Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

ღვინის მწარმოებელი KTW-ს შემოსავალი 105 მლნ ლარამდე გაიზარდა – 2019 წლის ფინანსური ანგარიში

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ქართულად
0
ღვინის მწარმოებელი KTW-ს შემოსავალი 105 მლნ ლარამდე გაიზარდა – 2019 წლის ფინანსური ანგარიში
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოში ღვინის და სპირტიანი სასმელების ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა “კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ” 2019 წლის ფინანსური ანგარიში გაასაჯაროვა. დოკუმენტის მიხედვით, გაზრდილი საექსპორტო შემოსავლების დახმარებით, კომპანიის გაყიდვებმა გასულ წელს პირველად 100 მილიონ ლარს გადააჭარბა და 105.2 მილიონი ლარი შეადგინა.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ KTW-ს მიერ წარმოებული პროდუქციის უდიდესი ნაწილი საექსპორტო მიმართულებაზე არის გათვლილი. ცალკეული მიმართულებების მიხედვით კომპანიის შედეგები ასეთია:

● ამონაგები ექსპორტიდან – 93 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 27.5%;
● ამონაგები ადგილობრივ ბაზარზე საბითუმო რეალიზაციიდან – 3.13 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 22%;
● ამონაგები ადგილობრივ ბაზარზე საცალო რეალიზაციიდან – 3.16 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 5.7%;
● ამონაგები სასტუმრო, სარესტორნო და სხვა დაკავშირებული მომსახურებიდან – 3.88 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 17%;
● ამონაგები ხილის კონსერვების რეალიზაციიდან – 2.05 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 72%.

KTW-ს მოგება-ზარალის ანგარიშგების თანახმად, 2019 წელი კომპანიამ 22.6 მილიონიანი წმინდა მოგებით დაასრულა.

ფინანსური ანგარიშგების თანახმად, კომპანიას 10-ზე მეტი შვილობილი კომპანია ეკუთვნის, ჯგუფის 100%-იანი წილის მესაკუთრე კი ბიზნესმენი ზურაბ ჩხაიძეა.

ანგარიშიდან ირკვევა, რომ კომპანიის მიერ გასულ წელს რეალიზებული საქონლის ჯამური თვითღირებულება 63.5 მილიონ ლარს შეადგენდა, საერთო და ადმინისტრაციული ხარჯები კი 8,3 მილიონი ლარი იყო, საიდანაც 1.6 მილიონი ლარი უშუალოდ სახელფასო ანაზღაურებებს, 1.2 მილიონი კი, ვენახის მოვლის ხარჯებს შეადგენდა.

მმართველობით ანგარიშში “კახური ტრადიციული მეღვინეობა” საქართველოს ალკოჰოლური სასმელების სექტორის ფინანსურ მდგომარეობასაც მიმოიხილავს. დოკუმენტის თანახმად, ექსპორტზე დამოკიდებული სექტორის ზომამ გასულ წელს $345 მილიონი დოლარი შეადგინა.

“2019 წელს საქართველოში ყურძნის წარმოება 10,6%-ით გაიზარდა 271 ათას ტონამდე.  KTW-მ მოსავლის 8,85% შეისყიდა, ხოლო დანარჩენი მოცულობა კონკურენტებმა სრულად აითვისეს. მთავრობა წლების განმავლობაში ახდენდა რთველის სუბსიდირებას. ექსპორტისა და შესაბამისად სექტორის შემოსავლების ზრდასთან ერთად სახელმწიფომ დასაწყისში შეამცირა, ხოლო 2018 წელს გააუქმა სუბსიდირება. მიუხედავად სახელმწიფოს ნულოვანი სუბსიდირებისა, ყურძნის მწარმოებლების შემოსავალი მთლიანად საქართველოს მასშტაბით შეადგინა 300 მლნ ლარზე მეტი.

KTW ყურძენს საშუალოზე 11%-ით იაფად ყიდულობდა 2015-19 წლებში, თუმცა 2019 წელს ყურძნის საბაზრო ფასის მკვეთრი ზრდის შედეგად, KTW-ს ყურძნის შესყიდვის ხარჯები 2.6-ჯერ აღემატებოდა 2015 წლის ხარჯს. ამან უარყოფითი გავლენა მოახდინა ჯგუფის საერთო მოგების მარჟაზე, რომელიც 39,6%-მდე შემცირდა 2019 წელს (2015 წელს 60.1%-ი იყო). აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე KTW ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება საკუთარი ვენახების გაშენებისა, რაც შეამცირებს ჯგუფის დამოკიდებულებას ყურძნის ფასზე. 2019 წელს KTW ჯგუფმა უკვე აქტიურად დაიწყო კახეთის რეგიონში საკუთარი ვენახების გაშენების სამუშაოები”, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2020 წელს ჯგუფმა სესხის სახით 60.1 მილიონი ლარი აიღო, რაც ძირითადი საშუალებების და აქტივების შეძენას მოხმარდა.

დოკუმენტში ასევე საუბარია COVID-19-ის მოსალოდნელ ეფექტზეც, ჯგუფის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე ვირუსის შესაძლო ეფექტი შეიძლება იყოს შემდეგი:

-“სავაჭრო მოთხოვნების გაუფასურების ზრდა კონტრაგენტების გადახდისუნარიანობის გაუარესების გამო.
– მარაგების გაუფასურების ზრდა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს წმინდა გასაყიდი ფასის შემცირებით და მარაგების ბრუნვადობის პერიოდის ზრდით.”

Previous Post

Microsoft, World’s Third-Largest Tech Firm, Posts $14 Billion Profit

Next Post

KTW REVENUES INCREASED UP TO 105 MILLION GEL IN 2019

მაგდა დოლიძე

Next Post
KTW REVENUES INCREASED UP TO 105 MILLION GEL IN 2019

KTW REVENUES INCREASED UP TO 105 MILLION GEL IN 2019

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result