Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ელექტროგადამცემი სექტორის გასაძლიერებლად სესხი დაუმტკიცა

by Davit Tsiramua
სექტემბერი 22, 2021
in საქართველო, ფინანსები, ყველა სიახლე
0
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ელექტროგადამცემი სექტორის გასაძლიერებლად სესხი დაუმტკიცა
0
SHARES
0
VIEWS

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს ელექტროგადამცემი სექტორის გასაძლიერებლად $100-მილიონიანი საბიუჯეტო სესხი დაუმტკიცა. კომპანიის განცხადებით, ADB მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, ოპერაციული სტრუქტურის, ქვეყნის კორპორაციული მართვისა და ფინანსური მენეჯმენტის გაუმჯობესებით გააძლიეროს ქვეყნის ელექტროგადამცემი სექტორი.

ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ევგენი ჟუკოვის განცხადებით, ეს პროგრამა მიზნად ისახავს სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ორი ენერგოკომპანიის ფინანსური და კორპორაციული მართვის გაუმჯობესებას. ჟუკოვმა ასევე ხაზი გაუსვა ADB-ის მზადყოფნას, დაეხმაროს მთავრობას ამ მიმართულებით უფრო გაფართოებული რეფორმების გატარებაში  და ეკონომიკური ზრდის მიღწევაში. ელექტროგადამცემი სექტორის რეფორმის პროგრამის ფარგლებში ბანკი მხარს დაუჭერს სააქციო საზოგადოება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში (სსე) ინსტიტუციური რეფორმების გატარებას მის თანამედროვე, ოპერაციულად ეფექტიან და ფინანსურად მდგრად ორგანიზაციად ჩამოყალიბების მიზნით.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა და მისი შვილობილი ორგანიზაცია „ენერგოტრანსი“ მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული როგორც მთავრობის დაფინანსებაზე, ასევე საგარეო ვალზე. საგარეო ვალი კომპანიებს ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის განახლებასა და გაფართოებაში დაეხმარა. მთავრობამ კი, სახელმწიფო ელექტროსისტემის რეფორმირების მიზნით, კომპანიის ახალი ქარტიისა და დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭო შექმნა, რომელმაც ადგილობრივი კანონმდებლობისა და პრაქტიკის სამართლებრივი ჩარჩო და განახლებული წესდება შეიმუშავა. მთავრობამ ასევე გააძლიერა სსე-ის საინვესტიციო დაგეგმარება.

ADB-ის პროგრამა განაგრძობს სსე-ის ოპერაციული სტრუქტურისა და ეფექტიანობის, კორპორაციული მმართველობისა და ინსტიტუციური გარემოს გასაუმჯობესებლად, ასევე ფინანსური სიძლიერის მისაღწევად რეფორმების მხარდაჭერას.

შეგახსენებთ, რომ ADB 1966 წელს დაარსდა და ის 68 ქვეყანას აერთიანებს. ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ და მდგრად განვითარებას.  საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრი 2007 წელს გახდა. ამ პერიოდიდან მოყოლებული საქართველოსთვის ADB-ის მიერ გაცემული სესხების ჯამი $3,92 მილიარდს, ხოლო ტექნიკური დახმარების პროექტები $28,9 მილიონს შეადგენს. საქართველოში ADB-ის განვითარების პრიორიტეტებს შორისაა ვაჭრობის გაფართოება, მეტი სამუშაო ადგილის შექმნა და ეკონომიკური დერეფნების განვითარების გზით სიღარიბის დამარცხება.

Previous Post

Visa Digitally Enables 16 Million SMBs on Path to Reaching 50 Million Goal Worldwide

Next Post

წყალტუბო ახალ სიცოცხლეს იწყებს

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
წყალტუბო ახალ სიცოცხლეს იწყებს

წყალტუბო ახალ სიცოცხლეს იწყებს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

BC GAME: Quick‑Hit Casino Action für High‑Intensity‑Spieler

ივლისი 25, 2026

Bizzo Casino – Slot Quick‑Hit e Divertimento a Play Rapido

ივლისი 25, 2026

EUcasino: Quick‑Fire Slots und Live Action für den Kurz‑Session‑Spieler

ივლისი 25, 2026

Sugar Casino: Quick Spin Thrills für High‑Intensity Gaming

ივლისი 24, 2026

Recent News

BC GAME: Quick‑Hit Casino Action für High‑Intensity‑Spieler

ივლისი 25, 2026

Bizzo Casino – Slot Quick‑Hit e Divertimento a Play Rapido

ივლისი 25, 2026

EUcasino: Quick‑Fire Slots und Live Action für den Kurz‑Session‑Spieler

ივლისი 25, 2026

Sugar Casino: Quick Spin Thrills für High‑Intensity Gaming

ივლისი 24, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result