Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

სამაგიდო თამაში Godsland – მოიგებს ის, ვინც შეიმუშავებს საუკეთესო სტრატეგიას

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
სამაგიდო თამაში Godsland – მოიგებს ის, ვინც შეიმუშავებს საუკეთესო სტრატეგიას
0
SHARES
0
VIEWS

სიახლისკენ სწრაფვა, ენთუზიაზმი და თეორიის პრაქტიკაში განხორციელების ინტერესი არის ის, რამაც GGM გუნდის წევრებს – მიხეილ ჭოლოკავას, გურამ გელხაურს და გივი დოლიძეს – სამაგიდო თამაშების შექმნა და მათი საერთაშორისო ბაზარზე გატანა გადააწყვეტინა. სწორედ ამ ფაქტორებმა მიიქცია თიბისი ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა სტარტაპერის ყურადღებაც, როდესაც ის კომპანია GGM Board Games-ის და მის მიერ შექმნილი პროდუქტის – Godsland-ის მხარდამჭერი და გულშემატკივარი გახდა.

Godsland  GGM Board Games ჯგუფის მთავარი სამაგიდო თამაშია, რომლითაც ქართველი და უცხოელი მომხმარებელი უკვე დაინტერესდა. სხვა სამაგიდო თამაშებისგან ის მთავარი იდეით – სტრატეგიული ხასიათით განსხვავდება. თუკი სხვა თამაშებში მოგება იღბალზე, ანუ კამათელზეა დამოკიდებული, Godsland-ის მოთამაშეები გამარჯვებისკენ სტრატეგიას, ფიქრს, ზუსტ გათვლებსა და გადაწყვეტილებებს მიჰყავს. მოიგებს ის, ვინც შეუმუშავებს საუკეთესო სტრატეგიას!

ეს კონცეფცია თამაშის შემქმნელებმა ბაზრის წინასწარი კვლევისა და მომხმარებლის გამოკითხვების საფუძველზე შეიმუშავეს. ბაზრის შესწავლის შემდეგ გადაწყდა, ასევე, თამაშის თემატიკაც – მითოლოგია.  ბერძნული, ეგვიპტური, ჩინური და სკანდინავიური მითოლოგიის პერსონაჟების გვერდით მომხმარებელი  ქართველ ამირანსაც ამოიცნობს. სწორედ მის მიერ სხვა ღმერთებისთვის მოპარული ცეცხლის დაბრუნებას ცდილობს თამაშის 4 მონაწილე, ანუ 4 სხვადასხვა მითოლოგიური გმირი.

7-თვიანი ინტენსიური მუშაობის, სირთულეების გადალახვის, დატესტვის, დახვეწის შემდეგ, Godsland მზადაა გამოსაშვებად. თუმცა, როგორც ყველა დახვეწილ და დეტალებზე ორიენტირებულ პროექტს,  ამ თამაშის წარმოებასაც საკმაოდ დიდი ფინანსები სჭირდება. ამიტომ  გუნდის წევრებმა თამაში საერთაშორისო პლატფორმა Kickstarter-ზე განათავსეს (https://www.kickstarter.com/projects/ggmboardgames/godsland), რაც მას წარმოებისთვის საჭირო თანხის მოპოვებაში უნდა დაეხმაროს.

რა არის kickstarter-ი?

„ეს არის საერთაშორისო პლატფორმა https://www.kickstarter.com/, რომელზეც შეგიძლია განათავსო შენი პროდუქტის კარგად დამუშავებული, შეფუთული და დატესტილი იდეა, რომელსაც მომხმარებელი, მისი მოწონების შემთხვევაში, წინასწარ ყიდულობს.  ანუ ამ პლატფორმაზე ადამიანები ყიდულობენ ჯერ არ შექმნილ პროდუქტს, რომელსაც შენ მათ დეტალურად აცნობ. ასე აგროვებ ამ პროდუქტის წარმოებისთვის საჭირო თანხას, რომლის მიღების შემდეგაც იწყებ ამ იდეის პროდუქტად რეალიზებას და იმ მომხმარებლებისთვის გაგზავნას, რომლებმაც ეს პროდუქტი წინასწარ იყიდეს. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა დამწყები ბიზნესმენებისთვის და განსაკუთრებით, სტარტაპებისთვის“, –  ამბობს კომპანია GGM Board Games-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიხეილ ჭოლოკავა.

Godsland-ი კიკსტარტერზე ოქტომბრის დასაწყისში განთავსდა და მას უკვე გამოუჩნდა მომხმარებელი, რომელმაც თამაში მოიწონა და იყიდა. მიხეილ ჭოლოკავას აზრით, მთავარი, რითაც Godsland-მა მომხმარებლის ყურადღება მიიქცია, მისი დაპყრობითი ხასიათი, სტრატეგიაზე გათვლა და მინიატურული ფიგურების სიმრავლეა. თამაშის ზოგად კონცეფციასთან ერთად, სწორედ ამ ფიგურების ხასიათი და დიზაინი განაპირობებს საბოლოოდ თამაშის წარმატებას, თუმცა სწორედ ფიგურების სიმრავლე და დახვეწილობაა ის სირთულეც, რის გამოც ასეთი ტიპის თამაშებიც პროდუქცია საკმაოდ ძვირი ჯდება.

კიკსტარტერზე Godsland-ის წარმოებისთვის განსაზღვრული თანხა 58 000$-ია, რაც ვადის ამოწურვამდე – ოქტომბრის ბოლომდე უნდა შეგროვდეს. შესაბამისად, ეს ეტაპი Godsland-ისთვის და მისი შემქმნელებისთვის გადამწყვეტია. გუნდი იმედს არ კარგავს, რომ მათი ხანგრძლივი შრომა და ენთუზიაზმი დაფასდება და მომხმარებელი თამაშის ფიგურებს რეალურად იხილავს. თუმცა, როგორც მიხეილ ჭოლოკავა ამბობს – „იმ შემთხვევაშიც კი, თუ პროექტი ამ ეტაპზე ვერ დაფინანსდება, ეს არ იქნება ტრაგედია, რადგან მთავარი მაინც სწორი დასკვნების გაკეთება და საკუთარ შეცდომებზე სწავლაა, რაც შემდგომი წარმატებების საფუძველი უნდა გახდეს.”

Previous Post

გალტ & თაგარტმა  EBRD-ის  ლარში დენომინირებული  კერძო ობლიგაციები წარმატებით განათავსა

Next Post

მცენარეებისგან წარმოებული საავიაციო საწვავით გამონაბოლქვის 68%-ით შემცირებაა შესაძლებელი

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
მცენარეებისგან წარმოებული საავიაციო საწვავით გამონაბოლქვის 68%-ით შემცირებაა შესაძლებელი

მცენარეებისგან წარმოებული საავიაციო საწვავით გამონაბოლქვის 68%-ით შემცირებაა შესაძლებელი

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Bet On Red Casino: Quick Wins and High‑Intensity Slots for Rapid Play

June 12, 2026

SupaBet Mobile Gaming: Quick Play, Big Wins

June 12, 2026

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

Recent News

Bet On Red Casino: Quick Wins and High‑Intensity Slots for Rapid Play

June 12, 2026

SupaBet Mobile Gaming: Quick Play, Big Wins

June 12, 2026

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result