Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

Forbes Georgia-სა და Forbes Woman Georgia-ს სპეციალური გამოცემა „ადამიანური რესურსების მენეჯმენტი“ – სიახლე ქართულ მედიაბაზარზე

by Forbes.ge
February 13, 2022
in ბიზნესი, საქართველო, ყველა სიახლე
0
Forbes Georgia-სა და Forbes Woman Georgia-ს სპეციალური გამოცემა „ადამიანური რესურსების მენეჯმენტი“ – სიახლე ქართულ მედიაბაზარზე
0
SHARES
0
VIEWS

ქართული მედიაბაზრის წამყვანი ბიზნესგამოცემები მკითხველს უახლოეს მომავალში ახალ, სპეციალურ ნომერს წარუდგენენ. „ადამიანური რესურსების მენეჯმენტი“ Forbes Georgia-სა და Forbes Woman Georgia-ს თანამშრომლობით მომზადებული პირველი პროფესიული ჟურნალია. ჟურნალის მოწვეული რედაქტორი GGU-ს ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და ადმინისტრაციული მიმართულების ხელმძღვანელი, რუსუდან სანიკიძე იქნება.

ადამიანური რესურსების მართვა ბიზნესის განვითარებისა და წარმატების  ერთ-ერთ მთავარ საყრდენს წარმოადგენს. თანამედროვე ბიზნესგარემოში დღითიდღე იზრდება ადამიანური რესურსების მართვის სფეროს როლი და მნიშვნელობა.

ადამიანურ რესურსების მართვა, ისევე როგორც ზოგადად ბიზნესი, უკანასკნელი წლების განმავლობაში განიცდის სისტემურ და  გლობალურ ცვლილებებს, მკვიდრდება ახალი ტრენდები. განსაკუთრებით დიდი გამოწვევის წინაშე დარგი პანდემიურ რეალობაში დადგა –  სრულიად შეიცვალა აპრობირებული და  დამკვიდრებული ტენდენციები და გლობალური მიდგომები.

სწორედ ამიტომ, Forbes Georgia-სა და Forbes Woman Georgia-ს ერთობლივი ინიციატივით მიმდინარე წლიდან, ყოველწლიურად გამოიცემა ადამიანური რესურსების მართვის სფეროს შესახებ სპეციალური გამოცემა. „ადამიანური რესურსების მენეჯმენტი“ სრულად დაეთმობა ადამიანური რესურსების მართვასა და მის როლს ბიზნესში.

სპეციალური გამოცემის მიზანია, აუდიტორიას  გაუზიაროს ინფორმაცია დარგში მიმდინარე თანამედროვე და ინოვაციური მიდგომების,  სფეროს მოწინავე ტენდენციების,   სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ.

გამოცემა შესაძლებლობას მოგცემთ, გაეცნოთ  ადამიანური რესურსების მართვის  ექსპერტებისა და წამყვანი სპეციალისტების  მიგნებებს,  დაკვირვებებსა და   საქართველოში არსებულ წარმატებულ  პრაქტიკებს.

ასევე, გამოცემა შესაძლებლობას მოგცემთ, მიიღოთ ინფორმაცია იმ ტენდენციებზე, რომელთა მიხედვითაც იმართება დღეს საქართველოს შრომის ბაზარი; და სტანდარტებზე, რომელთა გამოყენებითაც ხდება სამუშაოს ორგანიზება ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნეს პრაქტიკაში.

გამოცემის სპეციალური რუბრიკა  დაეთმობა ადგილობრივ შრომის ბაზარზე ადამიანური რესურსების მართვის სფეროს სისტემებსა და პოლიტიკებს,  მათი ადაპტაციისა და ასიმილაციის სტრატეგიებს გლობალური ტრენდებით გამოწვეულ სიახლეებთან და, ასევე,  ცვლილებების  ტენდენციებს.

წამყვანი კომპანიების ადამიანური რესურსების მიმართულების ექსპერტები მკითხველებს რეალური მაგალითებით გაუზიარებენ ადამიანური რესურსების მართვის სფეროში არსებულ მთავარ გამოწვევებს, სირთულეებსა და წარმატებულ პრაქტიკას.

„ჩვენი ამოცანაა, დარგის სპეციალისტებს, ბიზნეს საზოგადოებას და ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს დარგში დაგროვილი წარმატებული გამოცდილება  გავაცნოთ საქართველოში მოქმედი წამყვანი კომპანიების მაგალითზე.  გავუზიაროთ მიდგომები იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოხდეს  კომპლექსური გამოწვევების ეფექტური გადაჭრა პრაქტიკაში   და, რას ნიშნავს საკითხის მაღალკვალიფიციური გადაწყვეტა; ჩვენი სურვილია, შევქმნათ წარმატებულად დანერგილი და განხორციელებული მეთოდოლოგიების, სისტემების, თეორიებისა და მიგნებების ურთიერთგაზიარების შესაძლებლობა.“ – რუსუდან სანიკიძე, GGU-ს ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და ადმინისტრაციული მიმართულების ხელმძღვანელი, სპეციალური ნომრის რედაქტორი.

„მოხარული ვართ, რომ მსგავსი მედია კოლაბორაცია შედგა და ქართველი მკითხველი უახლოეს მომავალში შეძლებს სხვადასხვა დარგში წაიკითხოს პროფესიონალური და ამომწურავი ანალიტიკური ინფორმაცია თუ მოსაზრება. ადამიანური რესურსების მენეჯმენტის სპეციალური გამოცემა ამ სერიაში პირველი იქნება, თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია იმ საინტერესო პროექტის, რომელსაც Forbes Georgia-სთან თანამშრომლობით ვავითარებთ.“ – აღნიშნავენ Forbes Woman Georgia-ს რედაქციაში.

Forbes Georgia-სა და Forbes Woman Georgia-ს აღნიშნული ერთობლივი ინიციატივა პირველი სპეციალური პროექტია სერიაში, რომელიც სრულად დაეთმობა სხვადასხვა ინდუსტრიასა და პროფესიულ ჯგუფებს. გამოცემები უახლოეს მომავალში საზოგადოებას წარუდგენენ სხვა სპეციალური გამოცემებსაც.

Previous Post

Unleashed: ვრცლად Apple-ის ყველა სიახლის შესახებ

Next Post

ჯილ ებანოიძე Booking.com-ის გადახდების ფინანსური ხელმძღვანელი გახდა

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
ჯილ ებანოიძე Booking.com-ის გადახდების ფინანსური ხელმძღვანელი გახდა

ჯილ ებანოიძე Booking.com-ის გადახდების ფინანსური ხელმძღვანელი გახდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result