიმალისტური დიზაინით. მოწყობილობები აღჭურვილია ყველაზე ძლიერი კომპონენტებით, თუმცა მუშაობისას ინარჩუნებს მაქსიმალურ სიჩუმეს. “მისი ხმაური დაახლოებით იგივეა, როგორც ბიბლიოთეკის სიჩუმე“, – ასე ახასიათებენ მას კომპანიაში.

გრაფიკულ დიზაინერებსა და მემონტაჟეებს საქმე გაუმარტივდებათ Concept D-ს ლეპტოპების და კომპიუტერების სწრაფი 3D რენდერის დროით, მონიტორები კი Adobe RGB-ს ფერთა სპექტრს 100 პროცენტით წარმოაჩენენ, რის წყალობითაც ისინი ნამუშევრებს მთელ დეტალებში იხილავენ.

ტაივანურ ტექნოლოგიურ კომპანიას არც ე.წ გეიმერები დავიწყებია და მათაც შესთავაზა ახალი და გაუმჯობესებული მონაცემებით აღჭურვილი პერსონალური კომპიუტერი. ე.წ გეიმერებისთვის განკუთვნილ Predator-ის ხაზს დაემატა ახალი პერსონალური კომპიუტერი Orion 5000, რომელიც აღჭურვილია Nvidia-ს უახლესი RTX ხაზის გრაფიკული ბარათით და უზარმაზარი, 43-ინჩიანი ეკრანით. ძლიერი კომპონენტების გამო, ე.წ გეიმერები შეძლებენ დატკბნენ უახლესი თამაშებით აქამდე არნახულ მასშტაბებში.

და ბოლოს, ყველაზე გემრიელი ლუკმა Acer-სგან არის დახვეწილი დიზაინის ნოუთბუქი, რომელიც მან Porsche-სთან ერთად შექმნა. ეს ამ ორი უმსხვილესი კომპანიის პირველი ერთობლივი პროდუქტია. მისი ელემენტი 17 საათი ძლებს და ისეთივე ძლიერია, როგორც Porsche.

“ის ხელოვნების ნიმუშია“, – ასე შეაფასა Acer-ის CEO-მ ერთობლივი პროდუქტი The Porsche Design Acer Book RScomes. ეს ნოუთბუქი გამორჩეული დიზაინისაა, სასწაული მონაცემებით გამოირჩევა, მას მე-11 თაობის i7 პროცესორი აქვს, ასევე არის ძალიან მსუბუქი (1.2 კგ).

“Porsche-ს დიზაინის Acer Book RS-ი ჩვენი ბრენდის დნმ-ს წარმოადგენს და აწესებს ახალ სტანდარტებს ფუნქციონალსა და დიზაინში“, – ასე ახასიათებს Porsche Design Group-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი იან ბეკერი ახალ პროდუქტს. ის მართლაც Porsche-ს მსგავსად სწრაფია, რის გამოც კომპანიაში ელოდებიან, რომ მასზე საქმიანი ადამიანების მხრიდან მოთხოვნა დიდი იქნება.

ACER-ში აცხადებენ, რომ ამაზე არ აპირებენ გაჩერებას. „არ დაგავწიყდეთ, ჩვენ ვმუშაობთ, ვერთობით და ვრჩებით ხაზზე“, – ეს კომპანიის აღმასრულებლის სიტყვებია.

Previous Post

Steel Tycoon Regains Billionaire Status As Vietnam’s Economic Recovery Picks Up

Next Post

Google-ის ინტერნეტ-საძიებო სივრცე მეცნიერებს კოვიდ-19-ის კერების დაფიქსირებაში ეხმარება

მაგდა დოლიძე

Next Post
Google-ის ინტერნეტ-საძიებო სივრცე მეცნიერებს კოვიდ-19-ის კერების დაფიქსირებაში ეხმარება

Google-ის ინტერნეტ-საძიებო სივრცე მეცნიერებს კოვიდ-19-ის კერების დაფიქსირებაში ეხმარება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result