Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ჩინეთის სახეცვლილება: როგორ მოქმედებს პეკინის ზეწოლა ბიზნესზე

by Davit Tsiramua
ოქტომბერი 4, 2021
in ბიზნესი, ბიზნესი, ეკონომიკა, მსოფლიო, პოლიტიკა, ყველა სიახლე
0
ჩინეთის სახეცვლილება: როგორ მოქმედებს პეკინის ზეწოლა ბიზნესზე
0
SHARES
0
VIEWS

ბოლო თვეების განმავლობაში ძნელად თუ მოიძებნება ისეთი დღე, როდესაც საერთაშორისო მედიამ ჩინეთის მთავრობის მორიგი მარეგულირებელი გადაწყვეტილების შესახებ არ განაცხადოს.

მკაცრი ახალი რეგულაციების შემოღებამ და უკვე არსებული რეგულაციების ზედმიწევნითმა კონტროლმა მიზანში ჩინეთში არსებული დიდი კომპანიები ამოიღო. მკაცრი პოლიტიკა კი ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ეკონომიკური ხედვის, „საერთო კეთილდღეობის“ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

აღნიშნული ხედვა სულაც არ წარმოადგენს სიახლეს და ის ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში მაო ძედუნის მმართველობის პერიოდიდან იღებს სათავეს. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ სი ძინპინმა ქვეყნის პოლიტიკის მკაცრ მარყუჟებში მოქცევის გადაწყვეტილება ჩინეთის სახალხო პარტიის 100 წლის იუბილეზე გააჟღერა. ეს კი, საერთაშორისო პოლიტიკისა და ეკონომიკის ექსპერტების მოსაზრებით, შესაძლოა იყოს სიგნალი იმისა, თუ როგორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას გეგმავს მთავრობა მომდევნო წლების განმავლობაში.

სი ძინპინის პოლიტიკის მთავარი მიზანი მდიდარსა და ღარიბ ფენას შორის არსებული სივრცის ამოვსებაა. თუმცა, მეორე მხრივ, ეს ზომები მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს დიდ და საშუალო ბიზნესკომპანიებს მთელ ჩინეთში.

„ადგილობრივ ზომებს გლობალური ეფექტი აქვს“

ყველა სახის ბიზნესი, დაწყებული სადაზღვევო აგენტებით, დასრულებული კერძო რეპეტიტორების ფირმებით, უძრავი ქონების დეველოპერებითა და სხვა კომპანიებით, რომლებიც საკუთარი აქციების აშშ-ში გაყიდვას გეგმავდნენ, სახელმწიფოს მხრიდან ინტენსიური დაკვირვების ქვეშ მოექცა.

შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებით მძიმედ ტექნოლოგიური ინდუსტრია დაზარალდა. ზეწოლა შეეხო მრავალ ტექკომპანიას ელექტრონული კომერციის სფეროთი დაწყებული, ონლაინ საფინანსო მომსახურებით გაგრძელებული, სოციალური მედიაპლატფორმების ჩათვლით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ზეწოლა ხორციელდება სათამაშო ინდუსტრიაში მოქმედ კომპანიებზე, გამოთვლის პროვაიდერებზე, კრიპტოვალუტების მომპოვებლებსა თუ გაცვლით კომპანიებზე და სხვა მრავალ ბიზნესგაერთიანებაზე.

შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთის ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკის მთავარ ძრავას წარმოადგენს, აღნიშნულ კრიზისს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს არა მხოლოდ ადგილობრივ ბიზნესზე, არამედ გლობალურადაც.

ძლევამოსილი ჭიანჭველას დამარცხება

ყველასათვის კარგად ცნობილი ელექტრონული კომერციის პლატფორმა Alibaba-სთან აფილირებული კომპანიის, Ant Group-ის, წინააღმდეგ ჩინეთის მთავრობამ ყველაზე ადრე გაილაშქრა. გასულ წელს ჩინელი მილიარდერი ჯეკ მა საკუთარი კომპანიის საფონდო ბირჟაზე გატანას გეგმავდა. Ant Group-ის IPO-ზე გატანისას კი მისი ღირებულება 34.4 მილიარდი აშშ დოლარი უნდა ყოფილიყო.

ეს ნაბიჯი ჯეკ მას აზიის ყველაზე მდიდარ ადამიანად აქცევდა. თუმცა, საბედისწეროდ, მილიარდერმა ჩინეთის ფინანსური სისტემა საჯაროდ გააკრიტიკა. ამ  განცხადებიდან რამდენიმე დღეში კი მისი კომპანიის საფონდო ბირჟაზე განთავსება გადაიდო და საჯარო სივრციდან თავადაც გაუჩინარდა. მალევე 2.3 მილიარდი აშშ დოლარით Alibaba-ც დაჯარიმდა.

