Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

HR პარტნიორი საქართველოდან

by Davit Tsiramua
September 21, 2021
in ბიზნესი, ინტერვიუ, კომპანიები, მენეჯმენტი, საქართველო, ყველა სიახლე
0
HR პარტნიორი საქართველოდან
0
SHARES
0
VIEWS

როგორ გავზარდოთ თანამშრომლების პროდუქტიულობა და მათ მიერ შესრულებული საქმიანობის ეფექტიანობა? ეს კითხვა ალბათ ყველა კომპანიაშია აქტუალური. ზოგი მათგანი ამ კითხვაზე პასუხების ძიებას და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმასაც ცდილობს. ამ პროცესში 2015 წლიდან ბიზნესებს საქართველოში დაფუძნებული საკონსულტაციო კომპანია „ჰედვაისი“ ეხმარება, რომელიც უკვე უცხოურ ბაზარზეც გავიდა და გერმანიაში „მაკდონალდსთან“ გააფორმა კონტრაქტი. როგორ დაიწყეს და სად არიან დღეს? პასუხებს ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც Forbes Georgia-მ „ჰედვაისის“ დამფუძნებელ მარიამ კვარაცხელია-ზირაქაშვილთან ჩაწერა.

მარიამ, „ჰედვაისი“, როგორც ტრენინგ და საკონსულტაციო კომპანია დაახლოებით ექვსი წლის წინ ჩამოყალიბდა, ამ პერიოდის განმავლობაში, თქვენი დაკვირვებით, რა შეიცვალა? გამოიკვეთა თუ არა ახალი საჭიროებები კომპანიებში? რაზე გაიზარდა მოთხოვნა და პირიქით?

„ჰედვაისმა“ აქამდე მოსასვლელად საკმაოდ რთული გზა გამოიარა. როდესაც კომპანია დაარსდა, მაშინ ასეთ ტრენინგებზე ამხელა მოთხოვნა არ იყო, ფაქტობრივად ერთ-ერთი პირველთაგანი ვიყავით, ვინც ტრენინგების გავლის კულტურა დანერგა საქართველოში და ამ კუთხით მოთხოვნა გააძლიერა. კომპანია წლიდან წლამდე ვითარდება და იზრდება, იზრდება ჩვენი გამოცდილებაც. ასევე უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება ჩვენ მიერ შეთავაზებული მომსახურებები. თავიდან დავიწყეთ ტრენინგებით, მაგრამ ბოლო სამი წელია, მივაღწიეთ იმას, რომ შევედით დიდ და გლობალურ კომპანიებში როგორც ტრენინგ და საკონსულტაციო კომპანია. ჩვენი მთავარი მისია ორგანიზაციებში, რომელთაც ვეხმარებით, ადამიანური კაპიტალის შეფასება და განვითარებაა.

პერსონალის ეფექტიანობის უკან ბევრი რამ დგას, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი პიროვნული რესურსების, კომპეტენციების, პოტენციალისა და მახასიათებლების სამუშაოსთან თავსებადობაა. ჩვენი ყველაზე მოთხოვნადი სერვისიც სწორედ ამ თავსებადობის შეფასებაა.

ძირითადად ვინ არიან თქვენი მომხმარებლები? რა აწუხებთ მათ?

ჩვენი მომხმარებლები ძირითადად დიდი ორგანიზაციებია, რომლებსაც აქვთ რესურსი, პერსონალის განვითარების სრულფასოვანი პროგრამები დაგეგმონ – მაგალითად, ჩაატარონ არა მხოლოდ ზოგადი ტრენინგები, არამედ უზრუნველყონ ინდივიდუალური სესიები თითოეული თანამშრომლისთვის, მოახდინონ პერსონალის როგორც გუნდური, ასევე პერსონალური შეფასება პიროვნული მახასიათებლების, სამუშაო კომპეტენციების, სამუშაო ეფექტიანობის, კმაყოფილებისა და ორგანიზაციულ კულტურასთან თანხვდენის კუთხით.

ჩვენ შევისწავლეთ კომპანიების „ტკივილები“ და ამ ცოდნაზე დაყრდნობით შევიმუშავეთ საჭიროებაზე მორგებული ისეთი კორპორაციული სერვისები როგორიცაა: ორგანიზაციული პროფაილინგი – ვსწავლობთ ორგანიზაციულ სტრუქტურასა და პროცესებს, მათ თანაკვეთას და მოქნილობას მიზნებთან მიმართებით. გუნდური პროფაილინგი – ამ შემთხვევაში ვაკეთებთ გუნდური მუშაობისა და გუნდის, როგორც ერთი ორგანიზმის, ანალიტიკას, ვავლენთ მის დინამიკასა და პოტენციური ეფექტიანობის უმაღლეს კოეფიციენტს. პერსონალური პროფაილინგი – ამ შემთხვევაში პერსონალის ინდივიდუალურ შეფასებას ვაკეთებთ და ვქმნით მისი განვითარების რუკას ორგანიზაციაში.

