Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

სტარტაპ კურსი — გზამკვლევი ბიზნესის დაწყების მსურველებისთვის

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
სტარტაპ კურსი — გზამკვლევი ბიზნესის დაწყების მსურველებისთვის
0
SHARES
0
VIEWS

სტარტაპის შექმნა და შენარჩუნება არც ისე ადვილია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მათი ნაწილი პირველივე წელს იხურება, ხოლო ბაზარზე საკუთარ ადგილს პოულობენ ის სტარტაპები, რომლებიც მუდმივად სწავლობენ, უსმენენ მომხმარებელთა მაჯისცემას და ქმნიან ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ პროდუქტებს ციფრული სამყაროსთვის. ესაა სფერო, სადაც სიახლეები არასდროს ილევა, სტარტაპის გაძლიერებისთვის კი ამ სიახლეებს მუდმივად უნდა ეძებდე.

სწორედ ამ მიზნით — სტარტაპერობით დაინტერესებული ადამიანების ცოდნის ასამაღლებლად და ბიზნესის მხარდასაჭერად თიბისიმ სტარტაპ კურსი შექმნა. ესაა კურსი-გზამკვლევი, სადაც პროფესიონალები ბიზნესის დაწყების მსურველებს ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ.

კურსი შვიდი მოდულისგან შედგება და მოიცავს გზას იდეის გაჩენიდან ინვესტორებთან წარსადგენი ე.წ. pitch-ის მომზადებამდე. ეს ლექციებია:

  • სტარტაპ იდეის ფორმირება — დავით მარკოზაშვილი
  • მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტის შექმნა — გიგი ჯანელიძე
  • ბიზნეს მოდელის განსაზღვრა — თორნიკე ჩხაიძე
  • სტარტაპის ფინანსების მართვა — შალვა ახრახაძე
  • ბრენდი და კომუნიკაცია — ნინო ეგაძე
  • ციფრული მარკეტინგი — პავლე გაბრიჭიძე
  • ინვესტიციების მოზიდვა და ფიჩინგი — ლადი გაბუნია

აქვე, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ მომავალ ლექციებზე ან სრულ კურსზე – https://bit.ly/Startuperi  სტარტაპ კურსი სრულად დაფინანსებულია თიბისის მიერ და მონაწილეებისათვის უფასოა.

ლექტორები მიიჩნევენ, რომ სტარტაპ კურსი მსმენელებს ახალი იდეების ჩამოყალიბებასა და ბიზნესსაქმიანობის უკეთ წარმართვაში აუცილებლად დაეხმარება. მათ ხედვებს ამ ბლოგში უფრო ახლოს გაგაცნობთ.

მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტის შექმნა — გიგი ჯანელიძე

გიგი ჯანელიძე თიბისის დიზაინ ტრანსფორმაციის ხელმძღვანელია და უკვე 15 წელია, დიზაინის სფეროში საქმიანობს. მის სესიაზე სტარტაპერობით დაინტერესებული ადამიანები გაიგებენ, როგორ შეიძლება გუნდი მომხმარებელს დაუახლოვდეს და გახდეს ემპათიური.

„დღეს მომხმარებლებს  გადაწყვეტილების მისაღებად დიდი არჩევანი და ნაკლები დრო აქვთ. თუ თქვენ და თქვენი გუნდი მუდმივად არ იქნებით მომხმარებელთან კავშირში, არსებობს იმის რისკი, რომ ძალიან დიდი დრო და ენერგია დახარჯოთ ნაკლებად ფასეულ საკითხებზე. არც ის უნდა დაივიწყოთ, რომ რაც უფრო მეტი ინფორმაცია გაქვთ შეგროვებული, უკეთესი იდეების გენერირების მით მეტი შესაძლებლობა გიჩნდებათ”, — ამბობს გიგი.