დავალიანების  ცათამბჯენი

China Evergrande Group-ი კიდევ ერთი კომპანიაა, რომელმაც სულ ახლახან აღმოაჩინა, რომ მისი ბიზნესის ბედი პირდაპირაა გადაჯაჭვული სი ძინპინის საერთო კეთილდღეობის ეკონომიკურ პოლიტიკასთან.

კომპანიის ძირითად საქმიანობას უძრავი ქონება წარმოადგენს. თუმცა გარკვეული ინტერესები სიმდიდრის მართვის, ელექტრომანქანების, საკვებისა და სურსათის ინდუსტრიასა თუ სპორტულ სფეროშიც აქვს. მისი ხელმძღვანელი ჰუი კა იანია –  Forbes-ის მონაცემებით, 2017 წლის უმდიდრესი აზიელი.

თუმცა ბოლო კვირების განმავლობაში კომპანია უდიდესი საშიშროების, გაკოტრების, წინაშე დადგა. მისთვის შექმნილმა სირთულეებმა კი გავლენა მსოფლიო ბაზარზე მოახდინა. აქციათა ფასები რამდენიმე დღის განმავლობაში მნიშვნელოვნად მცირდებოდა. აღნიშნული საშიშროება კი კომპანიის მიერ წლების განმავლობაში აღებულ ვალს, 300 მილიარდ აშშ დოლარს უკავშირდება.

თუმცა, თუკი უფრო სიღრმეებში ჩავიხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ აღნიშნულის მიზეზი ჩინეთის მთავრობის მიერ Evergrande-ის მსგავსი კომპანიებისათვის სესხების ლიმიტის შემცირება გახლდათ. ახლა კი ჩინეთის მთავრობა კომპანიის ნაცვლად, მისი ქონების, ანუ ბინების მყიდველებს ეხმარება.

ბრძოლა სათამაშო ინდუსტრიისათვის

აგვისტოში ჩინეთის სამთავრობო მედიამ სათამაშო ინდუსტრიას „სულიერი ოპიუმი“ უწოდა. ეს მინიშნება გახლდათ. ამავე თვის ბოლოს ჩინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ახალგაზრდებისათვის მეტი შეზღუდვების დაწესებას აპირებს სათამაშო დროისა თუ პლატფორმების გასაკონტროლებლად.

18 წლამდე მოზარდებს ჩინეთის მთავრობამ განუცხადა, რომ სათამაშო პლატფორმებით სარგებლობა მხოლოდ პარასკევს, შაბათს, კვირასა და არდადეგებზე შეეძლებოდათ ერთი საათის ხანგრძლივობით საღამოს 8-დან 9 საათამდე ინტერვალში. რეგულაციას კი მთავრობა ძალიან მკაცრად გააკონტროლებს.

საბოლოოდ, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა შეიძლება იყოს ჩინეთის მთავრობის მომდევნო რეგულაცია, თუმცა ეს ტენდენცია რომ გაგრძელდება, ეს აშკარა და ეჭვგარეშეა.

Previous Post

პროგრამა SOCIAL IMPACT AWARD-ის დაჯილდოების ცერემონია

Next Post

სად არის მსოფლიოში ყველაზე სწრაფი და ყველაზე ნელი ინტერნეტი?

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
სად არის მსოფლიოში ყველაზე სწრაფი და ყველაზე ნელი ინტერნეტი?

სად არის მსოფლიოში ყველაზე სწრაფი და ყველაზე ნელი ინტერნეტი?

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

TikiTaka Casino: Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Slot Actie

აგვისტო 17, 2026

Casinado Casino: Ganancias Rápidas y Emociones Instantáneas para Jugadores Modernos

აგვისტო 16, 2026

За 5 минут: как найти рабочую ссылку на Kraken onion

აგვისტო 15, 2026

В 2026 году: кракен даркнет и его особенности

აგვისტო 15, 2026

Recent News

TikiTaka Casino: Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Slot Actie

აგვისტო 17, 2026

Casinado Casino: Ganancias Rápidas y Emociones Instantáneas para Jugadores Modernos

აგვისტო 16, 2026

За 5 минут: как найти рабочую ссылку на Kraken onion

აგვისტო 15, 2026

В 2026 году: кракен даркнет и его особенности

აგვისტო 15, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result