Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

by Forbes.ge
May 18, 2023
in ეკონომიკა, პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
0
SHARES
0
VIEWS

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, აგვისტოში დაკრედიტება კვლავ აჩქარდა და ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე წ/წ 15.4% შეადგინა. კრიზისების შემდეგ ბიზნეს, განსაკუთრებით კი კორპორატიულ სექტორს, აღდგენისათვის მეტი დრო სჭირდება. თუმცა, რამდენადაც ადგილი აქვს უფრო ეკონომიკის ე.წ. გადატვირთვას, და არა – ეტაპობრივ აღდგენას, შესაბამისი დროითი ჩამორჩენაც უფრო მოკლეა. მიუხედავად ამისა, საინვესტიციო მოთხოვნის დაბრუნება კვლავ მხოლოდ მოლოდინია მაშინ, როდესაც მარაგების შევსებისათვის საკრედიტო მოთხოვნის ზრდა უკვე სახეზეა, რაზეც იმპორტის აღდგენის მაჩვენებლებიც მიუთითებს. ამასთან, როგორც მოსალოდნელი იყო, სესხების ზრდაში უცხოური ვალუტის წვლილი მატულობს, რაც ლარს და ზრდას სტიმულს აძლევს, თუმცა სამომავლოდ მოწყვლადობის გარკვეულ მატებასაც იწვევს. 2021 წლისათვის თიბისი კაპიტალის მოლოდინია, რომ სესხები 18%-ით, ან სავარაუდოდ უფრო მეტადაც კი გაიზრდება, რაც მაინც ნაკლებია ვიდრე ამავე წელს ნომინალური მშპ-ის საპროგნოზო 21.2%-ით მატება.

გასულ კვირას გამოქვეყნებული მწარმოებელთა ფასების ინდექსის ზრდა, წინა თვეებთან შედარებით, მცირედით მეტი იყო. ეს სამომხმარებლო ფასების ინფლაციის დასტაბილურების დამატებითი არგუმენტია, ვინაიდან ხშირად მწარმოებელთა ფასების ინდექსის დინამიკა სამომხმარებლო ფასების ცვლილების წინმსწრები ინდიკატორია.

თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარი, როგორც წელს, ასევე სავარაუდოდ მომავალ წელსაც, ლარის მნიშვნელოვან მერყეობას არ ითვალისწინებს. აღნიშნულის არგუმენტებია შეფასებული სავალუტო შემოდინებებისა და გადინებების პოზიტიური ბალანსი, აღდგენილი სავალუტო დაკრედიტებისა და უცხოურ ვალუტაში დანაზოგების გახარჯვის ჩათვლით. ასევე გასათვალისწინებელია სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. ხშირად არსებული, არჩევნების შემდგომი გაუფასურების მოლოდინები, მიმდინარე პერიოდში უკვე მატერიალიზირებულია. ლარსა და უცხოურ ვალუტას შორის რეკორდულად მაღალი საპროცენტო დიფერენციალის მიუხედავად, დეპოზიტების ბოლოდროინდელი დინამიკა მაინც უცხოური ვალუტის მეტ ზრდაზე მიუთითებს. ამდენად, ამ პერიოდში ლარის სტაბილურობა, თანაც სებ-ის მნიშვნელოვანი ინტერვენციების გარეშე, სავალუტო ბაზარზე ვალუტის მოთხოვნასთან შედარებით, უფრო მეტ მიწოდებაზე მიანიშნებს. მაშინ, როდესაც ლარისადმი უნდობლობა კიდევ დიდხანს დარჩება, არჩევნების შემდეგ ლარის სტაბილურობის გათვალისწინებით, თიბისი კაპიტალის მოლოდინია, რომ ვალუტის დეპოზიტების გარკვეული ნაწილის ლარში გადატანა მოხდება.

გასული კვირა, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემისა და თურქეთის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებების მხრივ, ლარისათვის პოზიტიური არ იყო. Fed მოსალოდნელზე უფრო მკაცრი იყო, თურქეთში კი საპროცენტო განაკვეთები შემცირდა და ევრომ, ლირამ და რუბლმა დოლართან მიმართებით ღირებულების ნაწილი დაკარგა. სავალუტო რისკის აღებისას, ევრო/დოლარის PPP მაჩვენებლის გათვალისწინებით, დივერსიფიცირება კვლავ ოპტიმალური ჩანს, თუმცა განსაკუთრებით ბიზნესისათვის ევროს შედარებით მეტი წილით, ვინაიდან, როგორც წესი, ლარი უფრო სტაბილურია ევროს, ვიდრე დოლარის მიმართ. ამასთან, ევრო – კარგ დროს, დოლარი კი ცუდ დროს მყარდება. ამავდროულად, თიბისი კაპიტალის მოსაზრება კალათაში ლირისა და რუბლის დამატების შესახებ, კვლავ აქტუალურია. ასევე გონივრული გადაწყვეტილებაა ლარის თუნდაც გარკვეული წილი, როგორც სესხების, ასევე ინვესტირების კუთხით, როდესაც მიზანი, ერთი მხრივ, საპროცენტო განაკვეთისა და, მეორე მხრივ, რისკის გათვალისწინებით ოპტიმალური ბალანსის მიღწევაა.

თიბისის მთავარი ეკონომისტის 27 სექტემბრის ყოველკვირეულ განახლებას ქართულ და ინგლისურ ენებზე შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე – Tbccapital.ge

Previous Post

საქართველოს ბანკის ბიზნესკუსის მომხმარებელთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა

Next Post

თიბისი ბიზნესებისთვის  საბანკო გარანტიის გაცემას ამარტივებს

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
თიბისი ბიზნესებისთვის  საბანკო გარანტიის გაცემას ამარტივებს

თიბისი ბიზნესებისთვის  საბანკო გარანტიის გაცემას ამარტივებს

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Pistolo Casino – Fast‑Track Gaming für den Schnell‑Spieler

June 16, 2026

Swift Casino: High‑Speed Gaming für den flashy Player

June 15, 2026

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Recent News

Pistolo Casino – Fast‑Track Gaming für den Schnell‑Spieler

June 16, 2026

Swift Casino: High‑Speed Gaming für den flashy Player

June 15, 2026

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result