შეხვედრაზე ლექტორი აუდიტორიას გაუზიარებს ინფორმაციას იმ მეთოდებსა და პროცესებზე, რომლებსაც მომხმარებელზე ორიენტირებული ტექნოლოგიური კომპანიები იყენებენ. ასევე მიმოიხილავს Agile მეთოდოლოგიას,  Design Thinking-ის მეთოდოლოგიებს და პრაქტიკებს.

ბიზნესმოდელის განსაზღვრა — თორნიკე ჩხაიძე

ბიზნესმოდელის განსაზღვრის შესახებ სტარტაპ კურსზე თორნიკე ჩხაიძე ისაუბრებს. იგი საკონსულტაციო კომპანია SavvY-ს, სტარტაპ Ukve-ს და crowdfund.ge-ის თანადამფუძნებელია.

„ეს კურსი გახდება ერთგვარი სახელმძღვანელო (იდეის გენერირებიდან მისი აღსრულებამდე) ნებისმიერი ადამიანისთვის, იმისდა მიუხედავად, აქვს ბიზნესიდეა თუ არა”, — ამბობს თორნიკე.

შეხვედრა თეორიულთან ერთად პრაქტიკულ ნაწილსაც მოიცავს და უკეთ გაერკვევით, რა არის ბიზნესმოდელი, რა ტიპის ბიზნესმოდელები არსებობს სტარტაპებისთვის, გაიცნობთ lean canvas მოდელს და ააწყობთ ბიზნესმოდელს საკუთარი იდეების მიხედვით.

„დარწმუნებული ვარ, ღირებულ ინფორმაციას მიიღებს ყველა ის ადამიანი, ვინც კურსს გაივლის. ველი განსხვავებულ ადამიანებს, განსხვავებული იდეებით, რაც თავად კურსსაც საინტერესოს გახდის”, — აღნიშნავს თორნიკე.

სტარტაპის ფინანსების მართვა — შალვა ახრახაძე 

შალვა ახრახაძეს 15-წლიანი გამოცდილება აქვს ფინანსების მიმართულებით და უკვე მეათე წელია აქტიურადაა დაკავებული აკადემიური საქმიანობით. სტარტაპ კურსზე იგი დამსწრეებს გააცნობს იმ ფინანსურ პრინციპებს, რომლებიც სტარტაპებს ყოველდღიურად დაეხმარება.

„ამ სესიაზე დამსწრეებს ექნებათ შესაძლებლობა, პასუხი მიიღონ მათთვის აქტუალურ ნებისმიერ ფინანსურ კითხვაზე”, — ამბობს შალვა.

იგი სტარტაპ კურსის ინიციატივას დროულს უწოდებს: “საბედნიეროდ, ჩვენს რეალობაში ყოველდღიურად უამრავი ახალი სტარტაპი იქმნება. ძალიან ხშირად სტარტაპერებს ბევრი კითხვა აქვთ, რაზეც პასუხი სწრაფად და ეფექტიანად სჭირდებათ. შესაბამისად, ამ ინიციატივას ვუყურებ როგორც ძალიან დროულს და ვთვლი, რომ ძალიან მადლიანი საქმეა”, — ამბობს იგი.

შალვა აღნიშნავს, რომ აუდიტორიასთან შეხვედრის დიდი მოლოდინი აქვს. სესიაზე კი განიხილავს სტარტაპებისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ საკითხებს და უპასუხებს დამსწრეებისთვის აქტუალურ კითხვებსა და პრობლემებს.

Previous Post

საქართველოს ბანკის მიერ მხარდაჭერილ Fennec Tech Studio-ს  გამომწერთა რიცხვმა 6000-ს გადააჭარბა

Next Post

ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებთან პარტნიორობით პოსტერებისა და სლოგანების კონკურსს აცხადებს

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებთან პარტნიორობით პოსტერებისა და სლოგანების კონკურსს აცხადებს

ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებთან პარტნიორობით პოსტერებისა და სლოგანების კონკურსს აცხადებს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result