ეს სამი მომსახურება არის ძირითადი ხელსაწყოები, რითაც ჩვენ ორგანიზაციებს ისეთ პრობლემებს ვუგვარებთ, როგორიცაა: დემოტივაცია, არაეფექტიანი გუნდური მუშაობა, კონფლიქტები, მაღალი გადინება და სხვა.

სამუშაო ეფექტიანობის გაზრდის მიზნით კომპანიებს სთავაზობთ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებსაც. რაზეა კონკრეტულად საუბარი?

„ჰედვაისი“ რიგ საკითხებზე „ლაბორატორია Z“-თან კოორდინირებულად მუშაობს. „ლაბორატორია Z“ ჩემი მეორე კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო და წამყვანი ნეიროტექნოლოგიით არის აღჭურვილი, საშუალებას გვაძლევს, სხვადასხვა სახის ექსპერიმენტი და კვლევა ჩავატაროთ ორგანიზაციული საჭიროების ჭრილში. მაგალითად, პერფორმანსის ანალიტიკა, თანამშრომლების შეფასება, ნეირომარკეტინგი და სხვა.

„ჰედვაისი“ საერთაშორისო ბაზარზეც გავიდა. კერძოდ, გერმანიაში „მაკდონალდსის“ 1884 რესტორანთან გააფორმეთ ექსკლუზიური კონტრაქტი, რომელიც HR კონსულტირებას ითვალისწინებს. რა შედეგები გაქვთ და როგორ მოახერხეთ საერთაშორისო ბაზარზე გასვლა?

„ჰედვაისმა“ შექმნა პიროვნების შეფასების უნიკალური არატესტური მეთოდის ალგორითმი, რომლის მეშვეობით ორგანიზაციას საშუალებას აქვს, სრულფასოვანი შეფასება მიიღოს თითოეული თანამშრომლის კომპეტენციების, უნარების, ქცევითი მახასიათებლებისა და დამოკიდებულებების შესახებ, უფრო მეტიც, არა მხოლოდ შეაფასოს არსებული, არამედ განსაზღვროს მომავალი ქცევაც, რაც, მაგალითად, უმნიშვნელოვანესია თანამშრომლის დაწინაურების შემთხვევაში. სწორედ ამ უნიკალური პროგრამების მეშვეობით მივიქციეთ ისეთი გლობალური კომპანიის ყურადღება, როგორიც „მაკდონალდსია“. პერსონალის შერჩევისას მათთვის მნიშვნელოვანია ზედმიწევნით მოხდეს როგორც ზოგადი ქცევისა და კომპეტენციების შეფასება, ასევე კეთილსინდისიერებისა და უსაფრთხო ქცევის პროგნოზირებაც, რაც ჩვენი ინსტრუმენტის მთავარი უპირატესობაა. ორწლიანი მოლაპარაკების შემდეგ, მაღალი კონკურენციის პირობებში, რადგან ჩვენი კონკურენტები იყვნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი რეკრუტინგული და საკონსულტაციო კომპანიები, მივაღწიეთ შეთანხმებას და გავხდით „მაკდონალდსის“ ექსკლუზიური HR პარტნიორი მთელი გერმანიის მასშტაბით. მოკლედ რომ ვთქვათ, ახლა უკვე ჩვენზეა დამოკიდებული მათ ადამიანურ კაპიტალზე ზრუნვა.

სხვა მსგავსი საერთაშორისო გამოცდილება/თანამშრომლობა თუ გაქვთ ან გეგმავთ უახლოეს მომავალში?

სანამ გერმანულ „მაკდონალდსთან“ დავიწყებდით თანამშრომლობას, უკვე გვყავდა რამდენიმე დამკვეთი გერმანიიდან და ამერიკიდან, თუმცა არა იმხელა მასშტაბების, როგორც „მაკდონალდს გერმანიაა“. ვგეგმავთ გერმანიაში ფილიალის გახსნას და, რა თქმა უნდა, მიზნად გვაქვს უახლოეს მომავალში სხვა ქვეყნებშიც გავიდეთ.

საქართველოში რომ გადმოვინაცვლოთ, როგორია თქვენი თვალით დანახული გამოწვევები შრომის ბაზარზე? რა აკლია, მაგალითად, კერძო სექტორს, როგორც დამსაქმებელს?

