Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

„საამური“ – ბუნებრივი ღვინის მომაჯადოებელი გემო

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
„საამური“ – ბუნებრივი ღვინის მომაჯადოებელი გემო
0
SHARES
0
VIEWS

„საამური“ ბუნებრივი ღვინის მაღაზია-ბარია, რომელიც „ფაბრიკის“ ტერიტორიაზე მდებარეობს და მიუხედავად იმისა, რომ მისი გახსნა პანდემიის პერიოდს დაემთხვა, ბუნებრივი ღვინის მოყვარულებში „საამურს“ და მის გუნდს სახელი მალევე გაუვარდა.

მაია ჭოხონელიძემ  და ნიკი ანთაძემ თიბისი ბიზნეს მხარდაჭერის პროგრამის სტარტაპერის დახმარებით დიდი ხნის ჩანაფიქრის სისრულეში მოიყვანეს  და 50 კვადრატულ მეტრზე განლაგებული ფართის იმ ადგილად გარდაქმნა დაიწყეს, რომელიც ღვინის ბუნებრივ გემოებში მოგზაურობის გარდა, გართობის, შემეცნების, ღვინოზე ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის სივრცეც უნდა ყოფილიყო. პანდემიამ მათი გეგმის სისრულეში მოყვანა დროში შეაფერხა, თუმცა მაია და ნიკი, რომელიც თავად მეღვინეა და ბუნებრივ ღვინოს აწარმოებს, ამ ამბავს არ შეუშინდნენ და ღვინის ბარი „საამური“ აპრილიდან აამუშავეს.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ჩაფიქრებული პროექტი ჯერ ბოლომდე მზად არ არის, ინტერიერზე მუშაობა არ დასრულებულა და ამის გამო განსაკუთრებული აქტიურობით არ გამოვირჩევით, ბარი მაინც გავხსენით და სტუმრებმა თავისით გვიპოვეს. აპრილიდან გვსტუმრობენ ბუნებრივი ღვინის მოყვარულები. ვინც ერთხელ მოვიდა, ის აუცილებლად ბრუნდება, მოჰყავთ მეგობრები, ნაცნობებს ურჩევენ ჩვენს ღვინოებს და ამიტომ სტუმარი არ გვაკლია. ამას, პირველ რიგში, ბუნებრივი ღვინოების მომაჯადოვებელი გემოები განაპირობებს და, მეორე მხრივ, ჩვენი გუნდი, რომელიც ასევე ამ ღვინის სიყვარულმა და მისი ღირებულების ცოდნამ გააერთიანა“ ,- ამბობს „საამურის“ ერთ-ერთი  დამფუძნებელი, მაია ჭოხონელიძე.

ბუნებრივი ღვინო, სხვა, კონვენციური მეთოდებით დამზადებული ღვინოებისგან განსხვავებით, არ შეიცავს დანამატებს, ის ბუნებრივი საფუარით ღვინდება. ქიმიური პროცესები აქ დამოუკიდებლად, მეღვინის ჩაურევლად მიმდინარეობს, შედეგად კი ვიღებთ ბუნებრივი ღვინის მომაჯადოებელ გემოს.

„საამურის“ ძირითადი მომწოდებელი, როგორც მაია ამბობს, ბუნებრივი ღვინის ასოციაციაში გაწევრიანებული მეღვინეები არიან, რომლებიც „საამურთან“ დიდი ხანია, მეგობრობენ.  ყველა მათგანი მცირე მეწარმეა და ძირითადად ექსპორტზე მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ღვინის ექსპორტზე გატანა მათთვის ბევრად მომგებიანია, „ საამურთან“ მეგობრობას არ წყვეტენ და ამით ბუნებრივი ღვინის ბიზნესის მიმართ თანადგომას გამოხატავენ.

„საამური“  100-ამდე სახეობის ღვინოს აერთიანებს. 20-დან 250 ლარის ღირებულების ქართული თუ უცხოური ღვინოების გარდა, ბარში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ზუგდიდში წარმოებული ჯინი, კრაფტ ლუდის რამდენიმე სახეობა, ქართული აბსენტი, სიდრი, ჭაჭა და სხვა ალკოჰოლური თუ არაალკოჰოლური სასმელი.

„საამურის“ ყველის და ხორცპროდუქტების მენიუ ქართული წარმოების პროდუქტისგან შედგება, რომლებსაც „საამური“ მცირე მეწარმეებისგან ყიდულობს.

გარდა იმისა, რომ მასთან მისულ სტუმრებს უმასპინძლდება, „საამურმა“ გადაწყვიტა, თავადაც იმოგზაუროს და ბუნებრივი ღვინის გემო განსხვავებულ სივრცეებში შესთავაზოს მომხმარებელს. სწორედ ამ მოტივით, სექტემბერში, თბილისის ზღვის „საიალქნო კლუბში“, ვაკის ბისტროსთან“ ერთად ზღვის პროდუქტების თემაზე გამართული სადილით, „საამურმა“ ზღვის და იალქნიანი ნავების ფონზე 40 ადამიანს უმასპინძლა. პირველმა ერთობლივმა ღონისძიებამ წარმატებულად ჩაიარა. მაია ჭოხონელიძე ამბობს, რომ პოპ-აპის მთავარი წარმატება იქ შეკრებილ ადამიანებთან ურთიერთობა და მათთან ერთად დასახული ახალი იდეები და პროექტებია, რომლებიც საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საინტერესო სივრცეში, სხვადასხვა მეგობარ ბარ-რესტორნებთან ერთად გაიმართება.

საქართველოს ბაზრის გარდა, „საამურის“ ბუნებრივ ღვინოებს უცხოელი მომხმარებელიც დააგემოვნებს. მალე შეკვეთა დიდ ბრიტანეთსა და ჰოლანდიაში წავა, მომავალში კი „საამური“ ევროპის და აზიის სხვა ქვეყნებშიც იმოგზაურებს.

Previous Post

„მეწარმე ქალები რეგიონის განვითარებისთვის“  — გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, PechaKucha ღონისძიება გაიმართება

Next Post

აღმოაჩინეთ ქართული ჩაის ახალი გემო და არომატები – ბაზარზე Freeze Tea გამოჩნდა

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
აღმოაჩინეთ ქართული ჩაის ახალი გემო და არომატები – ბაზარზე Freeze Tea გამოჩნდა

აღმოაჩინეთ ქართული ჩაის ახალი გემო და არომატები - ბაზარზე Freeze Tea გამოჩნდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result