„ჰედვაისი“, გარდა სადიაგნოსტიკო და განმავითარებელი პროგრამებისა, პერსონალის შერჩევასაც აწარმოებს, სწორედ ამ რაკურსიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორგანიზაციები ყველაზე მეტად დღეს სპეციფიკური მიმართულების სპეციალისტების დანაკლისს განიცდიან. არასაკმარისი სპეციალისტების არსებობის გამო, კომპანიას ზოგჯერ ძალიან უძვირდება კონკრეტულ პოზიციებზე თანამშრომლის მოძიება. ეს დიდი გამოწვევაა უმრავლეს შემთხვევაში.

ამ შემთხვევაში როგორია რეკომენდაციები მათთვის?

აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად მეტი საჭიროების კვლევა და ამ კვლევების შედეგების შესახებ მომავალი სპეციალისტების ინფორმირებაა საჭირო. „რა არის პერსპექტიული პროფესია“? ეს კითხვა ხშირად ისმის, თუმცა პასუხები უმეტეს შემთხვევაში  შაბლონურია, რასაც შეცდომაში შევყავართ და ვირჩევთ იმ პროფესიას, რომლითაც ბაზარი უკვე საკმარისად გაჯერებულია. კომპანიების ჩართულობა მსგავს კვლევებსა თუ საინფორმაციო კამპანიებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

მსოფლიოში ყველა მსხვილი კომპანია საუკეთესო ტალანტების მოზიდვას და მათ განვითარება/გაზრდას ცდილობს. ამ მხრივ როგორი ტენდენცია გვაქვს საქართველოში?

საქართველოში ტალანტების განვითარების მზარდი ტენდენცია გვაქვს. ჩვენი დამკვეთების რაოდენობა ყოველ წელს საგრძნობლად იზრდება ტალანტების შეფასებისა და მათი განვითარების გეგმის შემუშავების კუთხით. თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ეს მომსახურება მაინც ფუფუნების საგანია და ძირითადად მხოლოდ დიდი კომპანიები იჩენენ აქტიურ ინტერესს ამ მიმართულებით.

მნიშვნელოვანია მოტივაციის სისტემები კომპანიაში. რა არის თქვენი რჩევები დამსაქმებლებისთვის ამ შემთხვევაში?

სამოტივაციო სისტემები ხშირად შაბლონურია ხოლმე, ჩვენი რჩევა იქნება, სისტემის შემუშავებისას გამოიყენონ ორგანიზაციული პროფაილინგის მეთოდი, რომელიც ორგანიზაციის თავისებურების, სპეციფიკისა და პერსონალის ინდივიდუალური თავისებურებების კომბინაციაზე იქნება მორგებული.

პროფაილინგის მეთოდოლოგია გულისხმობს ადამიანის შესწავლის კომპლექსურ ალგორითმს, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც საშუალება გვაქვს, გავიგოთ ადამიანების მოტივატორები, პრეფერენციები, ადაპტაციური მექანიზმები და უფრო მეტიც გავაკეთოთ მათი ქცევის პროგნოზირებისთვის.

დაბოლოს, „ჰედვაისის“ მოსაზრებით, რომელია მომავლის უნარები, რომელთა გამომუშავებაზეც ყურადღება ახლა უნდა გავამახვილოთ?

ამ მხრივ თამამი ვიქნები და ვიტყვი, რომ ის, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ – ადამიანების ამოცნობა და მათი ტრანსფორმაცია – ეს არის უნარი, რომელიც მომავალში ყველაზე გვიან და რთულად ჩანაცვლდება ავტომატიზებული პროცესებით, შესაბამისად, მისი განვითარება თითოეულ ინდივიდში, როგორც ორგანიზაციული ასევე პერსონალური მიზნებისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

Previous Post

გერმანიის შინამეურნეობებისთვის გაზის ტარიფის 11.5%–იანი ზრდაა მოსალოდნელი

Next Post

თურქეთში განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტიციამ $66 მილიარდს მიაღწია

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
თურქეთში განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტიციამ $66 მილიარდს მიაღწია

თურქეთში განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტიციამ $66 მილიარდს მიაღწია

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Bet On Red Casino: Quick Wins and High‑Intensity Slots for Rapid Play

June 12, 2026

SupaBet Mobile Gaming: Quick Play, Big Wins

June 12, 2026

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

Recent News

Bet On Red Casino: Quick Wins and High‑Intensity Slots for Rapid Play

June 12, 2026

SupaBet Mobile Gaming: Quick Play, Big Wins

June 12, 2026

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result